Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » აპრილი » 02

ლექსი ახალ წელზე

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 816/თარიღი: 2013-04-02

- ახალი წლის საღამოა,

ქარი ქრის და ფიფქი ცვივა,

თოვლის საბანს რომ იხურავ,

ნაძვის ხეო, არა გცივა?

- არა მცივა, პატარებო,

მე ღიმილი თქვენი მათბობს

და გისურვებთ, რომ თქვენს გულშიც

არასდროს არ დაიზამთროს.

ზამთარია, მაგრამ გული

არ გითბებათ ყველას განა?

ხედავთ? თოვლის ბაბუამაც

საჩუქრები მოგიტანათ.

უღრან ტყიდან მოვიჩქარი,

ისე ძლიერ შემიყვარდით,

მე მოვედი, რომ ახალი

მოგილოცოთ წელიწადი.


უცნაური ვარცხნილობები

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 827/თარიღი: 2013-04-02

საინტერესო უცნაური ვარცხნილობების ფოტოებს გთავაზობთ. 


ასანთის ღერებისგან გაკეთებული ხელოვნება

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1165/თარიღი: 2013-04-02

ფოტოები ნახეთ სრულადში


შუქჩრდილის მბრძანებელი

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1003/თარიღი: 2013-04-02

ერთ დროს "მოდიდან გამოსული” რემბრანდტი მარადიულ შემოქმედად იქცა

რემბრანდტის დიდ შემოქმედებით მემკვიდრეობას – 600 ტილოს, 300 გრავიურასა და 2000 ნახატს ბევრი დამფასებელი ჰყავს, მისი ტილოები მსოფლიოს ნებისმიერი მუზეუმისთვის უდიდესი სიამაყის საგანია, თუმცა ყოველთვის ასე როდი იყო. გენიალური ოსტატი, ბაროკოს ეპოქის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, რომელმაც მთელ ჰოლანდიურ ფერწერაზე უდიდესი ზეგავლენა მოახდინა, თანამედროვეებმა ვერ დააფასეს, ის უკიდურეს სიღარიბეში გარდაიცვალა…


240 სილიკონის თოჯინის ჰარამხანა…

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1040/თარიღი: 2013-04-02

ბრიტანელმა თავისი სილიკონის მეგობრების უზრუნველსაყოფად უამრავი ვალი დაიდო. მან 240 თოჯინით ჰარამხანა შექმნა. მისი ცოლი კი ამ ყველაფრის წინააღმდეგი არც არასოდეს ყოფილა…

ბრიტანელი ცოლ-ქმრის ეს მეტად უცნაური გატაცება ასე დაიწყო…


მხატვრობა ჭუჭყიან მანქანებზე

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1348/თარიღი: 2013-04-02

mxatvroba


ორიგინალური სამკაულები

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 974/თარიღი: 2013-04-02

ორიგინალური სამკაულები


უკვდავნი და უკვდავი ვამპირები

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 817/თარიღი: 2013-04-02

კადრი ფილმიდან "უკვდავი”.

ირაკლი კაკაბაძის "სიყვარულის ბალადა” გაქირავებაში 17 ნოემბერს გამოვა

ნოემბრის კინოგაქირავება დაიწყო. ნელა-ნელა ეკრანებზე გამოდის ის ფილმე­ბი, რომლებსაც მაყურებელი ყველაზე მეტად ელოდება და რომლებსაც კინო­დაჯილდოებებზე მოხვედრის მეტი შანსი აქვთ. ასე ხდება ჩვენთანაც – "ამირა­ნი” და "რუსთაველი” ტრადიციულად მცირე, თუმცა ჟანრულად მრავაფეროვან აფიშას გვთავაზობს, რომელიც ერთნაირი დოზით მოიცავს ბლოკბასტერებს, კომედიებს, საბავშვო და ქართულ ფილმებს. ქვემოთ სწორედ მათ გაგაც­ნობთ.


მიშო დადიანის რამდენიმე ლექსი სრულიადში

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 829/თარიღი: 2013-04-02

გასვლა



მიდიხარ, ჯდები, (ნონსენსია სხვა რამე ახლა),

კარის კაცივით გელოდება სამყარო გარეთ…

რა იოლია (ან პირიქით) თვალების- სახლი-

-გაიხადო და მიატოვო, გაექცე სადმე.



თუნდაც ისე შორს, რომ არ ჩანდეს -ნამცეცი მთვარე,

ღრუბლები , მთები, აივნები, სამყარო-ბლიცი,

რომ ეს ზეცაც კი არ გამოჩნდეს,რომ მიკრო წამებს-

-გაასწრო მთელი დედამიწით, ჰაერით, სივრცით…


კონგრესის ბიბლიოთეკა

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 784/თარიღი: 2013-04-02

კონგრესის ბიბლიოთეკა (ინგლ. Library of Congress), აშშ-ის დე-ფაქტო ეროვნული ბიბლიოთეკა და აშშ-ის კონგრესის კვლევითი განყოფილება. განლაგებულია სამ შენობაში, ვაშინგტონში, და უდიდესი ბიბლიოთეკაა მსოფლიოში, როგორც თაროების სივრცის, ისე წიგნების რაოდენობის მიხედვით. ბიბლიოთეკის მეთაური ამჟამად ჯეიმზ ბილინგტონია.

კონგრესის ბიბლიოთეკა 1800 წელს დაარსდა და თითქმის მთელი XIX საუკუნის განმავლობაში აშშ-ის კაპიტოლიუმში იყო განთავსებული. 1812 წელს თითქმის მთელი საწყისი კოლექციის ხანძრის მიერ განადგურების შემდეგ, თომას ჯეფერსონმა ბიბლიოთეკას 1815 წელს წიგნების მთელი საკუთარი კოლექცია მიჰყიდა (6487 წიგნი). ამერიკის სამოქალაქო ომის შემდეგ კონგრესის ბიბლიოთეკამ მეტი მნიშვნელობა შეიძინა და ზრდა იწყო, რის გამოც მისთვის ცალკე შენობა აშენდა, სადაც ასევე გადავიდა ბიბლიოთეკის საავტორო უფლებების სადეპოზიტო ინფორმაცია. XX საუკუნეში სწრაფი ექსპანსიის პერიოდში ბიბლიოთეკა წამყვან საზოგადოებრივ როლს იძენს.


კედლის მხარე – მიშო დადიანი

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 808/თარიღი: 2013-04-02

ჩვენ რა უნდა ვქნათ, რა ვიხმაროთ ღონე იმისა,
რომ უკანასკნელი ფრთასისხლიანი მერცხალიც
არ გაფრინდეს ამ გარდაცვლილი ბუდიდან.
და დარჩნენ მხოლოდ ფრჩხილებით ჩამოკაწრული ღამეები,
და დედამოტყნული ისტორიკოსები,
რომლებიც თავიანთივე დედისტყვნას,
ყველაზე მხატვრული ხერხით სტყუიან.
სადაც ყოველ დღე კარზე გვიკაკუნებენ
და ჭუჭრუტანიდან საკუთარ სიკვდილს ვხედავთ


ფოტო-ხელ-ქმნილი საოცრება

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1234/თარიღი: 2013-04-02



ოდნავ სევდიანი ღიმილი

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1080/თარიღი: 2013-04-02

სიტყვები უმისამართოდ დაბორიალობენ გარშემო. მრავლად არიან, ხატოვანიც, სევდიანიც, ზეაწეულიც, მეტყველიც, ასეთიც, ისეთიც…

აი ზუსტად მორგებული კი ვერ ვიპოვე. ჯერ რომ არასდროს ყოფილა, ისე მიჭირს იმ სიტყვების მოძებნა ერთდროულად ტკივილს, მონატრებას, დანანებას, სიცარიელეს და კვლავ მონატრებას რომ გამოხატავენ. ორი წლის წინ ნიკო გომელაურმა უკანასკნელად ამოისუნთქა და ქალაქს “ჩანაწერებში” გაბნეული ღიმილი დაუტოვა. ხშირად მომისმენია ამბობდნენ, ის არ მომკვდარაო, კვლავ ცოცხლობს ჩვენს გულებშიო. მაშინ ვერ ვხვდებოდი ამ სიტყვების მნიშვნელობას და ოდნავ ბანალურადაც კი მეჩვენებოდა. ახლა კი ზუსტად ვიცი, რომ ჩემთვის და უამრავი ადამიანისთვის ნიკო არ… ვერც კი ვწერ ამ ზმნას. ამიტომ, 2010 წლის 13 აპრილიდან დღემდე გასულ დროს უბრალოდ, დავივიწყებ და მანამდე რაც იყო იმას გავიხსენებ…


ცხენი

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 779/თარიღი: 2013-04-02

ცხენი (Equus caballus ან Equus ferus caballus) არის ოთხფეხა ჩლიქოსანი ძუძუმწოვარი ცხოველი. ცხენები დიდი ხნის განმავლობაში ეკონომიკურად ყველაზე მნიშვნელოვანი მოშინაურებული ცხოველები იყვნენ, და განსაკუთრებულ როლს ასრულებდნენ ადამიანთა და ტვირთის ტრანსპორტირებაში ათასობით წლის განმავლობაში


აღმოჩენილია ერთ-ერთი პირველი დინოზავრი, ზაუროპოდის პრაქტიკულად მთელი ჩონჩხ

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 798/თარიღი: 2013-04-02

Yizhousaurus-ის თავის ქალა (Bill Mueller-ის ფოტო).

ჩინეთის სამხრეთით იუნანის პროვინციაში ნაპოვნია უძველესი ზაუროპოდის მთელი ჩონჩხი.

ტეხასის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის თანამშრომელი სანკარ ჩატერჯი (Sankar Chatterjee) შეისწავლიდა ახალი ტიპის დინოზავრების ნარჩენებს 2005 წლის შემდეგ. მათ მიერ ჩინელ პალეონტოლოგებთან ერთად მომზადებული ანგარიში წარმოდგენილი იქნა დღეს 31 იქტომბერს დენვერში ამერიკის გეოლოგიური საზოგადოების ყოველწლიურ შეკრებაზე.


ლაბრადორ რეტრივერი

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 861/თარიღი: 2013-04-02

სიმაღლე მინდაოში:
ხვადი: 56_57სმ
ძუ: 53_56სმ
წონა:
ხვადი: 35_38კგ
ძუ: 30_33კგ
შეფერილობა: შავი, ყავისფერი, ჩალისფერი


კავკასიური თხუნელა

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 892/თარიღი: 2013-04-02

შედარებით დიდი თხუნელაა. ქალას კორდილობაზალური სიგრძე 33,1– 35,7 მმ–ია. სხეულის სიგრძე 109–136 მმ. ზედა რკალის კბილების სიგრძე 12,9– 13,8 მმ. ზედა საჭრელი კბილების შუათანა წყვილი რამდენადმე მაღალია გვერდით საჭრელ კბილებზე.

თხუნელა ჩვენში ყველგანაა, მაგრამ მეტწილად დასავლეთ საქართველოს ნოტიო ადგილებშია გავრცელებული, იქ, სადაც ატმოსფერული ნალექები დიდი რაოდენობით იცის. თხუნელა ცხოვრობს ტყეებლსა და ველ–მინდვრებში, ბოსტნებსა და ბაღებში, მაღალ მთებსაც არ ერიდება და 2540 მ სიმაღლეზე ადის.

მამლები დედლებზე დიდია. ზამთარ–ზაფხულ აქტიურობენ. ზამთრობით არ სძინავთ და უფრო ღრმად ჩადიან მიწაში, რაც მსხვერპლზე ნადირობასთან არის დაკავშირებული. კავკასიური თხუნელა ბუდეს ბუჩქების ან ხის ქვეშ იკეთებს: ბუდიდან რამდენიმე გზა გადის მის სანადირო ფართობზე. ერთი სავალი გზა სწორი, განიერი და ღრმაა; დანარჩენი მის განშტოებას წარმოადგენენ. ამ მთავარ სავალ გზაზე თხუნელა აუცილებლად გაივლის.


Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.