Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » აპრილი » 04

გურული საცივი

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 831/თარიღი: 2013-04-04

მასალა
• ინდაური ან დედალი
• 300 გრ. ხახვი
• 3-4 ჩ.ჭ. ნიგოზი
• 2 ს.კ. ფქვილი • 2 ცალი კვერცხი
• 1 კბილი ნიორი • 1 ძირი ქინძი
• 1/2 ჩ.კ. დარიჩინი
• 1/2 ჩ.კ. ძმარი
• 3-4 მარცვალი მიხაკი
• წიწაკა და მარილი გემოვნებით



მომზადება
გასუფთავებული, გარეცხილი ინდაური ან ქათამი მოვათავსოთ ქვაბში, დავასხათ წყალი, დავდგათ ცეცხლზე მოსახარშად. როცა მოიხარშება, ამოვიღოთ ქვაბიდან, მოვაყაროთ მარილი და შევდგათ ღუმელში შესაწვავად.

დავკეპოთ ხახვი. მოსაშუშად დავასხათ ნიგვზიდან გამოხდილი ზეთი და ფრინველის ნახარში. 10 წუთის შემდეგ ჩავამატოთ გაცრილი ხორბლის ფქვილი და კიდევ ვშუშოთ ხახვთან ერთად. როცა კარგად მოიშუშება, თანდათან გავხსნათ ინდაურის ან ქათმის ნახარშში, ჩავუმატოთ მიხაკ დარიჩინთან და დაფნის ფოთოლთან ერთად მოდუღებული ღვინის ძმარი. შევანელოთ დანაყილი ნივრით, პილპლით, ქინძით, კამით, ოხრახუშით, ხმელი სუნელით. ყველა ეს სანელებელი გავხსნათ საცივის წვენში, 5-10 წუთით წამოდუღების შემდეგ ქვაბი გადმოვდგათ ცეცხლიდან და ჩავუმატოთ ყვითელ ყვავილთან (ზაფრანა) ერთად ძალიან წმინდად დანაყილი ნიგოზი, გახსნილი ბულიონში. შეიძლება აქვე ჩავამატოთ კვერცხის გული.


ბოზბაში

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1387/თარიღი: 2013-04-04

მასალა
• 1 კგ ცხვრის ხორცი • 250 გ მუხუდო
• 6-8 ცალი კარტოფილი • 2 მოზრდილი თავი ხახვი
• 80-90 გ ერბო • 1-2 ჩ.კ. ფქვილი
• 4-5 პამიდორი ან 1-2 ს.კ. ტომატპასტა
• 200-300 გ ხილი – ალუჩის ჩირი, მჟავე ვაშლი, ჭერმის ჩირი ან კომში
• 1 საშუალო კონა მწვანილი – ქინძი, ტარხუნა, რეჰანი, ოხრახუში
• მარილი, პილპილი – გემოვნებით.



მომზადება
წინა დღით წყალში ჩავალბოთ მუხუდო და რამდენჯერმე გამოვუცვალოთ წყალი. მეორე დღეს დავასხათ წყალი და ვხარშოთ ნელ ცეცხლზე, ქაფის მოხდით, დარბილებამდე. შემდეგ გავუმატოთ მარილი. ხორცი ნახევრად მოვხარშოთ, ამოვიღოთ ბულიონიდან და დავჭრათ პატარა ნაჭრებად. ცალკე ქვაბში მოვათავსოთ ერთი ცალი დაჭრილი ხახვი და მოვშუშოთ ერბოში. ჩავუმატოთ ხორცის ნაჭრები, ფქვილი და გავაგრძელოთ შუშვა, ვიდრე ხორცი არ მომზადდება. დავასხათ გადაწურული ბულიონი, დავუმატოთ კარტოფილი, მუხუდო თავის წყლიანად და ნელ ცეცხლზე ვადუღოთ.

მეორე ხახვი დავჭრათ და ერბოში მოვშუშოთ, დავუმატოთ კანგაცლილი და დაჭყლეტილი პამიდორი ან 1 ჭიქა ბულიონში გახსნილი ტომატპასტა და ვშუშოთ ნელ ცეცხლზე 20 წუთის განმავლობაში, შემდეგ ჩავამატოთ წვნიანს თბილ წყალში დამბალ ჩირსა და ხილთან ერთად.
როცა მომზადდება, ჩავყაროთ წვრილად დაჭრილი მწვანილი და წამოვადუღოთ


აჭარული ხაჭაპური

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 765/თარიღი: 2013-04-04

მასალა
• 1 ხაჭაპურის ცომისათვის ფქვილი – 100 გრამი
• წყალი (რძე) – 50 გრამი
• საფუარი – 2 გრამი
• ყველის სატენისთვის ყველი – (ხაჭოსთან ერთად) – 75 გრამი
• კვერცი – 1–2 ცალი
• კარაქი – 20 გრამი





მომზადება
მაწონში მოვზილოთ რბილი ცომი. მოზელის ბოლოს ცომი გავაბრტყელოთ, მოვაყაროთ ცოტა სოდა, გადავაბრუნოთ, რომ სოდა თანაბრად განაწილდეს ცომზე, გადავკეცოთ, გავაბრტყელოთ და კიდევ მოვაყაროთ სოდა. ასე გავიმეოროთ სამჯერ. ბოლოს მოვაყაროთ ფქვილი, დავაფაროთ სუფთა ტილო და სითბოში გავაჩეროთ.

სანამ ცომი კარგად გაფუვდება, მოვამზადოთ ყველის გულსართი. ამისათვის ავიღოთ ახალი ყველი, დავჭყლიტოთ ხელით, ავურიოთ კვერცხი, შეიძლება ახალი ხაჭოც ავურიოთ. მოვჭრათ ცომი, დაახლოებით 200 გრამი, გავაბრტყელოთ 2–3 სანტიმეტრის სისქემდე, მივცეთ ოდნავ მოგრძო ფორმა, დავდოთ ყველის გულსართი ისე, რომ ირგვლივ სამი სანტიმეტრი ცარიელი დარჩეს. შემდეგ გადავაფაროთ ნაპირები ყველის გულსართს და ასეთნაირად მომზადებული დავდოთ თუნუქის ფურცელზე. ნაპირებზე წავუსვათ კვერცხი და შევდგათ ღუმელში გამოსაცხობად, როდესაც შეწითლდება, ხაჭაპურის შუაგულში ჩავახალოთ მთლიანი კვერცხი და კიდევ გავაცხელოთ ღუმელში 2–3 წუთი. შემდეგ დავადოთ კარაქის ნაჭერი.


კუპატი

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 819/თარიღი: 2013-04-04

მასალა
• ძროხის/ღორის ხორცი ან მათი ნარევი-4 კილოგრამი
• ხახვი-5-6 თავი
• ქონი-200 გრამ
• ნაწლავი-საჭირო რაოდნობის
• პილპილი-20-25 მარცვალი
 • კოწახური, მარილი-გემოვნებით


მომზადება
ავიღოთ გარეცხილი მსუქანი ძროხის ხორცის ან ღორის ხორცის რბილი ნაჭერი, ან მათი ნარევი და ხახვთან ერთად ორჯერ გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში. დაკეპილი ხორცი შევაზავოთ მარილით, დანაყილი პილპილით, კოწახურით, კარგად დავზილოთ, თან ცოთა-ცოტა ხორცის ბულიონი დავასხათ, რომ ხორცი ნაზი იყოს. ავიღოთ საქონლის გამხმარი ნაწლავი, კარგად გავრეცხოთ და დავალბოთ თბილ წყალში 10-15 წუთი.განიერძირიანი ძაბრი წამოვაცვათ ნაწლავებს და შეზავებული დაკეპილი ხორცით გავტენოთ (30 სანტიმეტრი სიგრძით). თითოეული კუპატის თავი და ბოლო შევაერთოთ, ძაფებით შევკრათ და დავკიდოთ შესანახად. როცა დაგვჭირდება შევწვათ ტაფაზე და სუფრაზე მივიტანოთ.


ელარჯი

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 829/თარიღი: 2013-04-04

მასალა
• ღერღილი 1კგ
• ყველი 2კგ (უმარილო, რბილი სულგუნი)
• სიმინდის ფქვილი 300გრ.
• წყალი 2 ლიტრი


მომზადება
დავჭრათ სულგუნი დიდ ნაჭრებად და გავხეხოთ სახეხზე მსხვილი მხრიდან. გახეხილი ყველი მოვათავსოთ ჭურჭელში. გავრეცხოთ ღერღილი ძალიან კარგად, ისე, რომ მუქი ფერის შემადგენლობა მოსცილდეს. ღერღილზე წყლის დასხმის და მორევის დროს მუქი ფერის შემადგენლობა ამოდის ზედაპირზე, რომელიც უნდა მოცილდეს. მოქმედება უნდა გავიმეოროთ იქამდე, სანამ ღერღილი სრულად არ გასუფთავდება. გარეცხილი ღერღილი მოვათავსოთ თუჯის ქვაბში და დავასხათ 2 ლიტრი წყალი. დავდგათ ცეცხლზე და ვურიოთ მოხარშვამდე (დაახლოებით 30წთ).

მოხარშვის შემდეგ მასის გასასქელებლად უნდა ჩავაზილოთ სიმინდის ფქვილი. ფქვილს რომ ჩავზელთ, 3 წუთი უნდა იდუღოს თავდახურულ ქვაბში. თანდათანობით დავუმატოთ გახეხილი სულგუნი და კარგად ჩავზილოთ. ჩავზილოთ ისე, რომ ღერღილითა და სულგუნით მივიღოთ ერთი მთლიანი მასა. თეფშებზე ამოვიღოთ პატარა სველი თეფშით. სველი საჭიროა იმისათვის, რომ თეფშებზე არ მიიკრას და ამოღების პროცესი გაგვიადვილდეს. კერძი მიირთმევა ცხლად.


ჩაქაფული

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1668/თარიღი: 2013-04-04

მასალა
• ბატკანი – 2 კგ • ხახვი – 1 თავი
• თეთრი ღვინო – 500 მლ
• კინძი – 4 კონა • ოხრახუში – 4 კონა
• ტარხუნა – 6 კონა • წიწმატი – 2 კონა
• შავი წიწაკა – გემოვნებით
• ძმარი – 1 ს/კ
• ტყემალი – 1 ჭიქა
• მარილი – გემოვნებით
• მწვანე ხახვი – 4 კონა

მომზადება
ჩაქაფულის საიდუმლო არის მწვანილის მრავაფეროვანი სახეობა. ერთერთი მთავარი ტარხუნაა, რომელიც ძალიან უხდება ბატკნის ხორცს. კლასიკური ჩაქაფული კეთდება ბატკნის ხორცისგან. ასევე შეიძლება გავაკეთოთ ხბოს ხორცისგანაც.

მწვანილი კარგად გავრეცხოთ, გადავარჩიოთ და დავჭრათ. ოხრახუში, ქინძი და მწვანე ხახვი წვრილად დავჭრათ. თავი ხახვი დავჭრათ მრგვალად. ტარხუნას მოვაცალოთ ღეროები, დავტოვოთ მხოლოდ ფოთლები. ჩაქაფულისთვის საჭიროა ბატკნის უკანა ნაწილის ნაჭერი. ხორცი გავრეცხოთ და დავჭრათ მსხვილ ნაჭრებად. ხორცს მოვაცალოთ ქონი, დავჭრათ წვრილ ნაჭრებად და ჩავყაროთ ქვაბში. შევბრაწოთ სანამ ქონი არ გადნება. შებრაწული ქონის ნაჭრები ამოვიღოთ და გამდნარ ქონში ჩავყაროთ ხორცი. 15 წუთის შემდეგ ჩავყაროთ დაჭრილი 1 თავი ხახვი. ჩავშუშოთ სანამ სითხე არ აორთქლდება. როგორც კი სითხე აორთქლდება, ქვაბში ჩავასხათ ღვინო და გავაგრძელოთ ხარშვა. თანდათან დავამატოთ მწვანილი, ჩავყაროთ ტყემალი და გავაგრძელოთ ხარშვა დაბალ ცეცხლზე. ვხარშოთ 15-20 წუთის განმავლობაში, სანამ მწვანილი არ დარბილდება და გამუქდება. დავუმატოთ მარილი და ძმარი გემოვნებით.


ვარენიკი

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 860/თარიღი: 2013-04-04

ვარენიკი უკრაინული და რუსული სამზარეულოს ეროვნული კერძია. ვარენიკის ცომს აკეთებენ ფქვილისგან და მასში ახვევენ სხვადასახვანაირ შიგთავსს (ხორცი, ყველი, ხაჭო, ჩაშუშული კომბოსტო, მოხარშული კარტოფილი, ან ცოცხალი ხილი – ალუბალი, მარწყვი).
ინგრედიენტები: წყალი – ¾ ჭიქა, 1 კვერცხი და ½ ჩაის კოვზი მარილი, 3 ფქვილი – 3 ჭიქა.

მომზადება: გავთქვიფოთ კვერცხი, დავამატოთ წყალი, მარილი, ფქვილი და მოვზილოთ საშუალო სისქის ცომი.


საინტერესო გამონათქვამები

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 948/თარიღი: 2013-04-04

რა არის სამარცხვინო და საზიანო არ ცოდნა ყველაფრის ცოდნა არავის არ შეუძლია...
სამარცხვინო და საზიანოა თავის მოჩვენება რომ იცი ის რაც არ იცი


სტატუსები

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 954/თარიღი: 2013-04-04

გარედან ხომ ბედნიერი ვარ ხალხო, ნუ ინტერესდებით ჩემი შინაგანით, ის ყველასთვის არ არის ღია..!!



თუ არასოდეს შეუყვარდები დღესასწაულად მაინც უნდა დარჩე მის ცხოვრებაში...

გინდა?-იპოვი დროს..!!
არ გინდა?-იპოვი მიზეზს..!!


თუ გინდა, რომ ყველას უყვარდე უნდა იყო მათთნაირი და არა ისეთი როგორიც შენი მეა..!!


სტატუსები

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 785/თარიღი: 2013-04-04

-ვიდრე ვინმეს გადაუვლი,ჯერ მართვის მოწმობა აიღე

-თავი ყველაზე უვიცი მეგონა,მაგრამ მერე შენ შეგხვდი

-იატაკზე გასრესილი სიგარეტივით გდია სიტყვა "მიყვარხარ" რომელიც უკვე არავიც სჭირდება...

-შენ ყველაზე სათუთი ხარ ჩემში♥♥♥

-ხომ გინდოდა უჩემობა? -ხოდა დატკბი:)))

-ძვირფასია,ის რასაც ვერასდროს იყიდი♥

-როცა ხალხი მეთანხმება,ეჭვი მაქვს რომ ვცდები...

-არავინ არ არის შექმნილი მარტოობისთვის....


სასაცილო სტატუსები და ფრაზები

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1109/თარიღი: 2013-04-04

სასაცილო ""სტატუსები""


მამაკაცი თუ ამბობს, რომ მას ქალების არაფერი გაეგება, ე.ი. იქალებში უკვე გარკვეულია


სტატუსები

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 777/თარიღი: 2013-04-04

1.დაგიკიდა? დაიკიდე არ ღირს მასზე გლოვა გაიღიმე აი ნახავ ღირსეულიც მოვა
2.ცუდია როცა ენა წინ გისწრებს ხოლო ჭკუა უკან გჩება
3. შურიანი ადამიანი ერთხელ კი არ კვდება არამედ იმდენჯერ რადენჯერაც მეგობრის წარმატებას ისმენს


სტატუსები

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 805/თარიღი: 2013-04-04

ადამიანები ვერასოდეს მიხვდებიან იმას, თუ რა დიდი სერიოზულობაა საჭირო იმისთვის, რომ იყო მხიარული...

ჩემზე უკეთესი იპოვე ? აპლოდისმენტები : )))

პატიება წარსულს ვერ დაგავიწყებს, მაგრამ მომავალს შეცვლის

...და სიბნელიდან გამოდის ბავშვი , რომელსაც ბევრი სინათლე სურდა . . .



სტატუსები

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1012/თარიღი: 2013-04-04

 სრულიადში იხილავთ "ოდნოკლასსნიკების" სტატუსებს


სტატუსები

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 803/თარიღი: 2013-04-04

სტატუსები
ხალხმა ყველაფრის ფასი იცის, მაგრა დაფასება-არაფრის

მოწევას თავი დაანებო არ არის ძნელი მაგრამ ძნელია ადამიანი იპოვო ვის გამოც ამას გააკეთებ

სანამ ლაპარაკს დაიწყებ დარწმუნდი რომ ვიღაც გისმენს

სიყვარული ეს არის რაც გაიძულებს იცინო,როცა ძალიან დაღლილი ხარ.

ცხოვრება კარგია მაგრამ კარგი ცხოვრება უკეთესია!

სიყვარული ეს არის შეჯიბრი ქალსა და მამაკაცს შორის რადგან მოუტანონ ერთმანეთს რაც შეიძლება დიდი ბედნიერება..


ანეკდოტები

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1147/თარიღი: 2013-04-04

გადადით სრულიადში დანახავთ ძალიან მაგარ ანედოტებს პატარებმა თავი შეიკავეთ :D


1 თვიანი მარტივი დიეტა იკლებ (15-20 კილოს)

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 2913/თარიღი: 2013-04-04

დათოს 1 თვიანი ძალიან მარტივი დიეტა :
ეს დიეტა არ შეიცავს ბევრ შეზღუდვებს მოგიწევთ დგეში 1 ხელ ჩამა შუადგეზე სასურველია დილით და საღამოს შეგიზლიათ მიიროთ ყავა ან ჩაი უშაქრო


natali-ს დიეტა , მარტივი დიეტა

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 850/თარიღი: 2013-04-04

ერთ კვირიანი დიეტაა, მე 5კილოზე მეტს მაკლებინებს, თუ სწორად გააკეთებთ ეფექტურია მართლა,გააჩნია ორგანიზმს.

1)7 ჭიქა ჩაი ლიმნით მთელი დგის განმავლობაში.
2)1 კგ ვაშლი.
3)1ქილა მაწონი.
4) ისევ 7 ჭიქა ჩაი
5) ისევ 1კგ ვაშლი
6)1ქ. მაწონი
7) 7ჭიქა ჩაი ლიმნით

ვაშლის და მაცვნის დგეებსჰი შეგიძლიათ უშაქრო ჩაი და მაწონი დალიოთ.დიეტის მერე ეცადეთ არ აინაზღაუროთ,მსუბუქად ჭამეთ, 5 დგეში ან ერთ კვირაში ისევ გააკეთეთ ისევ. წარმატებები.


დედამიწა , ჩვენი პლანეტის შესახებ , ყველაფერი ჩვენს პლანეტაზე

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1097/თარიღი: 2013-04-04

დედამიწა მზის სისტემის მზიდან მესამე პლანეტაა. იგი უდიდესია დედამიწის ტიპის პლანეტებს შორის და სამყაროში ცნობილი ერთადერთი ადგილია, რომელიც დასახლებულია ცოცხალი არსებებით. იგი დაახლოებით 4,5 მილიარდი წლის წინ წარმოიქმნა და მალევე შეიძინა თავისი ერთადერთი ბუნებრივი თანამგზავრი მთვარე. დედამიწაზე ცხოვრობს გონიერი არსება — ადამიანი. 2011 წლის ბოლო მონაცემებით დედამიწაზე თითქმის 7 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს.


მიწისძვრა , მისი შედეგები , თავიდან აცილება , მიწისძვრის გამომწვევი მიზეზები

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 982/თარიღი: 2013-04-04

მიწისძვრა — ბუნებრივი მიზეზებით გამოწვეული დედამიწის ზედაპირის რხევა. მიწისძვრების უმრავლესობა სუსტია, ხშირად შეუმჩნეველია ადამიანებისათვის და არანაირ ზიანს არ იწვევს. ზოგი მათგანი კი იწვევს დიდ ნგრევას, რასაც ხანდახან თან ახლავს მსხვერპლი. მიწისძვრის სიძლიერე რიხტერის სკალით იზომება. მიწისძვრა ძირითადად, ტექტონიკური პროცესებით არის გამოწვეული. მიწისძვრის კერა დედამიწის წიაღის იმ უბანს წარმოადგენს, სადაც ქანებში დიდი ხნის განმავლობაში დაგროვილი ენერგიის განტვირთვა ხდება. მიწისძვრის სიძლიერე მაგნიტუდით(ტალღების საერთო ენერგიით)და ბალებით ფასდება. ბალის სიდიდე კერის სიღრმესა და მაგნიტუდაზეა დამოკიდებული. დედამიწაზე ორი ძირითადი სეისმური სარტყელია ცნობილი: ალპურ-ჰიმალაური და წყნაროკეანური. საქართველოს ტერიტორია, როგორც კავკასიის სეისმური რეგიონის განუყოფელი ნაწილი, ალპურ-ჰიმალაურ სეისმოაქტიურ სარტყელს მიეკუთვნება. ჩვენი ქვეყნის ტერიტორია მოსალოდნელი მიწისძვრების სიძლიერით და თამდევი უარყოფითი შედეგებით, ერთ-ერთი ურთულესი რეგიონია და 7-9 ბალიანი მიწისძვრების რისკის ზონაშია მოქცეული. მიწისძვრას ხშირად თან სდევს მის მიერ პროვოცირებული სხვა სიქიური მოვლენები: ცუნამი, მეწყერი, ზვავები, ღვარცოფი, ხანძარი და სხვა.


ჯიმ ქერის ცხოვრების წესი

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1533/თარიღი: 2013-04-04

ბევრისათვის ჯიმ ქერი კომედიანტი მსახიობია, მაგრამ თუ მის განვლილ კარიერას კარგად შევისწავლით, ნათლად აღმოვაჩენთ, რომ ის ღირსეული დრამატული პერსონაჟიცაა.ჯიმის მთავარი კოზირი- მიმიკაა და ეს მან მშვენივრად იცის სარგებლობს რა, ფილმიდან ფილმამდე, იმით,რითაც იგი ბუნებამ დააჯილდოვა.
ჯიმ ქერი გულღია, მხიარული და ამავდროულად ძალიან ღრმა პიროვნებაა. საკმარისია მისი ფრაზების, შეხედულებების , გამონათქვამების მოსმენა და ხვდები, რომ გენიალრი მსახიობის ღირსებებს გულწრფელობაც ემატება.მოდით ვნახოთ ჯიმ ქერის



«ცხოვრების წესი»


როგორ ვებრძოლოთ თმის გაყოფილ ბოლოებს?

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 871/თარიღი: 2013-04-04



1.პირველი და აუცილებელი წესი რომელსაც უნდა მისდიოთ ეს თმის "განახლებაა". ამის მიღწევა ყოველ 2-3 თვეში ერთხელ ბოლოების შეჭრით შეიძლება. ამით თქვენ თმას არამარტო არასასურველ ბოლოებს მოაცილებთ, არამედ სწრაფად ზრდაშიც წაახალისებთ მას.



2. ვარცხნილობის გაკეთებამდე თმაზე ისეთი კონდიციონერი წაისვით რომელსაც ჩამობანა არ სჭირდება. მასა წაისვით თმის შუა ნაწილიდან ბოლოსაკენ. არ არის სასურველი მისი მთლიანად წასმა, რადგან ეს თქვენს თმას დაამძიმებს.



3. თვეში 2-ჯერ თმაზე გაიკეთეთ ზეთის ნიღაბი. თმისთვის განკუთვნილი ზეთის შეძენა აფთიაქებში შეგიძლიათ. საკმაოდ პოპულარული და სასარგებლოა ჟოჟობოს ზეთი.



4. ეცადეთ თმა ნელა და ნაზად დაივარცხნოთ. გახსოვდეთ რომ ამ პროცესში ყველაზე მეტი დატვირთვა თმის ბოლოებზე მოდის.


გასაოცარი და დაუჯერებელი ისტორია გემზე

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1159/თარიღი: 2013-04-04

1943 წელს ა.შ.შ-ს საზღვაო ძალებმა მოინდომეს, რომ შეექმნათ საზღვაო ხომალდი,რომელიც მოწინააღმდეგეების რადარებისთვის უჩინარი იქნებოდა. სწორედ ამ მიზნით შეიქმნა ხომალდი "ელდრიჯი”, რომელსაც საფუძვლად აინშტაინის გათვლები ედო, გამომცდელებმა ხომალდზე დააყენეს სპეციალური რადარები და გადაწყვიტეს, რომ გემი გაეტესტათ. გამოცდამ წარმატებით ჩაიარა…გემი გაქრა, ოღონდ არა მხოლოდ რადარებისთვის…. გემი საერთოდ გაქრა,უხილავი გახდა…. გარკვეული დროის შემდეგ, ელდრიჯი სხვა ადგილას იპოვეს, ნახევრად მკვდარი და ნახევრად შეშლილი ეკიპაჟით.


Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.