Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » აპრილი » 08

იაკობ ცურტაველი – Iakob Tsurtaveli

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 890/თარიღი: 2013-04-08

იაკობ ცურტაველი (ხუცესი), V საუკუნის II ნახევრის ქართველი მწერალი, ჰაგიოგრაფი. ავტორია "შუშანიკის მარტვილობისა” ("წამებაჲ წმიდისა შუშანიკისი დედოფლისაჲ”), ჩვენამდე მოღწეული უძველესი ქართული ორიგინალური ძეგლისა, რომელშიც სღწერილია, თუ როგორ უღალატა ქართლის პიტიახშმა ვარსქენმა ქვეყანას, დაგმო თავისი სარწმუნოება, სპარსელთა გულის მოსაგებად მიიღო მაზდეანობა და ქრისტიანობის ერთგულებისათვის აწამა მეუღლე.


ქალთევზა

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 2007/თარიღი: 2013-04-08

ქალთევზა, სირინოზი - ადამიანის მაგვარი, ნახევრად ცხოველური არსებება, რომლებიც ძირითადად ან ნახევარწილად წყალში ცხოვრობენ, რაც ფოლკლორსა და თვითმხილველთა გადმოცემებზე დაყრდნობით არის ჩვენამდე შემონახული. სიტყვა ქალთევზა შედგება ორი სიტყვისგან: ქალი და თევზი, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ეს არსება ქალისა და თევზის მსგავია. ქალთევზები შესაძლებელია ადამიანისგან გარეგნულად არც კი განსხვავდებოდნენ, ანდაც, ჰქონდეთ წელსქვემოთ თევზის სხეული, ანუ ფეხების მაგივრად, თევზის კუდი.

უნდა აღინიშნოს, რომ ქალთევზას კულტი ძველ სამყაროში იღებს სათავეს და მოხსენიებულია ძველ ასურულ ტექსტებში და ბერძნულ მითებში და მთელ მსოფლიოში ფართოდ არის გავრცელებული. საბერძნეთში ქალთევზებს სირინოზებთან აიგივებდნენ. სიტყვა სირინოზი ბევრ ევროპულ ენაში გავრცელდა როგორც ქალთევზას, ასევე ლამაზი და მგალობელი ქალის შესატყვისად. ძველ საბერძნეთში განარჩევდნენ კაცთევზებსაც, რომელთაც ტრიტონს უხმობდნენ. ტრიტონი ანუ კაცთევზა იგივე არსებაა, რაც სირინოზი, ოღონდ მამრობითი სქესის. დასავლეთევროპულ ფოლკლორში ქალთევზას მოიხსენიებენ სიტყვით mermaid, კაცთევზას კი merman, ხოლო აღმოსავლეთ ევროპულ ქალთევზებს, ძირითადად, სლავური წარმოშობის ფოლკლორში rusalka ჰქვიათ.


გარეული ღორი - ტახი

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 841/თარიღი: 2013-04-08

გარეული ღორი, ეშვი, ტახი (Sus scrofa) — წყვილჩლიქოსანი ძუძუმწოვარი ცხოველი ღორისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძე 2 მ აღწევს, სიმაღლე მინდორში — 1,2 მ, წონა — 300 კგ. სხეული უხეში ჯაგრით აქვს შემოსილი, ზამთრობით უვითარდება რბილი თივთიკი. ზრდასრული ცხოველი მურა ფერისაა; გარეული ღორი გავრცელებულია ჩრდილოეთ აფრიკაში, ევროპასა და აზიაში. საქართველოში მრავალ ადგილას გვხვდება. ცხოვრობს ტყეებში, ჭალებში, წყალსატევების სანაპირო ლელიანებსა და ჩალიანებში. იკვებება ნაირგვარი მცენარეულობითა და მათი ნაყოფით, უხერხემლო ცხოველებით, ზოგჯერ ჭამს მღრღნელებსაც. ბინადრობს მცირერიცხოვანი კოლტების სახით. მაკეობა 120 დღემდე გრძელდება, შობს 3-4 (ზოგჯერ მეტ) გოჭს. გარეული ღორი სანადირო-სარეწაო ობიექტია. გამოსადეგია მისი ხორცი, ტყავი, ჯაგარი; იგი შინაური ღორის ერთ-ერთი წინაპარია.


ანაკონდა

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 971/თარიღი: 2013-04-08

ანაკონდა — მსოფლიოში ყველაზე დიდი გველი, რომელიც ბინადრობს მთელ ტროპიკულ სამხრეთ ამერიკაში: აღმოსავლეთით კორდილიერებიდან კუნძულ ტრინიდადამდე. გვიანის, ბრაზილიისა და ჩრდილო-აღმოსავლეთ პერუს წყალსატევების სანაპიროებზე. სხეულის საშუალო ზომა ზრდასრული ანაკონდისა 5-6 მეტრია, თუმცა არც თუ ისე იშვიათად გვხვდება 10 მეტრიანი ეგზემპლარებიც. ყველაზე გრძელი ანაკონდა, რომელიც აღმოსავლეთ კოლუმბიაში დაიჭირეს და გაზომეს, სიგრძეში 11 მეტრსა და 43 სანტიმეტრს აღწევდა, თუმცა ამ უნიკალური ეგზემპლარის შენახვა ვერ მოხერხდა.


ლეოპარდი იგივე ჯიქი

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1066/თარიღი: 2013-04-08

ჯიქი (ლეოპარდი) (Panthera pardus) — მტაცებელი ძუძუმწოვარი კატისებრთა ოჯახის, პანტერათა გვარის წარმომადგენელი. სხეულის სიგრძე 0,9-1,9მ, კუდისა — 0,6-1,1მ, წონა 37-90კგ. ჯიქი მსოფლიოში ერთ-ერთი უიშვიათესი ცხოველია. წარსულში ის ფართოდ იყო გავრცელებული აფრიკასა და აზიაში, ამჟამად კი მთელ დედამიწაზე 40-50 ჯიქი ბინადრობს. საქართველოში ერთადერთი ჯიქი ვაშლოვანის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე შენიშნეს. იგი წითელ ნუსხაში გადაშენების უკიდურესი საფრთხის წინაშე მდომ კატეგორიაშია შესული.


ვეფხვი

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 754/თარიღი: 2013-04-08

ვეფხვი (ლათ. Panthera tigris) — მტაცებელი ძუძუმწოვარი კატისებრთა ოჯახის, პანტერათა გვარის წარმომადგენელი.

ვეფხვი კატისებრთა ოჯახის ყველაზე დიდი წარმომადგენელია, სხეულის სიგრძე 1,4-2,8მ, კუდის — 0,6-1,1მ, წონა 100-300კგ. წაგრძელებული სხეული მოხატული აქვს განივი ზოლებით. გავრცელებულია ჩრდილოეთ კორეაში, ჩინეთში, ინდოეთში, ინდოჩინეთში, მალაის არქიპელაგზე, ჩრდილოეთ ირანში, უსურიისა და ამურის მხარეებში, თალიშში, ამუდარიის ხეობაში, იშვიათად თურქმენეთში, საქართველოში ვეფხვი არ ბინადრობს, მაგრამ ერთხელ, XVIII საუკუნის დამლევს სოფ. ახმეტის მახლობლად მოკლეს, მეორედ 1922 წელს თბილისის მახლობლად, სოფ. ლელობთან. ვეფხვი ნადირობს მსხვილ ძუძუმწოვრებზე, იშვიათად ფრინველებზე, ქვეწარმავლებზე და სხვა. თავს ესხმის ადამიანსაც. ვეფხვი 2-3 წელიწადში ერთხელ შობს თვალაუხილავ, უსუსურ 2-4 ბოკვერს (მაკეობა 105 დღემდეა).2 წლის ასაკიდან უკვე საკმაო ძალა აქვს დამოუკიდებლად სანადიროდ, სქესობრივ სიმწიფეს აღქევს 4-5 წლისა, ცოცხლობს საშუალოდ 8-10 წელს. აქვს 6-7 მ სიგრძის ნახტომი. ქართულ ზეპირსიტყვიერებაში და ძვ. მწერლობაში სიტყვა „ვეფხვი" აღნიშნავდა ჯიქს (ლეოპარდს ანუ პანთერას — Panthera pardus), დღევანდელი გაგებით კი მხოლოდ XX საუკუნეში დამკვიდრდა.


ლომი

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 869/თარიღი: 2013-04-08

ლომი (Panthera leo) — მტაცებელი ძუძუმწოვარი კატისებრთა ოჯახის, პანტერათა გვარის წარმომადგენელი . მისი სხეულის სიგრძე (ხვადისა) 180-240 სმ, მასა 180-227 კგ აღქევს. ძუ ტანად ხვადზე უფრო პატარაა. ლომს აქვს ძლიერი მოქნილი სხეული, მასიური თავი, გრძელი დინგი, შავი ფუნჯით დაბოლოებული გრძელი კუდი. მოზრდილ ხვადს ფაფარიც აქვს, დანარჩენი ბალანი მოკლეა და მოყვითალო. ბოკვერი ხალებიანია. ცნობილია ლომის 2 ქვესახეობა - აფრიკული და აზიური.

ლომი გავრცელებულია ეკვატორულ აფრიკაში (დაცულია ნაკრძალებში) და ინდოეთში (გუჯარეთის შტატი). VIII-X საუკუნეებში ლომი კავკასიაშიც ბინადრობდა. ცხროვრობს სავანებში, ნახევრად უდაბნოებში, იშვიათად უდაბნოებში. იკვებება ხერხემლიანი ცხოველებით, ჭამს აგრეთვე ლეშს, ნადირობს შებინდებისას და ღამით. ადამიანს იშვიათად ესხმის თავს. ბუნაგს იკეთებს გამოქვაბულში, ნაპრალში, ორმოში. აქვს ძლიერი ხმა, რომელიც საკმაოდ შორს ისმის. მაკეობა 105-112 დღემდე გრძელდება. ყრის 3-4 თვალახელილ (ზოგჯერ თვალაუხილავ) ბოკვერს, მათი სხეულის სიგრძე 30 სმ, ხოლო მასა 400 გ აღწევს. სქესობრივად მწიფდება მე-4 წელს. ცოცხლობს 30-35 წელს ()იშვიათად მეტს. ადვილად იწვრთნება, ტყვეობაშიც (ზოოპარკი, ზოობადი) მრავლდება.


ადამიანის მსგავსი მაიმუნები

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1085/თარიღი: 2013-04-08

ადამიანის მსგავსი მაიმუნები, ანთროპოიდები (ბერძნ. anthropos — ადამიანი და eidos — სახე), (Anthropomorphidae ანუ Pongidae), ცხვირვიწრო მაიმუნების ოჯახი პრიმატების რიგისა. ადამიანის მსგავსი მაიმუნებია: ადამიანთან განსაკუთრებით ახლო მდგომი გორილა, შიმპანზე და ორანგუტანი. გორილა და შიმპანზე აფრიკის ბინადრებია, ორანგუტანი კი აზიაში (კალიმანტანსა ანუ ბორნეოსა და სუმატრაზე) გვხვდება. ადამიანის მსგავსი მაიმუნები ცხოვრობენ უღრან ტროპიკულ ტყეებში, მეტწილად ხეებზე; მათთვის დამახასიათებელია გრძელი ფეხები: როცა ვერტიკალურად დგანან, ხელები მუხლისთავს ქვემოთ სწვდებათ. მიწაზე დადიან ნახევრად ვერტიკალურად და ეყრდნობიან ხელის თითების ზურგის მხარეს. ლოყისუკანა პარკები, ტუჩების წითელი ლორწოვანი გარსი, საჯდომი კორძები და კუდი არა აქვთ, ცხოვრობენ ხროვად. გამრავლებისათვის გარკვეული დრო არა აქვთ, რადგან კვერცხუჯრედი თვედათვე მწიფდება. მაკეობა გრძელდება 9 თვემდე. შობენ ერთ, იშვიათად ორ ნაშიერს. სქესობრივ სიმწიფეს აღწევენ 9-10 წლის ასაკში. ცოცხლობენ 20-50 წლამდე. თავის ტვინი საკმაოდ რთული აგებულებისა აქვთ. სხეულის სიგრძე — 1,5-2 მ, წონა — 60-250 კგ აღწევს.


ქვის ხანა

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 899/თარიღი: 2013-04-08

ქვის ხანა — კაცობრიობის განვითარების უძველესი კულტურულ-ისტორიული პერიოდი, როდესაც შრომისა და საბრძოლო იარაღი იქმნებოდა უმთავრესად ქვისგან. თუმცა, აგრეთვე გამოიყენებოდა ხე და ძვალიც. ქვის ხანის ბოლოსთვის, გავრცელება ჰპოვა თიხის ჭურჭლის გამოყენებამ.

ქვის ხანა იყოფა სამ ნაწილად: პალეოლითი (ძველი ქვის ხანა), მეზოლითი (შუა ქვის ხანა) და ნეოლითი (ახალი ქვის ხანა). თავის მხრივ, პალეოლითი იყოფა: ქვედა, შუა და ზედა პალეოლითად.

ქვედა პალეოლითი ყველაზე ხანგრძლივი ხანაა. იმდროინდელი ნასახლარები საქართველოში მრავალგან არის აღმოჩენილი: დმანისში, კაცხში, ლაშებალთაში, ჭიქიანის მთაზე.[1]


ერეკლე II

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1094/თარიღი: 2013-04-08

ქართლ-კახეთის მეფე
მმართ. დასაწყისი: 1762
მმართ. დასასრული: 1798
წინამორბედი: თეიმურაზ II
მემკვიდრე: გიორგი XII
დაბ. თარიღი: 7 ნოემბერი, 1720
დაბ. ადგილი: თელავი
გარდ. თარიღი: 11 იანვარი, 1798
გარდ. ადგილი: თელავი
მეუღლე: დარეჯანი
შვილები: იხ. სია
დინასტია: ბაგრატიონები
მამა: თეიმურაზ II
დედა: თამარი


ვახტანგ გორგასალი

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1052/თარიღი: 2013-04-08

ქართლის მეფე
მმართ. დასაწყისი: 449
მმართ. დასასრული: 494[1]
კორონაცია: 449
წინამორბედი: მირდატ VIII (ან VII)
მემკვიდრე: დაჩი უჯარმელი
დაბ. თარიღი: V საუკუნის დასაწყისი
დაბ. ადგილი: მცხეთა
გარდ. თარიღი: 494
გარდ. ადგილი: უჯარმა
მეუღლე: ირანის მეფის ასული
შვილები: დაჩი
დინასტია: ხოსროვიანები
მამა: მირდატ VIII
დედა: საგდუხტი


Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.