Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » აპრილი » 09

ღმერთი და ხელები - იოსებ ნონეშვილი

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 901/თარიღი: 2013-04-09

მაღალ ტახტრევანზე იჯდა მამაღმერთი,
თეთრი ღრუბლები ეწყო ბალიშებად,
მყინვარი შანდლად ედგა,
შიგ მზე სანთლად ენთო
და ხალხს ელვის კვერთხით სურვილს ანიშნებდა.
წყალობა უფლისა თურმე ყველას მისწვდა,
მიწის ყველა მკვიდრი თავისთან შეჰყარა,
გაშლილ ხელისგულზე ედო დედამიწა,
რომ კაცთა მოდგმისთვის გაეყო ქვეყანა.

მის წინ რიგში იდგენენ ზანგნი თუ არაბნი,
ფრანგნი თუ… ვინ მოსთვლის ღვთის ნებას მინდობილთ.

ზoგს ველი არგუნა, ზოგს მთების ქარაფი,
ზოგს ცხელი უდაბნო, ზოგს ვრცელი მინდორი,
ზოგს მთა მოუწია, ზოგს მთის კალთები.
უფლის განაჩენი არ იყო სადაო.

მხოლოდ ამ გრძელ რიგში არ ჩანდნენ ქართველნი,
რიგი და ქართველი? სადან სადაო.

და როცა პირწმინდად დარიგდა მთა ბარი,
გოჯიც კი მიწისა არ დარჩა უბრალოდ,
უეცრად ჩვენები, სად იყვნენ სად არა,
წარუდგნენ და ჰკითხეს:
ჩვენ რა ვქნათ უფალო?

მიწის ამზომველნი სულს ძლივსღა ღაფავდნენ,
ფრიად დამაშვრალი ჩანდა თვით მეუფეც,
განცვიფრდა:
ვინა ხართ, სადა ხართ აქამდე?
მთელი დედამიწა გავყავი მე უკვე…

ქართველნი გახლავართ,
გავშალეთ ნაბდები …
შენი სადგეგრძელო თასები დავცალეთ,
რიგს ლხინი ვარჩიეთ, გაქეთ და გადიდეთ
და დაგვაგვიანდა ჰე ღმერთო მოწყალევ…
დავლოცეთ შენს მიერ შექმნილი სამყარო,
მეუფევ მაღალო!

და რადგან ეს მიწა ყველას გაუყავი,
ცუდი თუ კარგი კუთხე გაეცი მთლიანად.
რა უყოთ, ნუ სწუხარ, შენ კარგად იყავი,
ოღონდ დაგვიცალე ეს ერთი ფიალა!

…..ალპებად,
ანდებად,
თუ კავკასიონის მთებად,
აიწიენ წარბები შეკრული…

სად დაგაბინაოთ? – არ არის იოლი,
ასეთი ლამაზნი.
მამაცნი
ერთგულნი…
სულ ყველა გავეცი, ბილიკიც, ჭიუხვიც ,
მარტო დავიტოვე პატარა წალკოტი,
იქ კალთა დავბერტყე სიტურფის, სიუხვის,
საჩემოდ სამოთხის ხეხილით ვამკობდი,
მე ჩემთვის მინდოდა მზიური ქედები
და რადგან მიწის სხვა ნამცეციც არ არის,
ზეცაში ვიცხოვრებ…
ხოლო ეს ედემი -
თქვენთვის დამითმია.
დე, იყოს ალალი!

და ასე წაბრძანდა ღმერთი ცათა შინა,
და ჩვენ დაგვიტოვა ღვთიური მთა-ბარი,
მიტომ საქართველოს რა არ გააჩნია
ქუხს მისი სიტურფის,
სიუხვის ამბავი…


ნიკოლოზ ბარათაშვილის “ბედი ქართლისა”

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1323/თარიღი: 2013-04-09

ნიკოლოზ ბარათაშვილის მემკვიდრეობის უმთავრესი ნაწილი ლირიკული შემოქმედებაა, მაგრამ მან დაგვიტოვა პოეტური ეპოსის შესანიშნავი ნიმუშიც – "ბედი ქართლისა”, რომელშიც მოცემულია მშობლიური ისტორიის ღრმა მხატვრული შემეცნება. ამ პერიოდში ნ. ბარათაშვილი გაბედულ ნაბიჯს დგამს რეალიზმისაკენ.


ლექსები / მეც ბედნიერი ვიქნები ალბათ

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 814/თარიღი: 2013-04-09

გაივლის წლები, დრონი წალეკენ
ძველი გრძნობიდან მორჩენილ სევდას
დრო მკურნალია უნდა ვიწამო
არ გადუხვიო მომავლის რწმენას

ალბათ მოვა დრო კვლავ შევიყვარებ
კვლავ აინთება ხატთან სანთელი
დამაიმედებს მომავლის რწმენა
გულს დამიმშვიდებს ბევრჯერ გათელილს

მეც ბედნიერი ვიქნები ალბათ
დანგრეულ კოშკებს ავაგებ ისევ
ვხედავ მომავალს , სახლის ეზოში
პატარა გოგოს ბიჭუნა მისდევს

7 წელია რაც სიყვარულმა
მხარში მომტეხა ,დამაავადა
გული ტკივილით იყო აღსავსე
ჩემი ოცნება როცა გაბაცდა

მაგრამ ნათელი მომავლის იმედს
რა შეედრება, ახალ სიყვარულს
ვგრძნობ რომ ცხოვრება, ბედი მპირდება
ბედნიერებას, ულევ სიხარულს

მჯერა მომავლის რომ დამიამებს
რომ დამავიწყებს წარსულს ცხოვრებას
ამიშვებს ცამდე, ციდან სამ მეტრზე
გზას გაუნათებს ნანატრ ოცნებას


გელათი , გელათის მონასტერი , სამონასტრო კომპლექსი

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1563/თარიღი: 2013-04-09

გელათის მონასტერი — ქართული ხუროთმოძღვრული ანსამბლი, შუა საუკუნეების საქართველოს უმნიშვნელოვანესი ცენტრი. აგებულია ქ. ქუთაისის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით 11 კმ-ზე, მდინარე წყალწითელის ხეობაში. დაარსებულია 1106 წელს დავით აღმაშენებლის თაოსნობით. შემოზღუდულია გალავნით. ანსამბლში შედის სხვადასხვა დროინდელი (ძირითადად XII-XIII სს.) შენობები. შეტანილია იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში.


ლომისობა

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1601/თარიღი: 2013-04-09

მეცამეტე საუკუნეში ჩვენს სამშობლოს საშინელი განსაცდელი დაატყდა თავს. ერთიანი და ძლიერი თამარის საქართველო დაკნინდა და გაპარტახდა. ხვარაზმელებიც მოგვევლინნენ ღვთის რისხვად. მათი ლაშქარი, რომელსაც სულთანი ჯალალ-ედ-დინი სარდლობდა, ორგზის შემოესია ქვეყანას. მტერი „აღაოხრებდეს საქართველოსა, არბევდეს და ტყვე-ჰყოფდეს და სრულად ხოცდეს და არავინ იყო ნუგეშინისმცემელი მათი... გაგრძელდა ესევითარი ჭირი და ზეგარდამომავალი რისხვა ხუთისა წლისა ჟამთა". მტერმა მაშინ არაგვის ხეობაც დაარბია და 7000 არაგველი ტყვედ წაასხა. ტყვეებს თან მთიულეთის მთავარი სიწმინდე - გზოვანის წმინდა გიორგის ხატი - წაუღიათ. გადმოცემით, ამ ძლიერ ხატს ხვარაზმელთა (ხორასნელთა) მხარე „შეუკრავს" - დედამიწას ნაყოფი აღარ გამოუღია, ადამიანი და საქონელი გაბერწებულა... ერთი სიტყვით, ქვეყანა დაღუპვის პირას მისულა...


ეს საინტერესოა , გამოცანები

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 846/თარიღი: 2013-04-09

1_დან 10_მდე აირჩიეთ ნებისმიერი 3 ციფრი 1) თქვენს მიერ არჩეული სამი ციფრიდან პირველი გაამრავლეთ ორზე, შემდეგ მიუმატეთ სამი... 2) მიღებული შედეგი გაამრავლეთ ხუთზე და ჯამს თქვენს მიერ არჩეული მეორე ციფრი მიუმატეთ... 3) შემდეგ გაამრავლეთ 10_ზე და მიუმატეთ თქვენს მიერ ჩაფიქრებული მესამე ციფრი. ჯამში რასაც მიიღებთ გამოაკელით 150 და თქბენ მიიღებთ იმ სამ ციფრს რომელიც ჩაიფიქრეთ


ბრიტანელმა მხატვარმა დედამთილის პორტრეტი პურის ნაჭრებისგან ააწყო

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 834/თარიღი: 2013-04-09

ბრიტანელმა მხატვარმა და მუზეუმის კურატორმა ლორა ჰედლენდმა დედამთილის მოზაიკური პორტრეტი პურის ნაჭრებისგან ააწყო. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული The Daily Telegraph ავრცელებს.
აღნიშნული ხელოვნების ნიმუშის შექმნას მხატვარმა 6 საათი მოანდომა. მოზაიკური ნახატის აწყობაში მას 20 ადამიანი ეხმარებოდა. ექსპონატისთვის გამოყენებული იქნა 9 ათას 852 ნაჭერი პური.


რომში ქალაქი-მუზეუმი აშენდება

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 822/თარიღი: 2013-04-09

ტალიის ხელისუფლება რომში მდებარე ისტორიულ კომპლექსში 30-ნომრიან სასტუმროს ააგებს. კომპლექსი დედაქალაქის ცენტრშია განთავსებული, საიდანაც, ლეგენდის თანახმად, ქალაქის მშენებლობა დაიწყო. ადგილობრივი გაზეთის Corriere della Sera-ს მონაცემებით, სასტუმროს ფართობი 3500 კვადრატულ მეტრს შეადგენს და ის ქალაქ- მუზეუმის პროექტის ფარგლებში აშენდება.


ანანასის კოქტეილი / Pineapple Coctail

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 868/თარიღი: 2013-04-09

შემადგენლობა: 1 ცალი ანანასი 0,25 ლ. ვანილის ნაყინი 2 სუფრის კოვზი რომიშოკოლადის პეჩენია შეუზღუდავი რაოდენობით გაასუფთავეთ ანანასი, რბილობი დაჭერით და ათქვიფეთ ბლენდერში რომთან ერთად. ნარევი იდეალურად ერთგვაროვანი უნდა იყოს. დაამატეთ ნაყინი და კიდევ ერთხელ ათქვიფეთ. ჩამოასხით ბოკალში და სუფრაზე მიიტანეთ შოკოლადი პეჩენიებთან ერთად.შეგიძლიათ გამოიყენოთ ასევე: მანგო და ქოქოსის კაკალი, ჟოლო და ლიმონის შერბეტი, გაყინული ალუბალი და ნუშის ნაყინი.


სამარხვო პეროგი ვაშლით

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 2111/თარიღი: 2013-04-09

სამარხვო პეროგი ვაშლით

შემადგენლობა და მომზადების წესი იხილეთ სრულიად ნახვაში...


ამერიკის პრეზიდენტ Barack Obama - ს ბიოგრაფია

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 923/თარიღი: 2013-04-09

ამერიკის პრეზიდენტ Barack Obama - ს ბიოგრაფია


საქართველო , ჩვენი ქვეყნის შესახებ , საქართველოს შესახებ

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1363/თარიღი: 2013-04-09


დედაქალაქი
(და უდიდესი ქალაქი) თბილისი

41°43′ ჩ. გ. 44°47′ ა. გ.
ოფიციალური ენა(ები) ქართული1
მთავრობა ნახევრადსაპრეზიდენტო რესპუბლიკა
- პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
- პრ.-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი
ფართობი
- სულ 69,700 კმ2 (121-ე)
მოსახლეობა
- 2012 შეფასებით 4.497 მლნ [1]
- სიმჭიდროვე 66 კაცი ად/კმ2 (132-ე)
მშპ (მუპ) 2009 შეფასებით
- სულ $ 21,4 მლრდ (109-ე)
- ერთ მოსახლეზე $ 5000
აგი (2007) 0.778 (საშუალო) (89-ე)
ვალუტა ლარი³ (GEL)
დროის სარტყელი UTC+4
ქვეყნის კოდი GEO
Internet TLD .ge
სატელეფონო კოდი 995

1აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ასევე აფხაზური ენა.
²მოსახლეობის რიცხვში არ შედის აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ნაწილი, რომელსაც საქართველო ვერ აკონტროლებს.
³აფხაზეთსა და სამაჩაბლოში ასევე მიმოქცევაშია რუსული რუბლი.


სულია მთავარი ადამიანში

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1089/თარიღი: 2013-04-09

ულია მთავარი ადამიანში,
სულს სიფაქიზე მუდამ სდევს გვერდით,
გულკეთილი და სულით ძლიერი,
დალოცვილია ოდითგან ღმერთით.
გული გრძნობს ყველაფერს,
გულს ვერ უბრძანებ,
ვერ დაავალებ ვერაფერს ძალით,
თუ წინააღმდეგ წახვალ როდესმე,
სევდა გეწვევვა თანმხლები დარდით.
ბედნიერია ადამიანი, სულში სიწმინდე
თუ ა ხ ლ ა ვ ს თ ა ნ ა ც,
ვერ მოერევა, ვერ დაამარცხებს,
მას უდიდესი, ბოროტი ძალაც


სოკო მწვანილებში - სამარხვო კერძი

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 816/თარიღი: 2013-04-09

საჭირო ინგრედიენტები:
3 კგ. ხის სოკო, 4 კონა ტარხუნა, 2 კონა ქინძი, 1 კონა კამა, 1 კონა ოხრახუში, 1 კონა წიწმატი, რამდენიმე ღერი პიტნა, 2 კონა მწვანე ხახვი, 3 თავი ხახვი, 200-250 გ. კარაქი ან სამარხვო ცხიმი. 2 ჭიქა მწვანე ტყემალი, 2-3 ჭიქა ღვინო, მარილი და პილიპილი – გემოვნებით.

მომზადების წესი:

სოკო დავარჩიოთ, მოგრძო ნაჭრებად დავხიოთ და 2 საათით ჩავყაროთ მარილწყალში. შემდეგ ამოვწუროთ, წვრილად დაჭრილ ხახვთან ერთად მოვშუშოთ კარაქში ან მცენარეულ ცხიმში. მოშუშულ სოკოს დავუმატოთ დაჭრილი მწვანილი, მწვანე ხახვი, დავასხათ ღვინო და შევავსოს წყლით ისე, რომ სითხე სოკოს ზედ მოადგეს, დავდგათ დაბალ ცეცხლზე და 10 წუთი დუღილის შემდეგ დავუმატოთ ტყემალი და კიდევ 10 წუთი ვადუღოთ.

დამატებითი ინფორმაცია
ტარხუნისა და წიწმატის გარეშე ამ კერძის მომზადებას არ გირჩევთ - გემრიელი კი იქნება, მაგრამ იმ განუმეორებელ გემოს, რომელსაც ეს მწვანილი ანიჭებს, არ ექნება.


მე ქართველი ვარ

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 890/თარიღი: 2013-04-09

მე ქართველი ვარ სისხლით
და ქართველი ვარ გვარად;
მე ქართველი ვარ სიტყვით
და ვარ ქართველი მარად!

მე მაქვს უფლება სისხლით –
რისხვით ვიცავდე მამათ!
მე მაქვს უფლება სიბრძნით –
სიმწრით ვკიცხავდე ღალატს!


Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.