Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » აპრილი » 19

პასკა მარტივად , paskis momzadeba , saagdgomo paska , rogor movamzado paska

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 3786/თარიღი: 2013-04-19

მასალა:
1 ჩაის ჭიქა ნაღები ან არაჟანი
1 ჩაის ჭიქა საფუარი
10 ცალი კვერცხი
250 გრამი შაქარი
200 გრამი ერბო
2 ცალი ლიმონი
1 ჩაის ჭიქა ნიგოზი
რამდენსაც შეიზელს – ფქვილი


10 კვერცხის გულისა და 250 გრამი შაქრის ფხვნილისაგან გავაკეთოთ გოგლიმოგლი, ჩავაწუროთ შიგ 2 ცალი ლიმონის წვენი, ჩავასხათ 1 ჩაის ჭიქა ნაღები ან არაჟანი, 1 ჩაის ჭიქა საფუარი, 200 გრამი გამდნარი ერბო და ფქვილი, რამდენსაც შეიზელს რბილი ცომის მისაღებად. ეს ყველაფერი ავზილოთ კარგად და ჩავდოთ ერბოწასმულ ფორმებში ისე, რომ ცომმა ფორმის 1/3 ნაწილი დაიკავოს. დავდგათ თბილ ადგილას ასაფუებლად. როდესაც ცომი ფორმებში თითქმის პირამდე ამოვა, მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ნიგოზი და შევდგათ ზომიერად გახურებულ აირღუმელში გამოსაცხობად.


ბლინები სიმინდის ფქვილისგან

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 849/თარიღი: 2013-04-19

300 გრამი სიმინდის ფქვილი
1 ლიტრი რძე
3 ჩაის ჭიქა მაწონი
200 გრამი შაქარი
100 გრამი ნუში
300 გრამი ერბო
400 გრამი პურის ფქვილი
2 სუფრის კოვზი საფუარი
5 ცალი კვერცხი

300 გრამი სიმინდის ფქვილი ავლესოთ ცხელ რძეში, დავახუროთ ხუფი, რომ რძე შეცივდეს. შემდეგ დავუმატოთ პურის ფქვილი, მაწონი და საფუარი. დავდგათ 2 საათით თბილ ადგილას, რომ აფუვდეს. შემდეგ მივუმატოთ 5 კვერცხის ათქვეფილი გული და ამავე კვერცხების უფრო ძლიერად ათქვეფილი ცილა, გამდნარი ერბო და მარილი. კიდევ ცოტა ხნით დავდგათ თბილ ადგილას და შემდეგ გამოვაცხოთ ორივე მხრიდან.

ბლინებს ზემოდან მოვაყაროთ შაქარი ან ნუშის ნამცეცები.


ვაშლის ბლინები , vashlis blini , blinebi , aladebi , blini vashlit , blini arajnit

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1920/თარიღი: 2013-04-19

მასალა:
10 ცალი ვაშლი
3/2 (1,5) კილოგრამი თეთრი ფქვილი
1/2 ჩაის ჭიქა საფუარი
100 გრამი შაქარი
150 გრამი კარაქი
5 ცალი კვერცხი
3 ჩაის ჭიქა რძე
3/4 ჩაის ჭიქა ნაღები ან არაჟანი
გამოვნებით – მარილი

700 გრამი ფქვილი გავხსნათ თბილ რძეში, დავუმატოთ ცხელ წყალში გახსნილი საფუარი, მოვზილოთ კარგად და დავდგათ თბილ ადგილას.
ვაშლი შევწვათ, დავსრისოთ და გავატაროთ საცერში ან აღნიშნული პიურე გავაკეთოთ მიქსერით და ბოლოს შევალესოთ შაქარი.
ამოსულ და აფუებულ ცომს დავუმატოთ დარჩენილი 800 გრამი ფქვილი, თბილი წყალი, 50 გრამი გამდნარი კარაქი, ვაშლის პიურე და ცალ-ცალკე კარგად ათქვეფილი 5 კვერცხის ცილა და გული. კვლავ თბილ ადგილას დავდგათ ცოტახნით და შემდგომ დავიწყოთ ტაფაზე ცხობა. ცხელ ბლინებს ზემოდან დაადეთ კარაქის პატარა ნაჭრები.
ბლინები გააფორმეთ ნაღებით ან არაჟნით. შეგიძლიათ მოაყაროთ შაქრის ფხვნილიც და მიირთვათ გემრიელად.


სამარხვო ბლინები , samarxvo blinebi , aladebi , samarxvo sachmelebi

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 3253/თარიღი: 2013-04-19

მასალა:
1/2 ჩ.ჭ. ფქვილი
1 ჩ.ჭ. ანადუღარი წყალი
1 ს.კ. ზეთი
სასურველი ხილის ჯემი
ზეთი შესაწვავად

თბილ წყალს დაამატეთ ერთი სუფრის კოვზი ზეთი და შეაზილეთ ფქვილი ისე, რომ თხელი არაჟნის სისქის ცომი მიიღოთ. ცხელ ტაფაზე მოზრდილი კოვზით დაასხით ცომი და ტაფა ისე ამოძრავეთ, რომ ცომი მასზე თანაბრად გაიშალოს. ბლინი შეწვით მხოლოდ ცალი მხრიდან და გადმოიღეთ. ასე ამზადეთ ბლინები მანამ, სანამ ცომი გეყოფათ.
თითოეული ბლინის შემწვარ მხარეს სუფრის კოვზით დადეთ ჯემი, შეახვიეთ მუთაქის ფორმით და შეწვით ყველა მხრიდან.


ჩიფსები, ჩიფსების სახლში მომზადება , chipsis momzadeba , chifsis momzadeba

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 3820/თარიღი: 2013-04-19

ხრაშუნა და გემრიელი კარტოფილის ჩიფსების მომზადება სახლშიც შესაძლებელია. ამ მარტივ კულინარიულ რეცეპტში, ჩიფსების მომზადების განსხავებულ მეთოდს ისწავლით!

ინგრედიენტები:
1 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი
1 ცალი კარტოფილი
½ ჩაის კოვზი მარილი/ან გემოვნებით

1) კარტოფილი სურვილისამებრ გათალეთ ან გაუთლელად დაჭერით ქაღალდის სისქის რგოლებად. პლასტმასის კონტეინერში(ან სხვა ჭურჭელში) ჩაასხით ზეთი, ჩაყარეთ კარტოფილის ფურცლები და შეანჯღრიეთ, რომ ყველა რგოლს მოედოს ცხიმი.

2) დიდი ზომის სადილის თეფში სულ ოდნავ დაფარეთ ცხიმით. მასზე ერთ ფენად გაანაწილეთ იმდენი კარტოფილი, რამდენიც დაეტევა და აცხვეთ მიკროტალღურ ღუმელში 3-5 წუთი(სანამ არ შეყავისფერდება). შემდეგ გადმოიღეთ ჩიფსები თეფშიდან და მოაყარეთ ცოტაოდენი მარილი.

3) გაიმეორეთ იგივე პროცედურები(თეფშის გაცხიმიანების გარდა) მანამ, სანამ კარტოფილი არ გამოგელევათ. მირთმევამდე აცალეთ კარგად გაცივება.

ასე და ამგვარად მზადდება 4 პორცია სამარხვო ჩიფსები მხოლოდ 35 წუთში!



კავკასიური ნაგაზი , kavkasiuri nagazi , zaglis jishebi

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 3926/თარიღი: 2013-04-19

ნაგაზი — მთის მეცხვარული ძაღლის ქართული ენდემური სახეობა. სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით ნაგაზი „თართისა" (დიდი მიდამოს მცველი ძაღლი), და „მწევრის" (სწრაფი და გვარიანი ძაღლი) შეჯვარებით მიიღება. საბა იქვე აკონკრეტებს, რომ ნაგაზი შესაძლოა შინ გაზრდილი მგლისა და თართის, ან მგლისა და მწევრის შეჯვარებითაც იქნას მიღებული და ამგვარად შობილი ნაგაზი, მისი თქმით, უმჯობესია[1].

ნაგაზის (ზოგჯერ ზოგადად ძაღლის) გავრცელებული სინონიმებია „ცუგა", „ცუგო" და (თუშური) „ტუგა", „ტუგო". უნდა საგანგებოდ აღინიშნოს, რომ ისტორიულად საქართველოს მთიანეთში ხალასსისხლიანი ნაგაზი ერთად-ერთი და არსებითად გაბატონებული ძაღლის ჯიში იყო - რამდენადაც საკვების სიმცირის პირობებში უჯიშო ძაღლის შენახვა გამართლებული არ იყო (განსხვავებით მცირერიცხვოვანი „ბაშკიებისაგან", უჯიშო, მოხეტიალე ძაღლებისაგან, რომლებიც ადრე თუ გვიან მგლების წერა ხდებოდნენ). „ქოფაკი" თურქულად ძაღლს ნიშნავს (ქართულად უმეტესად ავ ძაღლს) და ზოგჯერ გამოიყენება სამხრეთ საქართველოში „ნაგაზის" ნაცვლად.


გიურზა , giurza

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1518/თარიღი: 2013-04-19

სამეფო: ცხოველები
ტიპი: ქორდიანები
ქვეტიპი: ხერხემლიანები
კლასი: ქვეწარმავლები
რიგი: ქერცლიანები
ქვერიგი: გველები
ოჯახი: გველგესლასებრნი
ქვეოჯახი: გველგესლები
გვარი: Macrovipera
სახეობა: გიურზა
გიურზა (Vipera lebetina) — შხამიანი გველი გველგესლასებრთა ოჯახისა. აქვს დაახლოებით 1,5 მ სიგრძის სხეული. რუხი ფერისაა, ზურგზე მუქი კოპლებით. გავრცელებულია ჩრდილოეთ აფრიკასა და სამხრეთ-დასავლეთ აზიაში. გვხვდება ამიერკავკასიაში, დაღესტანში, შუა აზიის რესპუბლიკების სამხრეთ ნაწილში; საქართველოში — შირაქში, გარეჯის უდაბნოში, თბილისის მიდამოებში. ბინადრობს ქსეროფიტულ ბიოტოპებში. ადის ზღვის დონიდან 1500 მ-მდე. ზაფხულის დამლევს დებს 15-20 კვერცხს, რომლებიდანაც 35-45 დღის შემდეგ იჩეკება 23-25 სმ სიგრძის წიწილები. გიურზა იკვებება ხვლიკებით, პატარა ფრინველებითა და მღრღნელებით, ბაჭიებით. მისი ნაკბენი სასიკვდილოა ადამიანისა და ცხოველებისათვის.


დიეტოლოგის მიერ დანიშნული სამარხვო დიეტა

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 955/თარიღი: 2013-04-19

9–10 საათზე 4 სუფრის კოვზი უკვე მოხარშული ჰერკულესი და 2 ცალი პატარა ზომის მოხარშული კარტოფილი.
12 საათზე – 2ც. ვაშლი ან 1 ცალი ბანანი.
14 საათზე – 200გრ. მოხარშული თევზი ან სოკო + 6 სუფრის კოვზი უკვე მოხარშული წიწიბურა + ბევრი მწვანილი.
17 საათზე – 2ც. ვაშლი.
19 საათზე – 1 თეფში ბოსტნეულის წვნიანი.

ეს ყველაფერი უმარილოდ. დღეში უნდა მიიღო 2ლიტრი სითხე უშაქროდ.
2 კვირაში იკლებთ 4 კილოს.


ხილის დიეტა , xilis dieta

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1496/თარიღი: 2013-04-19


2 კვირის განმავლობაში უნდა მიირთვათ მხოლოდ ხილი.
შეიძლება ნებისმიერი ხილი ნებისმიერი რაოდენობით.
დალიეთ უშაქრო მწვანე ჩაი, დღეში მინიმუმ 4-5 ჭიქა.

3 კვირაში იკლებთ 7-8 კგ-ს.


ორ კვირიანი ეფექტური დიეტა და - 7 იდან 10 კილომდე

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1055/თარიღი: 2013-04-19

დიეტის დაწყების წინა დგეს ვაკეთებთ განტვირთვის დღეს, მივირთმეთ მხოლოდ გამოხდილ წყალს და ვაშლს მთელი დღის მანძილზე.

I დღე _ 2 ჭიქა მოხარშული წიწიბურა მაწონთან ერთად.
II დღე _ იგივე რაც პირველ დღეს
III დღე _ ერტმანეტში არეული 1ქ მაწონი და 1 კ ხსნადი ყავა
IV დღე _ ყავიანი მაწონი
V დღე _ გერკულესი და ვაშლი რამდენიც გნებავთ.
VI დღე _ დილით გერკულესი, შუადღეს წიწიბურა ერთი საშუალო ულუფა მაწონთან ერთად.
VII დღე _ ყავიანი მაწონი
IX დღე _ დღის მანძილზე 6 ცალი სოსისი.
X დღე _ დილით ერტი ცალი მოხარშული კვერცხი, შუადგეს 200 გ. მოხარშული ქატმის ხორცი, საგამოს ერთი ცჰიქა მაწონი.
XI დღე _ დილით გერკულესი ერტი ჭიქა, შუადღეს 2 ც. სოსისი, საღამოს 1 ჭიქა მაწონი.
XII დღე _ ყავიანი მაწონი. ან 2 ლიტრი გამოხდილი წყალი.

აუცილებელია დღეში მინიმუმ 2 ჭიქა უშაქრო მცვანე ჩაი. ასევე მიიღეთ ბევრი სითხე.
პ.ს ტუკი დიეტას ზუსტად დაიცავთ და შეეცდებით არ მიირთვათ დილის 12 მდე და 6 ის მერე, ამ 12 დღის მანძილზე დაიკლებთ 7-დან 10 კილომდე.

გისურვებთ წარმატებებს.


martivi dieta , მარტივი დიეტა -10 კილო 14 დღეში

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1776/თარიღი: 2013-04-19

1 დღე - 2-3 მოხარშული კვერცხი, ხილი და ბოსტნეული შეუზღუდავი რაოდენობით (ბანანს თუ ამოვიღებთ რაციონიდან უმჯობესია) ყავა უშაქრო მინიმალური რაოდენობით
2 დღე- 400-500 გრ უცხიმო ხაჭო უცხიმო არაჟანთან ერთად და ერთი ლიტრი კეფირი ესეც ნაკლებ ცხიმიანი.
3 დღე- ხილი და ბოსტნული შეუზღუდავი რაოდენობით, 1 ლიტრი კეფირი და ერთი ლიტრი უშაქრო ხილის წვენი.
4 დღე- 500 გრ ქათმის მოხარშული ხორცი ან თევზი 1 ლიტრი კეფირი.
5 დღე- ხილი და უმი ბოსტნული შეუზღუდავი რაოდენობით.
6 დღე- 400-500 გრ უცხიმო ხაჭო უცხიმო არაჟანთან ერთად და ერთი ლიტრი კეფირი ესეც ნაკლებ ცხიმიანი.
7 დღე- ხილი და უმი ბოსტნული შეუზღუდავი რაოდენობით.
8 დღე- 300გრ მოხარშული ქათმის ხორცი, ერთი მოხარშული კვერცხი, ბოსტნეულის სალათი შეუზღუდავად.
9 დღე- ხილი შეუზღუდავი რაოდენობით, 150 გრ მოხარშული ძროხის ხორცი, კიტრის და პომიდვრის სალათი ზეითუნის ზეთით შეზავებული რამდენიც გნებავთ.
10 დღე- 150 გრ თევზი, 2 ნაჭერი დიეტური შავი პური, კიტრის და პომიდვრის სალათი ზეითუნის ზეთით შეზავებული.
11 დღე- 2 ცალი კვერცხი, 150 გრ ძროხის ხორცი, 4 ნაჭერი დიეტური შავი პური, ბოსტნეულის სალათი, 0.500 ლიტრი კეფირი.
12-დღე 1 ლიტრი კეფირი, ხილი და ბოსტნეული შეუზღუდავი რაოდენობით.
13-დღე 300 გრ ქატმის ხორცი, 2 ც კვერცხი, ბოსტნეულის სალათი შეუზღუდავად.
14- 4 მოხარშული კარტოფილი, ხილი, 1 ლ. კეფირი

დიეტის დროს აუცილებლად უნდა მიიღოთ ბევრი სითხე და ორი ჭიქა მწვანე ჩაი.
14 დღე მინუს 10 კგ. (შეეცადეთ მარილი მინიმალური რაოდენობით მიიღოთ)


ნიკო გომელაურის ლექსების კრებული

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1003/თარიღი: 2013-04-19

ეს არის ნიკო გომელაურის ლექსების კრებული, ვისაც გიყვარდათ ეს ადამიანი აუცილებლად დაგაინტერესებთ
მეტის სანახავად შედით სრულიადში


Vashlis Perogi / ვაშლის პეროგი

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 3089/თარიღი: 2013-04-19

გემრიელი ვაშლის პეროგი ალბათ ყველას გიყვართ, ერთ–ერთი ადვილად მოსამზადებელი ნუგბარია . გთავაზობთ მომზადების წესს და ინგრედიენტების ჩამონათვალს

ინგრედიენტები: ნახეთ სრულად ნახვაში



სულხან-საბა ორბელიანი - სიბრძნე სიცრუისა გვერდი X

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1154/თარიღი: 2013-04-19

ღვინის ძალა
სულთან სალიმ ჰკითხა ვაზირსა მისსა: ვინცავინ კაცნი ღვინოს რად სმენ, რომე ყოველი ავი სიმთვრალეს მოაქვსო?
ვაზირმან მოახსენა: ღვინოს ავისაგან კარგიც უმრავლესი შეუძლიან. ღვინო ბრმას თვალს აღუხილებს, საპყარს ავლენს და გლახაკს განამდიდრებსო.
მოასხმევინა სამნივე ხეიბარნი ფადიშაჰმან და პირისპირ დასხნა და ასვეს ღვინო. რა დაითრო, თქვა ბრმამან: ღმერთო, ადიდე ხელმწიფე, რა კარგსა და წითელს ღვინოს გვასმევსო!
საპყარმან უწყინა და უთხრა: ვისთან უბნობ? ხელმწიფის მზემან, ესრეთს წიხლს ჩაგაზელ, გვერდი მოგტეხოო!
გლახაკმან უთხრა უპოვარმან: მოჰკალ და სისხლს მე გარდვიხდიო!
ვაზირმან მოახსენა:
- აჰა, ბედნიერო ხელმწიფეო, ღვინოს ესე ყოველი შეუძლია. ან მან რით ნახა, ან იგი რით გალახევდა, ან ეს სისხლს რით მისცემდა?
- ჰე, შენ, რუქავ! შენც ხომ მათსაებრ ხეიბარი ხარ და ღვინოც, ვეჭვობ, გესვას, თვარა ეგრეგვარსა რა გამბობინებს?
თქვა რუქამ არაკი:


სულხან-საბა ორბელიანი - სიბრძნე სიცრუისა გვერდი IX

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1411/თარიღი: 2013-04-19

ნალბანდი მგელი
ერთი მგელი მოუხდა ვირსა, შეჭმას ლამოდა. ვირმა უთხრა: ვიცი, შემჭამ, ეს ანდერძი ამისრულე: ქაჩაჩში ლურსმნის ნატეხი დამრჩა და იგი ამოიღეო!
მგელმან პირი მიჰყო, უნდა ამოეღო. ვირმა წიხლი ჰკრა, კბილები ჩაამტვრია მგელსა. ვირი ვეღარ შეჭამა.
მგელმან თქვა: მამაჩემი ხარაზი იყო, მე ნალბანდობას რა მრჯიდაო?
თქვა რუქამ არაკი:


სულხან-საბა ორბელიანი - სიბრძნე სიცრუისა გვერდი VIII

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 873/თარიღი: 2013-04-19

დიდვაჭარი სპარსი
მე ვიყავ დიდვაჭარი სპარსი. ესეთი ცოლი მყვა, ცისკარსა მისი სიბრწყინვალე არა ჰქონდა: თმანი საგდებელს უგვანდა, ტანი ლერწამსა. ესრეთსა სახლსა შინა მიჯდა, მისსა საკადრისსა.
მისი ქება თურე ესმა ედესის მეფის ძესა. მოეკაზმა დიდვაჭრად, მოვიდა ჩემთანა, მეტყოდა:
- შენი ძმაფიცი ვიყო, სავაჭროსა ჩემსა სარგებელი მიჩვენე, კარგად გამიყიდე და ეგრე მადლიერი გამიტევე.
მე მართალი მეგონა. დიდითა პატივითა ვინახევდი. ახლო სახლში დავაყენე. მოძებნა ბებერი გრძნეული, დაუწყო გზავნა სახლსა ჩემსა. დიაცის გული ლბილია, მოამდოვრა. მეფობა ირჩია, ვაჭრისა პირი აიღო.
მისის სადგომიდამ ჩემის სადგომის ძირი გამოუხვრიტა. გამოართვა საყური, მომიტანა. მე მითხრა: ახლა ვიყიდე და ვით ღირსო?
მე მაშინვე ვიცან და ჯერედ არ ვიჩემე. ვუთხარ: კარგად გიყიდია-მეთქი.
შინ წაველ საყურის სანახავად. ვირემდის გზას მოვლიდი, მან საყური ხვრელითავე მისცა. მიველ, საყური ვსთხოვე. მომიტანა და გამიკვირდა. ვუთხარ ქალსა მას საყურის ნახვა. მას თურე გულში ეშმაკის ბადე ედვა, ეგრე მითხრა: სამკაული სამკაულს ემსგავსების და კაცი კაცსაო.
მეორეს დღეს ყელსაბამი მომიტანა, იგიცა ვცან, ეგრევე მოველ და შინა ვნახე. დიაცმან იგივე სიტყვა მითხრა, და მე მეგონა სხვის სყიდვა და მსგავსება. სხვასა და სხვასა ეგრევე ჩემსა მიჩვენებდა და ვერა ვსცან.
დღესა ერთსა მითხრა: ქალი ვიყიდე და მინდა ცოლად ვიყოლიო. მოდი, ნახე, თუცა მოგეწონება, შევირთავო.
მიველ, ვნახე, თავზარი დამეცა. გულსა ვთქვი: სხვისა მსგავსება მიჩვენა-მეთქი. თუ ვთქვა, არამც ესეც გვანდეს და შინ დამხვდეს, შემრცხვება-მეთქი.
მოვუწონე და შინ წაველ. სანამდის მივიდოდი, იგი ქალი ხვრელსა გამოძვრა. თურე ხვრელისა პირსა საგებელი ეწყო, რა ვიცოდი გზისა მისისა? შეველ, შინ დამხვდა. გამიკვირდა და ვუთხარ მსგავსება მისი. მიწყინა და ეგრე მითხრა: ჩემი მსგავსი ცისკარი არ არის, შენ ბოზს დიაცზე თვალი გაგირყვნია და მე მადარებო.
გამოველ და დამეთხოვა კაცი იგი და მითხრა: მაყარი შენვე იყავ და წამომყევო!
ავეკაზმე. შინ, სახლსა ჩემსა, სახარჯო დავუგდე. ქალი გამოიყვანა. მაყრად გამიტანა. წავედით. სანამდის არ მოვბრუნღი, შინ არ მოველ, ვერა ვსცან. მოველ: რაღა მეშველებოდა. იქ რაღას პირით დავმდგარიყავ? მოველ აქა. აწ თუ უნაღვლო ვიყო, შენ გასინჯე!
თქვა მერვემან:


სულხან-საბა ორბელიანი - სიბრძნე სიცრუისა გვერდი VII

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1143/თარიღი: 2013-04-19

უსამართლო შირვან-შაჰი
შირვანს შაჰ იჯდა, ერთი უსამართლო, კაცთა უწყალო და მაოხარი ქვეყანათა. სადაცა მოჩივარი, ანუ გლახაკი ნახის, წამსვე მოჰკლის. აოხრდა ყოველი სამეფო მისი.
დღესა ერთსა ნახა მოჩივარი ვინმე. მოკლვა მისი ბრძანა. მან კაცმან თქვა: მე მოსაკლავი კაცი არა ვარ, ამად რომე ყოველთა მფრინველთა და მხეცთა ენა ვიციო.
იამა მეფესა და აღარ მოკლა, მართალი ეგონა, ვაზირსა მიაბარა, ეგრე უბრძანა: ამისგან შენ ისწავლე და შენ მე მასწავლეო!
წაიყვანა ვაზირმან. იცოდა, რომე სიცოცხლისათვის მოიგონა ენათა ცოდნა. კაცი იგი განუტევა.
გამოხდა დღენი მრავალნი და ღამესა ერთსა სმად ჯდა შირვან-შაჰ და გაღმართ ორნი წოტნი იძახდენ. მოეგონა კაცი იგი მოენე მეფესა და ჰკითხა ვაზირსა: ისწავლე მფრინველთ ენა მის კაცისაგანაო?
მან მოახსენა: ვისწავლეო.
უბრძანა: იგი წოტნი რას უბნობენო?
ვაზირმან მოახსენა: ერთსა ქალი ჰყავს და მეორე ვაჟისთვის სთხოვს. ქალის პატრონი ეუბნება: თუცა ჩემს ქალს შვიდას ნასოფლარს არ მოართმევ პირის სანახავად, არ მოგცემო. ვაჟის მამა ასე ეუბნება: შენს ქალს რომ შვიდასი ნასოფლარი მოვართვა, ექვსი შვილი სხვა მყავსო, მათ საცოლეებს რაღა ვუყო? ქალის მამამ ეგრე უთხრა: რას ზარობ და დაღონებულხარ? თუ შირვან-შაჰს დღე გაუგრძელდა, ბევრს სხვას ააოხრებსო!
ეწყინა შაის და თქვა: მე აგრე უსამართლო ვარო?
ვაზირმან მოახსენა: წოტნი ეგრე იტყვიანო.
მას სიტყვის უკან ის შაი მოწყალე შეიქმნა.
- მათ მსგავსად, თუ ეგ თქვენი საჭურისი ცოცხალია, ბევრი ამისთანა დღე გარდამხდება.
ბრძანა მეფემან: საჭურისისა და დიაცის გული უსუსურია და ნუ დაიხსოვნებო!
თქვა ლეონ არაკი:


სულხან-საბა ორბელიანი - სიბრძნე სიცრუისა გვერდი VI

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 999/თარიღი: 2013-04-19

ქურდი მკერვალი
ერთი მკერვალი იყო დია ქურდი. რაც ნაქსოვი გამოსჭრის, ბევრი მოიპარის. ღამესა ერთსა ნახა სიზმარი: პირთა ხე ამოსლოდა და ყოველი ნაპარევი ნაჭერი ზედ ეკიდა რტოთა. რა გაეღვიძა, შეშინდა. შვილს უთხრა: როდესაც შემატყო მაკრატელთა ხმარებასა შიგან პარვა, ხე მომაგონეო!
ერთმან დიდებულმან ერთი უცხო ოქროქსოვილი გამოაჭრევინა. რა პარვა დაიწყო, შვილმან ხე მოაგონა. ეწყინა მკერვალსა და მაკრატელი პირში ჩასცა, ეგრე უთხრა: ამისთანა ნაქსოვი როდის ეკიდა მას ხეზედანო?
- ამისთანა მეფის ძის ზრდა ვის უნახავს და ან ვის ასმია? შიმშილითა დაბნედილა და ზეზე დგომით ტერფი დახეთქია.
მეფის შესმენას ცდილობდა. სედრაქ ვაზირმან რქვა:
- რუქა, დიდად მიყვარხარ და თავსა ჩემსა მირჩევნიხარ, მაგრამ საქმენი შენნი მიკვირან.
თქვა ვაზირმან არაკი:


სულხან-საბა ორბელიანი - სიბრძნე სიცრუისა გვერდი V

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1139/თარიღი: 2013-04-19

სულხან-საბა ორბელიანი - სიბრძნე სიცრუისა გვერდი V


სულხან-საბა ორბელიანი - სიბრძნე სიცრუისა გვერდი IV

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 865/თარიღი: 2013-04-19

სულხან-საბა ორბელიანი - სიბრძნე სიცრუისა გვერდი IV


სულხან-საბა ორბელიანი - სიბრძნე სიცრუისა გვერდი III

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1026/თარიღი: 2013-04-19

ხარბი გლახაკი
გლახაკი ვინმე იყო უპოვარი ყოვლისაგან ნივთისა. ეზმანა მას: სამეოცი ცხოვარი ჰყვა და ენება განსყიდვა. მოვიდა კაცი ერთი და მოსცა თითოსათვის ხუთ-ხუთი კირმანეული. ცხოვარისა პატრონმან ექვს-ექვსი სთხოვა. შეცილებასა ზედა გაეღვიძა კაცსა მას და სინანული იწყო. თვალნი ეგრეთვე დაიხუჭნა და ხელი მიუღო ვაჭარსა: ოროლი კირმანეული მომეც, მოგცემო! ანუ ვინღა მისცემდა ვეცხლსა, ანუ ვისღა მიჰყიდდა?
ესრეთ არს ყოველივე ზმანება, მეფეო! რად შეიჭირვებ ეშმაურსა საქმესა ზედაო?
უბრძანა მეფემან:
- არა ეგრეთ არს სიზმარი ჩემი.
უთხრა ყოველივე და ეტრატი ხელთა მისცა.
გაუკვირდა ვაზირსა სიკეთე სახისა მისისა და ეგრე მოახსენა:
- თუცა თვით არ მოვიდეს კაცი იგი, პოვნა მისი საჭირო არს, ამად რომე თემი მისი არა ვიცით, სახელი მისი არა უთქვამს. რით უნდა ვპოვოთ? ქარი ხელითა არ დაიჭირვის და თვალს ზარმაცი ვერ მიეწევის. რაც ბედი აქვს კაცსა ღვთისაგან, ის დაემართების.
თქვა ვაზირმან არაკი:


სულხან-საბა ორბელიანი - სიბრძნე სიცრუისა გვერდი II

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 941/თარიღი: 2013-04-19

სულხან-საბა ორბელიანი - სიბრძნე სიცრუისა გვერდი II


სულხან-საბა ორბელიანი - სიბრძნე სიცრუისა გვერდი I

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 848/თარიღი: 2013-04-19

სიბრძნე სიცრუისა

იყო ხელმწიფე ერთი, რომლისა საქმენი არავისგან მოიგონებიან, რომელსა სიკეთისა და სიქველისაგან ეგოდენი მოწყალებანი შეეკრიბნა გულსა თვისსა, თავად არ აღირაცხოდა; სიფიცხლე და უწყალოება ჯავრისანი გულისაგან ღვთის შიშისა ნიავით გაექარვებინა. სიუხვე მისის ნოტიოს ღრუბლისაგან უმრავლესად გაეგრილა და ყოველთა კაცთა ზედა საბოძვარი ცათა წვიმისათვის გარდაემატებინა.

მისი შიში და ზარი ესრეთ განფენილ იყო პირსა ყოვლისა ქვეყანისასა, მეხის ტეხის უსაზარლესად მიაჩნდათ. მისი სიტკბო და ალერსი ესრეთ შეეტკბოთ, ჩჩვილთა წულთაებრ, სძისა და ძუძუთა უსაყვარლესად მიეზიდათ.

და იყო სახელი დიდისა მის და მაღლისა მეფისა ფინეზ.

და ჰყვა ვაზირი ეგეთი, რომე სიბრძნითა მისითა ცათა აღწევნილ იყო, ჭკუითა ხმელთა სიგრძე და განი სრულად განეზომა, მეცნიერებითა ზღვათა უფსკრულთა მიწევნილ იყო, ჰაერთა და ვარსკვლავთა საქმენი გულის ფიცართა გამოეწერა; ესეთი სიტყვის სიტკბო ჰქონდა, მხეცთა კაცთა მსგავსად მოაქცევდის, ტინთა ცვილებრ დაადნობდის და მფრინველთა კაცებრ აუბნებდის.

და იყო სახელი ვაზირისა მის სედრაქ.

დიდად უყვარდა მეფესა ვაზირი იგი. და არა იყო გულსა მეფისასა ზრუნვა, გინა შეჭირვება უძეობისა კიდე, რომე შვილი არა ესვა.

დღესა ერთსა გახსნა და გასცა განძი ურიცხვი გლახაკთა ზედა, რათა ევედრონ ღმერთსა ძისა ბოძებისა მისისათვის.

და იყო საჭურისი მეფისა კაცი გულჩქარი და ფიცხელი. სეფეთ-უხუცესი იყო და გულითადი მეფისა, რომელსა ერქვა რუქა; და თქვა: რომელსა მეფეთაგანსა გარდაუგია სალარო ესე ოდენი?


კუ და მორიელი , ku da morieli (სულხან საბას იგავი)

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 3008/თარიღი: 2013-04-19

  . . .
ერთი კუ და ერთი მორიელი დაძმობილდნენ. წავიდნენ გზასა. გასავალი წყალი დახვდათ.
მორიელი დაღონდა, გასვლა არ ეძლო. კუმ უთხრა: ზურგს შემაჯექ, მე გაგიყვანო!
შეაჯდა მორიელი ზურგს. კუ რა წყალში შეცურდა, მორიელმან ზურგზე კბენა დაუწყო. კუმ ჰკითხა: ძმაო, რას იქმო?
მორიელმან უთხრა: რა ვქმნა, არც მე მნებავს, მაგრა ასეთის გვარისანი ვართ, მტერსა და მოყვარეს ყველაყას უნდა ვუკბინოთო.
კუმ დაიყურყუმალავა და მორიელი წყალს მისცა და უთხრა: ძმაო, არც მე მნებავს, მაგრამ ჩემი გვარი, თუ გესლიანს ხორცს არ გაიბანს, გაუსივდება და მოკვდებაო.


ავტომობილი , ძველებური მანქანები , პირველი მანქანა

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 934/თარიღი: 2013-04-19

ავტომობილი (ავტო... და ლათ. mobilis - მოძრავი), ძრავიანი თვითმავალი ეტლი, რომელსაც აქვს ორზე მეტი თვალი (თვლებთან ერთად შეიძლება ჰქონდეს მუხლუხები ან თხილამურები), გადაჰყავს მგზავრები და გადააქვს ტვირთი.

პირველი თვითმავალი ეტლის იდეა ეკუთვნის ლეონარდო და ვინჩის. 1515 წელს მან მთავრობას წარუდგინა სამხედრო მიზნებისათვის განკუთვნილი თვითმავალის პროექტი, რომლის მიხედვითაც თვლები უნდა აემოძრავებინა წინასწარშეკუმშულ ზამბარას. 1689 წელს ი. ნიუტონმა დაამუშავა ორთქლის 1337 ქვაბიდან წნევით გამომავალი ორთქლის ჭავლის რეაქტიული პრინციპით მოქმედი თვითმავალი ეტლის პროექტი. ეს პროექტები თავის დროზე არ განხორციელებულა (მათში წამოყენებული პრინციპები გამოყენებულია ჩვენი დროის ბევრ სატრანსპორტო მანქანაში).


ჯენიფერ ენისტონი Jennifer Aniston

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 910/თარიღი: 2013-04-19

ნამდვილი სახელი: ჯენიფერ ჯოანნა ენისტონი (Jennifer Joanna Aniston)
დაბადების თარიღი: 11 თებერვალი 1969
დაბადების ადგილი: შერმან ოუკს,კალიფორნია,აშშ
პროფესია: მსახიობი,პროდიუსერი,რეჟისიორი
სიმაღლე: 1.65 მ
პირველი ფილმი: 1975
მეუღლე: ბრედ პიტი (განქორწინება)


ქრისტენ სთიუარტი Kristen Stewart

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1012/თარიღი: 2013-04-19

ნამდვილი სახელი: ქრისტენ ჯეიმს სთიუარტი (Kristen Jaymes Stewart)
დაბადების თარიღი: 09 აპრილი 1990
დაბადების ადგილი: ლოს-ანჟელესი, კალიფორნია, აშშ
პროფესია: მსახიობი
სიმაღლე: 1.68 მ
პირველი ფილმი: 1999


რობერტ დაუნი უმცროსი Robert Downey J

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 727/თარიღი: 2013-04-19

ნამდვილი სახელი: რობერტ ჯონ დაუნი უმცროსი (Robert John Downey Jr.)
დაბადების თარიღი: 04 აპრილი 1965
დაბადების ადგილი: ნიუ იორკი აშშ
პროფესია: მსახიობი პროდიუსერი რეჟისორი სცენარისტი
სიმაღლე: 1.74 მ
პირველი ფილმი: 1970
მეუღლე: სიუზენ დაუნი
დებორა ფალკონერი (განქორწინება)


ჟან–ქლოდ ვან დამი Jean-Claude van Damme

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 959/თარიღი: 2013-04-19

ნამდვილი სახელი: ჟან–ქლოდ ვან დამი (Jean-Claude van Damme)
დაბადების თარიღი: 18 ოქტომბერი 1960
დაბადების ადგილი: საინტ აგატა ბერჩემ,ბრიუსელი,ბელგია
პროფესია: მსახიობი,სცენარისტი,პროდიუსერი,რეჟისიორი
სიმაღლე: 1.75 მ
პირველი ფილმი: 1984
მეუღლე: Darcy LaPier (განქორწინება)


რასელ ქროუ Russell Crowe

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1227/თარიღი: 2013-04-19

ნამდვილი სახელი: რასელ ირა ქროუ (Russell Ira Crowe)
დაბადების თარიღი: 07 აპრილი 1964
დაბადების ადგილი: ველინგტონი ახალი ზელანდია
პროფესია: მსახიობი რეჟისორი პროდიუსერი
სიმაღლე: 1.82 მ
პირველი ფილმი: 1985
მეუღლე: დანიელ სპენსერი


ვინ დიზელი Vin Diesel

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1247/თარიღი: 2013-04-19

ნამდვილი სახელი: მარკ სინკლერ ვინსენტი (Mark Sinclair Vincent)
დაბადების თარიღი: 18 ივლისი 1967
დაბადების ადგილი: ნიუ იორკი,აშშ
პროფესია: მსახიობი,პროდიუსერი,რეჟისიორი,სცენარისტი
სიმაღლე: 1.83 მ
პირველი ფილმი: 1989


ეშტონ კუჩერი Ashton Kutcher

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 895/თარიღი: 2013-04-19

ნამდვილი სახელი: კრისტოფერ ეშტონ კუჩერი (Christopher Ashton Kutcher)
დაბადების თარიღი: 07 თებერვალი 1978
დაბადების ადგილი: სიდარ-რაპიდს, აიოვა,აშშ
პროფესია: მსახიობი,პროდიუსერი,სცენარისტი
სიმაღლე: 1.89 მ
პირველი ფილმი: 1986
მეუღლე: დემი მური


შარბათი-გამაგრილებელი სასმელი ყვავილების არომატით

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 898/თარიღი: 2013-04-19

როცა ზაფხულის მწველი სიცხე აუტანელი ხდება, ყინულიან შარბათზე უკეთესი გამაგრილებელი სასმელი არაფერია. ეს ღმოსავლური სასმელია-ხილის, სხვადასხვა მცენარის ფოთლის ან ბოლქვის წვენი ყინულით. აღმოსავლელები მას ეთაყვანებიან,სამზარეულოში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. ფრანგებსაც ძალიან უყვართ, თუმცა მას სორბეთს ეძახიან.


Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.