Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » აპრილი » 22

"მსოფლიო ენების შესახებ"...

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 877/თარიღი: 2013-04-22

სპეციალისტების ვარაუდით დედამიწაზე სულ 2500-დან 7000-მდე ენაა გავრცელებული.თუმცა აქვე გამოსაყოფია ის ფაქტი,რომ ეს ციფრები მხოლოდ ვარაუდია და ზუსტი რაოდენობა დღემდე ვერავინ დაადგინა.თანამედროვე სამყაროში "მსოფლიო ენებად" მიჩნეულია: ინგლისური,ფრანგული,არაბული,გერმანული,პორტუგალიური და რუსული ენები.გარდა ამ ენებისა,მსოფლიოს მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი საუბრობს ჩინურ,ჰინდისა და ურდუს ენებზე.პოსტში შემოგთავაზებთ ყველაზე გავრცელებულ და ყველაზე დიდი საფრთხის ქვეშ მყოფ ენებს დედამიწაზე.მსოფლიოს ყველზე პოპულარულ და...


"დიონისეს ყური"

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 876/თარიღი: 2013-04-22

"დიონისეს ყური" - იტალიურ ენაზე "Orecchio di Dionisio",წარმოადგენს უზარმაზარ ხელოვნურ გამოქვაბულს კლდეში,რომელიც თავის მხრივ ნაწილია სიცილიის ცნობილი ქვის სამტეხლოებისა.ცნობილია ისიც,რომ სირაკუზა წარმოადგენდა ერთ-ერთ პირველ ბერძნულ კოლონიას,კუნძულ სიცილიაზე."დიონისეს ყური" მართლაც ძალიან ჩამოჰგავს ადამიანის ერთ-ერთი ორგანოს - ყურის ფორმას,რისთვისაც მას სახელიც შესაბამისი უწოდეს.თუმცა არსებობს სხვა ვერსიაც,რომელიც კიდევ უფრო ამყარებს მის სახელწოდებას.აღნიშნული გამოქვაბულის სიგრძე 25 მეტრია,ხოლო სიგანით 75 მეტრი.ჩვ.წ.აღ-მდე...


რეიმონდ დაგლას ბრედბერი - "ეპიზოდი"

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 845/თარიღი: 2013-04-22

გენიალური ამერიკელი მწერალი და ავტორი,გახმაურებული რომანისა - "451 გრადუსი ფარენჰეიტით" - რეიმონდ დაგლას ბრედბერი (1920-2012 წლები),უღარიბესი ოჯახის შვილი იყო და შესაბამისად სწავლის უმაღლეს სასწავლებელში გაგრძელება,ფინანსური პრობლემების გამო ვერ მოახერხა.ამ მოვლენის შესახებ კი მოგვიანებით,გულნატკენი რეი ბრედბერი აცხადებდა:

"როდესაც 19 წლი...


"მარტოხელა-პარაზიტი"

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 850/თარიღი: 2013-04-22

"მარტოხელა-პარაზიტი" - ინგლისურ ენაზე "Parasite single",ხოლო იაპონურ ენაზე - "პარასაიტო სინგურუ".იგი წარმოადგენს ფორმას სოციალური პარაზიტიზმისა ამომავალი მზის ქვეყანაში.იაპონიაში აღნიშნული ტერმინით მოიხსენიებენ,იმ 20 წლიდან - 30 წლამდე მყოფ მამაკაცებსა და მანდილოსნებს,რომლებიც ცხოვრობენ მშობლების სახლში,არ მუშაობენ და ფაქტიურად საკმაოდ კომფორტულად გრძნობენ თავს,მშობლების ხარჯზე.იაპონელი მწერლისა და პროფესორის - მასახირო იამადას კვლევებით,ირკვევა,რომ იაპონელ დაუოჯახებელ მამაკაცთა 60 % და ასევე დაუქორწინებ...


დენის ტიტო - "პირველი ტურისტი კოსმოსში"

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 735/თარიღი: 2013-04-22

დენის ტიტო დაიბადა 1940 წლის 8 აგვისტოს ნიუ-იორკში.იგი წარმოადგენს,მსოფლიოში "პირველ ტურისტს კოსმოსში",რომელიც იტალიური წარმოამვლობის მქონე ამერიკელი მეწარმე და მულტიმილიონერია.2001 წელს,სწორედ დენის ტიტო გახლდათ ის პირველი არაპროფესიონალი ასტრონავტი,რომელმაც ტურისტილი კოსმოსური მოგზაურობის ოცნება აისრულა.ამ გასაოცარ მოგზაურობაში კი დენისმა არც მეტი და არც ნაკლები 20 მილიონი ამერიკული დოლარი გადაიხადა.მან დედამიწას სულ 128-ჯერ შემოუფრინა და თითოეული ასეთი შემოვლა 150 000 ამერიკული დოლარი უჯდებოდა.მიუხედავ...


ჯონათან უაილდი

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 792/თარიღი: 2013-04-22

ჯონათან უაილდი დაიბადა,დაახლოებით 1682 ან 1683 წელს,ინგლისის ქალაქ ვულვერჰემპტონში,პარიკების დამამზადებლის ოჯახში.იგი წარმოადგენდა XVIII საუკუნის ინგლისის,ყველაზე ცნობილ ავანტურისტსა და დამნაშავეს,რომელმაც ჩამოაყალიბა გასაოცარი "თაღლითური სტრუქტურა".მისი პიროვნება იმდენად ცნობილი გახლდათ,რომ უაილდის შესახებ,რამდენიმე ავტორმა ნაწარმოებიც კი დაიწერა.მათ შორის ყველაზე ცნობილ ნაწარმოებად მიჩნეულია,დიდი ინგლისელი მწერლისა და დრამატურგის - ჰენრი ფილდინგის მიერ 1743 წელს დაწერილი,პიკარესკული რომანი (რ...


"წუთიერი დუმილი"

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 691/თარიღი: 2013-04-22

"წუთიერი დუმილი" - ინგლისურ ენაზე "Moment of Sicence",წარმოადგენს სიმბოლურ რიტუალს,რომელიც ერთგვარად გამოხატავს პატივის მიგებას იმ ადამიანისათვის ან ადამიანებისათვის,რომლებიც ტრაგიკულად დაიღუპნენ.გარდა ამისა "წუთიერი დუმილით" პატივს მიაგებენ ამა თუ იმ ეპოქაში,შეიარაღებული ბრძოლებში დაღუპულ მსხვერპლთაც.თავდაპირველად,აღნიშნული სიმბოლური რიტუალი შემოთავაზებულ იქნა 1919 წელს,ცნობილი ავსტრალიელი ჟურნალისტის - ედუარდ ჯორჯ ჰანის მეირ,პირველ მსოფლიო ომში დაღუპულთა მოსაგონრად და საპატივცემულოდ.იდეა "წუთიერი დუმილისა" ჟურნალისტმა,...


"ყველაზე გრძელი კუდის მქონე ფრინველის ჯიში"

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1131/თარიღი: 2013-04-22

ყველაზე დიდი კუდის მქონე ფრინველად მსოფლიოში (მათ შორის ცხოველებშიც) დღემდე მიჩნეულია,იაპონიის ერთ-ერთ პატარა სოფელ კატიოში (კუნძული სიკოკუ) 270 წლის წინათ,ვინმე გლეხის რიძაე-მონ ტაკეიტის მიერ სპეციალურად გამოყვანილი ქათმის ჯიში,სახელწოდებით - "ღია-ლილისფერი ქათამი".მას შემდეგ აღნიშნული ჯიში ფართოდ იქნა გავრცელებული იმავე სოფელში და ასეთი უცნაური კუდის მქონე ქათმის ჯიშის ყოლა ერთგვარად იქცა,სოფლის მაცხოვრებელი გლეხების ტრადიციადაც კი.აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ "ღია-ლილისფერი ქათამი" მხოლოდ და მხოლოდ სოფელ კატიოშია გავრცელებული და მი...


ლუის არაგონი - "ეპიზოდი"

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 905/თარიღი: 2013-04-22

ლუის არაგონი (1897-1982 წლები) წარმოადგენდა გამოჩენილ ფრანგ პოეტს,ნოველისტსა და ავტორს ისეთი ცნობილი ნაწარმოებებისა,როგორებიცაა პროზაული სერიები რომანებისა - "რეალური სამყარო".გარდა ამისა ლუის არაგონი გახლდათ ერთ-ერთი უდიდესი ლიტერატურული ჯილდოს "გონკურის პრემიის" ლაურეატი.გარდა მწერლობისა ლუის არაგონი პოლიტიკურ საკითხებშიც ღრმად ჩახედული გახლდათ და კომუნისტური პარტიის წევრიც იყო.იგი მეგობრობდა მრავალ მწერალთან,მათ შორის დიდ რუს მწერალ-დისიდენტთან ვიქტორ ნეკრასოვთან.როგორც ცნობილია ნეკრასოვმა მოახერხა საბჭოთა კავშირიდან


იოანე პავლე II - "ეპიზოდი"

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 787/თარიღი: 2013-04-22

რომის რიგით 264-ე პაპი (1978-2005 წლებში) - იოანე პავლე II (ერისკაცობაში კაროლ იოზეფ ვოიტილა),რომელიც მისმა შემდგომმა პაპმა ბენედიქტე XVI-მ ნეტარად შერაცხა,დიდად მოწადინებული გახლდათ ქრისტიანებსა და მუსულმანებს შორის ურთიერთობების დარეგულირება-გაუმჯობესებისათვის.ამ მიზნით მან არაერთი კონკრეტული და გასაოცარი ნაბიჯებიც კი გადადგა.სწორედ ეს იყო მიზეზი იმისა,რომ 2001 წელს იოანე პავლე II ვიზიტით ეწვია,ახლო აღმოსავლეთის ერთ-ერთი უდიდესი ისტორიის მქონე მუსულმანურ ქვეყანას სირიას.სწორედ ამ ქვეყანაში ვიზიტის დროს შედგა ის გა...


"აბორტის" ისტორიიდან...

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 827/თარიღი: 2013-04-22

მე-VII საუკუნემდე ქრისტიანული საეკლესიო კრებები,რა თქმა უნდა - "აბორტებს" დანაშაულად მიიჩნევდნენ.მაგრამ დამნაშავეს მხოლოდ საეკლესიო სასჯელს უფარდებდნენ.მალე აბორტისათვის სასჯელი გაამკაცრეს.629 წელს კონსტანტინეპოლის საეკლესიო კრებამ აბორტის გამკეთებელს სიკვდილით დასჯა გადაუწყვიტა სასჯელად.ასე გაგრძელდა მეცხრე საუკუნის შუა წლებამდე.მაგრამ საეკლესიო კრებამ უარი თქვა აბორტისათვის სასჯელის უმაღლესი ზომის გამოყენებაზე.კარგა ხანს ქრისტიანული ეკლესიის მესვეურები მერყეობდნენ მუცლის მოშლის დასჯადობის საკითხის ირ...


გრეიფრუტის დიეტა

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1744/თარიღი: 2013-04-22

ამ დიეტით შეიძლება კვირაში 3-4 კგ-ის მოკლება (არ მიიღოთ საღამოს 7 სთ-ის შემდეგ).

I დღე
საუზმე: გრეიფრუტი ან მისი წვენი უშაქროდ, 2 ნაჭერი "ვიჩინა” წონით 25 გრ, ყავა ან ჩაი უშაქროდ.
სადილი: გრეიფრუტი და ბოსტნეულის სალათა ლიმონის წვენით (ბოსტნეული + მწვანილი). პორცია 250 გრ. ყავა ან ჩაი.
ვახშამი: მოხარშული ან შემწვარი ხორცი 150 გრ (შეწვამდე), მწვანე სალათი ლიმნის წვენით (200 გრ), ჩაი 1 კოვზი თაფლით.


7 დღიანი დიეტა , wonashi dakleba martivad

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1826/თარიღი: 2013-04-22

7 დღიანი დიეტა
1- 5 ჭიქა რძე
2--5 ჭიქა ბორჯომი
3--5 ჭიქა მაწონი
4-- 250 გრ ძროხის ხორცი
5--250 გრ ხაჭო
6--250 გრ არაჟანი
7-- 250 გრ შავი შოკოლადი
( 5 კილო გარანტირებულია)


ნიანგები

ავტორი: Luka1234/კომენტარები: 0/ნახვა: 989/თარიღი: 2013-04-22

ნიანგები, ქვეწარმავალთა რიგი. მათი სიგრძე 2-5 მ, იშვიათად (ნილოსის ნიანგები, ქედიანი ნიანგები) 6 მ აღწევს. აქვთ გრძელი, გვერდებიდან შებრტყელებული კუდი, წაგრძელებული დინგი, მოკლე ფეხები, უკანა კიდურების თითებს შორის დაჭიმულია საცურაო აპკი. ნესტოები და თვალები (ვერტიკალური გუგით) ზემოთაა აწეული, რაც მათ საშუალებას აძლევს წყლიდან მხოლოდ თვალები და ნესტოები ამოყონ. ნესტოები და ყურის ხვრელები დაცულია სარქვლებით. 


ეშმაკის ბორბალის გამომგონებელი

ავტორი: Luka1234/კომენტარები: 0/ნახვა: 843/თარიღი: 2013-04-22

ჯორჯ ვაშინგტონ გეილ ფერისი "უმცროსი" დაიბადა 1859 წლის 14 თებერვალს,ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ გეილსბერგში (ილინოისის შტატი).იგი წარმოადგენდა დიდ ამერიკელ ინჯინერს,რომელმაც საკუთარი სახელი უკვდავყო "სათვალთვალო ბორბლის",იგივე "ეშმაკის ბორბლის" გამოგონებით.ჯორჯის ოჯახმა გეილსბერგი,მისი 5 


უსაფრთხოების ღვედი

ავტორი: Luka1234/კომენტარები: 0/ნახვა: 942/თარიღი: 2013-04-22

"უსაფრთხოების ღვედი" - ინგლისურ ენაზე "Seat belt",წარმოადგენს იმ პასიური უსაფრთხოების ღვედს,რომელიც განკუთვნილია ავტომობილის,ან რაიმე სხვა სატრანსპორტო საშუალებების მგზავრებისათვის ავარიისაგან ან ძლიერი სამუხრუჭე გაჩერებისაგან თავდაცვისათვის.ეს მარტივი,თუმცა საკმაოდ ეფექტური მოწყობილობა ჯერ კიდევ ასი 


ქამელეონი

ავტორი: Luka1234/კომენტარები: 0/ნახვა: 1262/თარიღი: 2013-04-22

ქამელეონისებრთა ოჯახში გაერთიანებულია 4 გვარი და დაახლოებით 90–მდე სახეობა. გავრცელება. ქამელეონების დიდი უმრავლესობა ბინადრობს მადაგასკარზე, აფრიკაში, და მეზობელ კუნძულებზე. ერთი სახეობა გვხვდება სამხრეთ ესპანეთში, ხმელთაშუა ზღვის კუნძულებზე, მცირე აზიასა და სირიის სამხრეთ–დასავლეთით და სამხრეთით. ორი სახეობა გვხვდება არაბეთში და ერთი კი ინდოეთსა და ცეილონში.


ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის "გერბის" შესახებ...

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 749/თარიღი: 2013-04-22

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის "გერბი" - ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვებიდან (1960 წელი),სამი წლის შემდეგ იქნა ოფიციალურად მიღებული.ამ პერიოდში ქვეყნის პრეზიდენტი გახლდათ - დავიდ დაკო (1930-2003 წლები).გერბის ცენტრში გამოსახულია,დაახლოებით კვადრატული ფორმის სახით ფარი,რომელიც ოთხი ფერით არის გაყოფილი.მასზე გამოსახული თეთრი სპილო (მწვანე ფონზე),ბაობაბის მწვანე ხე (თეთრ ფონზე),სამი ოთხქიმიანი თეთრი ვარსკვლავი (ყვითელ ფონზე)..


"სიცილის ეპიდემია" - "ანომალური მოვლენა ტანზანიაში"

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 742/თარიღი: 2013-04-22

1962 წლის 30 იანვარს,აფრიკული ქვეყნის ტანზანიის ერთ-ერთ სკოლაში,გაკვეთილის მიმდინარეობისას სამმა მოსწავლე გოგონამ,ყოველგვარი მიზეზის გარეშე დაიწყო ისტერიული და განუწყვეტელი სიცილი.იმავე დღეს,ამავე სკოლაში 12 წლიდან 18 წლამდე თითქმის ყველა მოსწავლეს ანალოგიური ხასიათის სიცილი დაეწყო.უკვე დღის დასასრულს ყოველგვარი მიზეზის გარეშე "სიცილის ეპიდემიით",სკოლის 195 მოსწავლიდან,უკვე 95 მოსწავლე იქნა დაავადებული.ბავშვები იტანჯებოდნენ განუწყვეტელი სიცილის შემოტევისაგან.ტანზანიის ჯანდაცვის სამინისტრომ,ეცნობა რა ამ გასაოცარი ეპიდემიის გა...


"ავტომობილის ისტორიიდან" - ნაწილი I

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 820/თარიღი: 2013-04-22

1. პირველი საავტომობილო ავარია ისტორიაში,დაფიქსირდა 1771 წლის გაზაფხულზე,მაშინ როდესაც გამოჩენილმა ფრანგმა გამომგონებელმა ნიკოლა-ჟოზეფ კუნომ,მის მიერ შექმნილი კონსტრუქციის ორთქლის ძრავიანი მანქანა ვერ დაიმორჩილა და პარიზის ერთ-ერთ ქუჩაზე იარაღის საწყობის კედელს შეეჯახა.შეჯახების შედეგად ორთქლის ქვაბი აფეთქდა,თუმცა საბედნიეროდ მძღოლი არ დაზიანებულა.


ბახტრიონის ბრძოლა / baxtrionis brzola

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 3763/თარიღი: 2013-04-22

"ბახტრიონის ბრძოლა" - მოხდა 1659 წელს,ირანელ დამპყრობელთა წინააღმდეგ.აღნიშნული ისტორიული მოვლენა "კახეთის აჯანყების" ერთ-ერთი ყველაზე გმირული ეპიზოდია.აჯანყების მოტივი ცხადია,თუმცა ქართველი ხალხის რისხვის "პიკად" იქცა ქართველი სასულიერო პირის შეურაცყოფა,ირანელი დამპყობლების მხრიდან.აჯანყებას სათავეში ედგნენ,საქართველოს ისეთი "უკვდავი გმირები",როგორებიც იყვნენ: ზაალ არაგვის ერისთავი,მისი ვაჟი ზურაბი,ლაშა და ელიზბარ ქსნის ერისთავები და ბიძინა ჩოლოყაშვილი.კახელების გარდა ამ აჯანყებაში მონაწილეობა მიიღეს თუშებმა,ფშავლებმა და ხევსურებმა.ოფიციალურ ისტორიოგრაფიაში მცირე ცნობებია შემონახული ამ ბრძოლების შესახებ,
ზეპირსიტყვიერებაში კი მდიდარი მასალაა დაცული.აჯანყებულთა თავდასხმა ბახტრიონის ციხეზე,სადაც ყიზილბაშთა მთავარი ჯარი იდგა, როგორც ჩანს,ღამით,მტრისთვის მოულოდნელად მომხდარა. აჯანყებულები ამავე დროს თავს დაესხნენ ალავერდის მონასტრის გალავანში გამაგრებულ ყიზილბაშებს და სასტიკად დაამარცხეს ორივე ციხის მრავალრიცხოვანი გარნიზონი.ამ მოვლენებმა კი ფაქტობრივად გადაწყვიტა აჯანყების წარმატების ბედი.ბახტრიონის ბრძოლაში მთავარი როლი კახეთის მთიელებმა: თუშ-ფშავ-ხევსურებმა შეასრულეს. ქართული ფოლკლორი ადიდებს ბრძოლის წინ მონაწილე ქართველ გმირებს."ბახტრიონის ბრძოლა" ერთ-ერთი ოქროს ფურცელია,საქართველოს ისტორიის ფურცლებზე და მას დიდმა ქართველმა "მთის არწივმა" ვაჟა-ფშაველამ მიუძღვნა გენიალური პოემა "ბახტრიონი",რომელიც ქართული გმირული ეპოპეის სულადაც კი იქცა.


მტაცებლები

ავტორი: Luka1234/კომენტარები: 0/ნახვა: 1161/თარიღი: 2013-04-22

მტაცებლები  ძუძუმწოვრების რიგი. მათი სხეულის სიგრძე 14 სმ-იდან 3 მ-მდე, მასა 100 გ-იდან 1000 კგ აღწევს. ნაირგვარი შეფერილობა აქვთ. კბილები (28-48) მკვეთრადაა დიფერენცირებული საჭრელებად, ეშვებად და ძირითად კბილებად. უმრავლესობის ზედა მე-4 წინა ძირითადი და 1-ლი ქვედა ძირითადი კბილები გარდაქმნილია მკვეთავ კბილებად. კიდურებზე აქვთ ბრჭყალებიანი 4-4 თითი (დათვებსა და ძაღლებს 5-5), ბრჭყალები ჩამალული ან 


"კანოპა"

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 847/თარიღი: 2013-04-22

"კანოპა" - ინგლისურ ენაზე "Canopic jiar",უძველესი ხანის ეგვიპტეში წარმოადგენდა სარიტუალო ჭურჭელს,რომელშიც ინახავდნენ იმ ადამიანთა შინაგან ორგანოებს,რომელთაც მუმიციფირება უტარდებოდათ.ძველი ეგვიპტელები გარდაცვლილი ადამიანის ორგანოების ამოღების შემდგომ,მათ რეცხავდნენ და და დებდნენ ბალზამში,რომელიც სპეციალურად ძველეგვიპტური ქალაქიდან - კანობიდან ჩამოჰქონდათ.ამის შემდგომ კი მათ "კანოპში" ალაგებდნენ.უძველესი "კანოპები" აღმოჩენილ იქნა ეგვიპტის ფარაონის სნეფრუს,დისა და მეუღლის - ჰეტეხერესის საფლავის გახსნისას.ყოველი მუმიის ორგ...


"პიჩლეიკის ტბა"

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 868/თარიღი: 2013-04-22

პიჩლეიკის ტბა" - ინგლისურ ენაზე "Pitch Lake",თარგმანით აღნიშნავს - ბიტუმის ტბას და იგი წარმოადგენს ერთ-ერთ უიშვიათეს ტბას მსოფლიოში,რომელიც შედგება სუფთა თხევადი ასფალტისაგან.აღნიშნული საოცარი ტბა მდებარეობს კუნძულ ტრინიდადის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე დასახლებულ პუნქტ ლა ბრეასთან ახლოს.მისი საერთო ფართობი 40 ჰექტარია,ხოლო მაქსიმალური სიღრმე 80 მეტრი.სპეციალისტების მოსაზრებით "პიჩლეიკის ტბა"-ში თხევადი ასფალტის მარაგები 6 მილიონ ტონად ფასდება.ფაქტიურად,ტბიდან ყოველწლიურად ...


"Hot Suicide Wings" - "ცხელი სუიციდიალური ფრთები"

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 966/თარიღი: 2013-04-22

"Hot Suicide Wings" - სიტყვა-სიტყვით თარგმანით აღნიშნავს "ცხელ სუიციდიალურ ფრთებს".ამერიკაში,კერძოდ ჩიკაგოს ერთ-ერთი რესტორნის შეფ-მზარეული რობინ როზენბერგი აღნიშნული კერძის გამომგონებელია და შესაბამისად იგი როზენბერგის "საფირმო კერძადაა" ცნობილი.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ "ცხელი სუიციდიალური ფრთები" ერთ-ერთ ყველაზე ცხარე,ქათმის ფრთებისაგან დამზადებულ კერძადაა ცნობილი მსოფლიოში!
იგი იმდენად ცხარეა,რომ სანამ შემკვეთი მას მ...


მელა

ავტორი: Luka1234/კომენტარები: 0/ნახვა: 1670/თარიღი: 2013-04-22

მელა მტაცებელი ძუძუმწოვრების გვარი ძაღლისებრთა ოჯახისა. გავრცელებული არიან ყველგან ანტარქტიდის გარდა. ავსტრალიაში შეყვანილია. გვარში 6 სახეობაა. ჩვეულებრივი მელა  ტანად ყველაზე დიდია. საქართველოში გვხვდება ჩვეულებრივი მელის 3 სახეობა. სამხრეთი რასები უფრო ღია ფერისანი არიან, გვხვდება 


"ნობელიანტების" მიერ გამოყენებული პრემიალური თანხები - ნაწილი I

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 785/თარიღი: 2013-04-22

მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ყოველწლიური საერთაშორისო ჯილდო - "ნობელის პრემია",უამრავ ცნობილ და დიდებულ ადამიანს აქვს მინიჭებული.აღნიშნულ პოსტში შემოგთავაზებთ იმ "ნობელიანტების" ნაწილს,რომელთაც პრემიასთან ერთად აღებული თანხები სხვადასხვა სახით მოიხმარეს,კერძოდ:


"მასობრივი სუიციდი"-ს შემთხვევები....

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 838/თარიღი: 2013-04-22

1. ჩვ.წ.აღ-მდე 102 წელს,თანამედროვე საფრანგეთის ტერიტორიაზე მდებარე ქალაქ ექს-ან-პროვანსთან გამართულ ბრძოლაში განცდილი მარცხის შემდეგ,სადაც ტევტონები რომაელი სარდლის გაიუს მარიუსის რომაული ლეგიონების მიერ იქნენ დამარცხებულნი,ტყვედ აყვანილმა ქალებმა ჩაიდინეს "მასიური სუიციდი",რომელიც შემდგომ ფართოდ იქნა გავრცელებული რომაულ-გერმანულ საგმირო ეპოსებში.როგორც ცნობილია,რომაელებმა წამოაყენეს პირობა,რომ მათ 300 ქმარ-შვილიანი ქალი უნდა გადასცემოდათ და წაესხათ ტყვედ.როდესაც ტევტონელმა ქალებმა აღნიშნული ფაქტი შეიტყვეს,მათ რომაელ...


"ნობელიანტების" მიერ გამოყენებული პრემიალური თანხები ნაწილი II"

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 716/თარიღი: 2013-04-22

1. დიდმა ფრანგმა პოეტმა,ესეისტმა და პირველმა ლაურეატმა (1901 წელს) "ნობელის პრემიისა" ლიტერატურის დარგში - რენე ფრანსუა არმან პრიუდომმა (1839-1907 წლები),აღებული თანხიდან 42 000 ფრანკით დააარსა საკუთარი სახელობის "სიული-პრიუდომის" პოეტური პრემია,რომელმაც პრიუდომის გარდაცვალებამდე იარსება,დაახლოებით ექვსი წელი.შემდეგ კი საერთოდ იქნა გაუქმებული.
2. გენიალურმა კოლუმბიელმა მწერალ-პროზაიკოსმა,ჟურნალისტმა,გამომცემელმა და პო...


ტომ ჰენქსი - "ეპიზოდი"

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 876/თარიღი: 2013-04-22

ლეგენდარული ამერიკელი მსახიობი და პროდიუსერი - ტომას ჯეფრი ჰენქსი,იგივე ტომ ჰენქსი,რომელიც ორგზის ლაურეატია უდიდესი კონოაკადემიის "ოსკარის" პრემიისა,გამოირჩევა რელიგიურობითა და კათოლიკური ეკლესიისადმი დიდი რწმენით.შესაბამისად იგი ხშირად სტუმრობს ეკლესიებს.ერთ-ერთ ინტერვიუში მან თავისი რელიგიური ხედვების შესახებ განაცხადა:
"როდესაც ეკ...


გაბრიელ იარედი - "ეპიზოდი"

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 820/თარიღი: 2013-04-22

ლიბანური წარმომავლობის მქონე დიდი ფრანგი კომპოზიტორი და მუსიკოსი - გაბრიელ იარედი,რომელიც ავტორია მრავალი მუსიკისა ევროპული და ამერიკული კინოფილმებისათვის,მათ შორის: "ინგლისელი პაციენტი","შემოდგომა ნიუ-იორკში","ცივი მთა","1408" და სხვა ფილმები,სამჯერ გახლდათ ნომირინებული "ოსკარზე",როგორც საუკეთესო მუსიკის შემქმნელი ამა თუ იმ ფილმისათვის.საბოლოო ჯამში გაბრიელ იარედმა "ოსკარი" მხოლოდ ერთხელ აიღო.გარდა კინოფილმების მუსიკისა,იგი ავტორია რიგი მუსიკებისა ბალეტისათვის.ამ მიზეზთა გამო გაბრიელი დიდად პოპულარულ კომპოზიტ...


შინაური ძაღლი

ავტორი: Luka1234/კომენტარები: 0/ნახვა: 953/თარიღი: 2013-04-22

შინაური ძაღლი რუხი მგლის ქვესახეობა, ძაღლისებრთა ოჯახის წევრი მტაცებელთა რიგის მოშინაურებული ძუძუმწოვარი ცხოველი. კატებთან ერთად წარმოადგენს კაცობრიობის ერთ–ერთ ყველაზე პოპულარული „თანამგზავრ" ცხოველს.



რონალდ რეიგანზე თავდასხმის მიზეზი...

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 849/თარიღი: 2013-04-22

1981 წლის 30 მარტს 14:30 წუთზე ვაშინგტონში,სასტუმრო ჰილტონიდან გამოსვლისას (მას შემდეგ რაც სიტყვით გამოვიდა პროფკავშირების ფედერაციის სხდომაზე დელეგატების წინაშე) ცეცხლსასროლი იარაღით თავდასხმა განხორციელდა ამერიკის შეერთებული შტატების ლეგენდარულ პრეზიდენტზე - რონალდ რეიგანზე.აღნიშნული საშინელი ფაქტი მისი საპრეზიდენტო მმართველობის მეორე თვეში განხორციელდა და რეიგანთან ერთად დაიჭრა კიდევ სამი ადამიანი (თეთრი სახლის პრესპიკერი - ჯეიმზ ბრეიდი,კოლუმბიის ოლქის პოლიციელი - ტომას დელაჰანტი და საიდუმლო სამსახურის აგენტი - ტიმოთი მაკარტი),...


"იერუსალიმ პოსტი" - იოანე პავლე II-ეს შესახებ წერდა...

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 840/თარიღი: 2013-04-22

1981 წლის 13 მაისს,"წმინდა პეტრეს მოედანზე" რომის კათოლიკური ეკლესიის საჭეთმპყრობელზე იოანე პავლე II-ზე,თურქულმა ულტრამემარჯვენე დაჯგუფების "რუხი მგლების" ერთ-ერთმა წევრმა - მეჰმეთ ალი აჰჯამ,განახორციელა თავდასხმა,რასაც რომის პაპის მძიმედ დაჭრა მოჰყვა.იგი ადგილზევე იქნა დაკავებული და მოგვიანებით მას სამუდამო პატიმრობა მიესაჯა.1983 წელს რომის სიცოცხლეშივე ლეგენდად ქცეული პაპი იოანე პავლე II ეწვია იმ ციხეს (თურქეთი),სადაც საჯელს იხდიდა მისი მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული მეჰმეთ ალი აჰჯა.რომის პაპმა სთხოვა დამსწრეთ,რომ იგი მასთან მარტო დაეტოვებინ..


ფაქტები "გეოგრაფიიდან"

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 811/თარიღი: 2013-04-22

1. ჩვენი პლანეტის - "დედამიწის",ერთ-ერთ ყველაზე მშრალ და ცხელ ადგილას - "სიკვდილის ველზე",რომელიც მდებარეობს კალიფორნიის შტატში (ამერიკა),მოჰავეს უდაბნოსა და დიდი აუზის რაიონებს შორის,სადაც 1913 წელს დაფიქსირდა დასავლეთ ნახევარსფეროს ყველაზე დიდი ტემპერატურა +56,7 გრადუს-ცელსიუსი,საკმაოდ მდიდარი ფლორითა და ფაუნით გამოირჩევა,რაც მეტად გასაოცარი ფაქტია.კერძოდ: იქ ცოცხლობს და ხარობს: 15 სახეობაზე მეტი ფრინველი,40 სახეობის ძუძუმწოვარი ცხოველი,44 სახეობის ქვეწარმავალი,12 სახეობის ამფიბია,13 სახეობის თევზი ცოცხლობს და 545 ჯიშის მცენარე.


"პანამის არხი" - "ეპიზოდი"

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1755/თარიღი: 2013-04-22

"პანამის არხი" - წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სანაოსნო არხს,რომელიც ჭრის პანამის ყელს ცენტრალურ ამერიკაში და აერთებს და აკავშირებს ატლანტისა და წყნარ ოკეანეებს.მისი საერთო სიგრძე 81,6 კილომეტრია.მიუხედავად იმისა,რომ იედა "პანამის არხის" მშენებლობისა ადრეულ XVI საუკუნეში ჩაისახა,პირველი მცდელობა არხის აგებისა 1880 წელს განხორციელდა ფრანგების ხელმძღვანელობით.მიუხედავად ამისა პროექტმა იმ პერიოდში კრახი განიცადა და პროექტის დასრულება ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ითავა.საბოლოო ჯამში "პანამის არხი" ოფიციალურად გაიხსნა 1914 წე...


ბერლინის შესახებ...

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 951/თარიღი: 2013-04-22

"ბერლინი" - ინგლისურ ენაზე "Berlin",წარმოადგენს გერმანიის დედაქალაქს.გარდა ამისა იგი გახლავთ ქვეყნის ყველაზე მსხვილი და მოსახლეობის მხრივ ყველაზე მრავალრიცხოვანი ქალაქი.ევროპული მასშტაბით მოსახლეობის რაოდენობით იგი მხოლოდ ლონდონს ჩამორჩება,ხოლო სრული ფართობით ევროკავშირის ქვეყნებს შორის მეხუთე პოზიციას იკავებს.ამ უდიდესი ისტორიისა და კულტურის ცენტრში 2011 წლის მონაცემებით 3 479 740 ადამიანი ცხოვრობს.ერთ კვადრატულ კილომეტრზე სიმჭიდროვე 3848 ადამიანს შეადგენს.ფართობი კი 891,85 კვადრატული ...


სტივ ჩეიმბერსი - "ხატვა ხელების გარეშე"

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 814/თარიღი: 2013-04-22

სტივ ჩეიმბერსი დაიბადა ინგლისის საგრაფო ნორფოლკში და საუბედუროდ ბავშვობიდანვე ინვალიდი გახლავთ.მას უიშვიათესი დაავადება და სერიოზული ფიზიკური დარღვევები გააჩნია ჯანმრთელობის მხრივ ბავშვობიდანვე.მის ხელებს არ გააჩნია კუნთები,რაც ფაქტიურად იმის მანიშნებელია,რომ სტივს ორივე ხელი "უფუნქციო" აქვს.მიუხედავად უდიდესი ფიზიკური სირთულეებისა,რაოდენ გასაოცარის არ უნდა იყოს მას გააჩნია ხატვის გასაოცარი უნარი,რომელიც ავადმყოფობასთან ერთად პატარაობიდანვე თან დაჰყვა.ის უბრალოდ იღებს ფანქარს და პირის მეშვეობით ხა...


გრაფი უგოლინო დელა ჯერარდესკა - "შიმშილით აღსასრული"

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 825/თარიღი: 2013-04-22

გრაფი უგოლინო დელა ჯერარდესკა დაიბადა,დაახლოებით 1220 წელს,იტალიის უმშვენიერეს ქალაქ პიზაში,საკმაოდ გავლენიან და ცნობილ ოჯახში.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ მისი შთამომავლები დღემდე ცხოვრობენ იტალიის სხვადასხვა რეგიონებში.იგი წარმოადგენდა ქალაქ პიზის მთავარსა და გველფების პარტიის ხელმძღვანელს (რომის პაპის მომხრე პოლიტიკური მოძრაობა XII-XIII საუკუნეების იტალიაში).მან ისტორიაში თავი დაიმკვიდრა საშინელი აღსასრულით საკუთარ ოჯახთან ერთად,მაშინ როდესაც მას საკუთარ შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად "შიმშილით სიკვდილი" ...


რუდოლფ კრისტიან კარლ დიზელი - "ეპიზოდი"

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 756/თარიღი: 2013-04-22

რუდოლფ კრისტიან კარლ დიზელი (1858-1913 წელბი),წარმოადგენდა უდიდეს გერმანელ ინჟინერს და გამომგონებელს,რომელმაც პირველმა შექმნა და დააპატენტა "დიზელის ძრავი" 1892 წლის 23 თებერვალს.1913 წლის 1 იანვარს რუდოლფ დიზელი ბელგიის ქალაქ ანტვერპენიდან ბორანი "დრეზდენით" მიემგზავრებოდა ლონდონში ახალი ქარხნის გასახსნელ ღონისძიებაზე დასასწრებად,სადაც ერთ-ერთი საავტომობილო კომპანია,მის მიერ შექმნილი ძრავის კონსტრუქციის მიხედვით აპირებდა ავტომობილების წარმოებას.აღნიშნულ ღონისძიებაზე დასასწრებად მიმავალი,მას შემდეგ რაც თავის კაიუტაში საღამოს შევიდა,იგი გა...


ავსტრიის "ეროვნული დროშის" შესახებ...

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 894/თარიღი: 2013-04-22

ევროპის ცენტრალური ნაწილის ერთ-ერთი ულამაზესი ფედერალური სახელმწიფოს - ავსტრიის რესპუბლიკის სახელწოდება,ძველგერმანული სახელწოდებისაგან Ostarrichi-გან წარმოდგება,რაც თარგმანით "აღმოსავლეთის ქვეყანას" აღნიშნავს.პირველად სიტყვა - ავსტრია,ოფიციალურად მოხსენიებულ იქნა ერთ-ერთ ისტორიულ დოკუმენტში,რომელიც 996 წლის 1 ნოემბრით თარიღდება."ავსტრიის ეროვნული დროშა" ერთ-ერთ უძველეს სახელმწიფო სიმბოლოდაა დღემდე მიჩნეული მსოფლიოში.მასზე სულ ორი ფერი - წითელი და თეთრია დატანილი.წითელი ფერი ერთგვარად ასოცირდება იმ ავსტრიელი მამულიშვილებისა და...


ჟან ლერონ დ'ალამბერი - "ეპიზოდი"

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 737/თარიღი: 2013-04-22

გენიალური ფრანგი მათემატიკოსი,ფილოსოფოსი და ენციკლოპედისტი - ჟან ლერონ დიალამბერი (1717-1783 წლები),რომელიც 1751-1757 წლებში დიდ ფრანგ მწერალთან და განმანათლებელთან - დენი დიდროსთან ერთად მუშაობდა "მეცნიერებათა,ხელოვნებათა და ხელოვანთა ენციკლოპედიის" შექმნაზე,განსაკუთრებით უსვამდა ხაზს და არ სცნობდა განსხვავებას სხვადასხვა სოციალური მდგომარეობის,წოდებისა თუ თანამდებობის მქონე ადამიანებს შორის,რასაც სასოწარკვეთილებამდე მიჰყავდა მისი პირადი საქმეთა მმართველი ქალი.ამ მოტივით გაგულისებული და გაბრაზებული ქალ...


"ეშმაკის კუნძული"

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1078/თარიღი: 2013-04-22

"ეშმაკის კუნძული" - ინგლისურ ენაზე "Devil's Island",წარმოადგენს ატლანტის ოკეანეში განლაგებულ კუნძულს,საფრანგეთის გვიანას სანაპიროებიდან 13 კილომეტრში და მას ხშირად მიაკუთვნებენ საფრანგეთის გვიანას ადმინისტრაციულ ცენტრს - კაიენას.იგი დანარჩენ ორ კუნძულთაგან ყველაზე პატარა,ყველაზე ჩრდილოეთით მდებარე და ყველაზე "სახელგანთქმული" კუნძულია დღემდე.მდებარეობს ზღვის დონიდან 40 მეტრ სიმაღლეზე და მოიცავს 14 ჰექტარ მიწას.
1852-1952 წლებში "ეშმაკი...


"ანგელოზის მუხა"

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 892/თარიღი: 2013-04-22

"ანგელოზის მუხა" - ამ საოცარი სახელით მოიხსენიებენ,ამერიკის შეერთებული შტატების,კერძოდ სამხრეთ კაროლინის შტატის ქალაქ ჩარლსტონთან,კუნძულ ჯონზე მდებარე ღრმა ტყის (პარკი) მასივში მზარდ ულამაზეს მუხის ხეს,რომლის ასაკი სპეციალისტთა ვარაუდით არანაკლებ 1500 წელიწადია.მისი მაქსიმალური სიმაღლე 19,81 მეტრია,სრული დიამეტრი 2,74 მეტრს აღწევს,ხოლო ყველაზე გრძელი ტოტის სიგრძე კი 27,13 მეტრს შეადგენს.მრავალი მეცნიერის ვარაუდით "ანგელოზის მუხა" ყველაზე ასაკოვანი ცოცხალი ორგანიზმია მისისიპის აუზის აღმოსავლეთ ნაწილისა.მისი ზოგიერთი ტოტის წონა იმდენად დი...


ჯორჯ უოკერ ბუშის და მისი ოჯახის საყვარელი კატა - "ინდია"

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 964/თარიღი: 2013-04-22

"ინდია" - რომელსაც ასევე მოიხსენიებდნენ,როგორც "ვილი",წარმოადგენდა ამერიკის რიგით 43-ე პრეზიდენტის (2001-2009 წლები) - ჯორჯ უოლკერ ბუშის და მისი ოჯახის უსაყვარლეს კატას.იგი დაბადებულ უნდა ყოფილიყო დაახლოებით 1990 წელს და ბუშების ოჯახში 20 წლამდე პერიოდის მანძილზე იცხოვრა."ინდია" გახლდათ ამერიკული მოკლებეწვოვანი ჯიშის შავი ფერის კატა,რომელიც ბუშების ოჯახმა შეისყიდა მათი ტყუპი შვილების - ბარბარასა და ჯენასათვის,მაშინ როდესაც ისინი მხოლოდ 9 წლის იყვნენ.როდესაც ბავშვებმა სწავლა კოლეჯში დაიწყეს "ინდია" ლორა და ჯორჯ ბუშებთან დარჩა.მოგვიანები...


მაურიციო ჯულიანო - "გინესის რეკორდსმენი მოგზაური"

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 765/თარიღი: 2013-04-22

მაურიციო ჯულიანო დაიბადა 1975 წლის 24 თებერვალს იტალიაში.იგი წარმოადგენს იტალიელ მწერალს,ჟურნალისტსა და მსოფლიოში ცნობილ მოგზაურს,რომელიც "გინესის რეკორდების" წიგნში მოხვდა 2004 წელს,რადგან ერთადერთი ყველაზე ახალგაზრდა ადამიანია დღემდე,რომელმაც დედამიწაზე არსებული ყველა "სუვერენული სახელმწიფო" მოიარა,მათ შორის საქართველო.ჯულიანოს მამა პროფესიით იურისტია,ხოლო დედა დიასახლისი.საშუალო განათლება მილანისა და მანჩესტერის სკოლებში მიიღო.ხოლო უმაღლესი განათლება კი ოქსფორდის უნივერსიტეტში,სადაც ფილოსოფია,პოლიტოლოგია და ეკონომ...


ჯეიმზ ბოსუელი

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 748/თარიღი: 2013-04-22

ჯეიმზ ბოსუელი დაიბადა 1740 წლის 29 ოქტომბერს,შოტლანდიის დედაქალაქ ედინბურგში,მოსამართლის ოჯახში,რომელიც მკაცრად იცავდა კალვინიზმის პრინციპებს (პროტესტანტიზმის ერთ-ერთი მიმართულება).იგი წარმოადგენდა დიდ შოტლანდიელ მწერალსა და მემუარისტს,რომლის მიერ დაწერილი ორტომეული "სემუელ ჯონსონის ცხოვრება",დღემდე მიჩნეულია ინგლისურ ენაზე დაწერილ საუკეთესო ბიოგრაფიად.უმაღლესი განათლება ჯეიმზმა ედინბურგისა და გლაზგოს უნივერსიტეტებში მიიღო,სადაც მისი მასწავლებელი და ლექტორი გახლდათ,დიდი შოტლანდიელი ფილოსოფოსი და თანამედროვე ეკონომიკური თეორიის ...


მეიერ ლანსკი -"ეპიზოდი"

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1019/თარიღი: 2013-04-22

მეიერ ლანსკი (1902-1983 წლები),რომელსაც ზედსახელად "მაფიის ბუღალტერს" უწოდებდნენ,წარმოადგენდა ებრაული წარმომავლობის მქონე იმ ერთ-ერთ ამერიკელ ლიდერს ამერიკული დამნაშავეთა სამყაროსი,რომელიც აქტიურად თანამშრომლობდა და პარტნიორობდა,საყოველთაოდ ცნობილ მაფიოზთან - ჩარლზ (ლაკი) ლუჩიანოსთან.აღსანიშნავია ისიც,რომ მან უდიდესი როლი ითამაშა ამერიკაში - "National Crime Syndicate"-ს ჩამოყალიბებაში და რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში მეიერ ლანსკი ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან პიროვნებადაც კი მიიჩნეოდა.მანვე მიიღო მო...


დიმიტრი მენდელეევი

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1418/თარიღი: 2013-04-22

დაბადების თარიღი 8 თებერვალი/27 იანვარი, 1834,
დაბადების ადგილი ტობოლსკი, რუსეთი
გარდაცვალების თარიღი 2 თებერვალი/20 იანვარი, 1907
გარდაცვალების ადგილი სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი
სამეცნიერო სფერო ქიმია

დიმიტრი მენდელეევი
(რუს. Дми́трий Ива́нович Менделе́ев; დ. 8 თებერვალი/27 იანვარი, 1834, ტობოლსკი — გ. 2 თებერვალი/20 იანვარი, 1907, სანქტ-პეტერბურგი) — რუსი ქიმიკოსი, ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემის პირველი ვერსიის ავტორი. ცხრილის გვიანდელ ავტორთაგან განსხვავებით მენდელეევმა წინასწარ განჭვრიტა იმ დროისთვის ჯერ კიდევ აღმოუჩენელ ელემენტთა მნიშვნელობები.


ფერნანდო მაგელანი

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 2213/თარიღი: 2013-04-22

ფერნანდო მაგელანი, მაგალიაინში (პორტ. Fernão de Magalhães; ესპ. Fernando ან Hernando de Magallanes) (დ. დაახლოებით გაზაფხული 1480, ტრაზ-უჟ-მონტიშის ოლქი, პორტუგალია — გ. 27 აპრილი, 1521, კ. მაქტანი, ფილიპინები) — პორტუგალიელი მეზღვაური-მკვლევარი, რომლის მეთაურობით მოხერხდა პირველი წარმატებული მოგზაურობა დედამიწის ირგვლივ. მაგელანს თავად მოგზაურობის დასრულებამ ვერ მოუწია; სასიკვდილოდ დაიჭრა მაქტანის ბრძოლაში ფილიპინებზე. თუმცა ის გარდაიცვალა მოლუკის კუნძულების დასავლეთით, და შესაბამისად ითვლება, რომ პირველი ადამიანი იყო, რომელმაც დედამიწის ყველა განედი გადაჭრა. ევროპიდან აზიაში დასავლეთის მიმართულებით მიმავალმა ექსპედიციამ მისი მეთაურობით პირველმა გადაჭრა წყნარი ოკეანე, რომელიც ნაოსნობის პერიოდში იმდენად მშვიდი იყო, რომ მას წყნარი შეარქვა.

1519 წლის 20 სექტემბერს, ხუთი ხომალდი: „ტრინიდადი", „სან-ანტონიოსი", „სანტიაგო", „კონსეფსიონი" და „ვიქტორია" სან-პახულიანოს უბეში შევიდნენ. სამი ხომალდის - „ვიქტორიას", „კონსეფსიონის" და „სან-ანტონიოსის" კაპიტნებს უცნობ მიწაზე დაზამთრების შეეშინდათ და აჯანყდნენ. მაგელანმა „ვიქტორიასა" და „კონსეფსიონის" კაპიტნები სიკვდილით დასაჯა, ხოლო „სანტიაგოს" კაპიტანი და მღვდელი უდაბურ ნაპირზე გადასვა. გემი „სანტიაგო" კლდეზე დაიმსხვრა, ერთი ხომალდი კი უკან გამოეპარა.

1520 წელს მეზღვაურებმა აღმოაჩინეს წყნარ ოკეანში გასასვლელი ვიწრო და დაკლაკნილი სრუტე, რომელსაც შემდგომში მაგელანის სრუტე ეწოდა.ექსპედიციამ შემოუარა სამხრეთ ამერიკას და გავიდა „უცნობ დიდ ზღვაში", რომელსაც წყნარი ოკეანე უწოდეს.1521 წელს ექსპედიციამ მარიანას და ფილიპინის კუნძულებს მიაღწია. სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ნაპირებთან მდებარე კუნძულ მაკ-ტანთან ფერნანდო მაგელანი შინა ომში ჩაება და დაიღუპა. ექსპედიციის 250 წევრიდან მხოლოდ 18-მა მოახერხა ესპანეთში დაბრუნება და შესაბამისად დედამიწის ირგვლივ შემოვლა. მათ მეთაურობდა ბასკი ხუან სებასტიან ელ-კანო, რომელმაც ექსპედიციის წინამძღოლობა მაგელანის სიკვდილის შემდეგ ითავა. ამ მოგზაურობით დადგინდა დედამიწის სფერულობა, ერთიანი მსოფლიო ოკეანის არსებობა და ისიც, რომ დედამიწაზე ოკეანეებს უფრო მეტი ფართობი უკავიათ, ვიდრე ხმელეთს.
სრულად ნახვაში თქვენ იცილავთ მისი მოგზაურობის რუკას !!!


ანანასი

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1108/თარიღი: 2013-04-22

ანანასი (Ananas) — ტროპიკული ბალახოვან მცენარეთა გვარი ბრომელიისებრთა ოჯახისა. 80 სმ-მდე სიგრძის ხორცოვანი, ფართოხაზური, კიდეეკლებიანი ფოთოლი და ოქროსფერ-ყვითელი, გირჩისებრი მოზრდილი ნაყოფედი აქვს. ტროპიკულ ამერიკაში ანანასის 5-6 სახეობა ხარობს. განსაკუთრებით ფართოდ არის გავრცელებული ნამდვილი ანანასი (Ananas comosus ანუ Ananas sativus). ანანასის კულტურული ჯიშების მომჟავო-ტკბილი არომატული ნაყოფედი 2-იდან 15 კგ-მდე იწონის, უთესლოა, შეიცავს (%-ებით): 86,1 წყალს, 4,5 ინვერსირებულ შაქარს, 6,9 საქაროზას, 0,41 აზოტოვან ნივთიერებას, 0,52 მჟავებს, 0,42 ნაცარს. იჭმევა ნედლიცა და დაკონსერვებულიც. მისგან აკეთებენ მურაბას, კანფეტს. ფილიპინის კუნძულებსა და ტაივანზე Ananas sativus-ის ფოთლებისაგან ამზადებენ სართავ ბოჭკოს.
ლიტერატურა


მანდარინი

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 966/თარიღი: 2013-04-22

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: მცენარეები
განყოფილება: ფარულთესლოვნები
კლასი: ორლებნიანნი
ოჯახი: ტეგანისებრნი
გვარი: ციტრუსები
სახეობა: მანდარინი


ფორთოხალი

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 821/თარიღი: 2013-04-22

ფორთოხალი — მარადმწვანე ყეგანისებრთა ოჯახს. ნაყოფის რბილობი წვნიანია, ტკბილი ან მომჟავო-მოტკბო. საქართველოში ხარობს ფორთოხლის რამდენიმე ჯიში: ”ვაშინგტონ-ნაველი”, ”ჰამლინი”, ”კარალიოკი” და სხვა. მისი ნაყოფი შეიცავს: წყალს, ორგანულ მჟავებს, უჯრედისს, აზოტოვან ნივთიერებებს, B1, B, C ვიტამინებს და A პროვიტამინს. ფორთოხალში B ვიტამინის შემცველობა უტოლდება ამ ვიტამინის შემცველობას რძეში. ნაყოფის კანში შედის ეთერძეთების სხვადასხვა სახეობა. ფორთოხლის ნაყოფი გამოიყენება ჰიპო და ავიტამინოზის სამკურნალოდ, ასევე, პროფილაქტიკისთვის. ის კარგი მადის მომყვანია და ხელს უწყობს საჭმლის მონელებას. ამ ციტრუსის ნაყოფის მიღებას უზღუდავენ ჰიპერაციდული გასტრიტის, კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებებისას.


ლიმონი , limoni

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 944/თარიღი: 2013-04-22

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: მცენარეები
კლასი: ორლებნიანნი
ოჯახი: ტეგანისებრნი
გვარი: ციტრუსები


ბრაზილიური სატელეფონო ჯიხურები „Orelhão“

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 927/თარიღი: 2013-04-22

1970-იან წლებში Chu Ming Silveira-ამ შექმნა ახალი ტიპის ბრაზილიური სატელეფონო ჯიხურები, რომლებმაც მიიღეს სახელწოდება – Orelhão.
თითოეული ჯიხურის სიმაღლე ტოლფასი იყო ქალაქის მოსახლეობის საშუალო სიმაღლის ; თითქმის ყველა ტელეფონი განთავსებული იყო საკმაოდ ხმაურიან ადგილებში, იმისათვის რომ გაუმჯობესებულიყო ხმაურის იზოლაცია;


Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.