Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » აპრილი » 23

კორფის ციხე

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 780/თარიღი: 2013-04-23

"კორფის ციხე" - ინგლისურ ენაზე "Corfe Castle",წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ისტორიულ ძეგლს ინგლისის სამხრეთით.იგი მდებარეობს დორსეტის საგრაფოში,პურბეიკის ქედთან ახლოს.თავდაპირველად ამ ადგილას საქსონთა ფორტი იყო და ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად აქვე იქნა ვერაგულად და განსაკუთრებული სისასტიკით მოკლული,ინგლისის ახალგაზრდა მეფე ედვარდი (963-978 წლები),რომელმაც საკუთარი დედის ხელებში დალია სული.მოგვიანებით იგი წმინდანად შეირაცხა და დღეს "ედვარდ წამებულად" მოიხსენიებენ.
...


რუსეთ-საქართველოს ომი 1921

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1687/თარიღი: 2013-04-23

რუსეთ-საქართველოს ომი 1921, ასევე ცნობილი როგორც წითელი არმიის შემოჭრა საქართველოში, საბჭოებისა და საქართველოს ომი (15 თებერვალი - 17 მარტი, 1921) — საბჭოთა რუსეთის წითელი არმიიის სამხედრო კამპანია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ ადგილობრივი სოციალ-დემოკრატიული (მენშევიკური) მთავრობის გადაგდებისა და ქვეყანაში ბოლშევიკური რეჟიმის დამყარების მიზნით. კონფლიქტი იყო საბჭოების ექსპანსიური პოლიტიკის შედეგი, რომლის მიზანი ყოფილი იმპერიული რუსეთის ტერიტორიებზე კონტროლი იყო, ასევე რუსეთში მოღვაწე ქართველ ბოლშევიკთა მცდელობა რევოლუციური გარდაქმნები მოეხდინათ საკუთარ ქვეყანაში, სადაც მათ საკმარისი მხარდაჭერა ადგილობრივ ძალებში არ ჰქონდათ უცხოური ინტერვენციის გარეშე.


ჯონ რესკინის ბიოგრაფიიდან

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 782/თარიღი: 2013-04-23

ჯონ რესკინი (1819-1900 წლები),წარმოადგენდა დიდ ინგლისელ მწერალს,მხატვარსა და ხელოვნების თეორიტიკოსს.იგი ერთ-ერთ აქტიური წარმომადგენელი გახლდათ ლონდონში დაარსებული "არუნდელის საზოგადოებისა".მის მიერ დაწერილი ცნობილი ნაშრომებიდან დღემდე გამოყოფენ - "ლექცია ხელოვნებაზე","ინგლისური ხელოვნება" და "თანამედროვე მხატვრები".სულ ჯონ რესკინმა მისი მოღვაწეობის მანძილზე 50-მდე წიგნი,700-მდე სტატია და ლექცია გამოაქვეყნა.1848 წელს დაქორწინდა შოტლანდიელ ეფი გრეიზე,თუმცა მათი ქორწინება საკმაოდ წარუმატებელი ...


ყველაზე დიდი საფრთხის მატარებელი ავიაკომპანიები

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 753/თარიღი: 2013-04-23

გერმანული ბიურო JACDEC,სპეციალიზირებულია იმ კვლევებისათვის,რომელიც ადგენს დონეს სატრანსპორტო ავიაციური უსაფრთხოებისა.აღნიშნული ბიურო ამ საქმიანობით 1973 წლის შემდეგ არის დაკავებული და აღნუსხავს ყველა იმ ავიაკატასტროფას,რომელიც ამა თუ იმ ავიაკომპანიას შეემთხვევა.შემდეგ იგი აანალიზებს,როგორც დანაკარგს თვითმფრინავების რაოდენობისა,ასევე ბორტზე მყოფი დაღუპული მგზავრების.1973 წლიდან JACDEC-ის ბიურო აქვეყნებს ყოველწლიურ მონაცემებს და უსაფრთხოების რეიტინგებს ამა თუ იმ ავიაკომპანიისა.გარდა ყოველწლიური რეიტინგებისა,JACDEC-მა წა...


ანტარქტიდის შესახებ...

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 914/თარიღი: 2013-04-23

ანტარქტიდა - უნიკალური მატერიკია მრვალი მიზეზის გამო.მაგალითად ამ კონტინენტზე არის ადგილები,სადაც უკანასკნელი 2 მილონი წლის მანძილზე ერთხელაც კი არ უწვიმია.ამ მოვლენების გამო აღნიშნული მატერიკი უთანაბრდება იმ უდაბნოებს,რომლებიც ყველაზე მშრალ ადგილებადაა მიჩნეული.მაგალითად საჰარას ცნობილ უდაბნოში ნალექი წელიწადში 25 მმ-ს შეადგენს და აღსანიშნავია ისიც,რომ ასეთივე რაოდენობა აღნინიშნება ანტარქტიდაზეც.ამ უნიკალურ კონტინენტზე,არის ადგილები,სადაც არ არსებობს თოვლი,ყინული და წვიმა,თუმცა ასეთი ტერიტორიები ანტარქტიდის კონტი...


"მარიანას ღრმულის" დალაშქვრის შესახებ...

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 2110/თარიღი: 2013-04-23

მსოფლიო ოკეანეების ჯერ კიდევ გამოუცნობი და შეუსწავლელი სიღრმეების მოყვარულთათვის და საზოგადოდ ყველასათვის ცნობილია,რომ ყველაზე ღრმა ადგილს მსოფლიო ოკეანეებში,წარმოადგენს წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში მდებარე - "მარიანას ღრმული",რომელიც გადაჭიმულია დაახლოებით 1500 კილომეტრზე მარიანას კუნძულების გასწვრივ.თავად მარიანას ღრმულის ყველაზე ღრმა ადგილს კი წარმოადგენს - "ჩელენჯერის უფსკრულის" სახელით ცნობილი ადგილი,რომლის სიღრმე 11 022 მეტრს შეადგენს ზღვის დონის დაბლა.კაცობრიობამ მის შესახებ შეიძლება ითქვას,რო...


"The Ecocomist"-ის პროგნოზი

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 849/თარიღი: 2013-04-23

გავლენიანმა ინგლისურენოვანმა,1843 წელს დაარსებულმა ყოველკვირეულმა ბრიტანულმა ჟურნალმა "The Economist"-მა,ჩაატარა საკმაოდ საინტერესო კვლევები,2050 წლისათვის მსოფლიოს ყველაზე მრავალრიცხოვანი ქვეყნის გამორკვევისათვის.კვლევებში გათვალისწინებულ იქნა ამა თუ იმ ქვეყნის შობადობის,სიკვდილიანობის,ეკონომიკური მდგომარეობისა და სხვა რიგი საკითხების შედეგები.ამ კვლევების საბოლოო პროგნოზი კი ფართო საზოგადოებისათვის 2010 წელს გაასაჯაროვა.მის მიერ შემოთავაზებული პროგნოზების მიხედვით,როგორც ირკვევა 2050 წლისათვის ინ...


თურქმენეთის ეროვნული სიმბოლო - "იანარდაგი"

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 683/თარიღი: 2013-04-23

"იანარდაგი" - წარმოადგენდა პირად ცხენს (ულაყი),თურქმენეთის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის - საფარმურატ ნიაზოვის (1940-2006 წლები) იგივე - "თურქმენბაშისა".აღნიშნული ცეხნი წარმომავლობით აჰალტეკინური მოდგმის გახლდათ და ძალიან ხშირად ჩნდებოდა თურქმენულ ჟურნალ-გაზეთებისა და საერთოდ პრესის ყურადღების ქვეშ (განსაკუთრებით თურქმენბაშის მმართველობის წლებში).მოგვიანებით "იანარდაგი" თურქმენეთის ეროვნულ გერბზეც კი იქნა გამოსახული.ალბათ გასაგები იქნება მის მიმართ გამოჩენილი უდიდესი ყურადღება თურქმენული მედიისა,თუ იმასაც გავითვალისწინ...


მერი ბეიკერ ედის სლოგანი

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 812/თარიღი: 2013-04-23

მერი ბეიკერ ედი (1821-1910 წლები),წარმოადგენდა ცნობილ ამერიკელ მწერალ ქალსა და საზოგადოებრივ-რელიგიურ მოღვაწეს,რომლის სახელთანაც არის დაკავშირებული ერთ-ერთი რელიგიური სექტის "ქრისტიანული მეცნიერების" დაფუძნება.იგი ავტორი გახლავთ ისეთი გახმაურებული წიგნისა,როგორიცაა - "მეცნიერება და ჯანმრთელობა,წმინდა წერილის გასაღებით".აღსანიშნავია ის გარემოება,რომ მერი ბეიკერ ედი და მის მიერ დაარსებული სექტა "ქრისტიანული მეცნიერება",მრავალ სხვა საზოგადო მოღვაწესთან ერთად,გააკრიტიკა ისეთმა დიდმა ამერიკელმა მწერალმა,როგორი...


ჰარი ტრუმენი - "ეპიზოდი"

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 786/თარიღი: 2013-04-23

ამერიკის შეერთებული შტატების რიგით 33-ე პრეზიდენტი,დემოკრატიული პარტიიდან - ჰარი ტრუმენი (1884-1972 წლები),საბჭოთა კავშირისა და სრულიად კომუნისტური პარტიის მიმართ თავის უარყოფით დამოკიდებულებას არასოდეს მალავდა.1947 წლის 13 მაისს საჯაროდ განაცხადა:
"ჩემი მოსაზრებით არანაირი სხვაობა არ არსებობს ტოტალიტარულ სახელმწიფოებს შორის.არანაირი მნიშვნელობა არა აქვს თქვენ მათ რას უწოდებთ: ნაცისტურს,კომუნისტურს თუ ფაშისტურს.კომუნისტური იდეოლოგია შესაძლოა...


ჟოაკიმ ალბერტო ჩისანოს ბიოგრაფიიდან.

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 724/თარიღი: 2013-04-23

ჟოაკიმ ალბერტო ჩისანო - წარმოადგენს ცნობილ მოზამბიკელ პოლიტიკურ და საზოგადო მოღვაწეს,რომელიც ამ ქვეყნის რიგით მეორე პრეზიდენტს წარმოადგენდა 1986-2005 წლებში.თავდაპირველად იგი საპრეზიდენტო პოსტზე დანიშნულ იქნა,მისი წინამორბედის და მოზამბიკის პირველი პრეზიდენტის - სამორა მოიზეს მაშელის გარდაცვალების შემდგომ.1993-1999 წლებში კი საყოველთაო არჩევნებით კიდევ ორი საპრეზიდენტო ვადით იქნა არჩეული.როდესაც მან ქვეყანის უმაღლესი ხელისუფლება ჩაიბარა,მოზამბიკი წარმოადგენდა სამ...


ალ-ჰაზინი - "ეპიზოდი"

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 840/თარიღი: 2013-04-23

აბუ-ლ-ფათჰ-აბდ-არ რაჰმან ალ-მანსურ ალ-ჰაზინი წარმოადგენდა XII საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს შუააზიელ ასტრონომს,მათემატიკოს,ფიზიკოსსა და ფილოსოფოსს,რომელიც ასევე შესანიშნავად ფლობდა ალქიმიასა და მექანიკას.იგი გახლდათ საუკეთესო მოსწავლე,უდიდესი სპარსი პოეტის,მათემატიკოსისა და ფილოსოფოსის - ომარ ხაიამისა.წარმომავლობით ალ-ჰარიზი ბიზანტიელი ბერძენი გახლდათ და ერთი პერიოდი,სელჩუკთა იმპერიის სულთნის - აჰმად სანჯარის,სამეფო კარზე მოღვაწეოდა.თავად ალ-ჰაზანის მრავალ მოსწავლეებს შორის გახლდათ ისეთი გენიალური შუასაუკუნეების მათემატიკოსი და ასტრონომი,როგო...


ჯონ უილიამ სტერლინგი - "ეპიზოდი"

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 723/თარიღი: 2013-04-23

ჯონ უილიამ სტერლინგი (1844-1918 წლები),წარმოადგენდა ცნობილ ამერიკელ კორპორატიულ იურისტსა და უდიდეს ქველმოქმედს,მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო იელის უნივერსიტეტისათვის.სტერლინგმა იელის უნივერსიტეტი 1864 წელს,ბაკალავრის ხარისხით დაასრულა და აქვე ხდება იელის უნივერსიტეტის ბაზაზე დაფუძნებული,ერთ-ერთი უძველესი საიდუმლო ორგანიზაციის "თავის ქალისა და ძვლების ორდენის" წევრი.ჯონ უილიამ სტერლინგი,რომელიც გარდაიცვალა 1918 წლის 5 ივლისს,საკმაოდ დიდი ფინანსური შესაძლებლობებისა და უძრავ-მოძრავი ქონების პატრონი იყო.მისი ...


ყველაზე ძვირადღირებული საფოსტო მარკა - "ბრიტანული გვიანა"

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 951/თარიღი: 2013-04-23

"ბრიტანული გვიანა" - ინგლისურ ენაზე "British Guiana",მას ასევე მოიხსენიებენ,როგორც - "ბრიტანული ვარდისფერი გვიანა".იგი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე უიშვიათეს უნიკუმს,ერთ ცენტიანი საფოსტო მარკისა,რომელიც გამოცამულ იქნა 1856 წელს გრიტანულ გვიანაში (თანამედროვე გაიანა) შეზღუდული რაოდენობით და ამ მცირე ტირაჟისაგან,დღევანდლამდე,მხოლოდ ერთადერთი ეგზემპლარია შემორჩენილი.ფილატელისტებმა და კოლექციონერებმა,აღნიშნულ უნიკუმს სახელად "ფილატელიის პრინცესა" უწოდეს."ბრიტანული გვიანა" - რვაკუთხა ფორმის...


ევერესტის დალაშქვრის შესახებ

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1061/თარიღი: 2013-04-23

ჰიმალაის მთებში მდებარე,მსოფლიოს უმაღლესი მწვერვალი - "ევერესტი" (ჯომოლუნგმა),რომლის სიმაღლე ზღვის დონიდან 8,848 მეტრს შეადგენს,კალიფორნიის შტატში მაცხოვრებელმა ამერიკელმა 13 წლის ასაკში მყოფმა ჯორდან რომერომ,მამასთან და ექსპედიციაში მყოფ სხვა უფროსი ასაკის ალპინისტებთან ერთად 2010 წლის 22 მაისს დალაშქრა.მანამდე აღნიშნული რეკორდი ეკუთვნოდა 15 წლის ნეპალელ ალპინისტს,სახელად - მინ კიპა შერლას.აღნიშნული ფაქტი კი დღესდღეობით რეკორდად მიიჩნევა,რადგან 13 და უმცროსი ასაკის არც ერთ ბავშვს ევერესტის მწვერვალზე,არც მანამდე და არც მას შემდეგ ფ...


საბერძნეთის შესახებ

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 937/თარიღი: 2013-04-23

უძველესი საბერძნეთის ცივილიზაციის შესახებ,მეცნიერთა ერთი ნაწილი მიიჩნევს,რომ ის იმდენად დიდი ასაკის მქონე სახელმწიფოა,რომ დღემდე მსოფლიო ისტორიაში არსებული ყველა მმართველობის ფორმის გამოიყენება მოუწია.აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ საბერძნეთის ისტორიის მანძილზე,როგორც ერთიანი სახელმწიფო,როგორც დღეს არის ფაქტიურად არ ყოფილა და იგი შედგებოდა 1500-მდე ქალაქ-სახელმწიფოებით ან პოლისებით,რომელთაც გააჩნდათ თავიანთი კანონები და სამხედრო ძალები.აღნიშნულ 1500-მდე ქალაქ-სახელმწიფოებსა და პოლისებს შორის,ყველაზ...


ვიქტორ ლუსტინგი - "ეიფელის კოშკის" გამყიდველი ყალთაბანდი

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 775/თარიღი: 2013-04-23

ვიქტორ ლუსტინგი დაიბადა 1890 წლის 4 იანვარს ჰოსტინში (ბოჰემია,ჩეხეთი).იგი წარმოადგენდა მსოფლიო ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ თაღლითსა და ყალთაბანდს,რომელმაც მსოფლიოში მას შემდეგ გაითქვა სახელი,რაც ორჯერ გაყიდა პარიზისა და საფრანგეთის ერთ-ერთი უდიდესი სიმბოლო "ეიფელის კოშკი".წარმომავლობით ლუსტინგი მაღალი ბურჟუაზიული ოჯახიდან გახლდათ და განათლებაც საკმაოდ კარგი მიიღო.როგორც ცნობილია,შესანიშნავად ფლობდა ხუთ სხვადასხვა ენას.მიუხედავად მაღალი წარმომავლობისა,იმთავითვე ჩხუბის მოყვარული და დებოშიორი იყო,რის შედეგადაც 19 წლის ასაკში ერთ-ერთი ჩხუბის დროს,რომელიც გო...


ენნი ედსონ ტეილორი - "ნიაგარას ჩანჩქერის" პირველი დამძლევი

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 831/თარიღი: 2013-04-23

ენნი ედსონ ტეილორი დაიბადა 1838 წლის 24 ოქტომბერს,ნიუ-იორკის შტატის ქალაქ ობერნში.იგი წარმოადგენდა ერთ-ერთ ცნობილ ამერიკელ თავგადასავლების მაძიებელ ქალს.ისტორიაში კი თავი დაიმკვიდრა,როგორც პირველმა ადამიანმა ისტორიაში,რომელმაც დაძლია "ნიაგარას ჩანჩქერი" ხის კასრის მეშვეობით.აქვე გასათვალისწინებელია ის გარემოება,რომ ამ დღეს ტეილორს 63 წელი შეუსრულდა.ენნის მამა სემუელ ედსონი,წისქვილის მფლობელი იყო.თუმცა მამა 12 წლის ასაკში გარდაეცვალა.მიუხედავად სულიერი ტრამვისა,მამის მიერ დაგროვილი ფული საშუალებას იძლეოდა...


"Piedra Movediza" - "მოძრავი ქვა"

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 752/თარიღი: 2013-04-23

"Piedra Movediza" - ესპანური ენიდან თარგმანით,სიტყვასიტყვით აღნიშნავს "მოძრავ ქვას".იგი წარმოადგენდა უნიკალური ბუნებრივი გრავიტაციის შედეგს,სადაც კლდეზე,ისეთი უჩვეულო ბალანსირებით იდგა უზარმაზარი ქვა,რომელიც დღემდე გაოცების საგნად არის ქცეული.ამ მიზეზის გამო,"მოძრავი ქვა" არგენტინული ქალაქის,ტანდილის ერთ-ერთ მთავარ ღირშესანიშნაობად და სიმბოლოდ მიიჩნევა.რამდენიმე სხვა წყაროს ცნობით კი,ადგილობრივი ლეგენდის მიხედვით,აღნიშნულ ქვას ერთ-ერთი გმირის სახელითაც მოიხსენიებენ და მას "დავასკოს ქვას" უწოდებენ.მისი წონა 300 ტონას შეადგენდა და...


არტურ კრონფელდის ბიოგრაფიიდან...

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 846/თარიღი: 2013-04-23

არტურ კრონფელდი (1886-1941 წლები),წარმოადგენდა ერთ-ერთ უდიდესს,ებრაული წარმომავლობის მქონე გერმანელ ფსიქიატრს,რომელიც ერთი პერიოდის მანძილზე გახლდათ რექტორი,მსოფლიოში ცნობილი "ბერლინის ჰუმბოლტდის სახელობის უნივერსიტეტისა".მისი ადრეული ბიოგრაფიის შესახებ ცნობილი,ძალიან მცირე რამ არის,თუმცა ცნობილია კრონფელდის უკანასკნელი დღეების ქრონოლოგია და ისიც მხოლოდ ვერსიებით.გერმანიაში ფაშისტების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ,იგი იძულებული გახდა მეუღლესთან ერთად ქვეყნიდან გაქცეულიყო.გერმანიიდან გაქცევის შემდგომ,თავი მოს...


ჩრდილოეთ კორეა - "ეპიზოდი"

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 878/თარიღი: 2013-04-23

ჩრდილოეთ კორეაში "ახალი წლის" აღნიშვნა,ისეთი ფორმით როგორც ყველა ცივილიზებულ ქვეყანაშია მიღებული,არ არსებობს.როგორც ცნობილია მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ახალი წლის დღესასწაული ერთსა და იმავე დღეს არ აღინიშნება,თუმცა ცნობილია,რომ მიუხედავად ამისა,ყველა ქვეყანა ამ დღეს დიდი ზარ-ზეიმითა და სიხარულით ხვდება.ჩრდილოეთ კორეის მაცხოვრებლები კი სხვებისაგან განსხვავებით,ახალი წლის დღესასწაულს სამხედრო აღლუმით ხვდებიან და რაც ყველაზე მთავარია,ახალი წელი ჩრდილოეთ კორეაში აღინიშნება,ჩრდილოეთ კორეის შრომის პარტიის გენერალური მდივნისა და სახელ...


დიუპორის ვიოლონჩელი

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 735/თარიღი: 2013-04-23

"დიუპორის ვიოლონჩელი" - ინგლისურ ენაზე "The Duport Stradivarius",წარმოადგენს ანტიკვარულ და ბრწყინვალე მუსიკალურ ინსტრუმენტს,დამზადებულს 1711 წელს გენიალური კრემონელი (იტალია) მუსიკალური ინტრუმენტების დამამზადებლის - ანტონიო სტრადივარიუსის (1644-1737 წლები) მიერ.აღნიშნული ვიოლონჩელო,დღემდე არსებულ ყველა სხვა ვიოლონჩელებთან შედარებით ასტრონომიულ ფასად იქნა გაყიდული.აქვე აღსანიშავია ის ფაქტიც,რომ 2000 წლის შემდეგ ისეთი დიდი თანხა არცერთ მუსიკალურ ინსტრუმენტში არ გადაუხდიათ,როგორიც "დიუპორის ვიოლონჩელოში".2007 წელს მასში "იაპონიის მუსიკალურმა ას...


რობერტ ნესტა მარლი (ბობ მარლი) - "ეპიზოდი"

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 793/თარიღი: 2013-04-23

რობერტ ნესტა მარლი (1945-1981 წლები),იგივე ბობ მარლი,წარმოადგენდა მსოფლიოში გამოჩენილ იამაიკელ მუსიკოსს,ვოკალისტს,გიტარისტსა და კომპოზიტორს.დღევანდელ დღემდე იგი მიჩნეულია "რეგის" (იამაიკური მუსიკალური ჟანრი),საუკეთესო შემსრულებლად.სწორედ მის სახელთან არის დაკავშირებული ამ მუსიკალური ჟანრის მსოფლიო პოპულარიზაცია.გარდა მუსიკოსობისა,ბობ მარლი პანაფრიკანიზმისა და რასტაფარიანული რელიგიური მოძრაობის თვალსაჩინო წარმომადგენლადაც მიიჩნეოდა.ბავშვობაში სახელი თავის სოფელში ნაილნ-მაისში,იმით გაითქვა,რომ ადამიანებს ხელისგულების მეშვეობით,უწინასწარმეტყველებდა თავიანთი მომავალი ბედის შესახებ.როგორც მისი ბიოგრაფები ირწმუნებიან,ბობ მარლი კიდევ დიდხანს იცოცხლებდა,რომ არა მისი უარი ფეხის თითი ამპუტაციაზე.1977 წელს,მას ფეხის თითში,აღმოაჩნდა "მელამონა" (ავთვისებიან სიმსივნეთა ერთ-ერთი ყველაზე საშინელი რიგი).მიუხედავად ექიმების დაჟინებული მოთხოვნისა,ბობ მარლიმ უარი განაცხადა თითის ამპუტაციაზე,რითაც ფაქტიურად თავის ადრეულ სიკვდილს დაუდო საღავე.აღნიშნული უარი კი გამოწვეული გახლდათ მისივე რელიგიური შეხედულებების გამო.მოგვიანებით დაავადებამ ფეხიდან მთელ ორგანიზმში გაიდგა ფესვები და საბოლოოდ იგი 1981 წლის 11 მაისს იმსხვერპლა კიდეც.მისი უკანასკნელი სიტყვები შვილის მიმართ იყო წარმოთქმული და იგი ასე ჟღერდა: "სიცოცხლეს ფულით ვერასოდეს იყიდი".


"თეთრი სახლის" ბინადარი ცხოველები - "ნაწილი I"

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 806/თარიღი: 2013-04-23

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთა რეზიდენცია და კანცელარია - "თეთრი სახლი",რომლის მშენებლობა 1792 წლიდან - 1800 წლამდე გრძელდებოდა,მსოფლიოსათვის მრავალი უმნიშვნელოვანესი ისტორიული გადაწყეტილების "მოწმე" ნაგებობაა.აღნიშნულ პოსტში მის ისტორიულ წიაღსვლებზე არ შევჩერდები,მაგრამ მოგითხრობთ იმ უცნაური ცხოველების შესახებ,რომლებიც "თეთრი სახლის" ბინადრები იყვნენ,სხვადასხვა პრეზიდენტების მმართველობის სხვადასხვა ეპოქებში:


"ჰიპნოზის" ისტორიიდან...

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 879/თარიღი: 2013-04-23

"ჰიპნოზი" - წარმოადგენს ცნობიერების შეცვლილ მდგომარეობას,რომელიც ხასიათდება ღრმა მოდუნებით,შთაგონებისადმი მიმღებლობით,აღქმის,მეხსიერების,მოტივაციის და თვითკონტროლის ცვლილებებით.ჰიპნოზური ზემოქმედება ადამიანებზე,ჯერ კიდევ უძველესი პერიოდიდან იღებს სათავეს და როგორც სპეციალისტები ირწმუნებიან იგი თავდაპირველად 3000 წლის წინათ გამოიყენებოდა - ძველ ეგვიპტელი ქურუმების,ინდოელების,ტიბეტელებისა და აღმოსავლური აზიელი ექიმების მიერ,როგორც ერთ-ერთი სამკურნალო მეთოდი ადამიანებისა.თუმცა არსებობს სხვა ვერსიაც,რომლის თანახმადაც "ჰი...


"თეთრი სახლის" ბინადარი ცხოველები - ნაწილი II

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 842/თარიღი: 2013-04-23

ამერიკის შეერთებული შტატების რიგით 27-ე პრეზიდენტს 1909-1913 წლებში - უილიამ ჰოვარდ ტაფტს (1857-1930 წლები),საკმაოდ დიდი და მრავალრიცხოვანი ოჯახი ჰყავდა.სანამ უილიამი საპრეზიდენტო პოსტზე წარადგენდა თავის კანდიდატურას და გაიმარჯვებდა,მანამდე ოჯახის ერთ-ერთ მარჩენალს წარმოადგენდა ძროხა,სახელად - მული ვული.როდესაც უილიამი ოჯახთან ერთად "თეთრს სახლში" გადავიდა საცხოვრებლად,ოჯახმა მული ვული,ვისკონსინის შტატის ერთ-ერთ ფერმას მიაბარა.მოგვიანებით ვისკონსინის შტატის სენატორმა ისააკ სტივენსონმა პრეზიდენტ უილიამ ჰოვარდ ტაფტს საკმაოდ...


"შარფის" ისტორიიდან...

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 790/თარიღი: 2013-04-23

"შარფი" - წარმოადგენს გრძელ ნაჭერს ქსოვილისა,რომელიც გამოიყენება,როგორც უტილიტარული,ასევე ესთეტიური და რელიგიური მიზნებისათვის.პირველი ცნობები "შარფის" მასიური გამოყენებისა,სათავეს 2000 წლის წინანდელ ჩინეთში იღებს.1974 წელს არქეოლოგებმა აღმოაჩინეს მონუმენტალური სამარხი,რომელიც განეკუთვნებოდა ცინის სამეფოს ცნობილი მმართველის - ცინ შიხუანდის ეპოქას.აღმოჩენილი 7500 მებრძოლის ქანდაკებიდან (ტერაკოტის არმია),ყველას კისერზე გამოკვეთილი იყო შარფი.როგორც ცნობილი ხდება შარფით ჩინელი...


ყველაზე დიდი სარკინიგზო კატასტროფა

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 914/თარიღი: 2013-04-23

2004 წელს,ტროპიკულ-კუნძულოვან ქვეყანაში ინდოეთის სუბკონტინენტზე - შრი-ლანკის დემოკრატიულ სოციალისტურ რესპუბლიკაში,ცუნამის შედეგად გამოწვეულმა სარკინიზო კატასტროფამ სრულიად შეძრა კაცობრიობა.აღნიშნული კატასტროფა დღემდე მიიჩნევა სარკინიზო კატასტროფებს შორის,ერთ-ერთ ყველაზე დიდ საშინელებად,რომელსაც ყველაზე მეტი ადამიანი შეეწირა,რაც კი ოდესმე შეწირვია სარკინიგზო ავარიებს.2004 წლის 26 დეკემბერს,სამგზავრო მატარებელი კოლომბოდან 6:55 წუთზე გავიდა.ბილეთიანი მგზავრების რაოდენობა 1500 ადამიანს შეადგენდა,ხოლო უბილ...


გერმან პეტერსი - "ისწავლო,გვიანი არასოდეს არის!"

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 830/თარიღი: 2013-04-23

როგორც ამბობენ "ისწავლო,გვიანი არასოდეს არის!"ამ სიტყვების ჭეშმარიტებაში ალბათ ბოლივიელი - გერმან პეტერსის მიერ 90 წლის ასაკში აღებული,ბოლივიის უნივერსიტეტის დიპლომიც დაგვარწმუნებს.გერმან პეტერსი დაიბადა 1918 წელს,ბოლივიის ქალაქ ორუროში.მას ჰყავს 5 შვილი,14 შვილიშვილი და 4 შვილთაშვილი.მიუხედავად ამისა,გერმანმა საკმაოდ ხანდაზმულ ასაკში გადაწყვიტა მიეღო უმაღლესი განათლება,რაც წარმატებით განახორციელა მაშინ,როდესაც იგი ბოლივიის უნივერსიტეტში პოლიტოლოგიის ფაკულტეტზე ჩაირიცხა.თავისი სადიპლომო ნამუშევარი კი მიუძღვნა ბოლივიაში 1952 წელს განვით...


"Biblio Tech" - პირველი ელექტრონული ბიბლიოთეკა

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 833/თარიღი: 2013-04-23

2013 წლის შემოდგომაზე,ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე,კერძოდ ტეხასის შტატის ქალაქ სან-ანტონიოში,გაიხსნება მსოფლიოში პირველი ელექტრონული ბიბლიოთეკა - "Biblio Tech",სადაც არანაირი წიგნი არ იქნება დაცული და წარმოდგენილი.ფაქტიურად "Biblio Tech" გახდება პირველი საჯარო ბიბლიოთეკა,სადაც წიგნები შეცვლილ იქნება ელექტრონული ვერსიებით.პროექტის ინიციატორი გახლავთ,ქალაქ სან-ანტონიოს ადგილობრივი მკვიდრი და პროფესიით მოსამართლე - ნელსონ ვულფი.როგორც თავად ვულფი აცხადებს,აღნიშნული იდეა მას შემდეგ მოუვიდა,რაც წაიკითხა კორპორაცია Apple-ს გენი...


ლიჩაკოვის სასაფლაო

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 889/თარიღი: 2013-04-23

"ლიჩაკოვის სასაფლაო" - ინგლისურ ენაზე "Lyccakiv Cemetery",წარმოადგენს ერთ-ერთ გასაოცარ,საიდუმლობებით მოცულ და ულამაზესი ქანდაკებებით მოსილ უძველეს სასაფლაოს.იგი მდებარეობს უკრაინის ქალაქ ლვოვში და დღესდღეობით ისტორიულ-მემორიალ-ნაკრძალი გახლავთ.სახელწოდება კი თავისი ადგილმდებარეობის მიხედვით ეწოდა,რადგან განთავსებულია ლვოვში მდებარე ლიჩაკოვის ისტორიულ ადგილზე.გარდა ამისა "ლიჩაკოვის სასაფლაო" ერთ-ერთ ყველაზე ძველ სასაფლაოდაა მიჩნეული უკრაინაში.თავად ლვოვი წარმოადგენს ქალაქს,რომელიც "იუნესკოს" "ცოცხალ ძეგლადაა" მიჩნეული და ნებისმიერ...


თუთიყუში ჰიაცინტის არა

ავტორი: Luka1234/კომენტარები: 0/ნახვა: 847/თარიღი: 2013-04-23

ყველაზე დიდი არებს შორის არის ჰიაცინტის არა. მისი სიგრძე 100-105 სანტიმეტრია. ტანის სიგრძის დაახლოვებით ნახევარი კუდია. ფრთა 38-39 სმ-ია. წონა კი 1500 გრამი. ის მთლიანად ლურჯი ფერისაა. სხვა არებისაგან განსხვავებით მას "სახე” ბუმბულით აქვს დაფარული. ნისკარტის ქვედა ნაწილსა და თვალს ყვითელი ფერის კანი აქვს გარშემორტყმული. ნისკარტი დიდი, ნაცრისფერ-შავი აქვს. მამრს ის ბევრად დიდი აქვს ვიდრე მდედრს. ის ძალზე ძლიერია. მისი საშუალებით შეუძლიათ გატეხონ საკმაოდ მკვრივი თხილი, დაღრნან დიდი ტოტები, შეუძლიათ გატეხონ რკინის მავრთულები, ადამიანს გადაუტეხონ თითის ფალანგები. ხმა აქვთ ძალიან ძლიერი, არასასიამოვნო და 


თუთიყუში ნიმფა (იგივე კორელა)

ავტორი: Luka1234/კომენტარები: 0/ნახვა: 1686/თარიღი: 2013-04-23

ნიმფა არის თუთიყუშისნაირთა რიგის ერთ-ერთი ოჯახის – კაკადუების წარმომადგენელი. უფრო ზუსტად კი ის შავი კაკადუების ქვეოჯახის კორელების გვარის ერთადერთი სახეობაა. ცოტათი რთულია არა? რა თქმა უნდა არ არის აუცილებელი ამის ცოდნა დაწვრილებით, საკმარისია ვიცოდეთ რომ ნიმფა მცირე კაკადუა.ნიმფების ბუნებრივი ფერი ნაცრისფერია, ალბათ ამიტომ ბევრისთვის ისინი არ იგივდებიან ხასხასა და მდიდარი შეფერილობის სხვა თუთიყუშებთან, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ნიმფა სხვა სახეობაზე ნაკლებია. მათი ძირითადი მახასიათებლი ნიშნებია (ისევე, როგორც სხვა კაკადუებისა): საკმაოდ მაღალი ქოჩორი, გრძელი კუდი და სტაფილოსფერი "ლოყები”. სხეულის სიგრძე 30-33 სმ-ია, აქედან კუდზე მოდის სიგრძის თითქმის ნახევარი 14-16 სმ. ნიმფები დაახლოებით 90 გრამს იწონიან. მდედრებისა და მამრების შეფერილობა განსხვავებულია: მამრი უფრო ხასხასა ფერებით გამოირჩევა, ბუმბულის ძირითადი ნაწილი მუქი რუხია, ქოჩორი და "სახე” – ყვითელი. თუმცა, დღეს შესაძლებელია სხვადასხვა შეფერილობის ნიმფების პოვნაცსქესის დადგენა
 ბუნებრივი შეფერილობის (რუხი, ნაცრისფერი) და ე.წ. ლუტინი  თეთრი და ყვითელი) ნიმფების სქესის დადგენა არც თუ ისე რთულია. როგორც ცნობილია, თუთიყუშები (ისევე, როგორც სხვა ფრინველები) იცვლიან ბუმბულს . არც ნიმფები წარმოადგენენ გამონაკლისს. ყველა ნიმფა ბუმბულის პირველ გამოცვლამდე (რაც 4-დან 9 თვემდე ასაკში ხდება) დედალს ჰგავს. თუ კორელას, ადრეულ ასაკში რამე ავადმყოფობა აქვს გადატანილი, შესაძლოა ზრდასრული ფრინველის შეფერილობა მხოლოდ ბუმბულის მეორედ გამოცვლის  შემდეგ მიიღოს.
 ყველაზე ადვილად ნაცრისფერი ნიმფების სქესი დგინდება: მამალს ყვითელი თავი და ხასხასა ნარინჯისფერი "ლოყები” აქვს, დედალს თავი ნაცრისფერი აქვს, "ლოყები” – ნარინჯისფერი, თუმცა ნაკლებად ხასხასა. მდედრ ნიმფებს ფრთების "შიგნითა მხარეს” თეთრი ლაქები აქვთ, მამრებს -არა.


თუთიყუში არატინგა

ავტორი: Luka1234/კომენტარები: 0/ნახვა: 999/თარიღი: 2013-04-23

მზის არატინგა  არატინგათა გვარის ერთ-ერთი ულამაზესი წარმომადგენელია.სხეულზე ბუმბულის ძირითადი ნაწილი კაშკაშა ყვითელი აქვთ, "სახე” და მკერდი ნარინჯისფერი, ფრთები და კუდი – მწვანე. ფეხები და კანი თვალის ირგვლივ – ნაცრისფერი. მდედრისა და მამრის გარჩევა მხოლოდ გარეგანი ფაქტორების გათვალისწინებით თითქმის შეუძებელია. 


ყვითელთვალება პინგვინი

ავტორი: Luka1234/კომენტარები: 0/ნახვა: 831/თარიღი: 2013-04-23

ყვითელთვალება, ანუ შესანიშნავი პინგვინი (Megadyptes antipodes), ზელანდიის სანაპიროზე მცხოვრები პინგვინების 4 ჯიშის ერთ-ერთი წარმომადგენელია, Megadyptes-ის ჯიშის ერთადერთი შემორჩენილი სახეობა და დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი პინგვინი. მსოფლიო პოპულაცია შესდგება 1500 წყვილისგან, საიდანაც 500 – ახალი ზელანდიის სანაპიროზე მრავლდება, დანარჩენი კი ახლოს მდებარე კუნძულებზე.ყვითელთვალება პინგვინი, საშუალო ზომის პინგვინია, შავი კეფათ, იგივე ფერის ზურგით და თეთრი მუცლით. სახეზე, თვალის გასწვრივ გადის ყვითელი ფერის ზოლი, რომელიც მხოლოდ ზრდასრულ ფრინველებს აქვთ. მაორის ტომების ენაზე, მისი სახელი გამოითქმევა 


სენეგალის თუთიყუში

ავტორი: Luka1234/კომენტარები: 0/ნახვა: 939/თარიღი: 2013-04-23

სენეგალის თუთიყუშის სიგრძე 22-25 სმ-ია. იწონის დაახლოვებით 125-170 გრამს. შეფერილობა ძირითადად მწვანე აქვს. სხეულის ზედა ნაწილი, ფრთები და კუდი მუქი მწვანე აქვს, ხოლო მუცლის ქვედა ნაწილი ნარინჯისფერ-ყვითელი. მკერდზე აქვს მწვანე ფერის ნახატი. "შარვალი” მწვანე აქვს, ხოლო ფეხები ვარდისფერი. თავი მუქი 


თუთიყუში არა

ავტორი: Luka1234/კომენტარები: 0/ნახვა: 1100/თარიღი: 2013-04-23

მსოფლიოს მრავალ ზოოლოგიურ ბაღსა თუ ზოოპარკში ნახავთ თუთიყუშების ულამაზესი გვარის – არების წარმომადგენლებს, რომლებიც სხვა თუთიყუშებისაგან დიდი ზომებითა და მკვეთრი ფერებით გამოირჩევიან. ბუნებაში არების


იაგუარი

ავტორი: Luka1234/კომენტარები: 0/ნახვა: 1724/თარიღი: 2013-04-23

იაგუარი  ამერიკის კატისებრთა ოჯახის პანტერათა გვარის (რომელშიც აგრეთვე შედის ლომი, ლეოპარდი, ვეფხვი და თავად იაგუარი) ერთად-ერთი წარმომადგენელია.


პირველი ტურისტული კომპანია

ავტორი: Luka1234/კომენტარები: 0/ნახვა: 879/თარიღი: 2013-04-23

მსოფლიო ისტორიაში პირველი ტურისტული კომპანიის დამაარსებელი გახლავთ ცნობილი ინგლისელი მეწარმე და ბიზნესმენი თომას კუკი (1808-1892 წლები).იდეა კი ამ ინოვატორული მომსახურებისა მას გაუჩნდა მას შემდეგ რაც ლონდონის გზაზე, ქალაქ კიბვორთთან ეტლს ელოდებოდა,მას მოუვიდა იდეა,რომ თავისი აქტივისტებისთვის ექსკურსია შეეთავაზებინა.ამავე დროს გაიხსნა დიდი ბრიტანეთის შიდა ნაწილებისაკენ მიმავალი რკინიგზა და კუკმა 


ცაი ლუნი

ავტორი: Luka1234/კომენტარები: 0/ნახვა: 1070/თარიღი: 2013-04-23

ცაი ლუნი დაიბადა 50 წელს ჩინეთის ქალაქ ლეიანში,ხენიანის ოლქ ხუნანის პროვინციაში.75 წელს იგი ჩინეთის იმპერატორის სასახლეში "საჭურისად" მოხვდა (როგორც ცნობილია ისტორიულად,ჩინეთის იმპერატორის კარზე "საჭურისები" პრაქტიკულად 2000 წლის განმავლობაში არსებობდნენ.მათ იყენებდნენ არა მარტო ჰარემებში სამუშაოდ,არამედ ჰქონდათ 


უილიამ ოტრედი

ავტორი: Luka1234/კომენტარები: 0/ნახვა: 778/თარიღი: 2013-04-23

ლოგარითმული სახაზავი - გამოგონებულ იქნა ინგლისელი მათემატიკოსის უილიამ ოტრედის (1575-1660 წლები) მიერ 1622 წელს.უილიამი სასულიერო პირის ვაჟი გახლდათ.თავდაპირველად სწავლობდა ითონში,ხოლო მოგვიანებით კემბრიჯის სამეფო კოლეჯში,სადაც სპეციალიზირებს გადიოდა მათემატიკის კუთხით.1595 წელს მან მიიღო პირველი 


ჯეკ სენტ კლერ კილბი

ავტორი: Luka1234/კომენტარები: 0/ნახვა: 842/თარიღი: 2013-04-23

ჯეკ სენტ-კლერ კილბი დაიბადა 1923 წლის 8 ნოემბერს,მისურის შტატის ქალაქ ჯეფერსონ-სიტიში (ამერიკა).იგი წარმოადგენდა დიდ ამერიკელ მეცნიერს,ფიზიკოსსა და გამომგონებელს,რომლის სახელთანაც დაკავშირებულია ინტეგრალური სქემის (მიკრო-სქემა,მიკრო-ჩიპის),ჯიბის კალკურატორისა და პრინტერის გამოგონება.2000 წელს კილბის 


ანგორა კურდღელი

ავტორი: Luka1234/კომენტარები: 0/ნახვა: 1622/თარიღი: 2013-04-23

ანგორას კურდღელი არის შინაური ცხოველი. ის ძალიან პოპულარული იყო მე-19 საუკუნეში საფრანგეთის არისტოკრატიულ ფენაში. შემდეგ ის გავრცელდა ევროპის დანარჩენ ნაწილში და ამერიკაში. ის პოპულარულია თავისი 


Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.