Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » აპრილი » 30

პირს ბროსნანი/Pierce Brosnan

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1296/თარიღი: 2013-04-30


პირს ბროსანი 16 მაისს დაიბადა 1953 წელს პატარა ირლანდიურ ქალაქში. მისმა მამამ, პროფესიით ფეიქარმა, ოჯახი მიატოვა, როდესაც პირსი ჯერ კიდევ ჩვილი იყო. პირსმა მამის სახელი არც კი იცოდა და გაიცნო, როდესაც უკვე ცნობილი იყო, როდესაც უკვე 30 წელს გადასცდა. ასე თუ ისე, თავის შვილს ბროსნანმა ქარაფშუტა ბაბუის საპატივცემულოდ დაარქვა. როდესაც პირსი ათი წლის გახდა, მისი დედა მეორედ გათხოვდა და ბავშვი თან წაიყვანა. ლონდონში ბროსანი პირველად მოხვდა კინოში და პირველი ფილმი, რომელიც მან ნახა აღმოჩნდა 'გოლფინგერი' შონ კონერის მონაწილეობით. კინომ სამუდამოდ შეიბყრო პირსის წარმოსახვა. პირსმა ითამაშა ყველა კლასიკური როლი – შექსპირიდან დაწყებული ტებესი უილიამსით დამთავრებული. მან ამ თამაშისთვის სამადლობელო დეპეშაც კი მიიღო, რომელიც დღემდეა მის სახლში ჩამოკიდებული ძვირადღირებულ ჩარჩოში.


ჟამთააღმწერელი "ლაშა-გიორგის" შესახებ...

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 854/თარიღი: 2013-04-30

ჯერ კიდევ არისტოტელე შენიშნავდა - "წარყვნილი სახელმწიფო წყობის დროს წესიერი ადამიანი ხდება უნიათი მოქალაქე,მაშინ როდესაც წესიერი წყობის დროს წესიერი ადამიანის და კარგი მოქალაქის ცნებები თანმხვედრია".
ეროვნულ დაცემას წინ უძღვის პიროვნების დაცემა.ეს საშინელი მოვლენა მახვილად აქვს შენიშნული ჟამთააღმწერელს და ჩვენში მონღოლთა გაბატონებას ხსნის არა მარტო,იმით,რომ ისინი მომძლავრებულნი იყვნენ,არამედ,უპირველეს ყოვლისა,ჩვენი მოშვებულობით,მო...


ვინსენტ ვილემ ვან გოგი - "პიეტა"

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1330/თარიღი: 2013-04-30

"პიეტა" - ინგლისურ ენაზე "Pieta",წარმოადგენს გენიალური ნიდერლანდელი ფერმწერისა და გრაფიკოსის - ვინსენტ ვილემ ვან გოგის (1853-1890 წლები),მიერ 1889 წლის სექტემბერში,საფრანგეთის ქალაქ სან-რემი-დე-პროვანში,ტილოზე ზეთის საღებავით დახატულ დიდებულ სურათს.ტილოს სიმაღლე 73 სანტიმეტრია,ხოლო სიგანე 60.5 სანტიმეტრი.აღნიშნული ტილოს შექმნა,სათავე დაუდო ლითოგრაფიამ,აღებულმა დიდი ფრანგი მხატვრისა და გრაფიკოსის - ფერდინან ვიქტორ ეჟენ დელაკრუას (1798-1863 წლები) სურათის მიხედვი...


ჯოვანი ლორენცო ბერნინი - "ნეპტუნი და ტრიტონი"

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 999/თარიღი: 2013-04-30

"ნეპტუნი და ტრიტონი" - ინგლისურ ენაზე "Neptune and Triton",წარმოადგენს უდიდესი იტალიელი არქიტექტორისა და მოქანდაკის - ჯოვანი ლორენცო ბერნინის (1598-1680 წლები),მიერ 1620-1624 წლებში,მარმარილოსაგან შექმნილ დიდებულ ქანდაკებას,რომლის სიმაღლე 182.2 სანტიმეტრია.ქანდაკების სიუჟეტი აღებულია გენიალური რომაელი პოეტის პუბლიუს ვერგილიუს მარონის (ძვ.წ.აღ-ით 70-19 წლები),მიერ დაწერილი თხზულების "ენეიდა"-ს მიხედვით.ქანდაკებაზე გამოსახული ნეპტუნი აწყნარებს ზღვას,რათა უზრუნველყოს მასზე ენეას მშვიდობიანი ...


ექიმების სასამართლო პროცესი ნიურნბერგში

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1149/თარიღი: 2013-04-30

"ექიმების სასამართლო პროცესი ნიურნბერგში" - მიმდინარეობდა 1946 წლის 9 დეკემბრიდან - 1947 წლის 20 აგვისტოს ჩათვლით.აღნიშნული სასამართლო პროცესი გახლდათ პირველი იმ თორმეტ სასამართლო პროცეს შორის,რომლებიც შემდგომ ნიურნბერგში წარიმართა "გერმანელ ფაშისტთა" მიმართ.ოფიციალური სახელწოდება აღნიშნული პროცესისა გახლდათ "ამერიკის შეერთებული შტატები კარლ ბრანდტის წინააღმდეგ" და იგი მიმდინარეობდა ნიურნბერგის სასამართლოს აღმოსავლეთ ფლიგელში.სამედიცინო დანაშაული წარდგენილი ჰქონდა 20 ექიმს,რომლებიც "სა...


ჰომეროს ბიზანტიონელი

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 817/თარიღი: 2013-04-30

ჰომეროს ბიზანტიონელი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ძვ.წ.აღ-ით III საუკუნეში.იგი წარმოადგენდა დიდ ძველბერძენ პოეტ-ტრაგიკოსსა და გრამატიკოსს,რომელიც წარმომავლობით თრაკიაში მდებარე ძველბერძნული ქალაქ-კოლონიის - ბიზანტიონიდან გახლდათ (ბოსფორის სრუტის სანაპიროზე).ჰომეროსი იყო ვაჟი ანდრომაქე ფილოლოგისა და დიდი ძველბერძენი პოეტი ქალის - მიროსი,რომელიც თავის მხრივ განთქმული იყო მის მიერ ...


რონალდ უილსონ რეიგანი - "დაანგრიეთ ეს კედელი!"

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 982/თარიღი: 2013-04-30

"დაანგრიეთ ეს კედელი!" - ინგლისურ ენაზე "Tear down this wall!",წარმოადგენს 1987 წლის 12 ივნისს,ბერლინში ბრანდენბურგის ჭიშკართან,ამერიკის შეერთებული შტატების ლეგენდარული პრეზიდენტის - რონალდ უილსონ რეიგანის მიერ წარმოთქმულ ისტორიულ ფრაზას.აღნიშნული გამონათქვამი განკუთვნილი გახლდათ საბჭოთა კავშირის გენერალური მდივნის მიხეილ გორბაჩოვის მისამართით.ცნობილია,რომ "თეთრი სახლი"-ს ადმინისტრაციის ზოგიერთი წარმომადგენელი თავს იკავებდა და რჩევას აძლევდა რეიგანს,თავი შეეკავებინა გერმანიაში ვიზიტი...


ისტორიის სანაგვე

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 896/თარიღი: 2013-04-30

"ისტორიის სანაგვე" - ინგლისურ ენაზე "Ash heap of history",გახლავთ ტერმინი,რომელიც პირველად გამოყენებულ იქნა 1917 წლის 25 ოქტომბერს "საბჭოების მეორე ყრილობაზე",საბჭოთა მარქსისტი რევოლუციონერის და თეორიტიკოსის,წითელი არმიის დამაარსებლის და პირველი ხელმძღვანელის - ლევ ტროცკის (1879-1940 წლები) მიერ.დღესდღეეობით,ამ ტერმინით მოიხსენიებენ ამა თუ იმ ადამიანს,იდეოლოგიას და მოვლენას,რომელიც ისტორიაში წარსულს ჩაბარდა.


ფრაზეოლოგია კინოფილმებიდან

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1107/თარიღი: 2013-04-30

1. - თვენ ვინ ხართ?
- მე,უბრალო ადამიანი ვარ.
- ესეიგი გამოდის,რომ არავინ ყოფილხართ.
"თვითმკვლელები"
2. როგორ გინდა ადამიანს წაართვა ზეცა? ის ხომ ყველასათვის საერთოა?!
"თვითმკვლელები"
3. ომები ...


დავით გურამიშვილი - "სიკვდილისა და კაცის შელაპარაკება და ცილობა"

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 892/თარიღი: 2013-04-30

ყველას გვეწვევის სიკვდილი,გვმართებს დაუხვდეთ მზათაო,
ის ჩვენკენ მოდის,ჩვენ მისკენ,ვერცად აუქცევთ გზათაო.
ვიგონოთ ოთხი საქმე ეს,არ უთქვამთ უმეცართაო,
სიკვდილ,სასჯელი,გენია,სასუფეველი ცათაო.


ილია ჭავჭავაძე - "მაბეზღრობის" შესახებ წერდა...

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 896/თარიღი: 2013-04-30

"უბედურება რომელიმე ერისა,დიდი ერია თუ პატარა,სხვათა შორის - ისიც არის,როცა ერთგვარ ბეზღობას,რომელსაც პოლიტიკურ ბეზღობას ეძახიან,დიდი ავალა მიეცემა,ფართო გზა გაეხსნება და აღებ-მიცემობის საგნად გახდება.როცა ბეზღობა, - ეგ უწმინდური ძალ-ღონე გაცვეთილის კაცისა,პირახდილი დაიარება,არამცთუ უსირცხვილოდ,თავმოწონებითაც ფარფაშობს და ლუკმაპურს აწვდის მაბეზღარს, - მაშინ პირდაპირ შეგვიძლიან ვსთქვათ,რომ საზოგადოების წყობას საძირკველი შერყევიაო და აღსასრული მოახლოებულაო.


ნიკო ნიკოლაძის "დიდებული თეზისი"

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 989/თარიღი: 2013-04-30

როგორ თუ რამ დასცაო ჩვენი მამული,შემომკივლებს ვინმე ცრუპატრიოტი,იმან დასცა,რომ პატარა ხალხი ვიყავით, და დიდრონები შემოგვესიაო.ვერ გაუძელით, და ის იყოო ჩვენი დაცემის მიზეზი! მოითმინეთ,ბატონო,პატარა,ძლიერ პატარა ხალხი იყო საქართველოს ხალხი,სპარსელებთან შედარებით,მაგრამ ხომ ვერ დასცა ჩვენი მამული დიდმა სპარსეთმა? დიდრონი ხალხი გახლდნენ ის ხალხნი,რომელნიც ჩვენს ქვეყანას მურვან-ყრუმ,ჩინგის-ყაენმა ან თ...


Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.