Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » ივლისი » 9 » ტორტი "ოპერა"
11:26 AM
ტორტი "ოპერა"
მასალა:

ბისკვიტისათვის:

110 გრამი ნუშის ფქვილი (წმინდად დაფქული);
110 გრამი შაქარი;
60 გრამი კვერცხის გული;
200 გრამი კვერცხის ცილა;
80 გრამი კვერცხი (მთლიანი);
75 გრამი შაქარი;
10 გრამი ხსნადი ყავა;
80 გრამი ფქვილი;
შოკოლადის ვისკიანი განაში:

300 გრამი რძე;
75 გრამი ნაღები;
250 გრამი შოკოლადი;
10 გრამი ხსნადი ყავა;
125 გრამი კარაქი;
25 გრამი ვისკი;
მინანქარი:

250 გრამი ნაღები;
250 გრამი შოკოლადი 70% -იანი;
100 გრამი გლუკოზა;
50 გრამი მდნარი შაქარი 70% -იანი;
დასანამად ყავა;
კრემი:

100 გრამი კვერცხის გული;
375 გრამი კარაქი;
185 გრამი შაქარი;
60 გრამი წყალი;
ბისკვიტის მომზადება:

ცილას (ოთახის ტემპერატურის) დავაყაროთ შაქარი და ამოვიყვანოთ ბეზე.

კვერცხის გულები და კვერცხი გავაერთიანოთ და ჩანგლით ავთქვიფოთ. ჯამში მოვათავსოთ ნუშის ფქვილი და შაქარი. კარგად ავურიოთ ერთმანეთს . დავუმატოთ კვერცხიანი მასა და ყავა. ეს ყველაფერი მიქსერით კარგად ავთქვიფოთ. მერე ნელ ნელა პორციებად შევურიოთ ბეზე დაბლიდან მაღლა ამორევის პრინციპით. მერე კი დავაცრათ ფქვილი.

საცხობ დაფაზე დავაფინოთ საცხობი ქაღალდი და ორ თანაბარ ფენად გამოვაცხოთ 210 გრადუსზე ( უკვე ცხელ ღუმელში) 5 წუთი.

კრემი:

კვერცხის გულები ავთქვიფოთ მიქსერით კარგად. წყალი და შაქარი მივიყვანოთ 121 გრადუსამდე და ჩავასხათ წვრილ ხაზად კვერცხის გულებს . დავუმატოთ ყავა და ვთქვიფოთ სრულ გაციებამდე. მერე კი ნელ ნელა შევურიოთ კრემივით დარბილებული კარაქი .

ვისკიანი განაშის მომზადება:

რძე და ნაღები ავადუღოთ. გადმოვდგათ ცეცხლიდან და დავუმატოთ შოკოლადი. ვაცადოთ რომ შოკოლადი გადნეს . მერე კი თბილ განაში ჩავაგდოთ კარაქი . სრულიად რომ გაცივდება დავუმატოთ ვისკი

ზემოდან მოსასხმელი მინანქარი (გლაზური):

ნაღებში ჩავასხათ თხევადი შაქარი და ჩავყაროთ გლუკოზა ) ავადუღოთ.

გადმოვდგათ ცეცხლიდან და ჩავყარყაროთ შოკოლადის ფილები

თხევადი შაქრის მომზადება:

70 გრამ შაქარს დავასხათ 30 გრამი წყალი და გავაკეთოთ სეროფი

აწყობა:

გასახსნელ ოთკუთხედ ან მრგვალ ფორმაში მოვათავსოთ ბისკვიტის პირველი ფენა. დავნამოთ ყავით და წავუსვათ კრემი. მერე დავადოთ ბიკვიტის მეორე ფენა დავნამოთ . მოვასხათ შოკოლადის ვისკიანი განაში. მერე ისევ კრემის ფენა და ბოლოს გლაზური. გაჭრამდე შევდოთ მაცივარში რამოდენიმე საათი.
კატეგორია: კულინარია | ნანახია: 1542 | დაამატა: balu | ტეგები: ტორტი ოპერა, tortis kremi, tortis gaketeba, torti opera, martivad mosamzadebeli kremi, rogor davamaxsovro surati | რეიტინგი: 2.0/1
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.