Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2015 » იანვარი » 3 » ბენ კინგსლის 10 საუკეთესო ფილმი
12:09 PM
ბენ კინგსლის 10 საუკეთესო ფილმი
შესანიშნავმა ბრიტანელმა მსახიობმა ბენ კინგსლიმ დაამტკიცა, რომ მას არაჩვეულებრივად შეუძლია ყველანაირი როლის თამაში, ნაცისტური სამხედრო დამნაშავით დაწყებული, ებრაელთა ჰოლოკოსტის გადარჩენილითა თუ ბრიტანული წიგნის მაღაზიის მფლობელით დამთავრებული. თუმცა, ბევრ მაყურებელს მისი დანახვა მუდამ გაახსენებს მის „განდის“, რომელმაც მას ოსკარი და კრიტიკოსთა და მაყურებელთა მარადიული პატივისცემა მოუტანა. წარმოგიდგენთ 10 გამორჩეულ ფილმს ბენ კინგსლის მონაწილეობით: 1. EXODUS: GODS AND KINGS – ექსოდუსი: ღმერთები და მეფეები რიდლი სკოტის ეპიკური სათავგადასავლო დრამა, რომელიც ახლახანს გამოჩნდა დიდ ეკრანებზე. იგი ბიბლიურ მოტივებზეა აგებული და მოსეს მიერ ებრაელთა ეგვიპტიდან წამოყვანაზე მოგვითხრობს. ფილმს შესანიშნავი ქასთი ჰყავს: კრისტიან ბეილი, ბენ კინგსლი, ჯოელ ედგერტონი, აარონ პაული და სხვა. 2. THE BOXTROLLS – ყუთი-ტროლები ყუთი-ტროლები, ეს მოხერხებული, ცელქი არსებები არიან, რომელთაც აღზარდეს ადამიანი – ობოლი ბიჭი სახელად ეგზი. ხოლო როცა ბოროტი არჩიბალდი, რომელსაც ბენ კინგსლი ახმოვანებს, გადაწყვეტს ყუთი-ტროლების განადგურებას, ეგზი შეიმუშავებს გაბედულ გეგმას მათ გადასარჩენად. 3. HUGO – დროის დარაჯი hugo_clipautomaton_hd ოსკარის მფლობელი რეჟისორის – მარტინ სკორსეზეს პირველი 3D ფილმი. იგი ბრაიან სელზნიკის ბესტსელერს, „ჰუგო კარბეტის გამოგონებას“ ეფუძნება, რომელიც მოგვითხრობს ჰუგოს საოცარ თავგადასავალს, რომელიც მამისგან დანატოვარ საიდუმლოს ამოხსნის და იპოვის უსაფრთხო და თბილ ადგილს, რომელიც მისი ოჯახი გახდება. 4. SHUTTER ISLAND – შეშლილთა კუნძული ASHECLIFFE მარტინ სკორსეზეს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული დეტექტიური ტრილერი ლეონარდო დიკაპრიოს მონაწილეობით. სასამართლოს აღმასრულებლები საქმის გამოსაძიებლად მიემგზავრებიან კუნძულზე, სადაც ფსიქიატრიულ კლინიკაში მსოფლიოში ყველაზე საშიში, შეშლილი დამნაშავეები არიან. ამ დაწესებულების ხელმძღვანელის როლს კი ბენ კინგსლი ასრულებს. 5. YOU KILL ME – მომკალი youkillme_4 ფრენკს მოსწონს თავისი სამუშაო. იგი დაქირავებული მკვლელია, თუმცა ერთხელაც, სიმთვრალის გამო საქმეს ვერ შეასრულებს. იგი გადაწყვეტს, განიკურნოს ალკოჰოლიზმისაგან და სიყვარულის პოვნასთან ერთად ძველ სამსახურსაც ივიწყებს, მაგრამ მას ჯერ კიდევ აქვს დაუსრულებელი საქმე შესასრულებელი. 6. PHOTOGRAPHING FAIRIES – ფერიებთან ხუმრობა არ ვარგა photographing fairies - cinema quad movie poster (1).jpg ეს სასიამოვნო რომანტიკული ფანტასტიკაა. იგი ერთ-ერთია იმ ორ ფილმს შორის, რომელიც 1997 წელს გადაიღეს იმ ზღაპარზე დაფუძნებით, რომლის მიხედვითაც 1917 წელს, 2 ბიძაშვილი ამტკიცებს, რომ მათ ფოტოზე დააფიქსირეს მათ ბაღში მოცეკვავე ჯადოსნური ციცქნა არსებები. 7. ELEGY – ელეგია 2008_elegy_007 ფილიპ როთის ნოველის „მომაკვდავი ცხოველის“ ადაპტაცია იზაბელ კოიშეტის რეჟისორობით. ფილმი მოგვითხრობს ურთიერთობის შესახებ მეტად პატივსაცემ პროფესორსა (ბენ კინგსლი) და მის მომხიბვლელ სტუდენტს (პენელოპე კრუზი) შორის. 8. SEARCHING FOR BOBBY FISCHER – ბობი ფიშერის ძიებაში searching-for-bobby-fischer ეს ფილმი ეფუძნება ნამდვილ ისტორიას ჭადრაკის გენიოსის ჯოშუა ვაიცკინის შესახებ. ჯოში ჩვეულებრივი ბავშვია, რომელიც ჭადრაკის გენიოსობის ნიშნებს გამოავლენს. მამას მისი ჩემპიონობა სურს და დაიქირავებს მწვრთნელს (ბენ კინგსლი), რომელიც მას ბობი ფიშერის მეთოდით ასწავლის, თუმცა, ჯოში მალე იღლება ყოველივე ამით. 9. SCHINDLER’S LIST – შინდლერის სია schindlers_list_18 ეს არის სტივენ სპილბერგის კლასიკა, ნამდვილი ისტორია გერმანელი ბიზნესმენის ოსკარ შინდლერის შესახებ, რომელიც ნაცისტური პარტიის წევრი იყო და II მსოფლიო ომის დროს სიკვდილს გადაარჩინა 1100 ებრაელი. „შინდლერის სია“ აკადემიის დაჯილდოებაზე 12 ნომინაციაში იყო წარდგენილი, რომელთაგანაც 7 მოიგო. 10. GANDHI – განდი still-of-candice-bergen-and-ben-kingsley-in-gandhi-(1982)-large-picture რიჩარდ ატენბოროს ოცნება იყო, დიდ ეკრანებზე გადმოეტანა ინდოელი პოლიტიკოსისა და სულიერი ლიდერის მაჰათმა განდის ცხოვრება. ფილმი ძალიან წარმატებული აღმოჩნდა. მან ოსკარის 8 ნომინაციაში გაიმარჯვა. მათ შორის, ბენ კინგსლიმაც მიიღო ოსკარი მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის.
კატეგორია: ეს საინტერესოა | ნანახია: 1593 | დაამატა: balu | ტეგები: ბენ კინგსლის 10 საუკეთესო ფილმი | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.