Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » სექტემბერი » 9 » G წერტილის მდებარეობა
4:28 PM
G წერტილის მდებარეობა
წლების წინ G წერტილი გინეკოლოგებისთვის საკმაოდ გაურკვეველ თემას წარმოადგენდა, დღეისთვის კი მეცნიერების ნაწილის მტკიცებით გრაფენბერგის (G) წერტილის მოძებნა და რეალურად მისი დანახვა შესაძლებელია. G წერტილი მდებარეობს საშოს წინა კედელზე სიღრმეში, აქვს მარცვლოვანი შენება და წარმოდგენილია ერექტიული ქსოვილით. G წერტილი მონაწილეობს საშოს აწევაში სექსუალური აგზნების დროს. მეცნიერების ნაწილი კი ისევ მიიჩნევს, რომ ერთეული კვლევები არ არის სარწმუნო და ჯერ კიდევ ძნელია G წერტილის ანატომიურ მნიშვნელობაზე მსჯელობა.

როგორც ქალები (რომლებიც G წერტილით განიცდიან ორგაზმს) აღწერენ: G წერტილი არის საშოს წინა კედელზე მდებარე პატარა ნუშის ფორმის და ზომის ამოზნექილი ნაწილი, ორგაზმის დროს ეს ადგილი მკვრივდება და იბურცება.

ექიმი გინეკოლოგი Ostrzenski -ის მტკიცებით მას შეუძლია G წერტილის აღმოჩენა, ვინაიდან მან ჩაატარა კვლევები გარდაცვლილ ქალებზე, დისექციის დროს მან აღმოაჩინა, რომ G წერტილი წარმოადგენდა პატარა ტომსიკის ფორმის შემოსაზღვრულ ობიექტს, მისი გახსნის შედეგად აღმოაჩინა მოცისფრო ფერის მარცვლოვანი შენების ქსოვილი, რომელსაც ყურძნის მტევანს ამსგავსებს. მისი მტკიცებით ამ უბნის აღმოჩენა შეიძლება სპეციფიურ პირობებში და ნებისმიერი გვამის გაკვეთით მსგავსი შედეგი ვერ მიიღება.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ G წერტილი არის პროსტატის შესაბამისი ორგანო ქალებში. G წერტილს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ქალის სექსუალური სიამოვნების კუთხით, როგორც ქალები აღწერენ G წერტილით განცდილი ორგაზმი ყველაზე ინტენსიური და სასიამოვნო მოვლენაა. ყველა ქალს არ შეუძლია G წერტილის სტიმულაციით გამოწვეული ორგაზმის განცდა.
კატეგორია: მედიცინა | ნანახია: 1514 | დაამატა: balu | ტეგები: ქალის G წერტილი, რა არუს G წერტილი?, G წერტილი, სად არის G წერტილი, G wertili, G წერტილის პოვნა, sad aris g wertili? | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.