Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » ისტორია

ძველი ლეგენდები ვაზის კულტურის წარმოშობის შესახებ

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1172/თარიღი: 2013-03-24

თავისი კაპიტალური ნაშრომის, "საქართველოს ეკონომიური ისტორიის” მეორე ტომის დასკვნით ნაწილში აკად. ივ. ჯავახიშვილი წერდა: "უხვი ამპელოგრაფიული და მევენახეობის ტერმინოლოგია, ვაზ-ყურძნის ჯიშების სიმრავლე, ისევე როგორც მათი სახელების აღმნიშვნელობით გამომჟღავნებული დაკვირვების ნიჭი, ქართული ვაზ-ყურძნის ჯიშების მაღალხარისოხვან თვისებებთან ერთად სრულ უფლებას აძლევს მკვლევარს დაასკვნას, რომ ძველ საქართველოში მევენახეობა უაღრესად განვითარებული ყოფილა. "დაბადებაში” აღბეჭდილს ძველ ებრაულ გადმოცემას, როგორც ვიცით, მეურნეობის ამ დარგის სამშობლოდ ამიერკავკასია მიაჩნია. რაკი ამ წიგნში უადგილობის გამო, მეღვინეობის განხილვა ვერ მოთავსდება, ამის გამო საბოლოო მსჯელობაც მევენახეობა-მეღვნეობის თავდაპირველ სამშობლოზე უნდა შემდეგი წიგნისათვის გადაიდოს, მაგრამ თუ კაცობრიობის კულტურის ამ დარგის თავდაპირველ სამშობლოზე ჯერ მოსაზრების გამოთქმა არ შეიძლება, ყველაფერი რაც ამ წიგნში გამოირკვა, ხომ მაინც ცხადჰყოფს, რომ მევენახეობის ერთ მთავარ ცენტრთაგან უცილობლად საქართველოც უნდა იქნეს მიჩნეული (გვ. 602-603).


ძველი და ახალი ქართული სადღეგრძელოები.მათი განვითარების საფეხურები

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1422/თარიღი: 2013-03-24

ცნობილი ამბავია, რომ საუკუნეების წინ, საქართველოში სადღეგრძელოების უმეტესობა იყო ძალიან მოკლე და ხშირად სულ რამდენიმე სიტყვიანი. თუმცა, როგორც წესი, მათი შინაარსი უფრო ტევადი და მრავლისმთქმელი იყო, ვიდრე დღევანდელი გაწელილი და ფაქტიურად არაფრისმთქმელი სადღეგრძელოები.


ვამპირები – მითი თუ რეალობა?

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1189/თარიღი: 2013-03-24

რას წარმოადგენენ ისინი?
ლეგენდები მათი სისხლიანი "მოღვაწეობის” შესახებ მრავლად არსებობს. ამ მოვლენას შუა საუკუნეების ეკლესიის მსახურნი სერიოზულად იკვლევდნენ. მანუსკრიპტში (ძველი ხელნაწერები) – "ეშმაკის ძალის ინდექსი”, ვამპირიზმის შესახებ ამომწურავი ინფორმაციაა მოცემული:”ეს არის ეშმაკის მიერ გაცოცხლებული, საფლავიდან ამომძვრალი ადამიანის გვამი. იგი ღამით იჭრება მძინარე ადამიანთან, გუდავს მას და სისხლს წოვს ყელიდან. მათი მსხვერპლიც შემდგომში ვამპირი ხდება”


აქემენიდთა ოქროს საიდუმლო

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1169/თარიღი: 2013-03-24

მრავალი საუკუნის წინათ, ჯერ კიდევ ქრისტესშობამდე რამდენიმე საუკუნით ადრე, ახლო და შუა აღმოსავლეთს აქემენიდთა დინასტიის სპარსი მეფეები განაგებდნენ, ტიპიური აღმოსავლელი დესპოტები. მათი გვარი ძველი ძლევამოსილი დამპყრობლისგან – აქემენისგან იღებდა სათავეს. ამ დინასტიის არაერთმა წარმომადგენელმა მნიშვნელოვანი კვალი დატოვა ისტორიაში. მარტო კიროსისა და დარიოს III-ის ხსენება რად ღირს? აქემენიდთა გვარი დაახლოებით ორასი წელი მბრძანებლობდა (ძვ.წ.აღ. 559-390) და მათ არსებობას ბოლო ალექსანდრე მაკედონელმა მოუღო. სპარსელები ბერძნებთან ომში დამარცხდნენ. ბერძენთა არმიას ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდა, მაგრამ სახელგანთქმული მხედართმთავარი – ალექსანდრე დიდი წინამძღოლობდა.


მადრიდის რეალის ისტორია

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1039/თარიღი: 2013-03-24

მდინარე მანსანარესის სანაპირო, პრადოდან მომავალი გზა პუერტო დე იეროს სახელით ცნობილი ადგილი, მონკოლოა… გასული საუკუნის დასაწყისში, ვილია დე ოსოს ნებისმიერი თავისუფალი ტერიტორია შეიძლებოდა იმპროვიზირებულ მოედნად ქცეულიყო, სადაც ფეხბურთის მოყვარულები ბურთს დიდი ემოციით, თავდაუზოგავად დასდევდნენ. სწორედ აქ გამართული შეხვედრები იქცა კასტილიური ფეხბურთის განვითარების საფუძვლად. სადღაც, 1886-1887 წლებში "ფუტბოლ სკაი”(ფოოტ ბალლ სკყ) ჩაისახა, რომელიც საფეხბურთო კლუბ, "მადრიდის” წინამორბედად ითვლება, თუმცა ამ უკნასკნელის დაარსების ოფიციალურ თარიღად, 1902 წელს მიიჩნევენ. ეს გახლდათ ფუნდამენტი, რომლის ავტორებიც პადროსი, პალასიოსი, გოროსტისაგა, მენდია, ბარელა და ნეირა იყვნენ. გავა წლები და უკვე "სამეფო კლუბად” წოდებული "რეალი” ყველაზე მაღალ საფეხბურთო მწვერვალებს დაიპყრობს, მილიონობით ქომაგს გაიჩენს და უკვე მე-20 საუკუნის მიწურულს, ყველაზე ტიტულოვან ევროპულ გრანდად იქცევა.


კონფუცი,ჩინეთის უდიდესი მოაზროვნე

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1152/თარიღი: 2013-03-24

ონფუცი (ჩინ. 孔子 ან 孔夫子; დ. 28 სექტემბერი, ძვ. წ. 551 , ციუიფუ – გ. ძვ. წ. 479) – ჩინელი ფილოსოფოსი. მისმა სწავლებამ დიდი გავლენა იქონია ჩინეთსა და აღმოსავლეთ აზიაზე. მისი ნამდვილი სახელია – კუნი, მაგრამ ლიტერატურაში ხშირად მოხსენიებულია, როგორც კუნ-ცზი, კუნ ფუ-ცი ("მასწავლებელი კუნი”) ან უბრალოდ ცზი – "მასწავლებელი”. (ამის მიზეზია ის, რომ კონფუცი უკვე 20 წლის ასაკში ცნობილი მასწავლებელი იყო).


კატანა – სამურაის ხმალი

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1109/თარიღი: 2013-03-24

ალბათ გინახავთ აზიურ ფილმებში რა სასწაულებს აკეთებენ სამურაის ხმლით იგივე კატანით (Katana) , ერთი ხმლის მოქნევით მოწინააღმდეგე მთლიანად ლიკვიდირებულია. გაგიკვირდებათ და არაფერი არ არის გადამეტებული. ერთი ხმლის მოქნევით ნამდვილად შესაძლებელია ადამიანი თავის გარეშე დავტოვოთ და უფრო მეტიც სულ თავისუფლად ჭრის შუაზე სხვა დანარჩენ ფოლადის ხმლებს.


რა არის ინტერნეტი?

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 751/თარიღი: 2013-03-24

ინტერნეტი (Internet) არის "მსოფლიო-ქსელი”, ერთმანეთზე მიერთებული კომპიუტერების საჯაროდ ხელმისაწვდომი ქსელი. ინტერნეტს, ზოგჯერ ეძახიან, უბრალოდ "ქსელს”(The Net), ანუ ქსელთა ქსელს, სადაც მომხმარებლებს, თუ მათ აქვთ უფლებები, შეუძლიათ ნებისმიერი კომპიუტერიდან მიიღონ ინფორმაცია. ინტერნეტი აღნიშნავს გლობალურ კომპიუტერულ ქსელს, რომელიც ეფუძნება IP პროტოკოლს და პაკეტთა მარშრუტიზაციას. ინტერნეტი ქმნის გლობალურ საინფორმაციო სივრცეს და წარმოადგენს მსოფლიო ქსელის საფუძველს.


შუა საუკუნეების ქართული მინა

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1053/თარიღი: 2013-03-24

შუა საუკუნეების ქართული მინა და მინის ჭურჭელი მოიცავს საქართველოს ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად ან შემთხვევით გამოვლენილ ფეოდალური ხანის მინის მასალის ჭურჭელს, რომლებიც პირველიდან XVIII საუკუნემდე პერიოდს განეკუთვნება. ტერმინი მოიცავს არა მარტო საქართველოში ადგილობრივ ნაწარმს, არამედ ახლო აღმოსავლეთიდან და ევროპიდან შემოტანილ მინის ჭურჭელსაც. ამ დარგში ადგილობრივი ხელოსნობის არსებობის შესახებ ქართული წერილობითი წყაროები თითქმის არაფერს იტყობინებიან. არაფერია ნათქვამი უცხოურ წყაროებშიც, თუმცა გათხრებმა და სხვა არაპირდაპირმა წყაროებმა საქართველოს ტერიტორიაზე მრავლად გამოავლინა არა მარტო მინის ჭურჭელი, არამედ მინის საწარმოებიც. 


O.K.–ს წარმოშობის ისტორია

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 836/თარიღი: 2013-03-24

O.K. აღიქმება, როგორც სიმბოლო, რომელიც ნიშნავს, „ყველაფერი წესრიგშია"


მოდის ისტორია

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 828/თარიღი: 2013-03-24

ვის უნდა ვუმადლოდეთ იმას, რომ დღეს მოდა საერთოდ არსებობს?! – რა თქმა უნდა…

„მეფე-მზე" ლუდოვიკო მეთოთხმეტეს. იმ დროს საფრანგეთში ოქროს ხანა იყო – დიდებული ცერემონიები, ყოველდღიური ზეიმები და მეჯლისები, ფუფუნება და ზრუნვა ახალ ტანსაცმელზე. ლუდოვიკო მეთოთხმეტეს დაწყებული საქმე მარია-ანტუანეტამ განაგრძო", რომელიც საფრანგეთში ავსტრიიდან ჩამოვიდა და გადაწყვიტა, თავისი ჩაცმულობით ყველა გაეკვირვებინა. დედოფლისთვის ახალ-ახალ კაბებს კარის მკერავი როზა ბერტენი ქმნიდა, რომელსაც მოგვიანებით „მოდის მინისტრის" ტიტული მიანიჭეს. სწორედ როზა ბერტენის ქმნილებაა სახელგანთქმული კრინოლინი. ასევე, წარმოუდგენელი სიმაღლის და „არქიტექტურის" ვარცხნილობები, რომელშიც მარტო ყვავილებს კი არა, არამედ ბაფთებს, ლენტებს, ძვირფასეულობას, მინიატურულ ხომალდებს და წისქვილსაც კი იპოვიდით. ბერტენის შემდეგ დაიწყო ის ეპოქა, როცა მკერავები უბრალოდ მკერავები კი არ იყვნენ, არამედ ნელ-ნელა „კუტიურიეებად" იქცნენ. მაგალითად, მადამ ბერტენის შეკერილი კაბა იმაზე ოცჯერ მეტი ღირდა, ვიდრე იმდროინდელი მკერავის წლიური შემოსავალი.


ქრისტიანობა საქართველოში

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 800/თარიღი: 2013-03-24

საქართველოში ქრისტიანობის გავრცელება I საუკინიდანვე იწყება და პირველი მოციქულებად თვით იესო ქრისტეს მოწაფეები წმინდა ანდრია პირველწოდებუი, სვიმონ კანანელი და სხვა წმინდანები გვხვდება. სვიმონ კანანელი საქართველოში გარდაიცვალა და აქვეა დაკრძალული ანაკოფიაში. საქართველოში გაქრისტიანება წმინდა ნინოს სახელს უკავშირდება. წმინდა ნინო წარმოშობიტ რომის იმპერიის აღმოსავლეთ პროვინციიდან, კაბადოკიიდან იყო. წყაროების საშვალებით ვიგებთ, რომ ნინოს მშობლები წარჩინებულთა გვარიდან იყვნენ. 12 წლის იყო ნინო, როცა მისმა მშობლებმა ყველაფერი გაყიდეს და ქვრივ-ობლებს დაურიგეს. მამა ბერად აღიკვეცა, თვითონ ნინო კი დედასთან ერთად იერუსალიმში ჩავიდა, იქ შეიტყო, რომ ქრისტეს ჯვარცმის შემდეგ, მისი სამოსელი (კვართი) წილად ხვდა მცხეთელ მოქალაქეებს, რომლებსაც იგი საქართველოში წაუღია და მცხეთაშია დაფლული.
ნინო საქართველოში შემოვიდა, აქ დაესწრო წარმართი ღვთაებების არმაზისა და გაცი-გაიმის დღესასწაულს. ნინოს ლოცვა-ვედრების შემდეგ მეხი დაატყდება ამ კერპებს და დაამსხვრევს მათ. იგი იწყებს ავადმყოფების განკურნებას და ქრისტეს მცნების ქადაგებას. ნინომ მოარჩინა მძიმე სენით შეპყრობილი დედობალი ნანა და გააქრისტიანა. ქართლის მეფე მირიანი თავიდან ეჭვით უყურებდა ახალ რელიგიას, ვიდრე სასწაულის მოწმე არ გახდა. ეს სასწაული მოხდა მთხოთის მთაზე. ამის შემდეგ ქართლის მეფემ იწამა ნინოს სარწმუნოების ჭეშმარიტება და თვითონაც მოინათლა. ეს მოხდა 326 წელს ანუ IV საუკუნეში.


« 1 2 ... 6 7 8 9 10 »
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.