Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » სექტემბერი » 16 » ფსიქოლოგიური ტესტი: რამდენად გაქვთ თქვენი პარტნიორის მოსმენის უნარი? საკი
10:10 PM
ფსიქოლოგიური ტესტი: რამდენად გაქვთ თქვენი პარტნიორის მოსმენის უნარი? საკი
2 სვამთ თუ არა დამატებით შეკითხვებს მამაკაცთან ამა თუ იმ თემაზე საუბრის დროს?

ა) დიახ, ყოველთვის;

ბ) ზოგჯერ, როცა არ ვეთანხმები;

გ) არასოდეს.

3 პარტნიორთან საუბრის შემდეგ შეგიცვლიათ თუ არა მასზე აზრი?

ა) დიახ, ხშირად;

ბ) ზოგჯერ;

გ) არასოდეს.

4 როდესაც მასთან საუბრობთ:

ა) თქვენ უფრო მეტს საუბრობთ;

ბ) ის უფრო მეტს საუბრობს;

გ) ორივე თანაბარი დოზით საუბრობთ.

5 მას სურს ისეთ თემაზე საუბარი, რომელიც არ გაინტერესებთ, ან ცდილობს გაგიზიაროთ პრობლემა რომელიც თქვენ არ გეხებათ, თქვენ:

ა) ფიქრობთ, რომ უაზრო დროის ხარჯვაა;

ბ) ფიქრობთ, რომ საშუალება მოგეცათ მასზე იმოქმედოთ;

გ) გინდათ რომ დაეხმაროთ.

6 რომელ მოსაზრებას იზიარებთ:

ა) რთულ პრობლემებზე საუბარი მხოლოდ სპეციალისტს შეუძლია;

ბ) ყველას შეუძლია საკუთარი აზრის გამოთქმა;

გ) პრობლემებზე მოსაუბრედ ყოველთვის სპეციალისტები არ გამოდგებიან.

7 თუ ყველაფერი ვერ გაიგეთ რაც თქვენმა პარტნიორმა თქვა, როგორ იქცევით?

ა) გააჩერებთ და შეეცდებით გაარკვიოთ რა თქვა;

ბ) დაიმახსოვრებთ რაც ვერ გაიგეთ და საუბრის ბოლოს კითხავთ;

გ) საბოლოო ჯამში თქვენთვის ყველაფერი გასაგებია.

8 როდესაც სტუმრად ხართ და საუბარს იწყებთ:

ა) არავინ გისმენთ;

ბ) ყველა ჩუმდება და გისმენთ;

გ) არ ხართ საუბრის ინიციატორი.

9 იცით რა ხდება საზოგადოებაში იმიტომ რომ:

ა) უყურებთ ტელევიზორს;

ბ) უსმენთ რადიოს;

გ) კითხულობთ გაზეთებს.

10 შეგიძლიათ თუ არა გაიმეოროთ ახალი ამბავი ან სიმღერა, რომელიც დილით ტელევიზიით მოისმინეთ?

ა) დიახ, ყოველთვის;

ბ) შემიძლია, მაგრამ უნდა გავიხსენო;

გ) არ შეგიძლიათ გახსენება.

11 სამსახურში მისვლამდე ზოგჯერ გჩვევიათ თუ არა სიმღერის ღიღინი?

ა) დიახ, როგორც წესი ერთსადაიმავე სიმღერას;

ბ) დიახ, სხვადასხვა სიმღერას;

გ) არასოდეს.

შეაჯამეთ ქულები:

ა) ბ) გ)

1 2 3

2 3 1

2 3 1

1 2 3

1 2 3

1 2 3

3 3 1

2 3 1

3 3 1

3 2 1

2 3 1

13 ქულამდე: გიჭირთ პარტნიორის მოსმენა და გირჩევნიათ თვითონ ისაუბროთ. ფრთხილად იყავით, მამაკაცებს არ უყვართ ქალბატონები, რომლებიც ბევრს ლაპარაკობენ. თუ გნებავთ რომ მამაკაცს მოეწონოთ, აუცილებლად უნდა ისწავლოთ მოსმენა. სხვა შემთხვევაში, რამდენიმე შეხვედრის შემდეგ დაგეკარგებათ.

14 - 25 ქულამდე: თქვენ ნორმალურად შეგიძლიათ ადამიანის მოსმენა და არ განიხილავთ თქვენს საუბარს პარტნიორთან , როგორც ურთიერთობის მთავარ საყრდენს. გახსოვდეთ, მამაკაცებს უყვართ საკუთარ თავზე ლაპარაკი. უსმინეთ დაინტერესებული სახით.

26 ქულა და მეტი: თქვენ გაგაჩნიათ ქალისთვის იშვიათი ჩვევა, რაც თქვენი უპრატესობაა. უსმენთ პარტნიორს ყურადღებით და საუბრობთ ზომიერად. თქვენთან საუბარი ნებისმიერი მამაკაცისთვის დიდი სიამოვნებაა. იცით მამაკაცების გაგება - ეს ქალისთვის ძალიან დადებითი თვისებაა, რომელიც უნდა შეინარჩუნოთ.
კატეგორია: ადამიანი | ნანახია: 889 | დაამატა: balu | ტეგები: ფსიქოლოგიური ტესტი: რამდენად გაქვთ | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.