Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » მარტი » 24 » 16 Share ბენზინის ეკონომია – 17 უბრალო ხერხი
3:36 PM
16 Share ბენზინის ეკონომია – 17 უბრალო ხერხი
მართალია, ნავთობიმპორტიორებმა საწვავი ჩვენს ქვეყანაში ბოლო დღეებში 5-5 თეთრით გააიაფეს, და ამის შესახებ რიხიანად გაავრცელეს ანონსები, მაგრამ აბსოლიტურად უმნიშვნელოა ეს გაიაფება, საწვავის ზოგადი სიძვირის ფონზე. ბენზინის ფასი მაინც ძლიერად "ურტყამს” აბსოლიტურად ყველა ავტომფლობელის ჯიბეს. ასე რომ, გავეცნოთ საწვავის ხარჯის შემცირების შესახებ რჩევებს. 17 რეკომენდაციას გთავაზობთ და აქედან ნახევარი მაინც რომ გამოგადგეთ, ვფიქრობ, ეკონომია შესამჩნევი იქნება.

1.ნორმალურ მდგომარეობაში გყავდეთ მანქანა. ბენზინის ეკონომიაზე ფიქრს მაშინ აქვს აზრი, როცა მანქანის აბსოლიტურად ყველა ძირითადი კვანძი და დეტალი გამართულია;
2.სანამ სახლიდან გახვალთ, მოძრაობის ყველაზე მოკლე გზის ზუსტი გეგმა შეადგინეთ, ზედმეტი სიარულის და საწვავის ხარჯვის ტავიდან ასაცილებლად ;
3.გამოყენეთ კონდიციონერი ეკონომიურად. არასოდეს არ ჩართოთ იგი, როცა მინები ჩაწეულია;
4.მაღალ სიჩქარეზე მოძრაობისას, აწიეთ მინები, ღია ფანჯრები დამატებითი წინაღობის მიზეზია და საწვავის ხარჯს ზრდის; მაღალ სიჩქარეზე, ღია ფანჯრებმა შეიძლება კონდიციონერზე მეტი საწვავი დახარჯოს;
5.შეამოწმეთ საბურავებში წნევა. ძლიერად დაბერილ საბურავებს საწვავის გამოყენების ეფექტურობის შემცირება შეუძლია, ისევე, როგორც ზედმეტად დაშვებულს;



6.ბევრი საწვავი იხარჯება საცობში. თუ შესაძლებელია, იარეთ ისეთ დროს, (ადრე გამოდით, სამსახურში წასასვლელად) რომ გზებზე შეფერხებებს აერიდოთ;
7.დააცარიელეთ მანქანა ისეთი ნივთებისგან, რომელსაც არ იყენებთ. მაგალითად, მოცურებისსაწინააღმდეგო ჯაჭვი ზაფხულში არ გჭირდებათ; ასევე, აგარაკზე თუ დატვირთული მანქანით წახვალთ, ეს საწვავის ხარჯზეც აისახება.
8.გაჩერებების დროს, რაც შეიძლება ნაკლებად გქონდეთ ძრავა ჩართული. მაგალითად, თუ იცით, რომ 5 წუთზე მეტხანს მოგიწევთ ლოდინი, ჩააქრეთ მანქანა;
9.არ უნდა მანქანას დიდხანს გახურება. ეს განსაკუთრებით ახალ მანქანას ეხება. თანამედროვე ავტომობილები მეტწილად, ადაპტირებულია "გრილ დაძვრაზე”.



10.თუ არ არის აუცილებლობა, არ იაროთ მაღალი სიჩქარით, ძრავის მაღალ ბრუნვებზე.
11.საერთოდ, მიეჩვიეთ ზომიერი სიჩქარით მოძრაობას.
12.ერიდეთ მკვეთრ დამუხრუჭებას და აჩქარებას. გაჩერების მერე, დაივიწყეთ გვერდითა მძღოლთან კონკურენცია და სიჩქარე აიღეთ ნელა და თანაბრად. სწრაფ სიარულს გაცილებით ბევრი საწვავი სჭირდება.
13.არ არის საჭირო ძვირადღირებული ბენზინის ჩასხმა (თუ თქვენი მანქანის მწარმოებელი არ იძლევა მითითებას, რომ სპეციფიური საწვავი უნდა). ჩვეულებრივ რეგულარზე მანქანების უმეტესობა მშვენივრად დადის.

14.ბუქსირების დროს ნუ გამოიყენებთ მაღალ ბრუნვებს. სცადეთ რბილად გაიაროთ ტალახიანი (თუ მოყინული) ადგილი; 15.დაანებეთ თავი მეგობრების სახლებში დარიგებას დაბადების დღეების მერე, ვიღა იქცევა ასე - მიიყვანეთ მეტრომდე ან ავტობუსის გაჩერებამდე, სრულიად საკმარისია.
16.ჩვევად აქციეთ, ახლო მანძილზე, იაროთ ფეხით;



17.და ბოლოს, თუ შეგიძლიათ, იყიდეთ მცირელიტრაჟიანი მანქანა. გადავიაროთ ეს კრიზისული პერიოდი და დიდი ზომის მანქანაზე თქვენთან ერთად მეც სიამოვნებით გადავალ.



იმედია, რჩევები გამოგადგებათ, ისღა დამრჩენია, თქვენს მანქანას რაც შეიძლება მოკრძალებული მადა ვუსურვო.
კატეგორია: ავტო | ნანახია: 984 | დაამატა: balu | ტეგები: 16 Share ბენზინის ეკონომია – 17 უბრ | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.