Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » მარტი » 30

თავადი ვასილ ჯორჯაძე

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 884/თარიღი: 2013-03-30

სპეციალურ ღილაკზე თითს დააჭერ და მაგიდის უჯრებიდან ამოდის ტელეფონი ან საბეჭდი მანქანა, გააჩნია რომელი გჭირდება.

მაგიდის ორივე მხარეს მრგვალი, მბრუნავი თაროებია წიგნებისთვის. ტიხრებზე ანბანური რიგის მიხედვით ლითონის ასოებია მიმაგრებული. საინტერესო დიზაინია. დღეს ეს არავის უკვირს, თუმცა გასაკვირია რომ ეს ორიგინალური კარადა საუკუნენახევრისაა და დღესაც არსებობს. მისი ავტორი ვასილ ჯორჯაძეა. ეს სახელი და გვარი ძველისძველ გაზეთებში თუ შეგხვდებათ – პეტერბურგში, ოდესაში, კიევსა და თბილისში მინიჭებული ჰქონდა კავკასიის პირველი ველომრბოლელის წოდება. გაზეთში "ველოსიპედისტი” დაიბეჭდა ცნობა იმის შესახებ, რომ ვასილ ჯორჯაძემ მოაწყო ველორბოლა მარშრუტზე სტავროპოლი-ვლადიკავკაზი-ალავერდი და დაიმსახურა ოქროს თასი. გაზეთი იმასაც იუწყებოდა, რომ თავადმა ჯორჯაძემ სიხარულით მიიღო ჯილდო და მაშინვე გადაიხადა საფასური ველოსპორტის ასაღორძინებლად. ამ ველორბოლის ფინალის ამსახველი ფოტო პეტერბურგში ინახებოდა, ახლა შესულია წიგნში "ძველი თბილისი”. თბილისის ძველი ველოტრეკი (მდებარე ზუბალოვის მიწის ნაკვეთზე) სწორედ მან აღადგინა.

ის სპორტსმენი არ ყოფილა, არც დიზაინერი, პროფესიით ინჟინერი გახლდათ. 1856 წლის 29 თებერვალს დაბადებულა ყვარლის რაიონის სოფელ გრემში, განათლება კი, ვარშავაში მიუღია.

ჯერ კიევში დაამთავრა კადეტთა სასწავლებელი, შემდეგ – 1882 წელს, სამხედრო-საინჟინრო აკადემია. თავისი სპეციალობით რუსეთის სხვადასხვა ქალაქებში მუშაობდა. თბილისშიც, ქუთაისშიც და ბაქოშიც უმსახურია. რუსეთ-თურქეთის ომშიც მიიღო მონაწილეობა და გამოჩენილი გმირობისთვის "წმინდა გიორგის რკინის ჯვრით” დაუჯილდოვებიათ. ტრიალ მინდვრებში სამხედრო დასახლებებს აშენებს, მშენებლობას ტუალეტების მოწყობით იწყებს. მუშებს ერთ მშენებლობაზე ქვიშას დააყრევინებს და წარწერას გააკეთებს – долой цивилизованный метод сальбаха (ეს უნიტაზის გამომგონებლის გვარია.) да здравстует вездесущий кошачий способ… მშენებლობაზე მას თავის თანაკურსელი შეცვლის, რომელიც ცნობს ჯორჯაძისეულ ხუმრობას და მიაწერს – узнаю друг, тебя по твоему изобретению…


სადღეგრძელოები

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1425/თარიღი: 2013-03-30

ჩემო მეარღნევ, გენაცვალე,
წაიღე სული,
საქართველოში ნეტა ასე
ვინმეს ვუყვარდე!
რა ვუყოთ მერე, პოეტი ვარ
ხელით წასული,
საქართველოში ხომ ფეტვივით
სთესავენ ვარდებს!
ვიცი გიყვარვარ, ასე მწარედ
მიტირებ არღანს,
ვიცი გიყვარვარ, რომ არ გინდა
მოკვდეს თამარი.
შენ, ჩემო ძმაო, თუ მოკვდები
არვინ დაგმარხავს,
თავის სამარხი ზედ გარტყია
ვერცხლის ქამარი.
ცდები, მეარღნევ, გათხოვდება
ეგ შენი ნინა!
არ დაიჯერო, ის თამრიკოც
რომ მოიწამლოს.
ქალი ქალია, დიდხანს უქმროდ
რამ არონია,
ქალი ქალია და იშოვის
თავის მალამოს.


ვარლამ ჩერქეზიშვილი

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 975/თარიღი: 2013-03-30

მიმდინარე წელს შესრულდა გამოჩენილი ქართველი პოლიტიკური მოღვაწის, ვარლამ ჩერქეზიშვილის დაბადებიდან 165 წლისთავი.

ამ თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ გამოსცა ვ. ჩერქეზიშვილის თხზულებათა პირველი ტომი. დღეს, 25 ნოემბერს 14 საათზე აკადემიაში შედგება აღნიშნული მოვლენებისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია.

1921 წლის თებერვლის დღეებში, როცა საქართველოს დედაქალაქს ბოლშევიკური რუსეთის XI არმია უტევდა, თბილისელებმა კოჯრის გზაზე შენიშნეს მოხუცი კაცი, რომელსაც შაშხანა გაედო მხარზე და ფრონტისკენ მიეშურებოდა. ეს კაცი გახლდათ 75 წლის ვარლამ ჩერქეზიშვილი, რომელიც იმ სამშობლოს დამოუკიდებლობის დასაცავად მიეშურებოდა, რომლის აღდგენასაც მან თითქმის მთელი სიცოცხლე მოახმარა.

მსოფლიოს, ევროპისა და რუსეთის პოლიტიკური სამყაროსათვის ვარლამ ჩერქეზიშვილი უპირველეს ყოვლისა, ცნობილი იყო, როგორც საერთაშორისო ანარქისტული მოძრაობის ერთ-ერთი გამოჩენილი მოღვაწე და ლიდერთაგანი. პეტრე კროპოტკინთან, ელიზე რეკლიუსთან, ჯეიმს გილიომთან და სხვებთან ერთად იგი მიეკუთვნებოდა მსოფლიო ანარქიზმის ელიტას. ვარლამ ჩერქეზიშვილის, ან როგორც მას უფრო იცნობდნენ – "ჩერქეზოვის” ხელმძღვანელობით ეწყობოდა ანარქისტული ინტერნაციონალის საერთაშორისო კონგრესები, კონფერენციები; არსდებოდა ჟურნალ-გაზეთები და გამოცემები; ქართველი მოღვაწის ნაწერები ხშირად ქვეყნდებოდა მსოფლიოს მრავალ ენაზე, მათგან განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა ორი ნაშრომი: "ფურცლები სოციალიზმის ისტორიიდან” და "ინტერნაციონალის წინამორბედები”. ეს წიგნები თავდაპირველად 1896 წელს პარიზში და 1899 წელს ბრიუსელში გამოქვეყნდა, ფრანგულად, ხოლო შემდეგ სწრაფად ითარგმნა ინგლისურ, იტალიურ, ესპანურ, რუსულ, აგრეთვე: ჩინურ და იაპონურ ენებზე.


პირველი ქვევრი?

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1016/თარიღი: 2013-03-30

მოსაზრება ქვემო ქართლში, ხრამის დიდ გორაზე ნაპოვნ საღვინე ჭურჭელზე

დღესდღეობით ხშირად საუბრობენ ქვემო ქართლში, კერძოდ კი სოფელ შულავერთან მდებარე ე.წ. "ხრამის დიდ გორაზე” არქეოლოგიური აღმოჩენის – თიხის დიდი ზომის საღვინე ჭურჭლის შესახებ. მკვლევართა განხილვის საგანს წარმოადგენს ამ ჭურჭლის სახელი, წარმომავლობა და სხვ.

აღნიშნული ჭურჭლის გარშემო რიგი კითხვების შესახებ უკვე არსებობს პასუხი, ხოლო ზოგიერთი საკითხი, როგორიცაა, აღმოჩენილი ჭურჭლის სახელდება და წარმომავლობა, ჯერჯერობით კვლავაც განხილვის საგანია. რაც შეეხება ჭურჭლის ასაკს, იგი მიჩნეუილა ნეოლითური ხანის (ძვ. წ. VI-V ათასწლეულები) ჭურჭლად, რომლის ხნოვანობა რვა ათასი წელია. ეჭვგარეშეა, რომ აღმოჩენილი ჭურჭელი საღვინე დანიშნულებისაა, მაგრამ ორი სიტყვით მაინც გამოვთქვამთ ჩვენს მოსაზრებას, რომელიც, ვფიქრობთ, უფრო გაამყარებს ამ ჭურჭლის დანიშნულებისა და შესწავლის საკითხებს.

ხრამის დიდი გორის საღვინე ჭურჭელი ძალზე მაღლი გემოვნებითაა შესრულებული, რომელსაც ზედა მხარეს, შეიძლება ითქვას, გვირგვინად ამკობს ყურძნის მტევნის ოთხი სტილიზებული გამოსახულება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი ჭურჭელი, ცხადია, არ იქნებოდა ყველაზე პირველი ჭურჭელი და, რა თქმა უნდა, მას ეყოლებოდა თავისი წინამორბედები. ეს კი იმის მიმანიშნებელი უნდა იყოს, რომ კულტურული მეღვინეობა და ღვინის ჭურჭლის წარმოება შესაძლოა უფრო ადრეა დაწყებული ვიდრე ზემოხენებული პერიოდი


ახალი წელი სხვადასხვა კუთხეში

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 908/თარიღი: 2013-03-30

ქართული კალენდრის მიხედვით, სხვადასხვა ისტორიულ ხანაში სამოქალაქო ახალ წელს აღნიშნავდნენ აგვისტოში, სექტემბერსა და მარტში. საბოლოოდ, იანვარში ახალის წლის დადგომა მე-14 საუკუნის მიწურულს დამკვიდრდა.

ასევე, სხვადასხვა ქვეყანაში, ახალი წელი აღინიშნება განსხვავებულ დროს. მაგალითად, ავსტრალიაში – 1 იანვრიდან იწყება, რუსეთში 1700 წლამდე ახალ წელს სექტემბრის თვეში აღნიშნავდნენ, ხოლო ჩინეთში – 4697 წელი თებერვალში დადგება, ინდოეთში 22 მარტს დადგება 1921 წელი. ცოტა მოგვიანებით, 13 აპრილს ახალი წელი ნეპალშიც მოვა და იგი 2056 წელი იქნება. მუსულმანები თავის ახალ 1419 წელს ზაფხულში იზეიმებენ – 21 ივნისს. ებრაელებისთვის ეს წელი 5760-ე იქნება და 15 სექტემბერს დადგება. იაპონიაში და კორეაში, ასევე რესეთში, ევროპასა და საქართველოში ახალი წელი 1 იანვარს გათენდება.


შობა-ახალი წელი საქართველოში

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1097/თარიღი: 2013-03-30

თუშეთი

ზამთრის სადღესასწაულო რიტუალებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანია ახალი წლის შეხვედრა, რომელსაც ხალხი თავის ოჯახის ბედს თუ უბედობას უკავშირებს. ამიტომ თუშებიც თავიანთ "წელწდობას” მოწიწებით ეგებებიან.

საახალწლოდ თუშეთის სოფლებში არაყს ხდიან და ლუდს ადუღებენ. ოჯახებში აცხობენ ერთ გულიან კოტორს "ქრისტეს საგძალს”, კაცზე "ბაცუკაცს” და ქალზე – მრგვალ კვერს. აცხობენ აგრეთვე დამახასიათებელ ნიშნებიან საქონლის კვერებს. ხარისას რქები აქვს, ძროხისას – ძუძუები, ცხვრისას – დუმა, ცხენისა კი ნალის ფორმის არის. ყველა ამ კვერს ხონზე დაალაგებენ და ზედვე დებენ: მატყლს, მარილს, ყველს, ერბოს და ამ სუფრას მეკვლის მოსვლამდე ხელს არავინ ახლებს. დიასახლისი აგრეთვე აცხობს სახლის ანგელოზის ან ფუძის ანგელოზის კვერს და "კერის კვერს.”


ქართული ფულის ისტორია

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 876/თარიღი: 2013-03-30

იცით საიდან მოდის ქართული ფულის შექმნის ისტორია? მონეტის მოჭრა ძირითადად სახელმწიფოს უფლებამოსილებაა. მონეტა არის ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი ნიშანი, რასაც სახელმწიფო სამონეტო რეგალია ეწოდება. ხელისუფლების ინტერესების, დროისა და პირობების შესაბამისად იცვლებოდა მონეტის გარეგნული მხარე – ზედ აღბეჭდილი მეფეებისა სახელები, წარწერათა შინაარსი, მონეტების ფორმები. საქართველოში არ არის კუთხე, სადაც შემონახული არ იყოს შორაეული წარსულის ნუმიზმატიკური ძეგლი – სხვადასხვა ლითონისაგან დამზადებული მონეტები. მრავალსაუკუნოვანი არსებობის მანძილზე საქართველო იყო კულტურული და ცივილიზებული სამყაროს მნიშვნელოვანი მოვლენების მონაწილე. ქართული მონეტები კი ზუსტად ასახავენ ჩვენი ქვეყნის წარსულს. ფულის გაჩენამდე ფულის ნიშნების მაგივრად იყენებდნენ სხვადასხვა საგანს – სამეურნეო ან საბრძოლო იარაღს, ტყავ-ბეწვეულს, პირუტყვს, ლითონის ზოდებს.

მსოფლიოში პირველი ფული გაჩნდა ძველი წელთაღრიცხვით VII საუკუნეში კუნძულ ეგინაზე (ეგეოსის ზღვა), სადაც ვერცხლის მონეტები მოჭრეს. ფასეულობის ეს საზომი სწრაფად გავრცელდა იმდროინდელ კულტურულ ქვეყნებში. საქართველოში, კერძოდ, ძველ კოლხეთში, ძველი წელთაღრიცხვით VI საუკუნეში უკვე მიმოქცევაში იყო ვერცხლის მონეტა "კოლხური თეთრი”, რომელიც მსოფლიოს უძველეს მონეტებს მიეკუთვნება. საქართველოში აღმოჩენილი მონეტების თანმიმდევრული ცვალებადობა ზუსტად ასახავს ქვეყანაში მომხდარ ისტორიულ მოვლენებს. ქართული მონეტების მიმოქცევის 26 საუკუნოვან პერიოდში ფული იცვლებოდა გარეგნულად, იცვლებოდა წარწერები მათზე და თვითონ ლითონიც. ზოგჯერ მოჭრილ ფულზე უცხო სიუჟეტები და უცხოური წარწერები ჩნდებოდა. ეს ნაკარნახევი იყო პოლიტიკურ-ეკონომიკური მიზნებით. ქართულწარწერიანი მონეტები მცირე რაოდენობით იჭრებოდა. გაცილებით მეტია ორენოვანი მონეტები – ქართულ-ბერძნული, ქართულ-არაბული, ქართულ-სპარსული


უცხოელი მოგზაურები საქართველოსა და ქართველების შესახებ

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 984/თარიღი: 2013-03-30

ქართველი ხალხი ცნობილია უძველესი კულტურითა და მდიდარი ტრადიციით. უცხოელი მოგზაურები, იტალიელი მისიონერები აღფრთოვანებულნი არიან ქართული ცხოვრების წესით, ქართველი ხალხის სტუმართმოყვარეობით, ტრადიციებით, ქართველთა შინაგანი კულტურით, განსაკუთრებით ქართველი ქალების კდემამოსილებით, ოჯახისადმი ერთგულებით, სილამზითა და სათნოებით. საქართველოში მოგზაურობის დროს მიღებული შთაბეჭდილებებით ისინი საქებარ სიტყვებს არ იშურებენ ქართველების, ქართველი ქალების შესახებ.
შარდენის აზრით, "ქართველები მთელს აღმოსავლეთში და, შეიძლება ითქვას, მთელ მსოფლიოში საუცხოო ჯიშის ხალხია. ამ ქვეყანაში მე არ შემხვედრია არც ერთი უშნო ადამიანი, კაცი იქნება ეს თუ ქალი, ვხვდებოდი მხოლოდ და მხოლოდ ანგელოზისებრ სახეებს. ქალების უმეტესობა ბუნებას ისეთი სინატიფით დაუჯილდოებია, როგორსაც ვერსად შეხვდებით. ვფიქრობ, შეუძლებელია მათ თვალი მოჰკრათ და არ შეგიყვარდეთ, ქართველ ქალზე უფრო მშვენიერი სახისა და ტანის დახატვაც კი შეუძლებელია.”


საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობას მტკიცე მეცნიერული საფუძვლები უნდა შეექმნას

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 865/თარიღი: 2013-03-30

2010-2011 წელი მნიშვნელოვანი მოვლენებით აღინიშნა.

ჯერ თბილისში ჩატარდა მეღვინეობის საერთაშორისო კონგრესი, ხოლო 15-18 სექტემბერს კახეთში, ალავერდის მონასტერში გაიმართა ქვევრის ღვინის პირველი საერთაშორისო სიმპოზიუმი. ორივე ეს მოვლენა საქართველოს ვაზის კულტურისა და ღვინისადმი განსაკუთრებულ ყურადღებას ცხადყოფს. ორასი წლის მანძილზე ჩვენი ქვეყანა რუსეთის იმპერიის კოლონია იყო და საერთაშორისო ასპარეზი დახშული ჰქონდა. დამოუკიდებლობის ოცი წლის თავზე თითქოს "ცა გაიხსნა” და საქართველოს, როგორც ვაზისა და ღვინის სამშობლოს აღმოჩენა ხელახლა მოხდა. ამ თვალთახედვით პირველი შემეცნებითი წიაღსვლები XIX ს-ის შუა ხანებს ეკუთვნის, როცა მახლობელ აღმოსავლეთში წარმოებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად, სრულიად უცნობი უძველესი სახელმწიფოები გამოვლინდა და კაცობრიობის ისტორია უაღრესად მნიშვნელოვანი მოვლენებით შეივსო, უფრო სწორად, ხელახლა დაიწერა. იმთავითვე ნათელი გახდა, რომ სამხრეთ კავკასია, მცირე აზია, ეგვიპტე და შუამდინარეთი პირველადი ცივილიზაციის წარმოშობის არეალი იყო. აქ ჩაისახა და განვითარდა ბინადარი ცხოვრება, მიწათმოქმედება, მესაქონლეობა, მეტალურგია და ა.შ.


ზედაშის კულტურა საქართველოში

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 895/თარიღი: 2013-03-30

მიუხედავად იმისა, რომ ქვევრში ღვინის ქართულად დაყენება ერთ მთლიან საგანს წარმოადგენს, შეიძლება საზედაშე ქვევრი და ღვინო მაინც ცალკე მოვლენად გამოიყოს.

ქართულ მეღვინეობაში, გარდა ქართული საღვინე ჭურჭლის – ქვევრისა, ვხვდებით: მუხის კასრს, მინის ჭურჭელს, ლითონის ცისტერნებს, მაგრამ საზედაშე ღვინის ჭურჭელი არა ჩამოთვლილ ჭურჭელთან, არამედ უპირველესად ქვევრთან ასოცირდება. საზედაშე ღვინის დაყენება მეტ-ნაკლებად განსხვავდება ჩვეულებრივი ღვინის დაყენებისაგან. განსხვავება მდგომარეობს როგორც ტექნოლოგიურ, ისე შინაარსობრივ მხარეში. ქართული ენის განმარტებით ლექსიკონებში ტერმინ „ზედაშეს” შესახებ ვკითხულობთ შემდეგ განმარტებებს, ასე მაგალითად: სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონი ქართული: „ზედაშე – შესაწირავი ღვინო”; ნ. ჩუბინაშვილის ქართული ლექსიკონი: „ზედაშე – ღვინო, ხმარებული ჟამის წირვასა ზედა სეფისკვერსა თანა, მსოფლიონი უხმობენ ღვინოსა შენახულსა სთულის დროს პატარა ქოცოში, ვიდრე დღეობადმდე სალოცავის ადგილისა და მაშინ მოხდიან, თან წაიღებენ ნაკვების ზვარითურთ ეკლესიის კარს, სადაცა ნაწილსა ზედაშისა და დაკლულის ზვარისას მიართმევენ სამღუდელოთა. ზოგს დაურიგებენ გლახაკთა და დანაშთენს მიიღებენ თთთ მუნვე”.


ნათლისღების დღესასწაული

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 865/თარიღი: 2013-03-30

19 იანვარს მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. ნათლისღების სადღესასწაულო წირვას სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში ლოცვას შეასრულებს.


ადამიანი ღმერთს უნდა მიენდოს

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 988/თარიღი: 2013-03-30

მრავალშვილიანი ოჯახები ღმერთს გამორჩეულად უყვარს. მათზე იგი განსაკუთრებულ ზრუნვას ავლენს. დიდ ოჯახებში ბავშვებს ნორმალური განვითარებისათვის გაცილებით მეტი კეთილსასურველი შესაძლებლობა ეძლევათ. 


ეკლესიაში მოცინართა და მოსაუბრეთათვის

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 906/თარიღი: 2013-03-30

ჭეშმარიტი ქრისტიანისთვის ტაძარში ყოველი მისვლა დღესასწაულის ტოლფასი უნდა იყოს. ეკლესიის სწავლების მიხედვით, ღვთის ტაძარში მისვლით განსაკუთრებულად იკურთხება და წარემართება ქრისტიანის ყველა კეთილი წამოწყება, ამიტომ უნდა ვეცადოთ, რომ ამ დროს სულიერად მშვიდად ვიყოთ, რაც ხშირად, ჩვენი თუ სხვისი მიზეზით, ვერ ხერხდება. იმის ნაცვლად, რომ ვიმდაბლებდეთ საკუთარ თავს, ვაწყდებით გაუთავებელ საუბრებს. ვერ ვაცნობირებთ, რომ ჩვენ უბრალოდ ეკლესიაში კი არ მივდივართ, არამედ – ქრისტესთან, რომელიც მადლს გვანიჭებს. აი, რას გვასწავლის წმიდა იოანე ოქროპირი ეკლესიაში მოცინართა და მოსაუბრეთა შესახებ


პეტრე და პავლე [ქრისტეს 12 მოციქული]

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1397/თარიღი: 2013-03-30

წმიდა მოციქული პეტრე (სვიმეონი) გალილეველი მეთევზის, იონას ძე იყო. განკაცებული უფლის გამოჩენა ძმამ, ანდრია პირველწოდებულმა ახარა და მანვე მიიყვანა იგი იესოსთან (იოანე; 1,41-42).

ერთხელ პეტრე იაკობთან და იოანესთან ერთად გენესარეთის ტბაზე თევზაობდა, მთელი ღამის უშედეგო თევზაობით დამაშვრალ და შეწუხებულ სიმონს უფალმა ურჩია, კიდევ ერთხელ გადაესროლა ბადე ტბაში. ისიც კურთხევას დაემორჩილა და სასწაული იხილა: „შეაყენეს თევზისა სიმრავლე დიდი და განსქდებოდეს ბადენი მათნი"


წმიდა მოციქული ანდრია პირველწოდებული

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 970/თარიღი: 2013-03-30

წმ. ანდრიას, პეტრე მოციქულის ძმას, უფალმა იესო ქრისტემ პირველს მოუწოდა, ამიტომ მას ეწოდა პირველწოდებული. წმიდა ანდრიამ სიყრმიდანვე შეიყვარა უფალი და როცა ისრაელში ქუხილივით გაისმა წმიდა იოანე ნათლისმცემლის ხმა, ნეტარი მოციქული მისი უახლოესი მოწაფე გახდა. მაცხოვრის გამოჩენისას, წმიდა იოანემ ანდრიას და იოანე ღვთისმეტყველს მიმართა: „აჰა, ტარიგი ღმრთისაჲ". ამ სიტყვებზე ორივენი თან გაჰყვნენ იესოს. შემდეგ კი ანდრია ძმასთან, პეტრესთან მივიდა, მესიის პოვნა ახარა, ისიც იესოსთან მიიყვანა და მას დაუმოწაფა. ქრისტეს დამოწაფებული ძმები კვლავ ჩვეულ საქმიანობას განაგრძობდნენ და თევზაობით ირჩენდნენ თავს. ერთხელ გალილეის ზღვის ნაპირას მიმავალმა მაცხოვარმა მოუწოდა მას: „მოვედით და შემომიდეგით მე და გყვნე თქვენ მესათხევლე კაცთა". რის შემდეგაც ისინი განუყრელად თან ახლდნენ ძე ღვთისას და მისი სასწაულების, სიკვდილისა და მკვდრეთით აღდგომის მოწმეებიც გახდნენ.


ბზობა

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1601/თარიღი: 2013-03-30

ბზობა, ბაიაობა, ქრისტიანული ეკლესიის ერთ-ერთი მთავარი საუფლო დღესასწაული. მოძრავია, მოდის აღდგომის წინა კვირა დღეზე. ქრისტიანული კულტის მსახურებაში ბზობის დღესასწაული IV საუკუნეში შემოვიდა (საწყისს იღებს ძველი ებრაული დღესასწაულიდან). მისი შინაარსი დაფუძნებულია სახარების მოთხრობაზე, რომელშიც გადმოცემულია იერუსალიმში პასექის დღესასწაულზე დასასწრებად იესო ქრისტეს შესცლის ამბავი. იესოს მოსახლეობა ზეიმით შეეგება, ზოგი მის სახედარს ფეხქვეშ თავის სამოსს უგებდა, ზოგი პალმის ტოტებს - ბაიას უფენდა, თან "ოსანას” შესძახოდნენ. ბზობის რიტუალი სიმბოლურად იმეორებს სახარების ამ მოთხრობის ზოგიერთ დეტალს; მღვდელმსახურნი მლოცველთა მიერ მიტანილ ტოტებს აკურთზებენ, გალობენ "ოსანას” და სხვა. ბევრ ქვეყანაში პალმის მაგივრობას ბზა ეწევა (აქედან ქართული "ბზობა”), რუსეთში - ტირიფი (верба > "вербное воскресенье”).


აღდგომა

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 907/თარიღი: 2013-03-30

აღდგომა, უდიდესი ქრისტიანული დღესასწაული, რომელიც აღინიშნება ახალი სტილით 4 აპრილსა და 8 მაისს შორის ქრისტესმკვდრეთით აღდგომასთან დაკავშირებით.

აღდგომის ზეიმი, უძველეს მესაქონლეთა და შემდეგ მიწათმოქმედთა საგაზაფხულო, საყოველთაო განახლების დღესასწაული, უშორესი ძირებით წარმართულ რელიგიებს უკავშირდება; უწინარეს ყოვლისა, ბუნების კვდომას და აღდგომას განასახიერებს. აღდგომას უძღვის 40–დღიანი მარხვა, საეკლესიო სამზადისი, აღსარება და ზიარება, ვნების კვირა. ესაა ზეიმთა ზეიმი, აღმნიშვნელი მესიის მოვლინებისა, რაზედაც მოსეს ხალხი ეგვიპტის მონობიდან თავის დაღწევის შემდეგ ოცნებობდა,

რასაც ბიბლიურიწინასწარმეტყველნი ქადაგებდნენ და რაც სინედრიონის ნებით ჯვარცმული ქრისტეს სახით განხორციელდა.

თავდაპირველად მხოლოდ ვნების დღეებს ზეიმობდნენ. მხოლოდ მე–4 საუკუნეში მიეცა აღდგომის დღესასწაულს თანამედროვე სახე.ნიკეის პირველმა მსოფლიო საეკლესიო კრებამ 325 წელს დაადგინა ზეიმის აღნიშვნა გაზაფხულის ბუნიობის მომდევნო კვირას, იუდეველთა პასექის დასასრულს, უთუოდ მისგან განცალკევებით და კვირის ბოლოს. ეს ხვდება ახალი სტილით 4 აპრილიდან 8 მაისამდე. ამიტომ განეკუთვნება აღდგომა მოძრავ დღესასწაულებს.


წმიდა ცეცხლი გადმოსვლა

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 811/თარიღი: 2013-03-30

ყოველი წლის აღდგომის წინა დღეს, დიდ შაბათს იერუსალიმის აღდგომის ტაძარში მაცხოვრის საფლავზე წმიდა ცეცხლის გადმოსვლა საკვირველი მტკიცებაა მართმადიდებლური სარწმუნოების სწავლების ჭეშმარიტებისა და დიდებულებისა.


რა არის მარხვა

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 825/თარიღი: 2013-03-30

მართლმადიდებლური საეკლესიო კალენდრის მიხედვით, ზოგიერთი მარხვა მრავალდღიანია, ზოგიერთი – ერთდღიანი. დიდი მარხვა სულ ოთხია. მათგან ყველაზე ხანგრძლივია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის წინა მარხვა, რომელიც 48 დღე გრძელდება. იგი ყველაზე მკაცრიც არის, განსაკუთრებით – პირველ და ბოლო კვირას. თევზი ნებადართულია მხოლოდ ხარებასა და ბზობას.
შობის მარხვა 28 ნოემბერს იწყება, 7 იანვრამდე გრძელდება და შობის ბრწყინვალე დღესასწაულით გვირგვინდება. ბოლო კვირას მარხვა მძიმდება – ამ დღეებში იკრძალება თევზის ჭამა (შაბათ-კვირასაც კი). სწორედ შობის მარხვაში დგება ახალი წელი და ამ დროს მორწმუნეს განსაკუთრებული თავშეკავება და ზომიერება მართებს. პეტრეპავლობის მარხვა 12 ივლისს, პეტრეპავლობის დღესასწაულით სრულდება, დასაწყისი კი მოძრავია, ამიტომ მარხვის ხანგრძლივობა ყოველ წელიწადს სხვადასხვაა. ამ დროს თევზის ჭამა (ოთხშაბათ-პარასკევის გარდა) ნებადართულია. მარიამობის მარხვა იწყება 14 აგვისტოს და 28 აგვისტოს, ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულზე, სრულდება.


წმინდა გიორგი

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1248/თარიღი: 2013-03-30

მინდა გიორგი (დაახ. 275 - 23 აპრილი, 303) – კაპადოკიელი დიდებული, რომის იმპერიის მსახური, რომელიც ქრისტიან დიდმოწამედ შერაცხეს. მართლმადიდებელი ქრისტიანობის ერთ-ერთი ყველაზე პატივცემული წმინდანი. უკვდავყოფილ იქნა გიორგისა და დრაკონის ნაამბობით და ამჟამად რამდენიმე ქვეყნის, მათ შორის ინგლისის, ეთიოპიის, საქართველოს და ქალაქ მოსკოვისმფარველი წმინდანია


ნაკურთხი წყალი და მასთან დაკავშირებული სასწაულები

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1105/თარიღი: 2013-03-30

ნაკურთხი წყალი – თანამედროვე მეცნიერული მტკიცებულებები

მეცნიერება მეტ-ნაკლები დამაჯერებლობით ცდილობს ახსნას სამყაროში მომხდარი თუ არსებული პარადოქსები და სასწაულები. მეცნიერების სწრაფმა განვითარებამ XX ს. საშუალება მოგვცა ადამიანური წარმოსახვის დონეზე ჩავწვდომოდით ბიბლიურ მტკიცებულებებს. XX ს. კაცობრიობამ დაიწყო კოლოსალური მნიშვნელობის აღმოჩენათა სერია: მეცნიერებამ დაამტკიცდა სამყაროს წარმოშობის ბიბილური ვერსია "დიდი აფეთქების თეორიის” სახით; მოხდა ქრისტეს კვართის ე.წ. ტურინის სუდარის აუტენტიფიკაცია და ა.შ. მიუხედავათ ამისა, მეცნიერება ვერ ხსნიდა ქრისტესა და წმინდანების ერთ-ერთი სასწაულის – წყალზე სიარულის ფენომენს. რამოდენიმე ხნის წინ თანამედროვე მეცნიერება დაინტერესდა წყლით და დაიწყო მისი გამოკვლევა უახლესი ტექნოლოგიებით. ამ გამოკვლევებმა, რომლებიც პარალელურად რამოდენიმე ქვეყანაში ტარდება, საოცარი შედეგები გვიჩვენეს…


გიორგობა

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1285/თარიღი: 2013-03-30

საქართველოში არსებობდა წმ. გიორგის სახელობის 363 ტაძარი და სამლოცველო (ლეგენდის მიხედვით, წმ. გიორგის სიკვდილის შემდეგ ღმერთმა მისი სხეული დაანაწილა და ქვეყანაზე მიმოაბნია. ყველგან, სადაც ეს ნაწილი მოხვდა, სალოცავები დააწესა).


რა არის ქრისტიანისათვის ჯვარი და პირჯვრის გამოსახვა?

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 741/თარიღი: 2013-03-30

ძველად ჯვარი სირცხვილისა და წამების ნიშანი იყო, ახლა კი დიდებისა და პატივის საგნად იქცა. იმის დასტურად, რომ ჯვარი ნამდვილად დიდებაა, იესო ქრისტეს მოუსმინე: "და აწ მადიდე მე, მამაო, თავისა შენისა თანა დიდებითა მით, რომელი მაქუნდა წინაშე შენსა უწინარეს სოფლის დაბადებისა” (მთ. 17, 5), სადაც იგი დიდებად ჯვარს სახელდებს.
ჯვარი არის თავი ჩვენი ცხონებისა, მიზეზი აურაცხელი სიკეთისა. მისი მეშვეობით ჩვენ, მანამდე ნაძრახნი და განკიცხულნი, ახლა შვილებად ვართ შერაცხილნი; მისი მეშვეობით აღარა ვართ შეცთომილნი, არამედ შევიცანით ჭეშმარიტება; მისი მეშვეობით ჩვენ, ვინც უწინ ქვებსა და ხეებს ვცემდით თაყვანს, ახლა ვაღიარეთ ყოველთა შემოქმედი. მისი წყალობაა, რომ ყველგან სულიერი ღმრთისმსახურება ტარდება, მის გამო უკუიქცევიან ეშმაკნი, მის გამო განვარდა სატანა, მის გამოა, რომ კაცობრივი ბუნება ანგელოზებრივს ეჯიბრება, მის გამო დამკვიდრდა ამ სოფელში ქალწულება. რამეთუ მას შემდეგ, რაც მოვიდა ქალწულისაგან შობილი, კაცთა მოდგმამ შეიტყო სათნოების ამ გზის არსებობა.

მან (უფალმა) განგვანათლა ჩვენ, აქამდე ბნელში მსხდომნი, მან გვაქცია ახლობლებად ოდესღაც მისგან შორს მყოფნი, მან მიგვიღო თვისებად ჩვენ, უცხონი; მან გვყო ზეცის მოქალაქეებად აქამდე მოხეტიალე მოგზაურნი. ის გახდა ჩვენთვის სამყაროს საყრდენი; მის გამო აღარ გვეშინია ეშმაკის მწველი ისრებისა, რამეთუ ვპოვეთ ცხოვრების წყარო. მის გამო აღარა ვართ ქვრივნი, რამეთუ სასიძო შევიძინეთ; მის გამო აღარ გვეშინია მგლისა, რამეთუ გვყავს მწყემსი კეთილი. "მე ვარ მწყემსი კეთილი” (იოან. 10, 11), ამბობს უფალი. ჯვარზე აღსრულდა მსხვერპლშეწირვა, ხოლო სადაც მსხვერპლია, იქვეა ცოდვების მიტევებაც, იქვეა უფალთან შერიგებაც, იქვეა დღესასწაული და სიხარული.


დღესასწაული მირქმა. მიგებება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 730/თარიღი: 2013-03-30

ყოველი წლის 15 თებერვალს მართლმადიდებელი ეკლესია მირქმის-მიგებების დღესასწაულს აღნიშნავს და ამგვარად მოიხსენიებს იმ სასწაულს, მრავალი საუკუნის წინ რომ აღესრულა.
ახალშობილი იესო ქრისტე, ებრაელთა წესის თანახმად, მშობლებმა იერუსალიმის ტაძარში მიიყვანეს, "რადგან ყოველივე მამრობითი სქესისა, რაც კი იშვებოდა საშოთაგან დედისა, მოხმობილ იყო აღსრულებად მსხვერპლშეწირვისა წესისამებრ უფლისა-წყვილი გვრიტების ან მტრედის ორი მართვეს სახით.” ტაძარში მათ შემოეგებათ მოხუცებული, რომელმაც მკლავთა ზედა თვისთა მიირქვა ყრმა და შეჰღაღადა უფალს: "აწ განუტევე მონაი შენი, უფალო, სიტყვისაებრ შენისა მშვიდობით, რამეთუ იხილეს თვალთა ჩემთა მაცხოვარებაი შენი, რომელი განუმზადე წინაშე პირსა ყოვლისა ერისასა, ნათელი გამობრწყინვებად წარმართთა ზედა და დიდებად ერისა შენისა ისრაელისა” (ლუკა, 2, 29-32), შემდეგ კი ყოვლადწმინდა ქალწულ მარიამს მიუბრუნდა და გააფრთხილა: ” თვით შენსაცა სულსა განვიდეს მახვილი” (ლუკა, 2, 35). ამ სიტყვებით მოხუცებულმა ის ტანჯვა იწინასწარმეტყველა, რომელიც მახვილივით განკვეთდა დედის გულს ჯვარცმული შვილის ხილვისას. ამ საოცარი მოხუცის სახელი სვიმეონი გახლდათ, რომელსაც სახარება მართალს უწოდებს.


თორმეტი მოციქული

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 784/თარიღი: 2013-03-30

3 ივლისს კრება წმიდა დიდებულთა ათორმეტთა მოციქულთა დღეს აღნიშნავენ
კრება წმიდა დიდებულთა ათორმეტთა მოციქულთა კრეფსითობას – ეკლესიის ერთიანობას ნიშნავს.
მაცხოვრის თორმეტი მოციქულის სახელებია: პირველად სიმონ, რომელსა ეწოდა პეტრე და ანდრეა – ძმაი მისი, იაკობ ზებედესი და იოვანე – ძმაი მისი, ფილიპე და ბართლომე, თომა და მატთეოს მეზუერე, იაკობ ალფესი და ლებეოს, რომელსა ეწოდა თადეოს, სიმონ კანანელი და იუდა ისკარიოტელი, რომელმაც გასცა იგი.
იესო ქრისტეს მოძღვრებას ქართველი ხალხი პირველ საუკუნეში წილისყრით ეზიარა, რასაც უნდა გაერკვია, მაცხოვრის მოწაფეებიდან ქრისტეს სჯულს რომელი მოციქული სად და რომელ ქვეყანაში იქადაგებდა. ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს საქართველო ხვდა წილად. სწორედ ამიტომ ითვლება ჩვენი სამშობლო ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყნად და ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი კი – მის მფარველად. მაცხოვრის ნებით, ღვთისმშობელი იერუსალიმში დარჩა, საქართველოში კი გამოემგზავრა წმ. ანდრია პირველწოდებული, რომელსაც წმიდა ქალწულმა თავისი ხელთუქმნელი ხატი გამოატანა. მოციქული ანდრია მოდიოდა იმ ქვეყანაში, სადაც ინახებოდა ძველი აღთქმის დიდი საუნჯე – წინასწარმეტყველი ელიას ხალენი, რომელიც აქ ნაბუქოდონოსორის მიერ დევნილმა ებრაელებმა ჩამოიტანეს და ქრისტიანობის უდიდესი სიწმინდე – უფლისა და მაცხოვრის ჩვენის იესო ქრისტეს უკერავი კვართი, რომელიც მაცხოვრის ჯვარცმის მოწმე ებრაელმა ელიოზმა ჩამოიტანა ქართლის დედაქალაქ მცხეთაში, ქალაქში, სადაც თვითონ ცხოვრობდა


ისტორიული გამარჯვება – 25 მარტი, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღე

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 793/თარიღი: 2013-03-30

საქართველოს ეკლესია სამოციქულოდ იწოდება, რადგან თავად მოციქულებმა იქადაგეს ქრისტიანობა ჩვენს მიწა-წყალზე. მიუხედავად ამისა, მისი ავტოკეფალია (დამოუკიდებლობა) არაერთხელ გამხდარა განსჯისა და კამათის საგანი. მრავალჯერ ცდილობდნენ იმის წართმევას, რაც პირველი საუკუნიდან კანონიერად გვეკუთვნოდა, მაგრამ ჩვენი წინაპრები მუდამ იცავდნენ საკუთარი ეკლესიის ღირსებასა და დამოუკიდებლობას ერთმორწმუნე თუ არაერთმორწმუნე "კეთილისმსურველებისგან”.

1801 წელს საქართველოს სახელმწიფოებრიობა გაუქმდა. მე-19 საუკუნემ ფიზიკურთან ერთად, სულიერი მონობაც მოგვიტანა – 1811 წელს რუსეთის სინოდმა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია გააუქმა და დამოუკიდებლობასთან ერთად, ჩვენი ადგილიც წაგვართვა მსოფლიო ეკლესიათა ჩამონათვალში


ამერიკელი მეცნიერების მხოლოდ 15% თვლის, რომ რელიგია და მეცნიერება ერთმანეთს ეწინააღმდეგება

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 737/თარიღი: 2013-03-30

ახალი მასშტაბური კვლევების მიხედვით, მეცნიერების 85% -ი, მათ შორის ათეისტი მეცნიერებისა, ვერ ხედავს წინააღმდეგობას მეცნიერებასა და რელიგიას შორის, მეტიც, ათეისტი მეცნიერების დიდი უმრავლესობა უარყოფითად აფასებს დოვკინსის და მისი სამკაცინი ჯგუფის დესტრუქციულ მოქმედებებს. ყველაფერ ამაზე და სხვა საინტერესო საკითხებს სოციოლოგ Райс Элен Экланд-ის ინტერვიუში წაიკითხავთ.

ამერიკელი მეცნიერების მხოლოდ 15% თვლის, რომ რელიგია და მეცნიერება ერთმანეთს ეწინააღმდეგება

ხუთ წლიანი კვლევის შედეგად, რომელსაც ჰიუსტონის სოციოლოგი-რაის ელენ ეკლანდი უძღვებოდა, დადგინდა, რომ ამერიკელი მეცნიერების უმეტესობის აზრით, რელიგია და მეცნიერება ერთმანეთს არ ეწინააღმდეგება


სკანდინავიური მითოლოგია, ნაწილი 1 სამყაროს შექმნა

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 900/თარიღი: 2013-03-30

თავდაპირველად მხოლოდ უფრსკული გინუნგაგალი იყო. მისგან ჩრდილოეთით ნისლთა სამეფო ნიფლჰემი , ხოლო სამხრეთით ცეცხლის სამეფო – მუსპელჰეიმი მდებარეობდა.


სკანდინავიური მითოლოგია, ნაწილი 2 – იოტუნები

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1074/თარიღი: 2013-03-30

იოტუნები (Jötun) – სკანდინავიურ მითოლოგიაში გიგანტები გრიმტურსენების (იმირის შვილები) ოჯახიდან. 


სკანდინავიური მითოლოგია, ნაწილი 3 – ოდინი

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1048/თარიღი: 2013-03-30

ოდინი(Odin, Óðinn Odhin, Wotan, Wotan, Jolnir) – უზენაესი ღვთაება სკანდინავიურ მითოლოგიაში; ვალჰალას მბრძანებელი, სიბრძნის, პოეზიის, მაგიის, ომისა და შუღლის ღმერთი. გარდა ამისა არის სიკვდილის ღვთაებაც.


სკანდინავიური მითოლოგია, ნაწილი 4 – თორი

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1110/თარიღი: 2013-03-30

თორი (Þórr, Thor, Thunar, Donar) არის ჭექა-ქუხილის ღმერთი. ის არის ოდინისა და იორდის (Jord) შვილი. იორდი განასახიერებს დაუსახლებელ, დაუმუშავებელ პრიმიტიულ მიწის. იგი იყო მთავარი ღმერთის, ოდინის ერთ-ერთი მეუღლე.
თორის მეუღლე იყო სიფი (Sif). ის ოქროსფერ-თმიანი მოსავლისა და ნაყოფიერების ქალღმერთი იყო.


სიფი

როგორც მისი დიადი მამა, თორიც ხშირად სტუმრობდა დედამიწას. იგი იყო მეგობრული მოკვდავების მიმართ და იყო გიგანტების მტერი, თუმცა თავადაც გიგანტი იყო ყველანაირი შეხედულებით. მას ჰქონდა ზეადამიანური ძალა და მადა . მისი წითური წვერი იყო ელვის სიმბოლო. მისი წვერი კაშკაშებდა როდესაც იგი ომში თავისი კარეტით გამოდიოდა, რომელშიც მას თხები ჰყავდა შებმული. როდესაც თორი ბრაზდებოდა ის წვერზე ხელს ისვავდა და გამოსცემდა საშინელ ხმას. საზარელი იყო ამ დროს ის ხმა და თორის გამოხედვა.


განსხვავება ადამიანსა და შიმპანზეს შორის

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 944/თარიღი: 2013-03-30

მეტყველების განვითარებისთვის აუცილებელი გენები?

წინა სტატიებში განვიხილეთ, რომ ადამიანსა და მის უახლოეს ნათესავს – შიმპანზეს შორის, თვალსაჩინო "ზედაპირული” (სხვაგვარად რომ ვთქვათ, ხილული) მსგავსების გარდა, არსებობს მნიშვნელოვანი მსგავსება მოლეკულურ დონეზეც: დნ მჟავის (გენეტიკური ინფორმაციის შემცველი მოლეკულების) საერთო შემადგენლობით ადამიანი და შიმპანზე 95-98%-ით მსგავსია. თუ მსგავსებას გენების მაკოდირებელი დნმ-ისთვის განვსაზღვრავთ, მაჩვენებელი კიდევ უფრო შთამბეჭდავია – 97-98%. გავიხსენოთ, რომ გენეტიკური ინფორმაცია ჩაწერილია გენებში (დნმ-ში), და ამ ინფორმაციის გამოვლენისთვის საჭიროა ჯერ რნ მჟავაში მისი "გადაწერა”, შემდეგ კი რნმ-იდან ცილაში "გადათარგმნა”. ცილები კი უკვე უშუალოდ მონაწილეობენ იმ პროცესებში, რომლებიც ერთუჯრედიანი ან მრავალუჯრედიანი ორგანიზმის არსებობისთვისაა საჭირო. ეს მონაწილეობა გამოიხატება ბიოქიმიური რეაქციების წარმართვაში, გარემოდან მიღებული სიგნალების გადაცემაში, ახალი უჯრედული და უჯრედსშორისი სტრუქტურების წარმოქმნაში და სხვა.

ორგანიზმების დნმ შეიცავს როგორც გენებს – ცილების მაკოდირებელ ფრაგმენტებს, ისე არამაკოდირებელ მონაკვეთებს, და ამ უკანასკნელთა რაოდენობა დნ მჟავაში საკმაოდ დიდია: ადამიანის უჯრედებში ცილების მაკოდირებელი გენები დნმ-ის საერთო რაოდენობის მხოლოდ 1.5%-ს შეადგენენ; დანარჩენი დნ მჟავა კი შეიცავს: 1) იმგვარი რნ მჟავის მაკოდირებელ გენებს, რომლისგანაც ცილები არ ამოიკითხება (ასეთი რნმ მნიშვნელოვან როლს ასრულებს ცილის სინთეზის დროს); 2) დნმ-ის რეგულატორული ფრაგმენტები, რომლებიც განსაზღვრავენ, თუ როგორ უნდა იყოს ამოკითხული ინფორმაცია გენებიდან; 3) ინტრონები ანუ მრავალუჯრედიანი ორგანიზმების გენებში არსებული მონაკვეთები, რომლებიც ცილის მაკოდირებელ მონაკვეთებს შორის არიან განლაგებული და ცილის სინთეზის წინ შუალედური რნმ-ის მოლეკულიდან "ამოიჭრებიან”, 4) ე.წ. "უსარგებლო დნმ” (junk DNA), რომლის ფუნქცია ჯერჯერობით უცნობია.


კოსმიური მოვლენები

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 842/თარიღი: 2013-03-30

ფოტონური სინათლე პირველად აღმოაჩინა მე 18 საუკუნეში ცნობილმა ინგლისერმა ასტონომმა ედმუნდ გალლეიმ, როდესაც ის პლეადას თანავარსკვლავედს იკვლევდა. გალლეი ცნობილი გახდა ასტეროიდების აღმოჩენით.


აღმოჩენილია სხვა სამყაროების არსებობის დამასაბუთებელი ფაქტორები

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 861/თარიღი: 2013-03-30

ფიზიკოსებმა ამერიკიდან და დიდი-ბრიტანეთიდან გააანალიზეს ექსპერიმენტალური მონაცემები, რომელიც მიღებულია თანამგზავრ WMAP-იდან და იპოვეს მულტისამყაროსკონცეფციის დადასტურება


დროში მოგზაურობა: true or false?

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1153/თარიღი: 2013-03-30

საუკუნეზე მეტი ხნის წინ, 1895 წელს ჰერბერტ ჯორჯ უელსმა პირველად გამოსცა წიგნად თავისი ”დროის მანქანა”. ზუსტად 10 წლის შემდეგ კი, 1905 წელს ალბერტ აინშტაინის ფარდობითობის თეორია გამოქვეყნდა. როგორც სკოლაში ასწავლიან, აინშტაინი პირველი იყო, ვინც დრო ”მეოთხე განზომილებად” გამოაცხადა. და ისინი მწარედ ცდებიან – სინამდვილეში პირველმა სწორედ უელსმა დაწერა თავის რომანში: ”განსხვავება დროსა და სამყაროს სამი განზომილებიდან რომელიმეს შორის საერთოდ არ არის. უბრალოდ, მას ჩვენი ცნობიერება მისდევს ფეხდაფეხო.” 


Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.