Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » მაისი » 12

ბრიგანტინა

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 794/თარიღი: 2013-05-12

"ბრიგანტინა" - იტალიურ ენაზე "ორანძიანი ბრიგი",წარმოდგება სიტყვისგან "brigand" რაც თავის მხრივ აღნიშნავს "მეკობრეს,ავაზაკს".ასე უწოდებდნენ ადრე მეკობრეთა მსუბუქ გემებს,რომლებიც ძალიან კარგი მანევრითა და სისწრაფით გამოირჩეოდნენ,რაც მათ დიდად უწყობდათ ხელს მსხვერპლის (სხვა გემის) დასაწევად და ხელში ჩასაგდებად.ამ სახეობის გემები გავრცელებული გახლდათ ხმელთაშუა ზღვიდან წყნარ ოკეანემდე წყლებში.ისინი შეიარაღებული იყვნენ მაქსიმუმ 20-მდე ზარბაზნით და ეს მცირეკალიბრიანი ზარბაზნები ზედა გემბანზე იყო განლაგებული.მოგვიანებით გემის დანიშნულება შეი...


"წვიმის" შესახებ...

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1747/თარიღი: 2013-05-12

"წვიმა" - განეკუთვნება თხევად ატმოსფერულ მოვლენას,რომელიც ღრუბლებიდან მოდის 0,5 მილიმეტრი და მეტი დიამეტრის მქონე წვეთების სახით და იგი წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წლის-წრებრუნვისა."წვრილ წვიმა" რომელსაც ჩვენ ხშირად მოვიხსენიებთ სიტყვებით თუროგორ "ცრის" - თქორი ეწოდება.არსებობს ასევე 0,5 მილიმეტრი დიამეტრის მქონე თხევადი ნალექი,რომელსაც მოვიხსენიებთ როგორც - "ჟინჟღლი".ძლიერ წვიმას კი მოვიხსენიებთ,როგორც - "კოკისპირული წვიმა".ასევე არსებობს - "მჟავა წვიმები",რომელსაც განეკუთვნება ატმოსფერული ნალექების ყველა სახეო...


დალაქისა და ვარცხნილობის შესახებ

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 949/თარიღი: 2013-05-12

პირველი "მაკრატელი" ჯერ კიდევ ჩვ.წ.აღ-მდე IV-III საუკუნეებში შეიქმნა ძველ რომში.რაღა თქმა უნდა ისინი არ ჰგავდნენ თანამედროვე მაკრატლებს.მათი ჭრის პირები ერთმანეთზე დამაგრებული იყო არა ხრახნის მეშვეობით არამედ მეტალის ფირფიტით.თუმცა აღსანიშნავია,რომ ირანში აღმოჩენილი ასევე ერთ-ერთი უძველესი მაკრატელი არაფრით განსხვავდება თანამედროვე მაკრატლისგან.ადამიანი ვარცხნილობას ოდითგანვე დიდ ყურადღებას უთმობდა.სირაკუზელი ტირანი დიონისე (უმცროსი) ძვ.წ.აღ-ით 397-337 წლები,იმის შიშით,რომ თმისა და წვერის გაპარსვის დროს ვინმეს მისთვის ბასრი მაკრატლით ტრამვ...


იოჰან გუტენბერგი

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1070/თარიღი: 2013-05-12

მსოფლიო ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გერმანელი გამომგონებელი და ევროპის პირველი მესტამბე - იოჰან გუტენბერგი (1406-1468 წლები),მაინცში დაბრუნების შემდეგ ეძებდა კომპანიონს,რომელიც ფინანსურ დახმარებას გაუწევდა ტიპოგრაფიული მანქანის (წიგნის საბეჭდი მანქანა) შექმნაში.რადგან მის მიერ მანამდე შექმნილი საბეჭდი მანქანა ვერ აკმაყოფილებდა მოთხოვნებს.მის მიერ დამზადებული ხის ასოები ძალიან მალე გამოდიოდნენ მწყობრიდან და ამასთანავე თითოეული წიგნის ბეჭდვა რამდენიმე თვის მანძილზე მიმდინარეობდა.მისი ოცნება იყო შეექმნა საკუთარი დიდი ბიბლიოთეკა...


გენერალი კინდელანი - ფრანსისკო ფრანკოს შესახებ

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 829/თარიღი: 2013-05-12

"ფრანკო - ეს არის კაცი,ვისაც შესაშური უნარი აქვს,სჯეროდეს ის,რაც თავად მას ეამება და პირწმინდად დაივიწყოს ან უარყოს ყველაფერი,რაც მისთვის უსიამოა.უფრო მეტიც,ის აღსავსეა ქედმაღლობით,მოწამლულია პირფერობითა და ტაშისცემით,თავბრუ ეხვევა იმ სიმაღლისაგან,რომელზედაც აღზევდა,ის სნეულია ძალაუფლებით და მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი მისი შენარჩუნება,რადაც არ უნდა დაუჯდეს.საამისოდ გაწირავს ყველაფერს და გააფთრებით ჩაებღაუჭება მას.მრავალნი ავგულ და მანკიერ ადამიანად თვლიან,მაგრამ მე არ ვეთანხმები ამას.დიახ,ის ცბიერია და ვ...


საინტერესო ფაქტები განათლების შესახებ...

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 810/თარიღი: 2013-05-12

1. ყველაზე ასაკოვანი ადამიანი ისტორიაში,რომელსაც მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი მიენიჭა,გახლავთ ამერიკელი ქალბატონი - ელიზაბედ ეიჩელბაუმი.მან აღნიშნული დიპლომი 90 წლისა და 58 დღის ასაკში მიიღო.
2. მსოფლიო ისტორიაში,ყველაზე მეტი სასკოლო მოსწავლე დაფიქსირდა ინდოეთის სამოქალაქო სკოლა "მონტესორიში" (ლუკანუ).2003-2004 სასწავლო წლებში,აღნიშნულ სკოლაში დაფიქსირდა მსოფლიოში სარეკორდო რიცხვი მოსწავლეებისა,რომელთა რაოდენობა 27 911 გახლდათ.


პიერ ბაზილი - "რიჩარდ I ლომგულის მკვლელი რაინდი"

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1188/თარიღი: 2013-05-12

პიერ ბაზილი - რომელიც ასევე ცნობილია,როგორც ბერტრან დე გურდუნი,ცხოვრობდა და მოღვაწეობდა XII საუკუნეში.იგი წარმოადგენდა იმ ფრანგ რაინდს,რომელმაც არბალეტიდან გასროლით მოკლა,ინგლისის ლეგენდად ქცეული მეფე - რიჩარდ I ლომგული (1157-1199 წლები).1199 წლის 26 მარტს,მაშინ როდესაც რიჩარდ ლომგულსა და მის არმიას,საფრანგეთში ალყაში ჰყავდა მოქცეული შალიუს ციხე-სიმაგრე,რიჩარდმა მოიხსნა ტანზე შემოსილი აბჯარი,რა დროსაც პიერ ბაზილმა მას არბალეტით მიაყენა ჭრილობა.თუმცა იმ დროს რიჩარდი არ დაღუპულა.მეფეს მხოლოდ რამდენიმე თვის გასვლის შემდგომ ...


იოჰანეს კეპლერი - "ეპიზოდი"

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 820/თარიღი: 2013-05-12

გენიალური გერმანელი ასტრონომი და მათემატიკოსი,თანამედროვე საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ერთ-ერთი ფუძემდებელი - იოჰანეს კეპლერი (1571-1630 წლები),უკიდურეს სიღარიბეში გაიზარდა.მოგვიანებით დიდი მეცნიერი თავისი ბავშვობის შესახებ იგონებდა:
"ბავშვობაში,სულ ორიოდე "ბედნიერი მოვლენა" დამამახსოვრდა: პატარაობიდანვე,ძალიან ბევრი რამ მსმენოდა კომეტის შესახებ და ჩემდა საბედნიეროდ 1577 წელს,6 წლის ასაკში,დედამ ...


ვალტერ გერმან ნერნსტი

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 777/თარიღი: 2013-05-12

გენიალუმა გერმანელმა ქიმიკოსმა და ფიზიკოსმა,"ნობელის პრემიის" ლაურეატმა 1920 წელს თერმოდინამიკაში - ვალტერ გერმან ნერნსტმა (1864-1941 წლები),აღმოაჩინა მესამე კანონი თერმოდინამიკისა,საკუთარ დამსახურებას მეცნიერებაში შეტანილი წვლილისათვის,არასოდეს ივიწყებდა.ერთ-ერთი ლექციის დროს,მან სტუდენტებს განუცხადა:
"პირველი კანონი თერმოდინამიკისა,განისვენებს მრავალი მეცნიერის მხრებზე.მეორე კანონი თერმოდინამიკისა,განი...


ტომას ალვა ედისონი

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 917/თარიღი: 2013-05-12

ერთ-ერთი უდიდესი ამერიკელი მეწარმის და გამომგონებლის - ტომას ალვა ედისონის (1847-1931 წლები),მრავალრიცხოვანი სტუმრები,ყოველთვის გაოცებული იყვნენ იმით,თუ რამდენად მძიმედ და რთულად იღებოდა მისი სახლის კარიბჭე (ჭიშკარი).ბოლოს და ბოლოს ერთ-ერთმა სტუმარმა,გაბედა და ედისონს ჰკითხა:
"ტომას,თქვენსავით გენიოს კაცს,როგორ არ შეგიძლიათ ბევრად უფრო უკეთესი და მარტივად გასაღები კარიბჭის შექმნა?!


"ლიტერატორები - რომელთაც თვითმკვლელობით დაასრულეს სისცოცხლე" - ნაწილი II

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1054/თარიღი: 2013-05-12

1. ტაკეო არისიმა (1878-1923 წლები) - დიდი იაპონელი მწერალი და ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი "სირაკაბა"-ს (თეთრი არყის ხე) ლიტერატურული ჯგუფისა.1910 წელს იგი დაქორწინდა,თუმცა 1916 წელს მეუღლე ტუბერკულოზის შედეგად გარდაეცვალა.1922 წელს გაიცნო ქალთა ჟურნალის "ფუძინ კორონის" რედაქტორი ქალი - აკინო ჰატანო,რომელიც თავის მხრივ დაოჯახებული გახლდათ.მათ შორის მალე გაჩაღდა "სასიყვარულო რომანი",რომელიც მალევე გაიგო აკინოს ქმარმა.იმისათვის,რომ მათი სიყვარულისათვის "ხელი არავის შეეშალა",გადაწყვიტეს ორივეს - ტაკეოსაც და აკინოსაც სიცოცხლე...


Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.