Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » მარტი » 29 » 22.12.2012 წისანასწარმეტყველება თუ სამყაროს აღსასრული ?
2:57 PM
22.12.2012 წისანასწარმეტყველება თუ სამყაროს აღსასრული ?
მაიას ტომმა თავიანთი ცოდნა Popul Vuh -ში აღწერეს (წიგნი, სადაც მათ მთლიანი თავიანთი ცოდნა აღწერეს). წიგნში საუბარია კალენდარზე, რომელსაც პირველ სურათზე ხედავთ. ამბობენ, რომ ეს კალენდარი ღმერთებმა დაუტოვეს მაიას ტომსს დედამიწიდან შორეულ ვარსკვლავზე გაფრენის წინ. (ამ კალენდრის საშუალებით შესაძლებელია სულ ადვილად მილიონებში დათვლა). ესე დაუბარეს, რომ როგორც კი დათქმული დრო მოვიდოდა (წითელი მონიშნუილები რომ ერთმანეთს დაემთხვევა), მაშინ დაბრუნდებოდნენ და რაც შექმნეს, იმას შეამოწმებდნენ. გამოთვლის მიხედვით ეს მოხდება 2012 წლის დეკემბერში.მაიას ტერიტორიაზე ნაპოვნია ორი კალენდარი: ერთი 365 დღიანი ციკლით და მეორე 260. პირველი ციკლი გასაგებია, მაგრამ მეორე ციკლი უცნობია მეცნიერებისთვის, რადგანაც ეს ციკლი არ ემორჩილება დედამიწის კანონზომიერებებს (ჩემი აზრით, ეს მეორე ციკლი გამოხატავს დროის მსვლელობას პლანეტა სირიუს ბ-ზე, სადაც გაფრინდნენ მაიას ტომისს მასწავლებლები). მაიას ტომს ჰქონდა მთვარის და მზის ციკლები, მაგრამ მათ არ ქონდა ის სისტემა, რასაც ჩვენ დღეს ვიყენებთ დღეების ნუმერაციისას (იგულისხმება ორშაბათი, სამშაბათი და ა.შ.) როგორც დრეზდენის კოდექსი გვამცნობს, მაიას ათვლის წერტილი იყო ღმერთის კუკულკანის (იგივე კეცალკოატლის ან კუკუმაცის) დედამიწაზე ჩამოსვლა.ვარაუდობენ, რომ მისი ჩამოსვლა მოხდა 3114 წლის 11 აგვისტოს ჩვენს ერამდე, რადგან კალენდრის წითელი ნიშნულები მაგ დროს ხვდება ერთად, ანუ ეს იყო ათვლის წერტილი. ასევე 2012 წლის 22 დეკემბერს ჯდება ეგ წერტილები ერთად .პრობლემა იმაშია, რომ რა ციკლით ითვლიდნენ მაიას ტომის ხალხი, ბოლომდე გაურკვეველია.ეს ფაქტია, რომ ამ თარიღს პირველი ბანაკის წარმომადგენლები უნდობლად ეკიდებიან. ერთი საგულისხმო ფაქტი მეტყველებს მარტო 2012 წლისთვის – პოპულ ვუში ნახსენებია რომ ღმერთები ჩამოვლენ მაშინ, როცა დედამიწის ღერძი კვლავ დაუბრუნდება იდეალურ მდგომარეობას.ეხლა რას ნიშნავს ეს – დააკვირდით ამსურათს:



ხომ ხედავთ ღერძს? ყოველ წელს, ამ ღერძის მდებარეობა უმნიშვნელოდ იცვლება. ეს იმას ნიშნავს, რომ ღერძი ერთი და იგივე წერტილს არ ხვდება, რადგან ე.წ. "იდეალური მდგომარეობა” მეორდება ყოველ 25 800 წელიწადში ერთხელ. თანამედროვე ტექნიკის პირობებში შეძლეს მეცნიერებმა იმის გამოთვლა, თუ როდის მიაღწევს დედამიწის ღერძი კვლავ თავის ”იდეალურ მდგომარეობას”. აღმოჩნდა რომ ეს 2012 წელს მოხდება.
ის თუ რა მოხდება, არავინ იცის, რადგან არანაირ კატასტროფაზე ლაპარაკი არ არის.საუბარია "მაიას მეორედ მოსვლაზე” ანუ "ახალი ციკლის დაწყებაზე”.
მაიას კალენდრის მიხედვით 2012 წლისთვის დასასრული არა სიცოცხლის, არამედ ერთი ციკლის დასასრულია, რაც ამავდროულად ახალი ციკლის დასაწყისია. რაც შეიძლება ”დაბადებად” მივიჩნიოთ.
ერთ-ერთი ვერსიით, მზე უახლოვდება კოსმოსის ”ბნელ ხვრელს” და ისე ექცევა მის შუაში, რომ იგი დედამიწას გარს აკრავს. დედამიწისთვის იხსნება ”ცის კარი”, როცა გალაქტიკური და დედამიწის სოლარული ფენები ერთმანეთს ეხება. მაიას ტომის მითოლოგიაში მზის ეს მდგომარეობა One Hunahpu, პირველ მამად მოიხსენიება. მათ წმინდა წიგნში Popol Vuh -ში ნათქვამია, რომ ”პირველი მამა” თავიდან დაიბადება და ახალი დრო, ახალი ათვლის წერტილი იქნება. ”ბნელ ხვრელს” დიდი მითოლოგიური მნიშვნელობა აქვს. ის მოხსენიებულია, როგორც მიწისქვეშა სამყარო, კოსმოსური დემონი. კოსმოსური ”დედის” დაბადების ადგილი და რადგან ამ დროს კოსმოსური ”დედა” ხვდება ”პირველ მამას”, ანუ მზე ექცევა ხვრელში, აქ მთავრდება მაიას კალენდარი. აღსანიშნავია, რომ ეს დაახლოებით 21 -დან 24 დეკემბრამდე ხდება. მაშინ, როცა მზე დაწეულია და 24 დეკემბრის შემდეგ კი მზე ზევით იწევს. ამ დროით თარიღდება ყველა ”ღმერთის”, მათ შორის ქრისტეს დაბრუნებაც.
არსებობს დოგონის ტომი, რომელიც პირველყოფილურ ცხოვრებას ეწევა. მათ იციან სირიუს ბ-ს არსებობა. 90-იან წლებში როცა ეს ტომი აღმოაჩინეს მეცნიერებისთვის უცნობი იყო კერ კიდევ სირიუს ბ-ს თანამგზავრის არსებობა.ა მ ტომმა კი ეს იცოდა და როდესაც მეცნიერებს შეხვდნენ ამ ტომის წარმომადგენლები, ისინი ხელს სირიუს ბ-სკენ იშვერდნენ და ამბობდნენ, რომ მათი ღმერთები იქ ცხოვრობდნენ და და თავიანთი სიტყვებით აღწერეს, რომ იქ ისეთი მიზიდულობის ძალა არის, რომ მთელმა ტომმა რომ მოინდომოს კენჭის აწევა ვერ აწევსო. მათ მეცნიერებს დაუხატეს პლანეტა სირიუს ბ თავისი თანამგზავრით, რაც მეცნიერებმა სისულელედ ჩათვალეს და ყურადღებაც კი არ მიაქციეს. რადაგანაც იმ დროს მარტო სირიუს ბ იყო ცნობილი და მათ თანამგზავრზე კი წარმოდგენაც არ ქონდათ. იმდროინდელი ტელესკოპით შეუძლებელი იყო ამ თანამგზავრის დანახვა, მაგრამ წლების გასვლასთან ერთად განვითარდა ტექნიკა და შესაძლებელი გახდა მისი დანახვა ,ისიც 50 წელიწადში ერთხელ, რადგანაც დანარჩენ პერიოდში მას სირიუს ბ-ს ჩრდილი ფარავს. ეს ტომი ამბობდა, რომ ჩვენი ღმერთები მალე დაბრუნდებიან და იმას შეამოწმებენ,რაც აქ დატოვესო.
ქრისტიანული რელიგიის მიხედვით, მეორედ მოსვლა მოახლოებულია. მასზე უამრავი ფილმია გადაღებული. ფილმ "მეორედ მოსვლაში” ნათქვამია, რომ ანტიქრისტე გამეფდება აღდგომიდან ერთი კვირის გასვლის შემდეგ, მისი მეფობა გაგრძელდება 1290 დღეს, აქედან 45 დღის შემდეგ, ანუ სულl1335 დღის მერე კი იქნება მეორედ მოსვლა და ქვეყნის აღსასრული, ამ 45 დღის განმავლობაში ადამიანებს კიდევ შეეძლებათ ცოდვების მონანიება. წელს აღდგომა იყო 19 აპრილს (18-ში ღამე), რომ გამოვთვალოთ 2009 წლის 25 აპრილიდან 2012 წლის 21 დეკემბრამდე ვღებულობთ:

20+30+31+30+31+31+30+31+30+31+ 29+31+31+30+31+30+31+31+30+31+ 30+31+28+31+31+30+31+30+31+31+ 30+31+30+31+28+31+31+30+31+30+31+31+30+31+5 = 1 3 3 5
კატეგორია: მეცნიერება | ნანახია: 755 | დაამატა: balu | ტეგები: 22.12.2012 წისანასწარმეტყველება თუ | რეიტინგი: 4.0/2
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.