Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » მარტი » 29 » გალაქტიკების შეჯახებამ შავი ხვრელებისგან გიგანტური რგოლების წარმოქმნა გამოიწვია
2:55 PM
გალაქტიკების შეჯახებამ შავი ხვრელებისგან გიგანტური რგოლების წარმოქმნა გამოიწვია
უსასრულო კოსმოსი დიდი რაოდენობით წარმოუდგენელ ობიექტს გვიმალავს. მათ რიცხვს თამამად შეიძლება მივაკუთვნოთ Arp 147 – ობიექტი, რომელიც ვეშაპის თანავარსკვლავედში მდებარებოს და ჩვენგან 430 მლნ სინათლის წლითაა დაშორებული. გროვის ამჟამინდელი სახე წარსულში სპირალური და ელიფსური გალაქტიკების შეჯახების შედეგია. შეჯახების შედეგად ახალგაზრდა ვარსკვლავებისგან შემდგარი გოლიათური რგოლი წარმოიქმნა, რომელთა უმეტესობა დიდი მასის გამო ზეახლად გადაიქცა, და ნეიტრონული ვარსკვლავი ან შავი ხვრელი დატოვა. ის, რომ რგოლში უამრავი შავი ხვრელია, მეცნიერებმა რგოლიდან გამომავალი მძლავრი რენტგენული და გამა-გამოსხივებების ნაკადების რეგისტრაციის შედეგად დაასკვნეს.

ქვემოთ მოტანილი გამოსახულება ტელესკოპებიდან Chandra მიღებული სურათების შეთავსების შედეგადაა მიღებული, რომელმაც მონაცემები რენტგენის დიაპაზონში (ვარდისფერი) გადმოსცა, Hubble – ხილულ დიაპაზონში (წითელი, მწვანე და ლურჯი), Spitzer — ინფრაწითელ დიაპაზონში (წითელი), და Galaxy Evolution Explorer – ულტრაიისფერში (მწვანე). მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ვარსკვლავების ინტენსიური ჩამოყალიბების პერიოდი დაახლოებით 15 მლნ წლის წინათ დასრულდა.



ელიფსური გალაქტიკის ცენტრში, რომელიც რგოლის მარცხნივაა განლაგეუბული, ასევე შეინიშნება რენტგენული გამოსხივების წყარო, თუმცა იგი გაცილებით სუსტია რგოლში განთავსებულებთან შედარებით. ვარაუდობენ, რომ ეს შეიძლება ზემასიური შავი ხვრელი იყოს, რომელიც «შიმშილობს». ობიექტები, რომლებიც Arp 147-ს არ მიეკუთვნებიან, მაგრამ სურათზე ჩანან, არანაკლებ საინტერესონი არიან — ეს არის კაშკაშა ვარსკვლავი სურათის მარცხენა ქვედა კუთხეში, აგრეთვე დაშორებული კვაზარი, რომელიც თეთრი ლაქის სახით ჩანს მარცხნივ და ელიფსური გალაქტიკის ზევითაა.
კატეგორია: მეცნიერება | ნანახია: 731 | დაამატა: balu | ტეგები: გალაქტიკების შეჯახებამ შავი ხვრელებ | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.