Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » მაისი » 1 » ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი "მეგობრების შესახებ"...
4:08 PM
ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი "მეგობრების შესახებ"...
გენიალური გერმანელი კომპოზიტორი,დირიჟორი და პიანისტი - ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი (1770-1827 წლები),მიუხედავად მისი მძიმე ხასიათისა,მეგობრების მიმართ მართლაც სამაგალითო პიროვნება გახლდათ,რასაც თავისი სამეგობრო წრე აღიარებდა კიდეც და ამბობდნენ,რომ ლუდვიგი საკმაოდ კეთილშობილი პიროვნება იყო,იგი არასოდეს ამბობდა უარს მეგობარს დახმარებოდა და ამ საკითხის მიმართ მის უსაყვარლეს ციტატას,რომელსაც ხშირად იმეორებდა სამეგობროში,სიტყვა-სიტყვით ასე ჟღერდა:
"არც ერთი ჩემი მეგობარი გასაჭირში არ უნდა ჩავარდეს მანამ,სანამ მე გამაჩნია თუნდაც ერთი ნაჭერი პურისა.თუ კი ჩემი საფულე ცარიელია,რაღა თქმა უნდა მისი დახმარება იმ წუთას ჩემთვის შეუძლებელია,თუმცა ამ შემთხვევაში სასწრაფოდ უნდა დავჯდე მაგიდასთან და დავწერო ახალი მუსიკა,რათა ჩემი მეგობარი რაც შეიძლება სწრაფად ვიხსნა გასაჭირისაგან".
როდესაც ლუდვიგი გარდაიცვალა 1827 წლის 26 მარტს,მისი დაკრძალვის დღეს სიტყვით გამოვიდა გამოჩენილი ავსტრიელი პოეტი და დრამატურგი,მეგობარი ლუდვიგისა - ფრანც გრილპარცერი (1791-1872 წლები),რომელმაც ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის შესახებ შემდეგი სიტყვები წარმოთქვა:
"ის იყო უდიდესი მუსიკოსი.ამასთანავე ადამიანი,ადამიანი ამ სიტყვის უმაღლესად სრული მნიშვნელობით... მხოლოდ მასზე შეიძლება ითქვას და არა სხვაზე,რომ მან შეასრულა უდიადესი მისია კაცობრიობისა.მის სულში არ იყო არავითარი ბოროტება და იგი კეთილშობილების ლამპარიც გახლდათ ყოველი ჩვენთაგანისათვის".
კატეგორია: ცნობილი ადამიანები | ნანახია: 1095 | დაამატა: balu | ტეგები: ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი მეგობრების შეს, bethovenis, cnobili adamianebi, ludvik van betxoveni | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.