Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » მაისი » 31 » "მეორე მსოფლიო ომის" ყველაზე ძვირადღირებული არტეფაქტები
10:27 PM
"მეორე მსოფლიო ომის" ყველაზე ძვირადღირებული არტეფაქტები
სამხედრო ანტიკვარიატი,ყოველთვის უდიდეს ინტერესს იწვევდა და იწვევს კოლექციონერებში.მეორე მსოფლიო ომის ისტორიული არტეფაქტების მიმართ ინტერესი კი ყველაზე დიდი ყურადღების საგანს წარმოადგენს,მათ შორის: დოკუმენტები,ჯილდოები,იარაღი,პირადი ნივთები,ცნობილი ადამიანების დოკუმენტები და ასე შემდეგ.სწორედ ამ მიზეზთა გამო აღნიშნული ნივთები,ხშირად ხვდება მსოფლიოს წამყვან აუქციონებზე და მათი ფასი წლიდან-წლამდე კოლოსარულად იზრდება.ამ პოსტში წარმოგიდგენთ ხუთეულს,დღემდე ყველაზე ძვირად გაყიდულ ლოტებისას,მსოფლიოს სხვადასხვა აუქციონებზე:

1. "Hawker Hurricane" - წარმოადგენს ბრიტანულ ერთადგილიან გამანადგურებელ თვითმფრინავს,რომელიც გამშვებულ იქნა 1942 წელს.იგი კანადის სამხედრო-საჰაერო ძალების შემადგენლობაში ირიცხებოდა და მეორე მსოფლიო ომის დროს დიდ დროს უთმობდა მტრის წყალქვეშა ნავებთან ბრძოლას.აღნიშნული თვითმფრინავი გაყიდულ იქნა Bonhams-ის აუქციონზე 2,6 მილიონ ამერიკულ დოლარად.აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ თვითმფრინავი დღესაც ისევე მწყობრშია,როგორც ეს ათწლეულების წინათ იყო.

2. "ედუარდ კენის სამხედრო ჯილდოები" - წარმოადგენს ავსტრალიური არმიის რიგითის - ედუარდ კენის მიერ მოპოვებულ ჯილდოებს,მეორე მსოფლიო ომის პერიოდში.აღნიშნულ ჯილდოებს შორის ყველაზე ძვირფასი,დიდი ბრიტანეთის სამხედრო ორდენი - "დედოფალ ვიქტორიას" სახელობის ჯვარია,რომელიც მებრძოლს გადაეცემა განსაკუთრებული გმირობის ჩადენის შემთხვევაში.ეს ჯილდო აუქციონებზე უიშვიათესად ხვდება და ძირითადად კერძო კოლექციებშია დაცული.ამის გამო იგი ერთგვარად წარმოადგენს ამა თუ იმ ოჯახის რელიქვიას,რომელთა ნაწილსაც მფლობელები,არც თუ ისე ხშირად მუზეუმებს უსახსოვრებენ ხოლმე.ედუარდ კენმა აღნიშნული ჯილდო 1945 წლის მაისში,პაპუა-ახალ გვინეაში ჩადენილი გმირობისათვის მიიღო,მაშინ როდესაც სრულიად მარტომ თავს დაესხა მტრის ბუნკერს,რა დროსაც გაანადგურა იაპონელ მეტყვიამფრქვევეთა მრავალი საცეცხლე წერტილი."ედუარდ კენის სამხედრო ჯილდოები" აუქციონზე გაყიდულ იქნა 990 000 ამერიკულ დოლარად.

3. "ადოლფ ჰიტლერის საწერი მოწყობილობა" - მიუხედავად იმისა,რომ ადოლფ ჰიტლერი ყოველ ადამიანში უარყოფით აურას აღძრავს,კოლექციონერებისათვის მისი პირადი ნივთების "ხელში ჩაგდება" მაინც დიდ ინტერესის სფეროს წარმოადგენს.ფიურერის მასიური ბრინჯაოსაგან დამზადებული საწერი მოწყობილობა,რომელსაც მესამე რაიხის სიმბოლო "არწივი" ამშვენებს,ამერიკელი ლეიტენანტის - ჯეკ მაკონომის მიერ იქნა ნაპოვნი ჰიტლერის რეზიდენციაში.მას შემდეგ აღნიშნული არტეფაქტი მის კერძო საკუთრებაში ინახებოდა,მანამ სანამ მრავალი წლის გასვლის შემდეგ,სრულიად შემთხვევით ტელევიზორში არ იხილა დოკუმენტური კადრები "მიუნხენის შეთანხმებისა",სადაც სწორედ ამ არტეფაქტზე მოაწერა ხელი ადოლფ იტლერმა "მიუნხენის შეთანხმებას".სწორედ ამ დროს მიხვდა ომის ვეტერანი,თუ რაოდენ "ძვირფასი" ისტორიული არტეფაქტის მფლობელი იყო.მოგვიანებით ადოლფ ჰიტლერის საწერი მოწყობილობა გამოტანილ იქნა აუქციონის სახლის Alexsander Autographs-ის მიერ ერთ-ერთ გასაყიდ ლოტად და იგი გაიყიდა 423 000 ამერიკულ დოლარად.
კატეგორია: ისტორია | ნანახია: 961 | დაამატა: balu | ტეგები: dros, meore msoflio omis, zviradgirebuli, artepaqtebi, მეორე მსოფლიო ომის ყველაზე ძვირადღი | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.