Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » მარტი » 23 » ნარკომანიის ისტორია
8:27 PM
ნარკომანიის ისტორია
ოპიუმი და მორფიუმი
კოკაინი ხანგრძლივი ისტორიის მქონე ერთადერთი ნარკოტიკი როდია. არქეოლოგიური გათხრების დროს ქვის ხანის საცხოვრისებში საკვების ნარჩენებს შორის აღმოაჩინეს ყაყაჩოს თესლიც, რომლისგანაც მოგვიანებით ოპიუმის დამზადება დაიწყეს. ოპიუმის წევა საკმაოდ იყო გავცელებული ჩინეთში. საბოლოოდ ამან ისეთი დამღუპველი ხასიათი მიიღო, რომ გენერალმა ცზენ ტანმა ნარკომანებისთვის ტუჩების მოკვეთა ბრძანა, მაგრამ არც ამან გამოიღო შედეგი… როდესაც დაინახეს, რომ აკრძალვა უშედეგო იყო, ხელისუფლებმა გადაწყვიტეს, ეს მავნე ჩვევა ეკონომიკური სარგებლისთვის გამოეყენებინათ – უცხოეთშიც გაეყიდათ. ამ მიზნით ჩინეთის იმპერატორმა ქალმა ცი სინმა გლეხებს ნება დართო, სიჩუანისა და იუნანის მთიან პროვინციებში ძილის მომგვრელი ყაყაჩო გაეშენებინათ. ჩინეთის მოსახლეობის თითქმის მესამედმა ამ საქმეს მიჰყო ხელი და მე-20 საუკუნის დასაწყისში 22 ათასი ტონა ოპიუმი მიიღეს, თუმცა მოგების ნაცვლად სახელმწიფო უდიდესი საფრთხის წინაშე აღმოჩნდა, რადგან ნედლეულის ყველაზე აქტიურ მომხმარებლებად თავად ჩინელები იქცნენ. ჩინეთიდან ოპიუმმა ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში შეაღწია. ოპიატების სწრაფ გავრცელებას იმანაც შეუწყო ხელი, რომ მე-19 საუკუნის დასაწყისში მეცნიერმა ფრიდრიხ ვილჰელმ სერტიურნერმა ოპიუმისგან კრისტალური სახით გამოყო თეთრი ნივთიერება მორფიუმი – სწორედ ის განაპირობებდა ოპიუმისთვის დამახასიათებელ საძილე და ტკივილგამაყუჩებელ ეფექტს. მორფიუმმა უამრავი ხალხი იხსნა სიკვდილისა და მტანჯველი ტკივილისგან, თუმცა მილიონობითვე ადამიანი მორფინიზმით – ნარკომანიის ერთ-ერთი მძიმე ფორმით – დააავადა.
მარიხუანა და ჰაშიში
უძველესი დროიდან იყო ცნობილი ინდური მარიხუანაც. იმ მცენარეთა შესახებ, რომელთა მოწევა, დაღეჭვა ან შესუნთქვა დროებით ქვეცნობიერ აზროვნებას აღვიძებდა და ფანტაზიათა სრული რეალიზების საშუალებას იძლეოდა, პირველ ცნობებს ჩვენს წელთაღრიცხვამდე XVIII-XIX საუკუნეების ჩინური ხელნაწერები შეიცავს. მათ თვისებებს იცნობდა ისტორიკოსი ჰეროდოტეც. ძველ ეგვიპტეში ამ ბალახებს ერთნაირად ეტანებოდნენ ფარაონი თუ ვაჭარი, ქურუმი თუ ხელოსანი, ქალი თუ კაცი. ყველაზე პოპულარული იყო ჰაშიში – ინდური კანაფის ყვავილებისგან დამზადებული ფხვნილი, რომელიც მოგვიანებით ისე გავრცელდა, რომ ეგვიპტელები თავიანთ დროშებზე კანაფს ეროვნული უბედურების სიმბოლოდ გამოსახავდნენ.
ექსტაზი
ექსტაზი – "მოცეკვავე სიკვდილი” – რეივ-ნარკოტიკია, რომელსაც დღეს ახალგაზრდების დიდი ნაწილი დისკოთეკებსა და ღამის კლუბებში დროსტარებისას მოიხმარს. იგი გერმანელმა მეცნიერებმა მიიღეს მე-20 საუკუნის დამდეგს ამფეტამინის მოლეკულის ქიმიური აღნაგობის ტრანსფორმაციის გზით. I მსოფლიო ომის დროს ექსტაზის აქტიურად იყენებდნენ გერმანულ არმიაში – მისი მიღების შემდეგ ჯარისკაცები ვეღარ გრძნობდნენ დაღლილობას, შიმშილს, წყურვილსა და სიცივეს. მოგვიანებით პრეპარატით ფსიქიატრები დაინტერესდნენ, მაგრამ მან იმედი არ გაამართლა. დამანგრეველი თვისებების გამო დეპრესიის სამკურნალოდ მის გამოყენებაზე უარი თქვეს ამერიკელმა მკვლევრებმაც. ექსტაზი 70-80%-ით ამცირებს სისხლში სეროტონინის დონეს, რაც საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს. სწორედ ამ თვისებას უკავშირდება ადამიანთა უეცარი გარდაცვალება დისკოთეკებსა და ღამის კლუბებში. ექსტაზი მიჩვევას იწვევს, ამიტომ კლაბერები მისი ხშირი გამოყენების შემთხვევაში, ჩვეულებრივ, ნარკომანებად იქცევიან.
კატეგორია: ისტორია | ნანახია: 848 | დაამატა: balu | ტეგები: ნარკომანიის ისტორია | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.