Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » მაისი » 9 » უილიამ შექსპირი - "სონეტი"
11:09 AM
უილიამ შექსპირი - "სონეტი"
მე დავიქანცე,წამიყვანე,სიკვდილო ჩქარა,
რომ აღარ ვნახო ღირსეულნი ფეხით თელილი,
აღარ ვიხილო უვიცობის ზეიმი მარად,
არც სათნოება გალანძღული და შერცხვენილი.

უნამუსოებს თავს ნამუსის გვირგვინი ბურავს,
და უძლურება ძლიერებას უკარგავს ძალას,
არარაობა უსამართლოდ განდიდებულა
და სამართალი ცრუ დიდებას ხარკს უხდის კვალად.

ნათელ გონებას გზას უღობავს უგუნურება,
ენადაბმული ხელოვნება უღელქვეშ კვდება,
კეთილი საქმე ბოროტებას ემსახურება
და სასაცილოდ აუგდიათ ჭეშმარიტება.

მე მოვკვდებოდი,მოქანცული ამდენი თმენით,
რომ არ მიმძიმდეს,სიყვარულო,დათმობა შენი.
კატეგორია: ხელოვნება/პოეზია | ნანახია: 860 | დაამატა: balu | ტეგები: უილიამ შექსპირი - სონეტი, uiliam sheqspiri, soneti sheqspiris soneti, sheqspiris | რეიტინგი: 4.0/1
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.