Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » მაისი » 8 » კატაბალახა
1:29 PM
კატაბალახა
კატაბალახა 
(Valeriana), მრავალწლოვან ბალახოვან მცენარეთა გვარი კატაბალახასებრთა ოჯახისა. გვარში 200-ზე მეტი სახეობაა. გავრცელებულია მთელ ევრაზიაში, სამხრეთ ამერიკის ანდებსა და ჩრდილოეთ ამერიკის ზომიერ სარტყელში. საქართველოში იზრდება 10 სახეობა (მათგან 2 კავკასიის ენდემია). სამკურნალო კატაბალახა (Valeriana officinalis) ყველაზე ფართოდ გავრცელებული სახეობაა. 1,5 მ-მდე სიმაღლის ვარდისფერყვავილებიანი ბალახია. ბევრია საქართველოს ტყისპირებსა და ბუჩქნარებში. ფესურა და ფესვები შეიცავს ეთეროვან ზეთს, ვალერიანის მჟავას, ძმარმჟავას და ჭიანჭველმჟავას, ალკალოიდებს, მთრიმლავ ნივთიერებებს, შაქარს. საქართველოში იზრდება აგრეთვე კოლხური კატაბალახა (Valeriana colchica), რომელიც ასევე დიდი რაოდენობით შეიცავს ეთეროვან ზეთს და ვალერიანის მჟავას.

კატაბალახას პრეპარატებს (ექსტრაქტი, ნაყენი სპირტსა და ეთერზე) იყენებენ ნერვული აგზნების, უძილობის, გულსისხლძარღვთა სისტემის ნევროზის დროს და სხვა. კავკასიაში, უკრაინასა და ზოგ სხვა რაიონში ველური კატაბალახის ფესვებს და ფესურებს იყენებენ, სხვაგან კი კატაბალახა კულტივირებულია.

 უნიკალური მცენარე მედიცინაში (რომელსაც კონკურენტი არ  ყავს !!! )

ძნელია მოვძებნოთ სამკურნალო მცენარე, რომელიც კატაბალახას გაუწევს მეტოქეობას. მცენარის ლათინური სახელის ფუძე – "ვალერე” ჯანმრთელობას ნიშნავს და იგი მართლაც ძვირფასი სამკურნალო საშუალებაა.

კატაბალახა ივნის-აგვისტოში ყვავის. ფესვურები და ფესვები ადრეულ შემოდგომაზე უნდა დამზადდეს, ვიდრე მიწისზედა ნაწილი გახმება, წინააღმდეგ შემთხვევაში, მცენარეს ვეღარ მივაგნებთ.

ახლად ამოთხრილი ნედლეული ღია ფერისაა, თითქმის უსუნო, გაშრობის შემდეგ კი მუქდება და დამახასიათებელ მძაფრ სუნს იძენს. კატაბალახა ნაზად მოქმედი და სრულიად უვნებელი დამამშვიდებელი საშუალებაა. იხმარება ნევროზების, ზოგადი აღგზნების, უძილობის სამკურნალოდ.

ოჯახის პირობებში, მისი ნაყენი ასე მზადდება: ერთ სუფრის კოვზ დანაწევრებულ, გამომშრალ მასალას დავასხათ 1 ჩაის ჭიქა (200 მლ) მდუღარე წყალი, გავაჩეროთ გაგრილებამდე და გავწუროთ.

სპეციალისტები გვირჩევენ, რომ ნედლეულის დამზადებისას სიფრთხილე გამოვიჩინოთ. ყველა მცენარე არ უნდა ამოვთხაროთ, რადგან, ასეთ შემთხვევაში, კატაბალახა მოისპობა.
კატეგორია: ფლორა და ფაუნა | ნანახია: 1324 | დაამატა: balu | ტეგები: katabalaxa, samkurnalo tvisebebi, კატაბალახა, katabalaxa medicinashi, katabalaxas tvisebebi | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.