ავტორი: Luka1234/კომენტარები: 0/ნახვა: 921/თარიღი: 2013-08-07
მონრეალის ბოტანიკურ ბაღში გაიმართა საოცარი გამოფენა.
|
ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 917/თარიღი: 2013-06-19
"რუაკანას ჩანჩქერი" - ინგლისურ ენაზე "Ruacana Falss",წარმოადგენს ჩანჩქერს აფრიკის კონტინენტის სამხრეთ დასავლეთით,მდინარე კუნენეზე,რომელიც თავის მხრივ ატლანტის ოკეანის აუზს წარმოადგენს.იგი მდებარეობს აფრიკული სახელმწიფოს ნამიბიის ჩრდილოეთ ტერიტორიაზე,ქალაქ რუაკანას სიახლოვეს.ჩანჩქერის წყალვარდნის სიმაღლე 124 მეტრს შეადგენს და შეიცავს რამდენიმე წყალვარდნილს.ამ ადგილებში მდინარის მაქსიმალური სიგანე 695 მეტრია."რუაკანას ჩანჩქერი" მდინარე კუნენეზე,მდებარეობს ანგოლისა და ნამიბიის სახელმწიფო საზღვრებს შორის.აღსანიშნავია ის გ...
|
ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 975/თარიღი: 2013-06-15
"ბაიკუშევის ფიჭვი" - ინგლისურ ენაზე "Baikushev's Pine",წარმოადგენს ერთ-ერთ უძველეს ეგზემპლარს - ჰალდრაიხის სახეობის ფიჭვისა (აღნიშნულ სახეობას ასევე მოიხსენიებენ - ბოსნიური ფიჭვის სახელითაც).მისი ასაკი 1300 წლით განისაზღვრება და იგი ბულგარეთის ყველაზე "ხანდაზმულ" და "ცნობილ" მცენარედ მიიჩნევა.გარდა ამისა შეტანილია,მსოფლიოს ყველაზე ხანდაზმულ ხეთა ნუსხაშიც.(ავტორი გენია.ჯი) "ბაიკუშევის ფიჭვის" მაქსიმალური სიმაღლე 26 მეტრ...
|
ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 872/თარიღი: 2013-06-13
"ვულკანი ჰალასანი" - წარმოადგენს ჩამქრალ ფარისებურ ვულკანს,რომელიც მდებარეობს სამხრეთ კორეის ყველაზე დიდ კუნძულ ჩეჯუდოში.თავის მხრივ იგი ყველაზე პატარა პროვინციას წარმოადგენს ამ ქვეყნისა.აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ აღნიშნული მთა სამხრეთ კორეის უმაღლეს წერტილს წარმოადგენს და მისი სიმაღლე ზღვის დონიდან 1950 მეტრია.ვულკანური მთა მდებარეობს კუნძულის ცენტრალურ ნაწილში და მისი დანახვა,მიუხედავად მწვერვალზე განფენილი ხშირი ღრუბლებისა,კუნძულის ყველა ნაწილიდან მაინც შესაძლებელია.ადგილობრივები ამბობენ: "ჯეჯუდო - ეს ჰალასანია,ხოლო...
|
ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1611/თარიღი: 2013-06-03
წყალი — წყალბადის ოქსიდი (H2O), უსუნო, უგემო და უფერული სითხე (სქელ ფენებში ან აპარატურით დაკვირვებისას ცისფერია), ბიოსფეროში ყველაზე გავრცელებული ქიმიური ნაერთი. აუცილებელია ყველა ცნობილი ცოცხალი ორგანიზმის არსებობისთვის.
დედამიწაზე წყლის სავარაუდო რაოდენობაა 1400 მილიარდი მ³. გვხვდება მსოფლიო ოკეანეში (96%), გარდა ამისა მიწისქვეშა წყლების, მყინვარების, ტბების, ნიადაგის ტენის და მდინარეების სახით, ასევე ატმოსფეროში და როგორც წვიმის წყალი. ბუნებრივ პირობებში წყალში სხვადასხვა რაოდენობით ყოველთვის გახსნილია მარილები, აირები და ორგანული ნივთიერებები.
დედამიწის გარდა წყლის არსებობა დადასტურებულია რამდენიმე სხვა ციურ სხეულზე (ევროპა, ევკლიდე).
|
ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 2222/თარიღი: 2013-06-03
არსებითად განსხვავებული კლიმატის გამო, მეტად განსხავავებულია აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს ეკოსისტემები და ვერტიკალური სარტყლურობის სტრუქტურა. მაგალითად, დასავლეთ საქართველოში არ არის სემიარიდული და არიდული მცენარეულობის უტყეო სარტყელი, ტყეებით დაფარულია ვაკეები და მთისწინა ფერდობები ზღვის ნაპირიდანვე. აქ 5 ძირითადი სარტყელია: ტყის (ზღვის დონიდან1900 მ-მდე), სუბალპური (1900-2500 მ), ალპური (2500-3000 მ), სუბნივალური (3000-3600 მ) და ნივალური (3600 მ). აღმოსავლეთ საქართველოში ვერტიკალური სარტყლურობა უფრო რთულია. გამოიყოფა 6 ძირითადი სარტყელი: ნახევრადუდაბნოების, სტეპებისა და არიდული ნათელი ტყეების (150-600 მ), ტყის (600-1900 მ), სუბალპური (1900-2500 მ), ალპური (2500-3000 მ), სუბნივალური (3000-3700 მ) და ნივალური (3700 მ).
|
ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 3494/თარიღი: 2013-06-03
ტროპიკული ტყეები — გავრცელებულია ეკვატორულ, სუბეკვატორულ და ტროპიკულ სარტყლებში ჩ. გ. 25° და ს. გ. 25°-ს შორის. მცენარეთა სახეობებით ძალზე მდიდარი მარადმწვანე ტენიანი ტროპიკული ტყეები (წვიმის ტყეები) ვითარდება წლის განმავლობაში ნალექებისა (2000-7000 მმ) და ტემპერატურის (23°C-32°C) თანაბარზომიერი განაწილების პირობებში; აქ ფართოდ არის გავრცელებული ლიანები და ეპიფიტები.
ნახევრად მარადმწვანე ტროპიკული ტყეები, რომლებშიც ხშირად მკვეთრადაა გამოხატული ფოთოლცვენა და შეფოთვლა, გავრცელებულია ვესტინდოეთში, ცენტრალურ ამერიკაში (კ. ტრინიდადი, შრი-ლანკა), დასავლეთ აფრიკასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში (ინდოეთი, მიანმარი).
|
ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1958/თარიღი: 2013-06-03
ტუნდრა (< ფინ. tunturi – უტყეო, მოშიშვლებული მაღლობი) — მცენარეულობის ტიპი, რომელიც დამახასიათებელია არქტიკული ოლქისათვის. ჩრდილოეთით ესაზღვრება არქტიკული უდაბნოები, სამხრეთით — ტყეები.
ტუნდრა ჩამოყალიბდა ცივი, ჭარბტენიანი ჰავისა და მარადი მზრალობის პირობებში, სუსტად განვითარებულ ნიადაგზე.
სკანდინავიის, ურალის, ციმბირის, ალასკის, ჩრდილოეთ კანადის მთებში ე.წ. მთის ტუნდრა გვხვდება. ტუნდრაში ჭარბობს მრავალწლოვანი მცენარეები: ხავსები, მღიერები, ბალახოვანი ჰემიკრიპტოფიტები და ქამეფიტები (კორდიანი, ფესურიანი, ბალიშა და ნახევრად ბალიშა, როზეტისებრი და ნახევრად როზეტისებრი მცენარეები), ფოთოლმცვივანი ქონდარა ბუჩქები — ქამეფიტები (Salix polaris და სხვ.), მარადმწვანე ქონდარა ბუჩქები (Empetrum hermaphroditum, Ledum decumbens და სხვ.), ფოთოლმცვივანი ტანმორჩილი ბუჩქები — ნანოფანეროფიტები (Betula nana, B. exilis, Salix lanata); თითო-ოროლა გვხვდება ერთწლოვანები (Koenigia islandica და სხვა) და ბოლქვიანი გეოფიტები (Liolidia serotina და სხვა). ტუნდრისთვის ნიშანდობლივია პოლიდომინანტურობა და მოზაიკური სტრუქტურა.
|
ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 2313/თარიღი: 2013-06-03
ტაიგა (იაკუტ. – ტყე) — ჩრდილოეთის ზომიერი სარტყლის წიწვოვანი ტყე, რომელსაც უჭირავს ჩრდილოეთ ევრაზიისა და ჩრდილოეთ ამერიკის უზარმაზარი ტერიტორია. ტაიგისთვის დამახასიათებელია ხანგრძლივი, მყართოვლიანი, მკაცრი ზამთარი და შედარებით თბილი ზაფხული; ნალექების წლიური რაოდენობა, როგორც წესი, აღემატება აორთქლებას. მდებარეობის მიხედვით ტაიგა ორგვარია: ბარისა და მთის. მთავარი შემადგენელი ხემცენარეების მიხედვით განარჩევენ მუქწიწვოვან (ნაძვი, სოჭი, ცუგა, ცრუცუგა, ლიბოცედრუსი, სეკვოია, ტუია და სხვ.) და ღიაწიწვოვან (ფიჭვი და ლარიქსი) ტაიგას.
ტაიგის ხედგომაში დომინანტობს 1-2, იშვიათად 3 ან მეტი სახეობა (რაც ხშირია მთის ტაიგაში). მათთან შერეულია ხოლმე არყი, ვერხვი, ნეკერჩხალი და სხვა ფოთლოვნები. ბარის ტაიგაში ეწერი და დამზრალი ნიადაგია, მთის ტაიგაში — მთა-ტყის მურა ნიადაგი. ევრაზიაში ტაიგის ფართობის მეტი წილი, რომელიც რუსეთის ფარგლებშია მოქცეული, ბარად ქმნის ტყის ზოლის ჩრდილო ქვეზონას. მასში მკვეთრად განირჩევა ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ განედური მდებარეობით შეპირობებული ზოლები: მეჩხერი; ჩრდილოეთისა; შუა; სამხრეთისა; ფართოფოთლოვან-წიწვოვანი.
|
ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 3474/თარიღი: 2013-06-03
უდაბნო — ლანდშაფტის ტიპი, რომელიც წარმოიქმენა მუდმივად ან სეზონურად ცხელჰავიან მხარეებში; იგი უდაბურს, უკაცრიელს ნიშნავს.
ახასიათებს ძალზე მეჩხერი და ღარიბი ფიტოცენოზები, ნიადაგისა და გრუნტის ხასიათის მიხედვით განასხვავებენ უდაბნოს შემდეგ სახეობებს:
ქვიშიანს — განვითარებულს ძველი ალუვიური ვაკეების ფხვიერ ნალექებზე; კენჭნარსა და ქვიშნარ-კენჭიანს — გათაბაშირებულ სტრუქტურულ პლატოებსა და მთისძირა ვაკეებზე; ღორღიან-გათაბაშირებულს — პლატოებსა და ახალგაზრდა მთისძირის ვაკეებზე; ქვიანს — დაბალმთიანეთსა და წვრილგორაკებზე; თიხნარს — სუსტად კარბონატულ საფრულ თიხნარებზე; ლიოსურს — მთისძირა ვაკეებზე; თიხიანთაყირულს — მთისძირა ვაკეებსა და მდინარეთა ძველ დელტებზე; თიხიან-ბედლენდურს — დაბალმთიანეთში, რომელიც აგებულია მარილების შემცველი მერგელებითა და თიხებით; მლაშობს — დამლაშებულ დეპრესიებსა და ზღვის სანაპიროებზე.
|
ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 920/თარიღი: 2013-05-28
ბევრი ანომალიური ქვა არის ბარიდის მთის ქვეშ ახალ ზელანდიაში, თუმცა ეს უჩვეულო ქვა რომელსაც "მოერაკის ქვები" ეწოდება, გახლავთ წყნარი ოკეანის სანაპიროზე. ეს გიგანტური ქვები უმეტესად 4 მეტრი სიმაღლის გახლავთ. როგორც ვარაუდობენ მოერაკი 95 წლის უნდა იყოს. მეცნიერთა დასკვნით მოერაკის ქვები, ამინდისა და დროის ცვლილებასთან ერთად იცვლის ფერებს და ფორმებს, რაც კიდევ უფრო საინტერესოს და მიმზიდველს ხდის მას, ამიტომ იგი ითვლება ახალი ზელანდიის ერთ-ერთ ანომალურ და ტურისტებისათვის მიმზიდველ ადგილად.
|
ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 972/თარიღი: 2013-05-27
1. მონღოლეთი - ამ ქვეყანაში საშუალო ტემპერატურა 0 გრადუს ქვემოთაა.პირველი ორი თვე - იანვარი და თებერვალი კი განსაკუთრებული სიცივით გამოირჩევა და ტემპერატურა -20 გრადუსზეც ეცემა.მონღოლეთის დედაქალაქი ულან-ბატორი კი ყველაზე ცივი კლიმატის მქონე დედაქალაქად არის მიჩნეული დედამიწაზე,სადაც მინიმალური ტემპერატურა იანვარში ფიქსირდება,ხოლო მაქსიმალური ივლისში.
|
|