ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 913/თარიღი: 2013-04-12
სიგრძე 327 კმ აუზის ფართობი 13.400 კმ²
რიონი — მდინარე დასავლეთ საქართველოში. სიგრძე 327 კმ, აუზის ფართობი 13400 კმ². სათავე აქვს კავკასიონის სამხრეთ კალთაზე ფასის მთაზე, ზღვის დონიდან 2960 მ. ერთვის შავ ზღვას ფოთთან. სათავიდან სოფელ გლოლამდე მიედინება სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ განიერ, ღრმა ხეობაში, რომელიც მდინარე ზოფხიტურის შეერთებამდე ტროგულია. ივითარებს განიერ ჭალას და იტოტება. ადგილ საგლოლოს ქვემოთ მიედინება ჯერ სამხრეთისკენ, შემდეგ — სამხრეთ დასავლეთისკენ ღრმა და ვიწრო ხეობაში, ივითარებს ვიწრო წყვეტილ ჭალას. ონთან უხვევს დასავლეთისკენ და მიედინება სოფელ ალპანამდე. ხეობა აქ ღრმა და განიერია, აქვს ფართო ჭალა, რომელიც წყალდიდობის დროს თითქმის მთლიანად იტბორება. მდინარე იტოტება და წარმოშობს კუნძულებს. ჩამოყალიბებულია ტერასები, რომელთა სიმაღლე 2-3-იდან 20-35 მ-მდეა, სიგრძე 2-3 კმ, სიგანე რამდენიმე ასეული მეტრია. ტერასებზე გაშენებულია სოფლები, ბაღ-ვენახები, ბოსტნები და ნათესები. ხეობა ზოგან შევიწროებულია ქმნის კლდეკარს (ხიდიკრის კლდეკარი). სოფელ ალპანიდან რიონი მკვეთრად უხვევს სამხრეთისკენ და ვიწრო ხეობაში გაედინება, მხოლოდ ალაგ-ალაგ განივრდება და იტოტება. სოფელ ტვიშთან ქმნის ღრმა კლდეკარს. ქუთაისის ქვემოთ, კოლხეთის დაბლობზე გამოდის, ივითარებს განიერ ჭალას, იტოტება და წარმოშობს კუნძულებს.
|
ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 872/თარიღი: 2013-04-12
კოლორადო (ინგლ. Colorado River, ესპ. río Colorado) — მდინარე ამერიკის შეერთებული შტატების სამხრეთ-დასავლეთით და მექსიკის ჩრდილოეთით, მისი სიგრძე შეადგენს 2 330 კილომეტრს. სათავეს იღებს კლდოვანი მთებიდან, გადაკვეთს არიზონის უდაბნოს და ჩაედინება კალიფორნიის ყურეშე. იმის გამო, რომ მდინარის წაყალი ფართოდ გამოიყენება სოფლის მეურნეობაში, ის ხშირად კალიფორნიის ყურემდე ვერ აღწევს.
მდინარე კოლორადოს აუზის ფართობი შეადგენს — 629 100 კმ²-ს. აქ აგებულია მრავალი კაშხალი. 1907 წელს აქ აშენდა პირველი კაშხლი. ხოლო 1933 წელს სწორედ კოლორადოზე აიგო ჰუვერის კაშხალი.
|
ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 875/თარიღი: 2013-04-12
ნიაგარის ჩანჩქერი — სამი ჩანჩქერისაგან შემდგარი წყალვარდნილთა სისტემა, მდებარეობს აშშ-სა და კანადის სახელმწიფო საზღვარზე. ჩანჩქერები მდებარეობენ ამერიკის შტატ ნიუ-იორკსა და კანადის პროვინცია ონტარიოს საზღვარზე. ნიაგარის სიახლოვეს მდებარეობს აშშ-ს ქალაქი ბუფალო. ჩრდილოეთ ამერიკის ყველაზე მაღალი ჩანჩქერის სიმაღლე შეადგენს 52 მეტრს.
იგი უძველეს დროში წარმოიქმნა, მეცნიერები ვარაუდობენ რომ ჩანჩქერი ნიაგარა დედამიწის უკანასკნელ გამყინვარების დროს შეიქმნა. 1848 წლის 29 მარტს ამ ჩანჩქერზე ერთ-ერთი ყველაზე უცნაური მოვლენა მოხდა, ნიაგარის ჩანჩქერი გაჩერდა. ეს გამოიწვია ამ დღეს არსებულმა ძლიერმა ქარმა, რომელმაც ერის ტბაში მდებარე ყინული დაძრა. ყინული ტბიდან მდინარე ნიაგარაზე გადავიდა და უზარმაზარმა მასამ გადაკეტა მდინარე ქალაქ ბუფალოს სიახლოვეს, ეს მოვლენა დაახლოებით 30 საათს გაგრძელდა.
|
ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1169/თარიღი: 2013-03-24
დედამიწის ზედაპირის რყევითი მოძრაობა იწვევს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერ და გამანადგურებელ მოვლენას - მიწისძვრას.
მიწისძვრები ხდება დედამიწის ქერქში. დედამიწის გარეთა საფარი შედგება მოძრავი ქანებისაგან. ქანების მოძრაობა არ არის სწორი და თანამიმდევრული. ამ დროს აღინიშნება კუმშვითი და გამჭიმი ძაბვები. წნევა ქანებს აწვება და დედამიწის ზედაპირის რღვევას იწყებს დაგროვილი ენერგია სხვადასხვა ინტენსივობის მიწისძვრის სახით ვლინდება.
|
ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 906/თარიღი: 2013-03-24
ყველაზე ბნელი დღე 400 წლის შემდეგ. მთვარის დაბნელება ზამთრის ბუნიობას დაემთხვა. მოვლენის ნახვა ყველაზე კარგად ჩრდილოევროპისა და ცენტრალური ამერიკის ქვეყნებიდან შეიძლება
|
ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1103/თარიღი: 2013-03-24
წყალმცენარეები, ტალახები ორგანიზმზე სხვადასხვაგვარად მოქმედებს:
|
ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 984/თარიღი: 2013-03-24
ეს სტატია არის ადამისნის და ბუნების ურთიერთობაზე.
|
ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 854/თარიღი: 2013-03-24
"მსოფლიოს ფილტვები” – სწორედ ამ მეტსახელით მოიხსენიებენ ამაზონის ტყეს, რომელიც მსოფლიოში ჟანგბადის უდიდესი მწარმოებელია. ამაზონის ტროპიკული ტყის ფართობი 5 მილიონი კვ. კილომეტრია და ის გრანდიოზულია, როგორც თავისი მოცულობით, აგრეთვე ბიომრავალფეროვნებით. ამაზონის ტყის 60% ბრაზილიაში მდებარეობს, 13% პერუში, მცირე ფართობებზე ამაზონის ტყე ვრცელდება კოლუმბიაში, ვენესუელაში, ეკვადორში, ბოლივიაში, გაიანაში, სურინამსა და საფრანგეთის გვიანაში
|
ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 892/თარიღი: 2013-03-23
საჰარა 8 მლნ კმ ზეა გადაჭიმული,ანუ აფრიკის დაახლოებით მეოთხედი უკავია ატლანტიის ოკენედან წითელ ზღვამდე.ქვიშის ზღვები(ერგები) მისი ზედაპირის მხოლოდ მეხუთედს ფარავს.დანარჩენი ვრცელი ქვაღორღიანი ტერიტორიებია (რეგები),სადაც ადგილ_ადგილ 3000 მ აზიდული გრძელი მთები გვხვდება .სამხრეთიდან საჰარას ესაძღვრება საჰელი ,უდაბნოსა და სავანას შორის გარდამავალი ზონა.წარსულში საჰარა მცენარეულობით იყო დაფარული და აქ ფართო მდინარეები მიედინებოდა,მაგრამ უკვე 5 ათასი წელია ჰავა უკიდურესად მშალია .იშვიათი და არარეგულარული ნალექი წელიწადში 100 მმ -საცვერ აღწევს ,მაშინ როდესაც მაგალითად ,საფრანგეთში წელიწადში 1 მ ფართობზე მოსული ნალექი 600მმ-ია
|
ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 957/თარიღი: 2013-03-23
ზამთარი — წელიწადის დრო, რომელიც დედამიწის ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ზამთრის მზებუდობის მომენტიდან (21 ან 22 დეკემბერი), გაზაფხულის ბუნიობის მომენტამდე (20 ან 21 მარტი) გრძელდება; ჩვეულებრივ ზამთარს უწოდებენ დეკემბრის, იანვრისა და თებერვლის თვეებს. ამ პერიოდში სამხრეთ ნახევარსფეროში ზაფხულია.
|
ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 904/თარიღი: 2013-03-23
ნეპტუნი სიშორით მერვე პლანეტაა მზიდან და ყველაზე შორეული გაზის გიგანტია ჩვენს მზის სისტემაში. ნეპტუნის ორბიტის ექსცენტრისიტეტის კოეფიციენტი 0.011214269 უდრის. მიუხედავად იმისა, რომ გაზის გიგანტთა შორის ყველაზე მცირეა, ნეპტუნი ურანზე უფრო მასიურია. მისი მასა დედამიწის 17 მასის ტოლია. ნეპტუნის ზედაპირის მინიმალური ტემპერატურა -218 °C ( 55°K ). ხოლო მაქსიმალური -196 °C (77°K ). მძლავრი გრავიტაციული ველის გამო მისმა შემადგენელმა გაზმა მაღალი სიმჭიდროვის კომპრესია განიცადა. ვარაუდობენ რომ მის ცენტრში ტემპერატურა 5000 °C. (5273 °K).
|
ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1004/თარიღი: 2013-03-23
პალმ აილენდი – პალმის ფორმის კუნძული, წარმოადგენს მსოფლიოში ყველაზე დიდ ხელოვნურ კუნძულს, რომელიც გაშენებულია დუბაის სანაპიროზე, გაერთიანებულ არაბულ ემირატებში. ამ კუნძულების მშენებლობა წარმოადგენს მსოფლიოში ყველაზე დიდ პროექტს ეს იქნება ყველაზე დიდი ხელოვნური კუნძული იქნება მსოფლიოში. პროექტის მშენებლობას ხელმძღვანელობდა Al Nakheel-ის კორპორაცია, რომელმაც დუბაის სანაპირო ზოლი გაზარდა 120 კილომეტრით და შექმნა უზარმაზარი ტერიტორია სახლებისათვის, გართობისა და დასვენებისათვის.
|
|