Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » ფლორა და ფაუნა

“ამერიკული ლომი”

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1474/თარიღი: 2013-10-02

“ამერიკული ლომი” – ინგლისურ ენაზე – “American Lion”,წარმოადგენს გადაშენებულ მტაცებელ ძუძუმწოვარს კატისებრთა ოჯახის,ლომების ქვესახეობისა.ისინი ბინადრობდნენ ამერიკის კონტინენტზე,პლეისტოცენის პერიოდში (დედამიწის ისტორიის მეოთხედი პერიოდის შუა ეპოქა).


მცენარეთა გამრავლება...

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 3216/თარიღი: 2013-09-21

თებერვლის მეორე ნახევარი მცენარეთა გამრავლებისათვის საუკეთესოა, რადგანაც ამ დროს ვეგეტაციის პერიოდი იწყება და ტემპერატურა ყოველდღიურად მატულობს.
თუმცა, ეს ყველა მცენარეს არ ეხება. განსაკუთრებულად წარმატებულად ამ დროს დეკორატიული მცენარეების გამრავლება შეიძლება.


ვარდისფერი რქაწითელი – ჯიში დაბადების მოწმობით

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1082/თარიღი: 2013-09-10

ვარდისფერი რქაწითელი დამოუკიდებელი ჯიშია თუ რქაწითელის კლონი? რამდენად პერსპექტიულია იგი მეღვინეობაში? არსებობს თუ არა წითელი რქაწითელი? ამჯერად შევეცადეთ, გამოვხმაურებოდით ამ არც თუ ისე მარტივ საკითხებს, რაზეც უკვე რამდენიმე წელია, მსჯელობენ ღვინის კლუბის ინტერნეტ–ფორუმზე vinoge.com/forum.


სხვადასხვა ტემპერატურა და ტენიანობა მცენარეებისთვის...

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 2646/თარიღი: 2013-07-09

სხვადასხვა ტემპერატურა და ტენიანობა მცენარეებისთვის...

განსაკუთრებით მკვეთრად მცენარეები ნიადაგის ზედმეტად დაბალ ტემპერატურაზე რეაგირებენ. თუ მცენარე ქვაზე ან მარმარილოზე დევს, ნიადაგის გადაცივების საფრთხე იზრდება.თბოიზოლაციისთვის რეკომენდებულია ქოთნის ქვეშ ხის პატარა ფიცრის დადება

გაზაფხულიდან შემოდგომამდე, როცა მცენარეების უმრავლესობას ზრდის პერიოდი აქვს, ჩვენს ბინებში არსებული ტემპერატურა მათთვის მეტ-ნაკლებად მისაღებია. ამ დროს ჰაერის ტემპერატურა ნორმაზე დაბლა იშვიათად ეცემა. ზაფხულში კი პირიქით, ფანჯრების ახლოს მდგომ მცენარეებს ზედმეტი სითბო აწუხებს...


ყაყაჩო

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1227/თარიღი: 2013-07-03

სამეფო: მცენარეები
განყოფილება: ფარულთესლოვნები
კლასი: ორლებნიანნი
ოჯახი: ყაყაჩოსებრნი
გვარი: ყაყაჩო

ყაყაჩო (Papaver), ერთ-, ორ- ან მრავალწლოვან ბალახოვან მცენარეთა გვარი ყაყაჩოსებრთა ოჯახისა. 100-მდე სახეობა უმთავრესად გავრცელებულია ჩრდ. ნახევარსფეროში, საქართველოში 13 სახეობა გვხვდება, მ. შ. 1 კავკასიის ენდემია. ყაყაჩოს ზოგიერთი სახეობის თესლი ზეთს შეიცავს, იყენებენ ტექნიკური მიზნებისთვის და კულინარიაში. კულტურაში ცნობილია ხაშხაში (P. somniferum), რომლის თესლს კვების მრეწველობაში და აგრეთვე სამკურნალოდ იყენებენ, კოლოფისგან იღებენ ოპიუმს (შეიცავს ალკალოიდებს მორფიუმსა და კოდეინს). საქართველოში გავრცელებული სახეობებიდან დეკორატიულია P. orientale, P. pseudoorientale და P. oreophilum.[i]


მსოფლიოს ყველაზე დიდი ხე

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1030/თარიღი: 2013-06-13

გენერალი შერმანი უზარმაზარი სეკვოიაა და მისი სახლი კალიფორნიაში, სეკვოიების დიდ ტყეშია. ის ყველაზე დიდი ხეა მთელ მსოფლიოში. მისი სიმაღლე 83.8 მეტრია, დიამეტრი- 7.7 მეტრი, ხოლო ასაკი - 2300-2700 წელი.
ხეს გენერალი შერმანი 1879 წელს ეწოდა, ამერიკის სამოქალაქო ომის გმირის მიხედვით. თუმცა, ახლა რთული გასარკვევია, ვინ უფრო ცნობილია, ნამდვილი გენერალი თუ მისი მოსახელე მცენარე. ეს უზარმაზარი სეკვოია მსოფლიოს ყველაზე დიდი ხის სახელს 1931 წლიდან ატარებს.
2006 წელს მას მთავარი ტოტი მოტყდა, რომელმაც პარკი სერიოზულად დააზიანა, მაგრამ ამას გენერალი შერმანის სტატუსი არ შეუცვლია.


ტკიპა

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 946/თარიღი: 2013-06-03

მათთვის ვისაც ბიოლოგია აინტერესებს და არამარტო !!!


დარვინის ობობა

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1076/თარიღი: 2013-05-30

"დარვინის ობობა" - ინგლისურ ენაზე "Darvin's bark spider",წარმოადგენს არანეომფორული ობობების სახეობას,Araneidae-ს ოჯახისა.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ "დარვინის ობობა"-ს ძალუძს გიგანტური აბლაბუდის შექმნა და დღემდე არსებულ სხვა სახეობის ობობებთან შედარებით ყველაზე დიდი ქსელის შექმნა,რომელიც ხშირ შემთხვევებში 3 კვადრატულ მეტრსაც კი აღწევს,ან შესაძლოა მოიცავდეს 900-დან 28 000 კვადრატულ სანტიმეტრს.სიგრძე აბლაბუდისა 25 მეტრამდეა და მას შეუძლია მისი უმტკიცესი ძაფის 25 მეტრ მანძილზე გატყორცნა.იგი პირველად აღმო...


საინტერესო ფაქტები ცხოველებზე

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 877/თარიღი: 2013-05-28

1. სიტყვა "დინოზავრი" ბერძნულად "საშინელ ხვლიკს" ნიშნავს, ეს სიტყვა პირველად 1841 წელს რიჩარდ ოუველმა უწოდა.
2. სტენოზავრს, ყველაზე პატარა ტვინი ჰქონდა. თავად 6 მეტრის სიგრძისა და თითქმის 2 ტონა წონისა იყო, ხოლო მისი ტვინი მხოლოდ მიწის თხილის ზომისა თუ იქნებოდა.
3. მთელი ცხოვრების მანძილზე ნიანგები და ალიგატორე...


რას მოიმოქმედებენ ცხოველები საფრთხის დროს?

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 886/თარიღი: 2013-05-27

1. ოპოსუმი - ძუძუმწოვართა ოჯახი ჩანთოსანთა რიგისა,რომელიც მოიცავს 12 გვარის 65 სახეობას,ძირითადად გავრცელებულია ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის კონტინენტებზე.ისინი საფრთხის დროს,როდესაც გამოუვალ მდგომარეობაში ვარდებიან,ეცემიან დაბლა,პირიდან გადმოსდით დუჟი,თავს იმკვდარუნებენ და აყენებენ ისეთ საშინელ სუნს,რომ მტაცებელი,რომელიც მის შეჭმას აპირებს,იძულებულია თავი აარიდოს მას.ასეთი უჩვეულო თვითგადარჩენის ინსტიქტი გააჩნიათ მათ კრიტიკულ სიტუაციებში.აღსანიშნავია,რომ ეს გახლავთ ოპოსუმის ინსტიქტი შიშის მიმართ და არა ვთქვათ სპეციალურად შექმნილი ...


საინტერესო ფაქტები "მწერების" შესახებ

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 823/თარიღი: 2013-05-26

1. დედამიწაზე ყველაზე სწარაფ მწერად "ჭრიჭინა" არის მიჩნეული,რომელთაც 57 კილომეტრი სისწრაფის განვითარება შეუძლიათ საათში.ისინი განეკუთვნებიან სწორფრთიანთა რაზმის მწერებს და გამოირჩევიან კარგი ფრენით.ჭრიჭინების სულ 4500-მდე სახეობაა გავრცელებული.

2. ყველაზე დიდი სახეობის პეპლად მიჩნეულია "Attacus Altas",რომლის ფრთების გაშლილობამაც შესაძლოა 30 სანტიმეტრსაც კი მიაღწიოს.მისი ზომები იმდენად დიდია,რომ შორიდან შესაძლოა ადამიანს ფრინველიც ეგონოს.ბინადრობენ ტროპიკულ და სუბტროპიკულ ტყეებში.ძირითადად სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში (ინდონეზიასა და მალაიზიაში,თუმცა არა ყველა კუნძულზე).გამოირჩევა ულამაზესი ფერებით.კონკურენციას ამ დიდ პეპელას მხოლოდ სამხრეთ ამერიკული - "აგრიპინა" უწევს.


გოგრა/კვახი - gogra / kvaxi

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 3470/თარიღი: 2013-05-13

გოგრა (Cucurbita) — ერთწლოვანი და მრავალწლოვანი მხოხავი მცენარის გვარი გოგრისებრთა ოჯახისა. აქვს დატოტვილი და მიწაზე გართხმული ან საყრდენზე ასული ღერო, გრძელყუნწიანი და ბუსუსიანი ფართო ფოთოლი, დიდი ყვითელი, ზარისებური ყვავილი. ისხამს საკმაოდ დიდ სხვადასხვა ფორმისა და შეფერილობის ნაყოფს. თესლი მსხვილი, ოვალური, თეთრი ან მოყვითალოა. გოგრის სამშობლოა ამერიკა. მისი 13 სახეობიდან ფართოდაა კულტივირებული ერთწლოვანი 3 სახეობა: მსხვილნაყოფა ანუ გიგანტური გოგრა, რომლისგანაც გამოყვანილია სუფრის, საკვები და დეკორატიული ჯიშები - თეთრი თაფლა 611, მსხვილნაყოფა 1 და სხვა; მაგარკანიანი ანუ ჩვეულებრივი გოგრა (ხოკერა, საქართველოში ძველთაგანვეა გავრცელებული). არის სუფრისა და დეკორატიული ჯიშები. ამ სახეობას ეკუთვნის ყაბაყი და პატიოსონი. მუსკატური ანუ ჯავზის გოგრა (საქართველოში ცნობილია თაფლა გოგრის, ხურჯინას, ბორჩალური გოგრის სახელით, გავრცელებულია ქვემო ქართლის დაბლობ ზონაში). მისი ჯიშებია: კაშგარის 1644, ლენინაბადისა და სხვა. გოგრა სითბოს მოყვარული გვალვაგამძლე მცენარეა. არსებობს გოგრის ბევრი მსხვილნაყოფა საკვები ჯიში. ამრავლებენ როგორც ჩითილით, ასევე თესლით. თესლი ღივდება 13°C ტემპერატურაზე. კარგად ხარობს ნაყოფიერ, ღრმა, ორგანული და მინერალური სასუქით უხვად განოყიერებულ მსუბუქ ნიადაგზე. გოგრას იყენებენ საჭმელად, ცხოველთა საკვებად. გოგრის თესლისაგან ხდიან საჭმელ ზეთს. მოსავლიანობა 1 ჰა-ზე ზოგჯერ 1000 ც-ს აღემატება.


1 2 3 ... 11 12 »
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.