Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » ფლორა და ფაუნა

ბულტერიერი (BULL TERRIER)

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 913/თარიღი: 2013-03-23

წარმომავლობა. 1830 წელს, როდესაც განსაკუთრებით პოპულარული იყო ხარებისა და ბულდოგების ორთაბრძოლები, "სპორტის” ამ სახეობის მოყვარულებმა გადაწყვიტეს ძაღლის ისეთი ჯიშის გამოყვანა, რომელიც შეძლებდა ხარის შეტევას ბულდოგზე უკეთ. ამგვარად, ინგლისური ბულდოგისა და ძველინგლისური ტერიერის, მოგვიანებით კი ესპანური პოინტერების შეჯვარების შედეგად მიღებულ იქნა ბულტერიერი. 1850 წელს გამოიყვანეს ამ ჯიშის თეთრი ფერის ნაირსახეობა


აღმოჩენილია ერთ-ერთი პირველი დინოზავრი, ზაუროპოდის პრაქტიკულად მთელი ჩონჩხი

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 820/თარიღი: 2013-03-23

Yizhousaurus-ის თავის ქალა (Bill Mueller-ის ფოტო).

ჩინეთის სამხრეთით იუნანის პროვინციაში ნაპოვნია უძველესი ზაუროპოდის მთელი ჩონჩხი.

ტეხასის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის თანამშრომელი სანკარ ჩატერჯი (Sankar Chatterjee) შეისწავლიდა ახალი ტიპის დინოზავრების ნარჩენებს 2005 წლის შემდეგ. მათ მიერ ჩინელ პალეონტოლოგებთან ერთად მომზადებული ანგარიში წარმოდგენილი იქნა დღეს 31 იქტომბერს დენვერში ამერიკის გეოლოგიური საზოგადოების ყოველწლიურ შეკრებაზე.

დინოზავრი, რომელსაც დაარქვეს Yizhousaurus sunae, ცოცხლობდა დაახლოებით 200მლნ წლის წინ (იურული პერიოდის დასაწყისში). ისევე როგორც სხვა Sauropoda-ის წარმომადგენლებს, ამ ცხოველსაც ქონდა წინ წამოწეული კისერი, მყარი ჩონჩხო და გადაადგილდებოდა 4 ფეხზე; თუმცა ზომებით ის უფრო პატარაა ვიდრე მისი "მომდევნო” ზაუროპოდები, რომლებიც 36 მეტრამდე იზრდებოდნენ. Yizhousaurus sunae-ის ზომა მეცნიერებმა შეაფასეს როგორც 9მ.

ყველაზე დიდ ინტერესს იწვევს დინოზავრის ძალიან კარგად შენახული თავი. "ზაუროპოდების თავი არც ისე დიდი და მყარი იყო, — ხსნის ბატონი ჩატერჯი. — ისინი ინახებიან მხოლოდ 10% შემთხვევებში”.

Y. sunae-ის თავი არის საკმაოდ ფართო, და მოკლე (30სმ-ზე ნაკლები). U-ს მაგვარი პირი მოგვაგონებს იურული პერიოდის ბოლოსკენ მცხოვრებ ზაუროპოდს Camarasaurus; ძლიერი კბილები, მას საშუალებას აძლევდა როგორც ფოთლების ისე ტოტების გადაყლაპვისა. "ევოლუციის მსვლელობისას ზაუროპოდებს აღარ ჰქონდათ "უნივერსალური” კბილები”, — აღნიშნავს სანკარ ჩატერჯი.

აღსანიშნავია ისიც, რომ დაახლოებით ნახევარი საუკუნის წინ იუნანში ნაპოვნი იქნა პროზაუროპოდების(ლუფენგაზავრის) ნარჩენები. ახლა უკვე პალეონტოლოგებს გამოუჩნდათ საშუალება რომ გამიჯნონ ამ დინოზავრებიდან "გადასვლა” ზაუროპოდებისკენ.


არგენტინული დოგი

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1031/თარიღი: 2013-03-23

არგენტინული დოგის პირდაპირი წინაპრები მასტიფისებრი თეთრი ძაღლები (perro de pelea corbodes) იყვნენ. ისინი გამოირჩეოდნენ საუკეთესო დაცვისუნარიანობით, თუმცა უამრავი ნაკლი გააჩნდათ: იყვნენ ზედმეტად მასიურები (რაც მათ ნადირობაში ხელს უშლიდა) მძიმედ იტანდნენ არგენტინულ ცხელ ჰავას და ა.შ XX საუკუნის დასაწყისში არგენტინელმა კინოლოგმა ანტონიო მარტინესმა შეიმუშავა გეგმა, თუ როგორ შეექმნა მასტისებური თეთრი ძაღლიდან იდეალური მონადირე. 1929 წელს ანტონიომ დაიწყო ექსპერიმენტი, მან შეურია მასტიფისებურ თეთრ ძაღლს ბულტერიერის სისხლი (მეტი სითამამისათვის), ბულდოგის სისხლი (მეტი თავდაჯერებულობისათვის) გერმანული დოგის სისხლი (ელეგანტურობისათვის) ინგლისური პოინტერის სისხლი (ყნოსვის იდეალიზაციისათვის) ირლანდიური მგელთამგუდავის სისხლი (სისხარტუსათვის) და ბორდონული დოგის სისხლი (სიძლიერისთვის) საბოლოოდ მარტინესმა მიიღო იდეალური მონადირე (პუმაზე,იაგუარზე და ტახზე). ის საუკეთესო ოჯახის მცველი და რაც მთავარია ამ ყველაფერთან ერთად შესანიშნავი კომპანიონია


ლეკვის სწორი ჩვევების გამომუშავება

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 893/თარიღი: 2013-03-23

საკუთარი ადგილის ცნობა
როგორც კი სახლში მოიყვანთ ლეკვს, მაშინვე იზრუნეთ მის საკუთარ ადგილზე, სადაც მისი საწოლი იქნება მოთავსებული. ამ წუთიდან დაწყებული პატარამ მხოლოდ ამ ადგილას უნდა დაიძინოს. შესაძლოა, თავიდან რამდენიმე ღამე ლეკვის წკმუტუნმა ძილი დაგიფრთხოთ, მაგრამ არ აყვეთ ემოციებს და არავითარ შემთხვევაში არ წაიყვანოთ თავისი ადგილიდან, მითუმეტეს თქვენ საწოლში. მოგიწევთ ადგეთ და თქვენი ხელით მიიყვანოთ თავის ადგილას. იმისათვის, რომ შეჩვევის პროცესი უმტკივნეულოდ წარიმართოს, კარგი იქნება თუ საწოლ კალათაში დედის ადგილსამყოფელიდან წამოღებულ ნაჭრის ნაწილს ჩაუდებთ. მშობლიური სურნელი დაამშვიდებს ლეკვს, უფრო სწრაფადაც მიეჩვევა თავის ადგილს


სპილოები

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1181/თარიღი: 2013-03-23

სპილოებს დიდი ადგილი უჭირავთ პოპულარულ კულტურაში, მათ უკავშირდებათ გარკვეული სახის რელიგიური წარმოდგენები და ხშირად სიბრძნისა და ალტრუიზმის სიმბოლოდ მოიაზრებიან. მიუხედავად ამისა, თუკი ადამიანი ისეთ რეგიონში ცხოვრობს, სადაც სპილოს ნახვის შესაძლებლობა მხოლოდ ზოოპარკში, ცირკსა და მსგავს ადგილებში ეძლევა, ნაკლებადაა ამ ცხოველზე ინფორმირებული.


« 1 2 ... 10 11 12
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.