Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » ფლორა და ფაუნა

ნესვი/nesvi

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1068/თარიღი: 2013-05-13

ნესვი — ერთწლოვანი ბალახოვანი მცენარის Cucumis-ის გვარი გოგრისებრთა ოჯახისა. აქვს მომრგვალო-დაკურთხული ღერო, გრძელყუნწიანი და მსხვილი ფოთოლი, ცალსქესიანი, ზოგჯერ ორსქესიანი ყვავილი. ნაყოფი მრავალთესლიანი გოგრულაა, რომელსაც სხვადასხვა ფორმა აქვს. ნესვის სამშობლოდ ითვლება შუა და მცირე აზია. ცნობილი სახეობებია გველისმაგვარი, დეკორატიული (აღმოსავლეთ საქართველოში დასტამბო) და ჩინური. კულტურაში გავრცელებულია უფრო ჩვეულებრივი ანუ სუფსის ნესვი (Cucumis melo). ყოფილ სსრკ-ის ტერიტორიაზე მოჰყავთ უმეტესად შუა აზიის რესპუბლიკებში, აგრეთვე ვოლგისპირეთში, მოლდავეთში, უკრაინასა და ამიერკავკასიაში. სითბოს მოყვარული მცენარეა, უძლებს გვალვას. კარგად ხარობს 25-30 °C ტემპერატურაზე. ნაყოფი ძვირფასი საკვები და დიეტური პროდუქტია. დიდი რაოდენობით შეიცავს შაქარს (16-18%-ზე მეტს), C ვიტამინს (60 მგ-მდე), კაროტინს, პექტინოვან ნივთიერებას და მინერალურ მარილებს. იყენებენ ნედლად, აგრეთვე შემჭკნარსა და გამხმარს. მისგან ამზადებენ ხილფაფას, მურაბას, ცუკატს, მარმელადსა და სხვას. შუა აზიის სარწყავ პირობებში ნესვის მოსავალი 1 ჰა-ზე 300-400 ც, ურწყავ რაიონებში — 200 ც-მდე აღწევს. საქართველოში გავრცელებულია უფრო ადგილობრივი ჯიშები: მეგრული ადგილობრივი, მუხიანური ადგილობრივი, აგრეთვე „მშვენება", „კოლხოზნიცა 749/753".


საზამთრო/sazamtro

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 2046/თარიღი: 2013-05-13

საზამთრო (Citrullus) — ერთ ან მრავალწლოვანი მცენარის გვარი გოგროვანთა ოჯახისა. ნაყოფი გოგრულაა, სფეროსებრი, ოვალური ან ცილინდრული; შეფერილობა — თეთრიდან მუქ მწვანამდე. კანი შეიძლება მოხატული იყოს ბადისებრი ვარაყით ან ზოლებით, ლაქებით და სხვა. რბილობი ვარდისფერი, წითელი, ჟოლოსფერი, იშვიათად თეთრი ან ყვითელია.

ცნობილია საზამთღოს 3 სახეობა: ველური (Citrullus colocynthis), სასუფრე (Citrullus vulgarus) და საკვები (Citrullus colocynthoides). საზამთრო სითბოს მოყვარუყლია,ნიადაგის მიმართ ნაკლებმომთხოვნი. სამშობლოა სამხრეთ აფრიკა. ფართოდაა გავრცელებული სასუფრე საზამთრო, რომელიც იწონის 0,6-16 კგ-მდე, შეიცავს 11%-მდე შაქარს, ვიტამინებს და სხვა. იყენებენ ნედლად დამწნილებულს (პატარებს). ამზადებენ თაფლს, ცუკატს და სხვა. საშუალო მოსავლიანობა 150-200 ც/ჰა, საკვები საზამთროსი — 250-300ც/ჰა. ცხოველი ჭამს ნედლად და დასილოსებულს. სასუფრე საზამთროს გავრცელებული ჯიშებია „პობედიტელ-395", „სტოქსა-647-/649" და სხვა. საკვები საზამთროსი — „დისხიმი", „ბროდსკი 37-42" და სხვა.

საქართველოში გავრცელებული ადგილობრივი ჯიშები: „მუხრანის", „კახური", „შავი", „სოხუმის" და სხვა.

საზამთროს ნაყოფის რბილანა გამოირჩევა სასიამოვნო გემოთი და კარგად კლავს წყურვილს.


კრასულა – ფულისა და ბარაქის ხე

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 3361/თარიღი: 2013-05-11

ამბობენ რომ მას ოჯახში წარმატება და ბარაქა მოაქვს.თუ ფენშუის დავუჯერებთ, ეს მცენარე ნამდვილი სასწაულია და აუცილებელია ყველას ჰქონდეს ოჯახში.

საუბარი გვაქვს ე.წ. ფულის ხეზე.ზოგადად ყვავილებს მორწყვისა და გადარგვის გარდა ალერსი და სითბო უყვართ, არც ჩვენი ფულის ხეა გამონაკლისი თუმცა კი მას ბევრი წყალი არ უყვარს.ბიოლოგებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი: ორი ერთი და იგივე სახეობის მცენარე მოათავსეს სხვადასხვა ოთახებში, ერთს ჩვეულებრივ რწყავდნენ, უვლიდნენ და ეალერსებოდნენ, ხოლო მეორეს კი მხოლოდ რწყავდნენ და მიწას უფხვიერებდნენ.იმ ყვავილმა, რომელსაც ეალერსებოდნენ, უფრო სწრაფად გაიხარა და აყვავდა, ვიდრე მეორე ეგზემპლარმა.ახლა მინდა პატარა გადახვევის შემდეგ მოგიყვეთ ფულის ხეზე.

დღეს ის თითქმის ყველა ოჯახში გვხვდება მაგრამ მისი გახარება და აყვავება ცოტა ვინმეს თუ შეუძლია.მას არ უყვარს ნესტი და ბევრი წყალი მაგრამ არც სიმშრალის მოყვარულია. უყვარს ნიადაგი რომლშიც ცოტაოდენი ქვიშაა შერეული.ზამთრის პერიოდში ძალიან პრეტენზიულია და ყოველივე ეს ხშირად ხდება მისი მოწყენის მიზეზი.თუ ბევრი წყლის დასხმა მოგივათ, მას აუცილებლად დაულპება ფესვები და ამის გამოსწორება ძალიან რთულია.

რაც შეეხება ამ მცენარეზე გავრცელებულ ლეგენდებს.ფენშუიმ თქვა რომ ეს მცენარე მართლაც არის ბარაქის მომტანი ოღონდ იმ შემთხვევაში თუ ის კარგად ხარობს(რაც საქართველოში თუ სხვაგან სადმე ძალიან იშვიათად შეძლეს ამ მცენარის კაპრიზობის გამო თუმცა კი შესაძლებელია).იმისათვის რომ ხემ კარგად გაიხაროს ის უნდა მოიპაროთ(ამბობენ მოპარული კარგად ხარობსო).ოთახში მისი მდებარეობა სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილშია.სწორედ ეს მხარე წარმოადგენს ფულის ზონას.ფულის ხეს ძალიან უყვარს მოფერება და ალერსი.კაი იქნება თუ წითელი ფერის ზონარს შევაბამთ იმიტომ რომ ჩინეთში თვლიან რომ წითელი ფერი ბარაქას მოტანას ხელს უწყობს.კიდევ ერთი საიდუმლო კერძოდ მონეტები.ამ მცენარის გადარგვისას ძირში ჩააყოლეთ ყველზე მსხვილი მონეტა, არ აქვს მნიშვნელობა ახალი თუ ძველი.ახალი წლის ღამეს მას ფულებით რთავენ.მას აუცილებლად თიხის ქოთანი სჭირდება და ამ ყველაფერთან ერთად ფულის ხე ყვავის და აქვს ძალიან ნაზი და ლამაზი ყვავილები.თუ თქვენ სახლში კრასულა იგივე ფულის ხე აყვავდება, მაშინ აუცილებლად გელით ხვავი და ბარაქა.


კატაბალახა

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1323/თარიღი: 2013-05-08

კატაბალახა 
(Valeriana), მრავალწლოვან ბალახოვან მცენარეთა გვარი კატაბალახასებრთა ოჯახისა. გვარში 200-ზე მეტი სახეობაა. გავრცელებულია მთელ ევრაზიაში, სამხრეთ ამერიკის ანდებსა და ჩრდილოეთ ამერიკის ზომიერ სარტყელში. საქართველოში იზრდება 10 სახეობა (მათგან 2 კავკასიის ენდემია). სამკურნალო კატაბალახა (Valeriana officinalis) ყველაზე ფართოდ გავრცელებული სახეობაა. 1,5 მ-მდე სიმაღლის ვარდისფერყვავილებიანი ბალახია. ბევრია საქართველოს ტყისპირებსა და ბუჩქნარებში. ფესურა და ფესვები შეიცავს ეთეროვან ზეთს, ვალერიანის მჟავას, ძმარმჟავას და ჭიანჭველმჟავას, ალკალოიდებს, მთრიმლავ ნივთიერებებს, შაქარს. საქართველოში იზრდება აგრეთვე კოლხური კატაბალახა (Valeriana colchica), რომელიც ასევე დიდი რაოდენობით შეიცავს ეთეროვან ზეთს და ვალერიანის მჟავას.

კატაბალახას პრეპარატებს (ექსტრაქტი, ნაყენი სპირტსა და ეთერზე) იყენებენ ნერვული აგზნების, უძილობის, გულსისხლძარღვთა სისტემის ნევროზის დროს და სხვა. კავკასიაში, უკრაინასა და ზოგ სხვა რაიონში ველური კატაბალახის ფესვებს და ფესურებს იყენებენ, სხვაგან კი კატაბალახა კულტივირებულია.


ჩინური კობრა

ავტორი: Luka1234/კომენტარები: 0/ნახვა: 2111/თარიღი: 2013-05-03

ოჯახი: ასპიტისებრნი 
გვარი: ნამდვილი კობრები 
სახეობა: ჩინური კობრა
ქვესახეობები: არ არსებობს
მაქს. ზომა: 2 მეტრი
შხამის ხარისხი: ძალიან შხამიანი
გავრცელების არეალი: სამხრეთ-აღმოსავლეთ ჩინეთი, ჰონგ-კონგი, ჩრდილო ლაოსი, ჩრდილო ვიეტნამი და ტაივანი სადაც ყველაზე მეტად გავრცელებულია სამხრეთ მხარეში.
საბინადრო გარემო: გვხდება ტყეებში, მინდვრებში. ჩვეულებრივ იმალება ფოთლებსა და ქვების ქვეშ.
გარეგნული აღწერილობა: არის საშუალო ზომის გველი 1.2 - 1.5 მეტრამდე, მაგრამ შეუძლიათ მიაღწიონ 2 მეტრსაც, თუმცა იშვიათად. "კაპიშონზე" აღენიშნება "O" ფორმის სიმბოლო, რომელიც კარგად ჩანს მთავარ სურათზე. სხეულის ფერი შავი აქვს, გარკვეული ღია ხაზებით ან მათ გარეშე. ყელი ღია ფერშია, შავი ლაქებით ან ლენტით. თავის ზედა 


გიგანტური ყავისფერი მფურთხავი კობრა

ავტორი: Luka1234/კომენტარები: 0/ნახვა: 1212/თარიღი: 2013-05-03

ოჯახი: ასპიტისებრნი 
გვარი: ნამდვილი კობრები 
სახეობა: გიგანტური ყავისფერი მფურთხავი კობრა 
ქვესახეობები: არ არსებობს
მაქს. ზომა: 2.7 მეტრი
შხამის ხარისხი: ძალიან შხამიანი
გავრცელების არეალი: აფრიკა (აღმოსავლეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ აფრიკა: აღმოსავლეთ კენია, ჩრდილო-აღმოსავლეთ უგანდა, სამხრეთ ეთიოპია და სამხრეთ სომალია).
საბინადრო გარემო: ბინადრობს მშრალ ადგილებში.
გარეგნული აღწერილობა: ეს არის მსოფლიოში ყველაზე დიდი მფურთხავი კობრა, რომლის ზომა ჩვეულებრივ 1.3 - 


დინგიანი კობრა

ავტორი: Luka1234/კომენტარები: 0/ნახვა: 1169/თარიღი: 2013-05-03

ოჯახი: ასპიტისებრნი 
გვარი: ნამდვილი კობრები
სახეობა: დინგიანი კობრა
ქვესახეობები: არ არსებობს
მაქს. ზომა: 2.5 მეტრი
შხამის ხარისხი: ძალიან შხამიანი
სიცოცხლის მაქს. ხანგრძლივობა: 20 წელი
გავრცელების არეალი: სამხრეთ აფრიკა (სამხრეთ აფრიკის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილი, სამხრეთ მოზამბიკა, ბოცვანა, მალავი, ზიმბაბვე და სვაზილენდი).
საბინადრო გარემო: გვხდება ღია და მშრალ სავანაში. ტყეში არ გვხდება. გააჩნია სამუდამო სახლი ტერმიტების 


ყვითელ ლენტებიანი მარჯნისებრი გველი

ავტორი: Luka1234/კომენტარები: 0/ნახვა: 1192/თარიღი: 2013-05-03

ოჯახი: ასპიტისებრნი 
გვარი: მარჯნისებრი ასპიტები 
სახეობა: ყვითელ ლენტებიანი მარჯნისებრი გველი 
ქვესახეობები: არსებობს 
მაქს. ზომა: 91 სმ.
შხამის ხარისხი: ძალიან შხამიანი
გავრცელების არეალი: სამხრეთ ამერიკა (კოლუმბია, ეკვადორი, პერუ, ბოლივია, ვენესუელა, ბრაზილია, გაიანა, საფრანგეთის გვიანა, სურინამი).


აღმოსავლური მარჯნისებრი გველი

ავტორი: Luka1234/კომენტარები: 0/ნახვა: 1562/თარიღი: 2013-05-03

ოჯახი: ასპიტისებრნი 
გვარი: მარჯნისებრი ასპიტები 
სახეობა: აღმოსავლური მარჯნისებრი გველი 
ქვესახეობები: არ არსებობს
მაქს. ზომა: 1.2 მეტრი
შხამის ხარისხი: ძალიან შხამიანი
სიცოცხლის მაქს. ხანგრძლივობა: 7 წელი (ტყვეობაში)
აღმოსავლური ან არლეკინისებრი მარჯნისებრი გველი არის შხამიანი გველი ასპიტისებრნი ოჯახიდან, რომელიც გვხდება სახმრეთ-აღმოსავლეთ ა.შ.შ.-ში და ჩრდილო-აღმოსავლეთ მექსიკაში. არ უნდა აგვერიოს სკარლეტის გველსა 


ლენტისებრი ზღვის კრაიტი

ავტორი: Luka1234/კომენტარები: 0/ნახვა: 961/თარიღი: 2013-05-01

ოჯახი: ასპიტისებრნი                                                                                                                           ქვეოჯახი: ზღვისგველისებრნი 
გვარი: Laticauda
სახეობა: ლენტისებრი ზღვის კრაიტი 
ქვესახეობები: უცნობია
მაქს. ზომა: 1.4 მეტრი
შხამის ხარისხი: ძალიან შხამიანი
გავრცელების არეალი: ტროპიკული ინდო-წყნარი ოკეანის არე.
საბინადრო გარემო: ეს გველი უპირატესობას ანიჭებს მარჯნისებრ კუნძულებს და რიფებს, რიზოფორებს. ხმელეთზე 


ბელჩერის ზღვის გველი

ავტორი: Luka1234/კომენტარები: 0/ნახვა: 1303/თარიღი: 2013-05-01

ოჯახი: ასპიტისებრნი 
ქვეოჯახი: ზღვის გველები 
გვარი: Hydrophis
სახეობა: ბელჩერის ზღვის გველი 
ქვესახეობები: არ არსებობს
მაქს. ზომა: 1 მეტრი
შხამის ხარისხი: უკიდურესად შხამიანი
გავრცელების არეალი: ინდოეთის ოკეანე, ავსტრალიის და ტაილანდის ყურე, სოლომონის კუნძულები.
საბინადრო გარემო: უცნობია.


ფართო თავიანი გველი

ავტორი: Luka1234/კომენტარები: 0/ნახვა: 981/თარიღი: 2013-05-01

ოჯახი: ასპიტისებრნი 
გვარი: Hoplocephalus
სახეობა: ფართო თავიანი გველი 
ქვესახეობები: უცნობია
მაქს. ზომა: 90 სმ.
შხამის ხარისხი: ძალიან შხამიანი
გავრცელების არეალი: სიდნეის ყურე, ავსტრალია.
საბინადრო გარემო: ამ გველის სახეობის საბინადრო გარემო დამოკიდებულია ტემპერატურაზე, ასაკზე, სქესზე და გამრავლების პერიოდზე. ცივ თვეებში ზრდასრული და პატარა გველები ბინადრობენ ქვიშაქვების ნაპრალებში, სადაც ცდილობენ მიიღონ მაქსიმალური სითბო მზისგან. გაზაფხულზე კი, როცა ტემპერატურა იწყებს მაღლა ასვლას 


« 1 2 3 4 ... 11 12 »
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.