Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » მაისი » 3 » აღმოსავლური მარჯნისებრი გველი
11:18 PM
აღმოსავლური მარჯნისებრი გველი
ოჯახი: ასპიტისებრნი 
გვარი: მარჯნისებრი ასპიტები 
სახეობა: აღმოსავლური მარჯნისებრი გველი 
ქვესახეობები: არ არსებობს
მაქს. ზომა: 1.2 მეტრი
შხამის ხარისხი: ძალიან შხამიანი
სიცოცხლის მაქს. ხანგრძლივობა: 7 წელი (ტყვეობაში)
აღმოსავლური ან არლეკინისებრი მარჯნისებრი გველი არის შხამიანი გველი ასპიტისებრნი ოჯახიდან, რომელიც გვხდება სახმრეთ-აღმოსავლეთ ა.შ.შ.-ში და ჩრდილო-აღმოსავლეთ მექსიკაში. არ უნდა აგვერიოს სკარლეტის გველსა და სკარლეტის სამეფო გველებს შორის, რომლებიც არიან უშხამო გველები. არლეკინისებრ მარჯნისებრი გველს ქვესახეობები არ გააჩნია.
გავრცელების არეალი: გავრცელების არეალი წარმოადგენს სამხრეთ-აღმოსავლეთ ა.შ.შ.-ს და ჩრდილო-აღმოსავლეთ მექსიკას.
საბინადრო გარემო: გვხდება როგორც მშრალ ისე ნესტიან ადგილებშიც. უყვარს დამალვა ხეებსა და ფოთლებში.
გარეგნული აღწერილობა: მიახლოებით იზრდება 80 სმ.-მდე. მამრებს კუდები უფრო დიდები აქვთ ვიდრე მდედრებს, თუმცა მდედრები სიგრძეში უფრო გრძელები არიან. შეფერილობა მოიცავს შავ, ყვითელ და წითელ ფერებს, სადაც წითელს ყოველთვის მოსდევს ყვითელი ფერი, რაც განასხვავებს მას ზოგ მსგავს სხვა არაშხამიანი გველებისგან, რომლების სხეულზეც წითელ ფერს მოსდევს შავი ფერი. რაც შეეხება აღმოსავლური მარჯნისებრი გველის თავს იგი შავი ფერისაა.
საკვები: იკვებებიან ხვლიკებით, ბაყაყებით და პატარა გველებით.
გამრავლება: მდედრები დებენ 3-12-მდე კვერცხს ივნისში, რომლებიც იჩეკებიან სექტემბერში. პატარები არიან 18-23 სმ.
ცხოვრების წესი და ქცევა: არიან ღამის გველები, თუმცა შეიძლება იაქტიურონ წვიმიანი დილის შემდეგაც. არ არიან აგრესიულები, მაგრამ პროვოცირების დროს გამოაჩენენ მას. საშიშროების დროს თავიანთ კუდს მაღლა წევენ და მოამრგვალებენ მას.
შხამი: მისი შხამი ძირითადად ნეიროტოქსიკურია, თუმცა გააჩნია ასევე კარდიოტოქსიკური და მიონეკროტიკული ფაქტორები. დაკბენას არაერთხელ გამოუწვევია სიკვდილი ადამიანში. მისი ნაკბენისგან ზრდასრული ადამიანი კვდება 20-25 საათში, თუ არ მიიღებს საჭირო ზომებს. შესიება არ იქმნება ნაკბენზე, მაგრამ იგრძნობა ტკივილი. სიმპტომები შეიძლება გამოვლინდნენ კბენიდან 10-14 საათის შემდეგ და რადგანაც ნეიროტოქსინები ბლოკავენ კავშირს ადამამიანის ტვინსა და კუნთებს შორის ვლინდება შემდეგი სიმპტომები: მეტყველების გაძნელება, ყლაპვის გართულება, გაორმაგებული ხედვა, გულისრევა, ოფლდენა, კუნთების დამბლა, რაც იწვევს სუნთქვის ან გულის კუნთის გაჩერებას, საბოლოოდ კი ადამიანი კვდება. აღსანიშნავია, რომ ა.შ.შ. - ში სიკვდილის შემთხვევა აღარ დაფიქსირებულა მას შემდეგ რაც შეიმუშავეს შრატი 1967 წელს.
კატეგორია: ფლორა და ფაუნა | ნანახია: 1533 | დაამატა: Luka1234 | ტეგები: აღმოსავლური მარჯნისებრი გველი, agmosavluri marjnisebri gveli | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.