Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » მაისი » 13

გოგრა/კვახი - gogra / kvaxi

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 3512/თარიღი: 2013-05-13

გოგრა (Cucurbita) — ერთწლოვანი და მრავალწლოვანი მხოხავი მცენარის გვარი გოგრისებრთა ოჯახისა. აქვს დატოტვილი და მიწაზე გართხმული ან საყრდენზე ასული ღერო, გრძელყუნწიანი და ბუსუსიანი ფართო ფოთოლი, დიდი ყვითელი, ზარისებური ყვავილი. ისხამს საკმაოდ დიდ სხვადასხვა ფორმისა და შეფერილობის ნაყოფს. თესლი მსხვილი, ოვალური, თეთრი ან მოყვითალოა. გოგრის სამშობლოა ამერიკა. მისი 13 სახეობიდან ფართოდაა კულტივირებული ერთწლოვანი 3 სახეობა: მსხვილნაყოფა ანუ გიგანტური გოგრა, რომლისგანაც გამოყვანილია სუფრის, საკვები და დეკორატიული ჯიშები - თეთრი თაფლა 611, მსხვილნაყოფა 1 და სხვა; მაგარკანიანი ანუ ჩვეულებრივი გოგრა (ხოკერა, საქართველოში ძველთაგანვეა გავრცელებული). არის სუფრისა და დეკორატიული ჯიშები. ამ სახეობას ეკუთვნის ყაბაყი და პატიოსონი. მუსკატური ანუ ჯავზის გოგრა (საქართველოში ცნობილია თაფლა გოგრის, ხურჯინას, ბორჩალური გოგრის სახელით, გავრცელებულია ქვემო ქართლის დაბლობ ზონაში). მისი ჯიშებია: კაშგარის 1644, ლენინაბადისა და სხვა. გოგრა სითბოს მოყვარული გვალვაგამძლე მცენარეა. არსებობს გოგრის ბევრი მსხვილნაყოფა საკვები ჯიში. ამრავლებენ როგორც ჩითილით, ასევე თესლით. თესლი ღივდება 13°C ტემპერატურაზე. კარგად ხარობს ნაყოფიერ, ღრმა, ორგანული და მინერალური სასუქით უხვად განოყიერებულ მსუბუქ ნიადაგზე. გოგრას იყენებენ საჭმელად, ცხოველთა საკვებად. გოგრის თესლისაგან ხდიან საჭმელ ზეთს. მოსავლიანობა 1 ჰა-ზე ზოგჯერ 1000 ც-ს აღემატება.


ნესვი/nesvi

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1068/თარიღი: 2013-05-13

ნესვი — ერთწლოვანი ბალახოვანი მცენარის Cucumis-ის გვარი გოგრისებრთა ოჯახისა. აქვს მომრგვალო-დაკურთხული ღერო, გრძელყუნწიანი და მსხვილი ფოთოლი, ცალსქესიანი, ზოგჯერ ორსქესიანი ყვავილი. ნაყოფი მრავალთესლიანი გოგრულაა, რომელსაც სხვადასხვა ფორმა აქვს. ნესვის სამშობლოდ ითვლება შუა და მცირე აზია. ცნობილი სახეობებია გველისმაგვარი, დეკორატიული (აღმოსავლეთ საქართველოში დასტამბო) და ჩინური. კულტურაში გავრცელებულია უფრო ჩვეულებრივი ანუ სუფსის ნესვი (Cucumis melo). ყოფილ სსრკ-ის ტერიტორიაზე მოჰყავთ უმეტესად შუა აზიის რესპუბლიკებში, აგრეთვე ვოლგისპირეთში, მოლდავეთში, უკრაინასა და ამიერკავკასიაში. სითბოს მოყვარული მცენარეა, უძლებს გვალვას. კარგად ხარობს 25-30 °C ტემპერატურაზე. ნაყოფი ძვირფასი საკვები და დიეტური პროდუქტია. დიდი რაოდენობით შეიცავს შაქარს (16-18%-ზე მეტს), C ვიტამინს (60 მგ-მდე), კაროტინს, პექტინოვან ნივთიერებას და მინერალურ მარილებს. იყენებენ ნედლად, აგრეთვე შემჭკნარსა და გამხმარს. მისგან ამზადებენ ხილფაფას, მურაბას, ცუკატს, მარმელადსა და სხვას. შუა აზიის სარწყავ პირობებში ნესვის მოსავალი 1 ჰა-ზე 300-400 ც, ურწყავ რაიონებში — 200 ც-მდე აღწევს. საქართველოში გავრცელებულია უფრო ადგილობრივი ჯიშები: მეგრული ადგილობრივი, მუხიანური ადგილობრივი, აგრეთვე „მშვენება", „კოლხოზნიცა 749/753".


საზამთრო/sazamtro

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 2046/თარიღი: 2013-05-13

საზამთრო (Citrullus) — ერთ ან მრავალწლოვანი მცენარის გვარი გოგროვანთა ოჯახისა. ნაყოფი გოგრულაა, სფეროსებრი, ოვალური ან ცილინდრული; შეფერილობა — თეთრიდან მუქ მწვანამდე. კანი შეიძლება მოხატული იყოს ბადისებრი ვარაყით ან ზოლებით, ლაქებით და სხვა. რბილობი ვარდისფერი, წითელი, ჟოლოსფერი, იშვიათად თეთრი ან ყვითელია.

ცნობილია საზამთღოს 3 სახეობა: ველური (Citrullus colocynthis), სასუფრე (Citrullus vulgarus) და საკვები (Citrullus colocynthoides). საზამთრო სითბოს მოყვარუყლია,ნიადაგის მიმართ ნაკლებმომთხოვნი. სამშობლოა სამხრეთ აფრიკა. ფართოდაა გავრცელებული სასუფრე საზამთრო, რომელიც იწონის 0,6-16 კგ-მდე, შეიცავს 11%-მდე შაქარს, ვიტამინებს და სხვა. იყენებენ ნედლად დამწნილებულს (პატარებს). ამზადებენ თაფლს, ცუკატს და სხვა. საშუალო მოსავლიანობა 150-200 ც/ჰა, საკვები საზამთროსი — 250-300ც/ჰა. ცხოველი ჭამს ნედლად და დასილოსებულს. სასუფრე საზამთროს გავრცელებული ჯიშებია „პობედიტელ-395", „სტოქსა-647-/649" და სხვა. საკვები საზამთროსი — „დისხიმი", „ბროდსკი 37-42" და სხვა.

საქართველოში გავრცელებული ადგილობრივი ჯიშები: „მუხრანის", „კახური", „შავი", „სოხუმის" და სხვა.

საზამთროს ნაყოფის რბილანა გამოირჩევა სასიამოვნო გემოთი და კარგად კლავს წყურვილს.


ნარდი/ nardis istoria

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1691/თარიღი: 2013-05-13

ნარდი — სამაგიდო თამაში ორი მოთამაშისათვის სპეციალურ დაფაზე, რომელიც ორ ნაწილადაა გაყოფილი და რომელზეც მოთამაშეები შაშებს გადაანაცვლებენ გაგორებულ კამათელზე ამოსული ქულის მიხედვით. მოთამაშე იგებს დაფიდან ყველა შაშის ამოღებით. ნარდის თამაშის მრავალი ვარიანტი არსებობს, თუმცა ყველა მათგანს საერთო ნიშნები აქვს. ნარდი ერთ-ერთი უძველესი სამაგიდო თამაშია მსოფლიოში.

მიუხედავად იმისა, რომ თამაშის მსვლელობაში გაგორებული კამათლის გამართლებას დიდი მნიშვნელობა აქვს, არანაკლებ მნიშვნელოვანია სტრატეგიაც. კამათლის ყოველ გაგორებაზე მოთამაშემ უნდა აირჩიოს შაშების გადათამაშების მრავალი ვარიანტიდან ერთი და გაითვალისწინოს მოწინააღმდეგის საპასუხო სვლებიც. მოთამაშეებს თამაშის დროს შეუძლიათ ფსონის ჩამოსვლაც. არსებობს გავრცელებული ტაქტიკების და კომბინაციების ცნობილი რეპერტუარიც.

ჭადრაკის მსგავსად კომპიუტერული მეცნიერები ნარდსაც დიდი ინტერესით სწავლობენ. ამ კვლევების წყალობით დამუშავებულია ნარდის სათამაშო პროგრამები, რომელთაც მსოფლიო კლასის მოთამაშე ადამიანების დამარცხება შეუძლიათ.


გორგია

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1006/თარიღი: 2013-05-13

"გორგია" დაიბადა ძვ.წ.აღ-თ 483 წელს ქალაქ ლეონტინში (კუნძულ სიცილიაზე).იგი გახლდათ ერთ-ერთი უდიდესი ძველბერძენი ფილოსოფოსი (სოფისტი),თეორიტიკოსი და მჭერმეტყველი ძვ.წ.აღ-ით V საუკუნისა.რიტორიკის ხელოვნება სიცილიაში ცნობილ რიტორთან - კორაქსასთან შეისწავლა.ძვ.წ.აღ-ით 427 წელს მიემგზავრება ათენში,სადაც მისმა მჭერმეტყველობამ და ორატორულმა ხელოვნებამ დიდი ყურადღება მიიქცია.იგი ამავე პერიოდში ხელმძღვანელობდა ლეონურ საელჩოს ათენში და თავისი ორატორული ხელოვნების გამოყენებით შეძლო ათენელებისაგან სამხედრო დახმარება მიეღო.შემდგომ იმოგზაურა მთელ საბერძნეთშ...


ანდრეა დელ ვეროკიო

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 887/თარიღი: 2013-05-13

ანდრეა დელ ვეროკიო დაიბადა 1435 წელს იტალიის ულამაზეს ქალაქ ფლორენციაში.იგი წარმოადგენდა ერთ-ერთ უდიდესს იტალიელ მოქანდაკესა და მხატვარს "აღორძინების ეპოქისა".იგი ასევე ისტორიაში შევიდა,როგორც მასწავლებელი უდიდესი გენიოსის - ლეონარდო დავინჩისა.ანდრეას ნამდვილი სახელი გახლდათ - ანდრეა დი მიკელე ჩონი,თუმცა სახელი შეიცვალა და დაირქვა თავისივე მასწავლებლის,იმ დროინდელი ცნობილი იუველირის - ვეროკიოსი."ადრეული აღორძინების ეპოქაში",მხატვართა უმეტესობა შეკვეთებს იღებდა (მხოლოდ მცირე გამონაკლისის გარდა).ამიტომ ამ ხელოვნებით დაკა...


ჯოვანი ლანფრანკო

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 906/თარიღი: 2013-05-13

ჯოვანი ლანფრანკო დაიბადა 1582 წლის 26 იანვარს იტალიის ქალაქ პარმაში.იგი წარმოადგენდა ერთ-ერთ უდიდეს იტალიელ მხატვარსა და გენიალურ წარმომადგენელს "ფრესკული ფერწერისა",მაღალი ბაროკოს ეპოქაში.ჯოვანი სწავლობდა ბოლონიაში,ცნობილი მხატვრისა და გრავიორის - აგოსტინო კარაჩის,ხოლო მოგვიანებით მისი ძმის - ანიბალ კარაჩის ხელმძღვანელობებით.სწორედ ანიბალმა მოახდინა ზეგავლენა,თავის მოსწავლეზე მიეღო შეკვეთები,რომის ცნობილი სასახლის - "პალაცო ფარნეზეს",მოხატვა-გაფორმებაში.აღნიშნულ სასახლეში შესრულებულმა მისმა ნამუშევრებმა,აღფრთოვანებაში მოიყვანა ყველა ვინ...


ჰერონ ალექსანდრიელი

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1311/თარიღი: 2013-05-13

ჰერონ ალექსანდრიელი დაიბადა,დაახლოებით ახ.წ.აღ-ით 10 წელს.იგი გახლდათ ერთ-ერთი უდიდესი ძველბერძენი მათემატიკოსი,ინჟინერი და მექანიკოსი,რომლის სახელიც დაკავშირებულია,უდიდესს ინჟინრულ გამოგონებებთან.მიუხედავად იმისა,რომ მისი პირადი ცხოვრებისა და ბიოგრაფიის შესახებ ცნობილი ძალიან მცირე რამ არის,სამაგიეროდ შემორჩა მის მიერ შეტანილი წვლილი კაცობრიობის ტექნიკურ თვალსაზრისით განვითარების კუთხით,რის გამოც მას სრულიად მართებულად მოიხსენიებენ,როგორ: "უდიდესი ინჟინერი კაცობრიობის ისტორიისა".იგი იყო ის ინჟინერი,რომელმაც პ...


რუდოლფ ვირხოვი

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1194/თარიღი: 2013-05-13

რუდოლფ ვირხოვი დაიბადა 1821 წლის 13 ოქტომბერს,პრუსიის ყოფილი პროვინციის ქალაქ შიფელბაინში (თანამედროვე პოლონეთის ქალაქი - სვიდვინი).იგი გახლდათ ერთ-ერთი უდიდესი გერმანელი მეცნიერი,ექიმი,პათოლოგოანატომი,ფიზიოლოგი და სახელმწიფო მოღვაწე XIX საუკუნის მეორე ნახევრისა.ამასთანავე რუდოლფი წარმოადგენს ფუძემდებელს "უჯრედული თეორიისა" ბიოლოგიაში და "უჯრედული პათოლოგიისა" მედიცინაში.გარდა ამისა რუდოლფი საკმაოდ კარგი სპეციალისტი გახლდათ არქეოლოგიის,ანთროპოლოგიის და პანეონთოლოგიის.მან 1843 წელს,დაამთავრა სრული კურსი ბერლინის "ფრიდრიხ-ვილჰელმის...


პაულ ერლიხი

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 871/თარიღი: 2013-05-13

პაულ ერლიხი დაიბადა 1854 წლის 14 მარტს,პოლონეთის ქალაქ შტრელენში (სილეზიის ისტორიული მხარე).იგი წარმოადგენდა ერთ-ერთ უდიდესს გერმანელ მედიკოსს,იმუნოლოგს,ბაქტერიოლოგსა და ქიმიკოს,რომლის სახელთანაც არის დაკავშირებული "ქიმიოთერაპიით მკურნალობის" მეთოდის შემოღება.1908 წელს მას მიენიჭა "ნობელის პრემია" მედიცინის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის.წარმომავლობით პაული შეძლებული ებრაული ოჯახიდან გახლდათ და ოთხ დედმამიშვილს შორის მხოლოდ ის იყო ბიჭი,დანარჩენი სამი კი გოგონები იყვნენ.პაულის მამა იზმარ ერლიხი საკმაოდ წარმატებული ბიზნესით იყო დაკ...


ჰიპიოს ელადელი

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 984/თარიღი: 2013-05-13

ჰიპიოს ელადელი - მოღვაწეობდა დაახლოებით ძვ.წ.აღ-ით მე-V საუკუნეში.იგი წარმოადგენდა გამოჩენილ ძველბერძენ ფილოსოფოს-სოფისტს,რომელიც რამდენჯერმეა ნახსენები,როგორც მთავარი მოქმედი პირი,გენიალური პლატონ...


კიმ უნგ-იონგი

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 894/თარიღი: 2013-05-13

კიმ უნგ-იონგი დაიბადა 1963 წლის 7 მარტს,სამხრეთ კორეაში და იგი წარმოადგენდა ერთ-ერთ გასაოცარი გონების მქონე ვუნდერკინდს,რომელიც "გინესის რეკორდების" წიგნში მოხვდა,როგორც საუკეთესო ინტელექტუალურობის მქონე ბავშვი (მისი ინტელექტუალურობის IQ-ის კოეფიციენტი შეადგენდა 210-ს).3 წლის ასაკის მქონე კიმს,შეეძლო მოესმინა და გაეგო საუნივერსიტეტო დონის ლექცია,რაც არაერთხელ გაუკეთებია კიდეც.1967 წლის 2 ნოემბერს,4 წლის ასაკში უნგ-იონგმა,იაპონური ტელევიზიის Fuji TV-ის ეთერში ამოხსნა მისი ასაკისათვის ნამდვილად ურთულესი მათემატიკური ამოცანებ...


გრიგორი პელერმანი - "პუანკარეს ჰიპოთეზა"

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 938/თარიღი: 2013-05-13

გრიგორი პელერმანი - რომელიც დაიბადა 1966 წელს ლენინგრადში (თანამედროვე სანკტ-პეტერბურგი),გახლავთ ერთ-ერთი უდიდესი რუსი მათემატიკოსი,რომელმაც ამოხსნა "პუანკერის ჰიპოთეზით" სახელით ცნობილი თეორემა.2000 წელს ამერიკის მათემატიკის ინსტიტუტის მიერ,სამეცნიერო სფეროში დაგროვილი დაუმტკიცებელი თეორემებიდან გამოიყო შვიდი ყველაზე მნიშვნელოვანი თეორემა და მათ "ათასწლეულის გამოცანები" უწოდა.თითოეული თეორემის დამტკიცების შემთხვევაში კი საკმაოდ სერიოზული ფულადი პრემიაც დააწესა - ერთი მილიონი ამერიკული დოლარის ოდენ...


მუხრან მაჭავარიანი - "შოთას პატრონი"

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 967/თარიღი: 2013-05-13

შოთას პატრონი,
ვაჟას პატრონი,
პატრონი აკაკისი, _
დღეს მე რო მისმენს ჩემი სამშობლო,
ვარ კი მე ამის ღირსი?!

შოთას პატრონი,


Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.