Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » მაისი » 13 » გორგია
7:30 PM
გორგია
"გორგია" დაიბადა ძვ.წ.აღ-თ 483 წელს ქალაქ ლეონტინში (კუნძულ სიცილიაზე).იგი გახლდათ ერთ-ერთი უდიდესი ძველბერძენი ფილოსოფოსი (სოფისტი),თეორიტიკოსი და მჭერმეტყველი ძვ.წ.აღ-ით V საუკუნისა.რიტორიკის ხელოვნება სიცილიაში ცნობილ რიტორთან - კორაქსასთან შეისწავლა.ძვ.წ.აღ-ით 427 წელს მიემგზავრება ათენში,სადაც მისმა მჭერმეტყველობამ და ორატორულმა ხელოვნებამ დიდი ყურადღება მიიქცია.იგი ამავე პერიოდში ხელმძღვანელობდა ლეონურ საელჩოს ათენში და თავისი ორატორული ხელოვნების გამოყენებით შეძლო ათენელებისაგან სამხედრო დახმარება მიეღო.შემდგომ იმოგზაურა მთელ საბერძნეთში,სადაც ყველა რეგიონში გამოდიოდა ფილოსოფიური სიტყვით მსმენელების წინაშე.მაშინ როდესაც ძვ.წ.აღ-ით 392 წელს ბერძენთა დიდი შეკრება გაიმართა ძველ ბერძნულ ქალაქ ოლიმპიაზე,მან წარმოთქვა სიტყვა,სადაც იგი აღნიშნავდა და მოუწოდებდა ბერძნებს გაერთიანებულიყვნენ ბარბაროსების წინააღმდეგ ბრძოლაში.აღნიშნულმა გამოსვლამ მას უდიდესი პოპულარობა შესძინა ბერძენ მოსახლეობაში.აღსანიშნავია,რომ გორგია იყო პირველი "ახალი ტიპის ორატორი",რომელიც არა მარტო თეორიულად ამტკიცებდა მის მოსაზრებებს,არამედ პრაქტიკულადაც იცავდა მათ.მას იწვევდნენ მდიდარი ოჯახები (გარკვეული საფასურის გადახთის შემთხვევაში),რათა განათლება მიეცა მათი შვილებისათვის.ასეთ მასწავლებლებს იმ პერიოდში "სოფისტებად" მოიხსენიებდნენ,ანუ "სიბრძნის სპეციალისტებად".მიუხედავად ამისა გორგია ირწმუნებოდა,რომ იგი არა სიბრძნის,არამედ ორატორული ხელოვნების მასწავლებელი გახლდათ.დღევანდელობამდე მისი მხოლოდ ორი ორატორული გამოსვლა შემორცა წერილობითი სახით,ესენია: "ელენეს ქება-დიდება" და "პალამედას გამართლება",რომლებიც დაწერილ იქნა "ტროას ომის" სიუჟეტების მიხედვით.გორგიას ორატორული ხელოვნება შეიცავდა: სიმეტრიულ წყობას ფრაზებს,მეტაფორებსა და შედარებებს.იგი ისეთი ოსტატობით ფლობდა რიტორიკის ხელოვნებას,რომ მისი გამოსვლები პოეზიასაც კი მოგვაგონებდა.აღნიშნული მეთოდიდან ცნობილია "გორგიას ფიგურები".იგი წერდა ანტიკურ დიალექტზე,რაც ღია დადასტურებაა ათენელთა უდიდესი წვლილისა ძველი საბერძნეთის ლიტერატურის განვითარებაში.იგი ამტკიცებდა,რომ ჭეშმარიტი ცოდნა არ არსებობდა და ყოველივე ადამიანმა მხოლოდ ნაწილობრივ იცოდა.მის უმთავრესსს ტრაქტატში "ბუნებაზე" იგი წერდა,რომ: "არაფერი არ არსებობს,და თუ კი არაფერი არსებობს,იგი იმითავითვე შეუცნობელია ყოველი ადამიანისთვის,და თუ კი შუუცნობელია,იგი აუხსნელიცაა".გორგიას დაბადების შესახებ არსებობს ლეგენდა,რომლის მიხედვიტაც იგი გარდაცვლილი დედისაგან დაიბადა სამარეში და იღბლად ბავშვის ტირილის ხმაზე სამარე გახსნეს,რის შემდეგაც ყველასდა გასაოცრად ბავშვი ჯანმრთელი აღმოჩნდა.რამდენად შეესაბამება აღნიშნული ფაქტი სიმართლეს ზუსტად ცნობილი არ არის.გორგია გარდაიცვალა ძვ.წ.აღ-ით 380 წელს ქალაქ ლარისაში (თესალია).მისი სახელი კი სამარადჟამოდ შემორჩა კაცობრიობას,როგორც ერთ-ერთი ყველაზე დიდი განათლების მქონე სწავლული ძველი ელადისა.
კატეგორია: ისტორია | ნანახია: 1007 | დაამატა: balu | ტეგები: გორგია, gorgia, gorgias | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.