Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » მაისი » 29

რომელი ზოდიაქოს ნიშნით იბადებიან ყველაზე ლამაზი ქალები?

ავტორი: chanchalarezo15/კომენტარები: 0/ნახვა: 1643/თარიღი: 2013-05-29

ხშირად პროფესიონალი ასტროლოგები, მომავალ მშობლებს რომელთაც საკეისრო კვეთის ჩატარება უნდათ, ურჩევენ ოპტიმალურ თარიღს პატარას ამ ქვეყნად მოვილნებისთვის. ეს ყველაფერი, კი ამაოდ არ ხდება. ჩვენი დაბადების თარიღი, ასევე ზოდიაქო განსაზღვრავს იმას თუ რით ვიქნებით ჩვენ გამორჩეული. ზოგს ნიჭი და მოქნილობა დაჰყვეს შეიძლება, ზოგს ლოგიკური აზროვნება, ზოგს კი გარეგნული სილამაზე, რომელიც დამეთანხმებით ქალისთვის არ არის მეორეხარისხოვანი ფაქტორი წარმატების მისაღწევად. მე შევეცდები აგიხსნათ, თუ რომელი ზოდიაქოს ნიშნის ქალებს როგორი გარეგნობა ახასიათებთ და რომელი ზოდიქოს ქვეშ იბადებიან სტატისტიკურად ყველაზე ლამაზი გოგონები. სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე მეტი მომხიბვლელი ქალი სასწორის, მერწყულის და ტყუპის ნიშნით არის დაბადებული. მსოფლიოში ცნობილი მოდელების დიდი ნაწილი სწორედ ამ ზოდიაქოს ნიშნით მოევლინა ქვეყანას. მაგალითად ბარ რაფაელი, ადრიანა ლიმა, ჰაიდი კლუმი-ტყუპები არიან. მამაკაცების გამუდმებული ოხვრის ობიექტი მონიკა ბელუჩი კი სასწორია. სასწორია ასევე, ულამაზესი კეტრინ ზეტა ჯონსიც. სასწორს ვენერა მფარველობს, სილამაზის და ჰარმონიის პლანეტა, ამიტომ სასწორი ქალები განუმეორებლები, ქალურები და დახვეწილები არიან.


ქალიშვილობა საქართველოში და ქართველი ქალიშვილები ფეისბუქში

ავტორი: chanchalarezo15/კომენტარები: 0/ნახვა: 1152/თარიღი: 2013-05-29

ქალიშვილობის ინსტიტუტის თემა საქართველოში რომ უკიდურესად პრობლემატურია, ცნობილია. საქართველო კონსერვატიული ქვეყანაა, ქართველი ხალხი რელიგიური და ტრადიციების მიმდევარი, თუმცა ამ კონსერვატიზმისა და ტრადიციების ზუსტი საზღვრები და დეფინიცია 21–ე საუკუნეში ცოტა ჭირს.



10 ფოტო, რომლებმაც მსოფლიო აალაპარაკა

ავტორი: chanchalarezo15/კომენტარები: 0/ნახვა: 1141/თარიღი: 2013-05-29

გამარჯობათ. ამ სტატიაში განახებთ ფოტოებს, რომლებმაც მსოფლიო აალაპარაკა.



რატომ ტიროდა მუხლებზე დამხობილი პატრიარქი?

ავტორი: chanchalarezo15/კომენტარები: 0/ნახვა: 824/თარიღი: 2013-05-29

აი სულ რამდენიმე დღეც და დიდი ხნის ნანატრი ზაფხულიც, როგორც იქნა დაიწყება, თუმცა იმის მიუხედავად, რომ ჯერ გაზაფხულია, საკმაოდ თბილი ამინდებია, ბოლო დღეების წვიმებს თუ არ ჩავთვლით, ქალაქში უკვე მრავლად შენიშნავთ მოკლე შორტებში მოსეირნე გოგონებს. ჯინსის მოკლე შორტი, კი, ეს ის მოვლენაა, რომელიც სულ მოდურია და ალბათ მომავალშიც ასე იქნება, ის ხომ ძალიან კომფორტული და მოსახერხებელია, ამავდროულად საშუალებას იძლევა სახალხოდ გამოამზეურო, შიშველი ფეხები, მითუმეტეს თუ რუჯის მიღებაც მოასწარი. დიახ, ჯინსის შორტი მოდურია, ეს მარტივია, მაგრამ გემოვნებიან ადამიანს, მით უმეტეს თინეიჯერსა და გოგონას, ყოველთვის აქვს სურვილი, სხვებისგან გამორჩეულად გამოიყურებოდეს. ზოგი ამის მისაღწევად გაცილებით მეტად იღწვის ვიდრე საჭიროა, გამოსავალი ხომ ზოგჯერ საკმაოდ მარტივია. შეხედეთ სურათს და დანარჩენს თვითონაც მიხვდებით. საკუთარი შორტი, რომ ორიგინალური გახადოთ, სულ რამდენიმე მარტივი ნივთი და საკუთარი ხელების ოდნავი მოხერხება გესაჭიროებათ.



როგორ გავხადოთ ჯინსის შორტი მოდური და ორიგინალური

ავტორი: chanchalarezo15/კომენტარები: 0/ნახვა: 1282/თარიღი: 2013-05-29

აი სულ რამდენიმე დღეც და დიდი ხნის ნანატრი ზაფხულიც, როგორც იქნა დაიწყება, თუმცა იმის მიუხედავად, რომ ჯერ გაზაფხულია, საკმაოდ თბილი ამინდებია, ბოლო დღეების წვიმებს თუ არ ჩავთვლით, ქალაქში უკვე მრავლად შენიშნავთ მოკლე შორტებში მოსეირნე გოგონებს. ჯინსის მოკლე შორტი, კი, ეს ის მოვლენაა, რომელიც სულ მოდურია და ალბათ მომავალშიც ასე იქნება, ის ხომ ძალიან კომფორტული და მოსახერხებელია, ამავდროულად საშუალებას იძლევა სახალხოდ გამოამზეურო, შიშველი ფეხები, მითუმეტეს თუ რუჯის მიღებაც მოასწარი. დიახ, ჯინსის შორტი მოდურია, ეს მარტივია, მაგრამ გემოვნებიან ადამიანს, მით უმეტეს თინეიჯერსა და გოგონას, ყოველთვის აქვს სურვილი, სხვებისგან გამორჩეულად გამოიყურებოდეს. ზოგი ამის მისაღწევად გაცილებით მეტად იღწვის ვიდრე საჭიროა, გამოსავალი ხომ ზოგჯერ საკმაოდ მარტივია. შეხედეთ სურათს და დანარჩენს თვითონაც მიხვდებით. საკუთარი შორტი, რომ ორიგინალური გახადოთ, სულ რამდენიმე მარტივი ნივთი და საკუთარი ხელების ოდნავი მოხერხება გესაჭიროებათ.



ყველა ქალი ჩქარობს გათხოვებას.....სიმართლე თუ მითი?

ავტორი: chanchalarezo15/კომენტარები: 0/ნახვა: 1008/თარიღი: 2013-05-29

ყველა გოგონას განსაკუთრებით თინეიჯერული ასაკის მომდევნო წლეებში მისწრაფება და სურვილი აქვთ "გაბედნიერებისაკენ", რომლებსაც ამავდროულად თან ერთვით შემდეგი კითხვები: არიან კი ისინი მზად ოჯახის შესაქმნელად?და თუ არიან მზად პასუხისმგებლობის თავზე ასაღებად?

ასეთი კითხების დაბადება დაკავშირებულია ალბათ ერთგვარ "მოდაზე", რომელთა უმრავლესობა ცდილობს არ "ჩამორჩეს".

ამასთან დაკავშირებით სხვადასხვა სოციალური ქსელიდან შეკრებილია კომენტარები, რომელთა ძირითად ნაწილს გავეცნობით, ასევე თქვენც შეგიძლიათ სტატიის გაცნობის შემდეგ დააფიქსიროთ თქვენი მოსაზრება კომენტარების საშუალებით.მაშ ასე........



ტოპ-19 ყველაზე ცეცხლოვანი ესპანელი ქალი

ავტორი: chanchalarezo15/კომენტარები: 0/ნახვა: 2427/თარიღი: 2013-05-29

წარმოგიდგენთ ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ერის ცეცხლოვან წაპმომადგენლებს.


მეგობრის სიკვდილის შემდეგ ასრულებული დანაპირები

ავტორი: chanchalarezo15/კომენტარები: 0/ნახვა: 880/თარიღი: 2013-05-29

ახალი არაფერია იმაში, რომ ვთქვა მეგობრობა უდიდესი განძიათქო. ამ ფოტოს შემხედვარე კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ ნამდვილ მეგობარს სხვა ვერავინ შეცვლის. ფოტო ერთი შეხედვით ღიმილის მომგვრელია, თუმცა ისტორია საკმაოდ სევდიანი აქვს.

ეს არის რიგითი ჯარისკაცის, კევინ ელიოტის დაკრძალვა. იგი მოკლეს ავღანეთში, თალიბებთან ბრძოლისას. ცერემონია გაიმართა დანდიში (შოტლანდიაში). მის საუკეთესო მეგობარს, ბარი დელეინის ეცვა მწვანე კაბა იმ დიდი ხნის შეთანხმების პატივისცემის ნიშნად, რომლის მიხედვითაც, თუ ერთი (მეგობართაგანი) მოკვდებოდა, მეორეს დაკრძალვაზე უნდა ჩაეცვა ღია მწვანე კაბა.



მაკიაჟი გამოსაშვები საღამოსთვის -მოდური ტენდენციების გათვალისწინებით

ავტორი: chanchalarezo15/კომენტარები: 0/ნახვა: 989/თარიღი: 2013-05-29

მაკიაჟი გამოსაშვები საღამოსთვის -მოდური ტენდენციების გათვალისწინებით


საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 859/თარიღი: 2013-05-29

საქართველოს სახელმწიფოებრიობა, რომელიც საუკუნეთა სიღრმეში იღებს სათავეს, ქართველმა ერმა მე-19 საუკუნეში დაკარგა რუსეთის იმპერიის მიერ საქართველოს ანექსიისა და სახელმწიფოებრიობის გაუქმების შედეგად. ქართველი ხალხი არასოდეს შეჰგუებია თავისუფლების დაკარგვას. 1918 წლის 26 მაისს დამოუკიდებლობის აქტის გამოცხადებით აღდგა საქართველოს გაუქმებული სახელმწიფოებრიობა. შეიქმნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა მრავალპარტიულობის საფუძველზე არჩეული ხელისუფლების წარმომადეგენლობითი ორგანოებითა და კონსტიტუციით. 1921 წლის თებერვალ-მარტში საბჭოთა რუსეთმა უხეშად დაარღვია საქართველო-რუსეთის 1920 წლის 7 მაისის სამშვიდობო ხელშეკრულება და შეიარაღებული აგრესიის გზით მოახდინა თავის მიერვე ცნობილი საქართველოს სახელმწიფოს ოკუპაცია, რასაც შემდგომში მოჰყვა მისი ფაქტობრივი ანექსია. საქართველო საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში ნებაყოფლობით არ შესულა, ხოლო მისი სახელმწიფოებრიობა დღესაც არსებობს, დამოუკიდებლობის აქტი და კონსტიტუცია დღესაც იურიდიული ძალის მქონეა, ვინაიდან დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობას კაპიტულაციაზე ხელი არ მოუწერია და განაგრძობდა მოღვაწეობას ემიგრაციაში. საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში საქართველოს იძულებითი ყოფნის მთელი პერიოდი აღინიშნა სისხლიანი ტერორითა და რეპრესიებით, რისი უკანასკნელი გამოვლინებაც იყო 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედია......


საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 866/თარიღი: 2013-05-29

,,მრავალ საუკუნეთა განმავლობაში საქართველო არსებობდა, როგორც დამოუკიდებელი და თავისუფალი სახელმწიფო. ,,მეთვრამეტე საუკუნის დასასრულს ყოველი მხრით მტრისაგან შევიწროვებული საქართველო თავისი ნებით შეუერთდა რუსეთს იმ პირობით, რომ რუსეთი ვალდებული იყო საქართველო მტრისაგან დაეცვა. ,,რუსეთის დიდი რევოლუციის მსვლელობამ რუსეთში ისეთი შინაგანი წყობილება შეჰქმნა, რომ მთელი საომარი ფრონტი სრულიად დაიშალა და რუსის ჯარმაც დატოვა ამიერკავკასია. ,,დარჩნენ რა თავისი ძალღონის ამარად, საქართველომ და მასთან ერთად ამიერკაკასიამ თვით იდვეს თავს საკუთარი საქმეების გაძღოლა და პატრონობა და შესაფერისი ორგანოებიც შეჰქმნეს; მაგრამ გარეშე ძალთა ზეგავლენით ამიერკავკასიის ერთა შემაერთებელი კავშირი დაირღვა და მით ამიერკავკასიის პოლიტიკური მთლიანობაც დაიშალა. ,,ქართველი ერის დღევანდელი მდგომარეობა აუცილებლად მოითხოვს, რომ საქართველომ საკუთარი სახელმწიფოებრივი ორგანიზაცია შეჰქმნას, მისი საშუალებით გარეშე ძალის მიერ დაპყრობისაგან თავი გადაირჩინოს და დამოუკიდებელ განვითარების მტკიცე საფუძველი ააგოს. ,,ამისდა თანახმად, საქართველოს ეროვნული საბჭო, 1917 წლის ნოემბრის 22-ს არჩეული საქართველოს ეროვნულ ყრილობის მიერ, დღეს აცხადებს: 1)ამიერიდან საქართველოს ხალხი სუვერენულ უფლებათა მატარებელია და საქართველო სრულუფლებოვანი დამოუკიდებელი სახელმწიფოა. 2)დამოუკიდებელი საქართველოს პოლიტიკური ფორმა-საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკაა. 3)საერთაშორისო ომიანობაში საქართველო მუდმივი ნეიტრალური სახელმწიფოა. 4)საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას სურს საერთაშორისო ურთიერთობის ყველა წევრთან კეთილმეზობლური განწყობილება დაამყაროს, განსაკუთრებით-კი მოსაზღვრე სახელმწიფოებთან და ერებთან. 5)საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა თავის საზღვრებში თანასწორად უზრუნველყოფს ყველა მოქალაქის სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს განურჩევლად ეროვნებისა, სარწმუნოებისა, სოციალური მდგომარეობისა და სქესისა. 6)საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა განვითარების თავისუფალ ასპარეზს გაუხსნის მის ტერიტორიაზე მოსახლე ყველა ერს. 7)დამფუძნებელ კრების შეკრებამდე მთელი საქართველოს მართვა-გამგეობის საქმეს უძღვება ეროვნული საბჭო, რომელიც შევსებული იქნება ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლებით, და დროებითი მთავრობა პასუხისმგებელია საბჭოს წინაშე.


საქართველო 1946 - 1992 წლებში. საბჭოთა სისტემის კრიზისი. სსრ კავშირის დაშლა და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა.

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1178/თარიღი: 2013-05-29

საქართველო 1946 - 1992 წლებში. საბჭოთა სისტემის კრიზისი. სსრ კავშირის დაშლა და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა.
მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ საქართველოს ეკონომიკამ რამოდენიმე წელიწადში ომამდელ დონეს გადააჭარბა. მწყობრში ჩადგა ახალი მსხვილი საწარმოები, ჰიდროელექტროსადგურები, შახტები, სარწყავი არხები და სხვ. მაგრამ ამასთან ერთად, ხელისუფლება კვლავ მძიმე იდეოლოგიური პრესის ქვეშ ამყოფებდა საზოგადოებას. ისევ იწყება რეპრესიების ახალი ტალღა, რომელიც მხოლოდ სტალინის სიკვდილმა შეაჩერა (1953 წ.).

ახალმა საბჭოთა ხელმძღვანელობამ, რომელსაც სათავეში ედგა ნ. ხრუშჩოვი, შეარბილა შიდაპოლიტიკური რეჟიმი. ამასთან, 30 - 40 - იან წლებში ხელისუფლების მიერ ჩადენილი ყველა ბოროტება მხოლოდ სტალინს გადააბრალა. არაფერი ითქვა თვით საბჭოური სისტემის მანკიერებაზე. კომპარტიის XX ყრილობაზე 1956 წლის თებერვალში სტალინის პიროვნების კულტის მხილება არსებითად სტალინის წინააღმდეგ პირად ანგარიშსწორებაში გადაიზარდა. ანტისტალინური კამპანია იღებდა ისეთ შეფერადებას, თითქოს მის რეპრესიულ აქციებს, გარკვეულწილად, დიქტატორის ქართული წარმომავლობა განაპირობებდა.



იდიოტიზმის ტესტი

ავტორი: chanchalarezo15/კომენტარები: 0/ნახვა: 1002/თარიღი: 2013-05-29

გერმანიაში არსებობს საინტერესო ტესტი, მათთვის ვინც საჭესთან მთვრალი დაიჭირეს. ამ ტესტის გავლა არც ისე ადვილია, მიუხედავად იმისა, რომ კითხვებიო საკმაოდ ადვილია. რთულია ამ ტესტს იდიოტიზმი უწოდო, მაგრამ თუ თქვენ ამ კითხვებს ადრე არ შეხვედრიხათ ნამდვილად მოგეწონებათ. მაშ ასე წარმოგიდგენთ რამოდენიმე კითხვას ამ ტესტიდან.


Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.