Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » მაისი » 09

სტატუსები გოგონებზე

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1337/თარიღი: 2013-05-09

A real man doesn`t love a million girls, he loves one girl in a million ways.
ნამდვილ მამაკაცს არ უყვარს მილიონი გოგონა, მას უყვარს ერთი გოგონა მილიონ შემთხვევაში.


სტატუსები.....

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1027/თარიღი: 2013-05-09

1. დღეს ბიჭები კი არა ნამდვილი ქალები არიან. პირველი დაურეკე, პირველი მიწერე, იქნებ სახლშიც აუარო და ყვავილები აჩუქო?? : დ
2. რატომ არ არსებობს იდიოტების დღე ??? რამდენს მივულოცავდი და გავახარებდი . : )))
3. მთელი დღე მე შენზე ვფიქრობ, ვოცნებობ, ცოტა ხანიც და მე შენთან ვიქნები... მე ❤ ჩემი ბალიში!
4.. შენ თუ შენი თავი ვარსვლავი გგონია, მაშინ მე ცა ვარ და მკიდიხარ. : ))


სასიყვარულო სტატუსები

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1180/თარიღი: 2013-05-09

1. მხოლოდ შენ შეგიძლია ისეთი სიყვარული,როგორიც დედამიწის ზურგზე არავის...
2. ამბობ ყოველ ჯერზე "მიყვარხარ" ისეთი გრძნობით, რომ ყოველ ჯერზე მჯერა ამის.
3. მაიძულებ სიხარულის ცრემლებით ვიტირო იმის გაცნობიერებისას,რომ გიყვარვარ...
4. მიყურებ ისეთი სითბოთი,რომ ვთბები.


სასიყვარულო სტატუსები/sasiyvarulo statusebi

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1183/თარიღი: 2013-05-09

1) შეყვარებული ადამიანი თავის მოტყუებით იწყებს და სხვების მოტყუებით ამთავრებს
2) ღალატი ძნელია მაგრამ არაუშავს... მაინც მიყვარხარ და მიპატიებია...
3) დავასაფლავე მწუხარება და ქვეყნად ვარ მხიარული ჭირისუფალი!!!
4) ცილისწამებით გული იჯერეს და შენთვის მაინც დავრჩი უცვლელი


ცივა და სიბნელემ

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1120/თარიღი: 2013-05-09

გაწვიმდა...
სიცივემ იმატა ქალაქში,
ჩემს ბაღჩას მოედო
კვირტების კანკალი,
საღამოს უღმერთოდ
მარტოკა დარჩენილს
ზეცაში უნთია
მიმქრალი ვარსკვლავი,
ღობეს მოდებული
ტოტი იასამნის
უმზეოდ,ცრემლებად
იღვრება საწყალი,
წვიმებმა იმატა
ვარდი შემომჩივის
სურნელს მოკლებული
მომტირის მოწყენით,
ტიტებმა მოისხეს
კაბაზე სასხამი
სითბომოკლებული თავს
მალავს ბალახში,
იებმა ატეხეს
ხმაური განგაში
მზის სითბომ იკლოო-
ჩავძვერით საბანში,
ტოტებს მიეწებნენ
მთრთოლვარე ფოთლები
შიშისგან დამფრთხალი
ნაზი ქალწულივით,
ქარი კი ბობოქრობს
ზეიმობს ამქარი,
ცივა და სიბნელემ
მოიცვა ქალაქი....


"Deda / დედა"

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1084/თარიღი: 2013-05-09

ჩემსავით ვინ შეძლებს ატაროს სევდა,
ანერვიულოს საბრალო დედა,
ასე უყვარდეს, ენატრებოდეს,
და მუდამ სხვასთან ეჩქარერებოდეს,
გრძნობებს აფრქვევდეს უაზრო ლექსად,
ვერ პოულობდეს ის რითმას ვერსად,
გაუღიმებლად ასე იცინოს,
დაუძინებლად გამოიძინოს,
წაითამაშოს ჰამლეტის როლი,
ვერც იქ იხილოს ტავისი ტოლი,
ჩამოაფაროს სცენაზე ფარდა,
მხოლოდ იმიტომ რომ ვინმეს ჰგავდა,
მეგობარს ზურგში ჩაარტყას დანა,
შეძლებს კი ვინმე ჩემსავით განა?


"HONDA" - "ეპიზოდი"

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 893/თარიღი: 2013-05-09

მსოფლიოში ცნობილი იაპონური საერთაშორისო სამრეწველო კომპანია,რომელიც პირველ რიგში ცნობილია,როგორც მწარმოებელი "ავტომობილებისა" და "მოტოციკლების" - "HONDA",დაარსებულ იქნა 1946 წელს,ცნობილი იაპონელი "Honda motor Corporation" დამაარსებლის - სოიტორო ჰონდას (1906-1991 წლები) მიერ.ამ კომპანიის განვითარების ისტორია,მართლაც ძალიან საინტერესო ფაქტის მატარებელია.ერთ-ერთ ინტერვიუში სოიტორო ჰონდა იხსენებდა:


"HONDA" - "ეპიზოდი"

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 938/თარიღი: 2013-05-09

მსოფლიოში ცნობილი იაპონური საერთაშორისო სამრეწველო კომპანია,რომელიც პირველ რიგში ცნობილია,როგორც მწარმოებელი "ავტომობილებისა" და "მოტოციკლების" - "HONDA",დაარსებულ იქნა 1946 წელს,ცნობილი იაპონელი "Honda motor Corporation" დამაარსებლის - სოიტორო ჰონდას (1906-1991 წლები) მიერ.ამ კომპანიის განვითარების ისტორია,მართლაც ძალიან საინტერესო ფაქტის მატარებელია.ერთ-ერთ ინტერვიუში სოიტორო ჰონდა იხსენებდა:


პლატონის ბიოგრაფიიდან...

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 955/თარიღი: 2013-05-09

გენიალური ძველბერძენი კლასიკური ხანის ფილსოფოსი,სოკრატეს მოსწავლე და არისტოტელეს მასწავლებელი - პლატონი (ძვ.წ.აღ-ით 427-347 წლები),სიყმაწვილეში პოეზიითა და მწერლობით იყო გატაცებული.ძვ.წ.აღ-ით 408 წელს როდესაც პლატონი თეატრში მივიდა,სადაც მის მიერ დაწერილი ტრაგედია მიიტანა,იქვე სრულიად შემთხვევით შეხ...


ჯორჯ ბერნარდ შოუ

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 980/თარიღი: 2013-05-09

გენიალური ირლანდიელი დრამატურგი,მწერალი და რომანისტი - ჯორჯ ბერნარდ შოუ (1856-1950 წლები),მიწვეულ იქნა ერთ-ერთი ფირმის მიერ "საათების გამოფენა-გაყიდვაზე".გამოფენის დასრულების შემდეგ,ორგანიზატორებმა მწერალს სთხოვეს საკუთარი აზრის დაფიქსირება,თუ რა შთაბეჭდილება მოახდინეს მასზე,წარმოდგენილმა ექსპონატებმა.მცირეხნიანი დუმილის შემდგომ ჯორჯ ბერნარდ შოუმ,მათ პარადოქსალური მანერით მიუგო:
" - ვერ ვხედავ ვერანაირ პროგრესს! თანამედროვე საათები არ...


"ბიბლიოკლეპტომანი" - სტივენ ბლუმბერგი

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 839/თარიღი: 2013-05-09

"ბიბლიოკლეპტომანად" მოიხსენიებენ ისეთ ადამიანს,რომელიც წიგნების მოპარვით არიან დაკავებულები.ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ "ბიბლიოკლეპტომანად" მიჩნეულია ამერიკელი - სტივენ ბლუმბერგი,რომელმაც 11 წლის მანძილზე 28 სხვადასხვა ბიბლიოთეკიდან 23,000 უიშვიათესი წიგნის მოპარვა შეძლო ამერიკასა და კანადაში.აღსანიშნავია,ის გარემოება,რომ მას არც ერთი მოპარული წიგნი არ დაუზიანებია და არც გაუყოდია,ამ მეთოდით იგი ერთგვარ უნიკალური წიგნების კოლექციის შექმნას ცდილობდა.საერთო ჯამში მის მიერ მოპარული წიგნების საერთო ფასმა 20 მილიონ დოლარს გადააჭარბ...


აბუ ალი იბნ სინა

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1060/თარიღი: 2013-05-09

გენიალურმა შუასაუკუნეების ტაჯიკმა ფილოსოფოსმა,აღმოსავლური არისტოტელიზმის თვალსაჩინო წარმომადგენელმა,სწავლულმა,ექიმმა და პოეტმა - აბუ ალი იბნ სინამ,იგივე ავიცენამ (980-1037 წლები),გადაწყვიტა ჩაეტარებინა ცდა თუ რა შედეგი შეიძლება მოიტანოს შიშმა,ამ მიზნით მან იყიდა ორი ცხვარი.ორივე ცხვარს ერთსა და იმავე დროს კვებავდა,უვლიდა და ყურაღებას არ აკლებდა,თუმცა ექსპერიმენტი მდგომარეობდა იმაში,რომ ამ ორი ცხვარიდან ერთ-ერთი მგლის სიახლოვეს ჰყავდა დაბმული.მიუხედავად იმისა,რომ ორივე ცხვარი თანაბრად იკვებებოდა,მგელთან ახლოს დამბული ცხვარი რამდენი...


ეპიკურე

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1781/თარიღი: 2013-05-09

ერთ-ერთი უდიდესი ძველბერძენი ფილოსოფოსი,მორალისტი და ეპიკურიზმის ფუძემდებელი - ეპიკურე (ძვ.წ.აღ-ით 341-270 წლები),ათენში ჩასვლის შემდეგ ძვ.წ.აღ-ით 306 წელს,გადაწყვეტს გახსნას თავისი,კერძო ფილოსოფიური სკოლა.ამიტომ ეპიკურემ ათენშივე შეისყიდა სკოლისათვის - სახლი,მცირე ზომის ბაღთან ერთად.ბაღის შემოსასვლელში კი მოზრდილ კარებზე გააკეთა წარწერა,რომელზეც ეწერა: 


ევკლიდე ალექსანდრიელი

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1035/თარიღი: 2013-05-09

ერთ-ერთი უდიდესი ძველბერძენი მათემატიკოსი და პირველი ავტორი ჩვენამდე მოღწეული თეორიული ტრაქტატებისა მათემატიკაში - ევკლიდე ალექსანდრიელი (ძვ.წ.აღ-ით 325-265 წლები),რომელსაც მოიხსენიებენ,როგორც "გეომეტრიის მამა",ეგვიპტის მმართველის პტოლემეოს I სოტერის (ძვ.წ.აღ-ით 305-283 წლები) მიწვევით,მისი სამეფო კარის მეცნიერი ხდება და ამასთანავე ალექსანდრიის სკოლის პირველი მათემატიკოსიც.აღსანიშნავია,რომ ევკლიდეს იმ ეპოქაში მეტსახელად "გეომეტრს" უწოდებდნენ.ეგვიპტის მეფეს - პტოლემეოსს დიდი სურვილი გაუჩნდა შეესწავლა გეომეტრია და ევკლიდეს ჰკით...


ნიკოლოზ კოპერნიკი

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 917/თარიღი: 2013-05-09

გენიალური პოლონელ-პრუსიელი ასტრონომის,რომლის აღმოჩენამაც საფუძველი ჩაუყარა "ჰელიოცენტრულ სისტემას" - ნიკოლოზ კოპერნიკის (1473-1543 წლები),საფლავი საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე დაკარგულად მიიჩნეოდა.იგი გარდაიცვალა პოლონეთის ჩრდილოეთით მდებარე პატარა ქალაქ ფრომბორკში 1543 წლის 24 მაისს,სადაც დაკრძალულ იქნა კიდეც,თუმცა ზუსტი ადგილმდებარეობა ნიკოლოზ კოპერნიკის განსასვენებლისა,უცნობი რჩებოდა 2005 წლამდე.ქალაქ ფრომბორკის საკათედრო ტაძრის არქეოლოგიური კვლევისას 2005 წელს,აღმოჩენილ იქნა ადამიანის თავის ქალა და ძვლები."დნმ"-ს ანალიზის შედეგად დადგენილ იქნ...


კონფუცი - "ეპიზოდი"

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 846/თარიღი: 2013-05-09

ერთ-ერთი უდიდესი მსოფლიო მნიშვნელობის ფილოსოფოსი,რომლის სწავლებებმა უდიდესი გავლენა იქონიეს ჩინეთისა და აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებზე - კონფუცი (ნამდვილი სახელი კუნგ ფუძი,ძვ.წ.აღ-ით 551-479 წლები),ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად თავის მოსწავლეებთან ერთად მიდიოდა "ტაის" მთების სიახლოვეს,როდესაც შეამჩნიეს ქალბატონი,რომელიც მოთქმით ტიროდა საფლავზე.კონფუციმ ამ მანდილოსანთან თავისი მოსწავლე გაგზავნა,რათა გაეგო მიზეზი მისი მწუხარებისა.როდესაც კონფუცის მოსწავლე მგლოვიარე ქალბატონთან მივიდა გამოჰკითხა თუ ვისზედ გლოვ...


ანტუან ლორან ლავუაზიე

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1126/თარიღი: 2013-05-09

უდიდესს ფრანგ ქიმიკოსს და დამაარსებელს თანამედროვე ქიმიისა - ანტონ ლორან ლავუაზიეს (1743-1794 წლები),მეცნიერების გარდა ბიზნესიც აინტერესებდა და "ბიზნესითაც" გახლდათ დაკავებული.იგი იყო გადასახადების ამკრეფი ორგანიზაციის წევრი და ამ საქმიანობით საკმაოდ დიდი კაპიტალის მფლობელიც გახლდათ.შემოსავლების და კაპიტალის უდიდესი ნაწილი ლავუაზიემ საკუთარი ქიმიური ლაბორატორიის შექმნა-მოწყობას მოახმარა.სამწუხაროდ ფრანგ რევოლუციონერებს არ აინტერესებდათ ლავუაზიეს უდიდესი გამოკვლევები და მასში არა,როგორც მეცნიერს არამედ როგორც "მშრომელთა სისხლისმსმელ" გ...


კლისთენე - "ეპიზოდი"

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1392/თარიღი: 2013-05-09

ამერიკელი ხალხი "დემოკრატიის ნათლიმამად" ორ უდიდესს პიროვნებას აღიარებს,ესენია: დიდი ძველბერძენი ფილოსოფოსი და მეცნიერ-ენციკლოპედისტი - არისტოტელე (ძვ.წ.აღ-ით 384-322 წლები) და ამერიკის შეერთებული შტატების რიგით მე-3 ლეგენდარული პრეზიდენტი - ტომას ჯეფერსონი (1743-1826 წლები).სხვა და სხვა ერები კი ასევე სხვადასხვა პიროვნებებს ასახელებენ დემოკრატიის ფუძემდებლებად,თუმცა სათავე ამ შესანიშნავი მმართველობითი ფორმისა მომდინარეობს დიდი ძველბერძენი პოლიტიკური მოღვაწის,მეგალკასა და აგარისტას ვაჟის,ცნობილი სიკიონელი ტირანის - კლისფენე "უფროსი"-ს (ძვ.წ.აღ-...


დაჰომეელი ამაზონები

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1022/თარიღი: 2013-05-09

"დაჰომეა" თანამედროვე აფრიკული სახელმწიფოს ბენინის ადრინდელი სახელწოდებაა,რომელიც არსებობდა 260 წლის მანძილზე დასავლეთ აფრიკის სანაპიროზე.იგი დაარსებულ იქნა XVII საუკუნეში.მეფე აჰო ჰოეგბაჯას დროს,რომელიც გახლდათ მესამე მმართველი დაჰომეასი 1645-1685 წლებში და მისი ვაჟის დოსუ აგაჯას მეფობის ხანაში 1708-1732 წლებში,შექმნილ იქნა ერთ-ერთი საუკეთესო არმია,რომლის მეშვეობითაც მათ შეძლეს დაეპყროთ რამდენიმე მეზობელი სამეფოები და დაარსებულ იქნა საკმაოდ დიდი ტერიტორიის მქონე სახელმწიფო,რომელმაც XIX საუკუნემდე იარსება.უმთავრესი ძალა ამ არმიისა გახლდათ,ძალიან კარგად გაწვ...


"პენსია" - "ეპიზოდი"

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 915/თარიღი: 2013-05-09

თავდაპირველი ცნობები პენსიის არსებობის შესახებ,მოხსენიებულია პარიზის აუდიტორული პალატის დოკუმენტებში და ეს გახლდათ პერიოდი საფრანგეთის მეფის - ლუდოვიკო XI-ის მეფობის პერიოდში (1461-1483 წლებში),აღსანიშნავია,რომ ამ მეფეს დღემდე მოიხსენიებენ ზედსახელებით "უნივერსალური ობობა","ფრთხილი" და "გონიერი".პენსიის შესახებ ცნობები XV საუკუნის მეორე ნახევრის შემდეგ შედგენილ დოკუმენტებში ჩნდება.პირველად ოფიციალური პენსია,რომელსაც სახელმწიფო გასცემდა ნებისმიერი თავისი ქვეყნის მოსამსახურისა და მოქალაქის მიმართ,დაფიქს...


სამმაგი ტყუილის ქანდაკება - ჯონ ჰარვარდისა

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 952/თარიღი: 2013-05-09

ამერიკის შეერთებული შტატებისა და მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო უნივერსიტეტის "ჰარვარდის" (რომელიც დაარსებულ იქნა 1636 წლის 8 სექტემბერს ქალაქ კემბრიჯში - მასაჩუსეტსის შტატი),წინ დგას ქანდაკება ინგლისელი მისიონერის,რომლის სახელსაც ატარებს აღნიშნული უნივერსიტეტი - ჯონ ჰარვარდისა (1607-1638 წლები).ქანდაკება სადაც ჯონ ჰარვარდი მჯდომარე მდგომარეობაშია გამოყვანილი,გაკეთებულია დაფაზე წარწერა,რომელზეც იკითხება: "ჯონ ჰარვარდი,დამაარსებელი,1638 წელი".იგი შექმნილ იქნა ამერიკელი მოქანდაკის - დანიელ ფრენჩის მიერ.მიუხედავად ამისა,"ჰარვარდის უნივერსიტეტის" სტუდენტები აღნიშნ...


"მედეა" - "ეპიზოდი"

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1147/თარიღი: 2013-05-09

ბერძნული მითოლოგიის მიხედვით კოლხეთის ლეგენდარული მეფის აიეტის უმცროსი ასული მედეა,რომელსაც ლეგენდის მიხედვით არგონავტების წინამძღოლი იასონი შეუყვარდა და დახმარება გაუწია მას "ოქროს საწმისის" მოტაცებაში,დიდმა ძველბერძენმა ტრაგიკოსმა მწერალმა - ევრიპიდემ (ძვ.წ.აღ-ით 480-406 წლები),თავის უკვდავ ტრაგედიაში "მედეა" შვილების მკვლელ,შურისმაძიებელ ქალად წარმოსახა.რისთვის დასჭირდა ევრიპიდეს მითის მაგისტრალური ხაზის გამრუდება და მედეას საშინელ ბოროტმოქმედად გამოყვანა? მიზეზი ამისა შესაძლოა სამი გარემოებით აიხსნანს:...


დოღის ისტორიიდან...

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 891/თარიღი: 2013-05-09

მართლაც უიშვიათესი ფაქტი დაფიქსირდა 1923 წელს ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ნიუ-იორკში მიმდინარე საცხენოსნო დოღის დროს.ერთ-ერთ მონაწილე ჟოკეის - ფრენკ ჰეიზს,შეჯიბრის ბოლო ეტაპზე დაემართა გულის შეტევა - "ინფარქტი",რის შედეგადაც იგი გარდაიცვალა.შეჯიბრი კი გამარჯვებით დაასრულა სწორედ გარდაცვლილი ფრენკ ჰეიზის ცხენმა,რომელმაც გარდაცვლილი ჟოკეის ცხედარი პირველმა გაიყვანა ფინიშის ხაზზე.აქვე ისიც აღსანიშნავია,რომ ამ დოღში მონაწილე გამარჯვებული ცხენი ერთ-ერთ აუტსაიდერად იყო მიჩნეული,რომელზეც ფსონები 20:1-ზე იყო.ასეთი ფაქტი არც მანამდე ჩ...


მერაბ კოსტავას შესახებ...

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 898/თარიღი: 2013-05-09

საქართველოს ეროვნული გმირი,დისიდენტი და დიდი ქართველი მამულიშვილი - მერაბ კოსტავა (1939-1989 წლები).მაშინ როდესაც იგი სასჯელს იხდიდა ციმბირის კოლონიაში,1985 წლით დათარიღებული დოკუმენტის თანახმად,რომელსაც ციმბირის IX კოლონიის ერთ-ერთი რაზმეულის უფროსი მის ზემდგომებთან პატაკში მერაბ კოსტავას ასე ახასიათებდა:
"გულჩათხრობილი და ამაყია,სისტემატურად ხაზს უსვამს გარშემო მყოფებთან შედარებით თავის უპირატესობას.ჩადენილ დანაშაულს უარყოფს და მი...


ჯაკობ აბრაამ კამილ პისარო - "ეპიზოდი"

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 907/თარიღი: 2013-05-09

გენიალური ფრანგი მხატვარი და ერთ-ერთი პირველი,თვალსაჩინო წარმომადგენელი "იმპრესიონიზმისა" - ჯაკობ აბრაამ კამილ პისარო (1830-1903 წლები),1878 წლის მოგონებებში (მაშინ როდესაც იმპრესიონისტული ნამუშევრები იგნორირებული იყო ხელოვანთა გარკვეული ნაწილისაგან და საზოგადოებისაგან),გულისტკივილით წერდა:
"ამ კვირაში მთელი პარიზი შემოვირბინე და ამაოდ ვეძებდი ვინმე უცნაურ ადამიანს,ვინც იმპრესიონისტულ სურათს შეიძენდა.არაფერი სეცვლილა რამდენიმე წლის შემდეგაც: დარწმუნებული ვარ,ჩემი ნა...


კონიმბრიგა

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 786/თარიღი: 2013-05-09

"კონიმბრიგა" - ინგლისურ ენაზე "Conimbriga",წარმოადგენდა ერთ-ერთ ყველაზე დიდ დასახლებას რომაელებისა,თანამედროვე პორტუგალიის ტერიტორიაზე.მისი ნაშთები მდებარეობს პორტუგალიის ქალაქ კოიმბრიდან 16 კილომეტრის დაშორებით და დასახლება კონდეიშა-ა-ნოვადან 2 კილომეტრში.დღესდღეობით მას მინიჭებული აქვს ეროვნული ძეგლის სტატუსი.სახელწოდება "კონიმბრიგა",შესაძლოა მომდინარეობდეს ძველი ინდოევროპისდროინდელი ელემენტისაგან,რომლის თარგმანიც სიტყვა-სიტყვით აღნიშნავს "კლდოვან სიმაღლეს" და გამოხატავს გამაგრებულ ადგილს.


უილიამ შექსპირი - "სონეტი"

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 895/თარიღი: 2013-05-09

მე დავიქანცე,წამიყვანე,სიკვდილო ჩქარა,
რომ აღარ ვნახო ღირსეულნი ფეხით თელილი,
აღარ ვიხილო უვიცობის ზეიმი მარად,
არც სათნოება გალანძღული და შერცხვენილი.

უნამუსოებს თავს ნამუსის გვირგვინი ბურავს,


მაგნუს ფელიქს ენოდიუსი

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1001/თარიღი: 2013-05-09

მაგნუს ფელიქს ენოდიუსი - რომელსაც ასევე მოიხსენიებენ,როგორც ენოდიუს პავიელი,დაიბადა ახ.წ.აღ-ით 474 წელს,სავარაუდოდ საფრანგეთის ქალაქ არლიში,წარჩინებულ გალურ ოჯახში.იგი წარმოადგენდა დიდ ქრისტიან მწერალსა და პოეტს,რომელიც 513-515 წლებში იტალიური ქალაქის პავიის ეპისკოპოსი გახლდათ.ბავშვობაში მშობლების გარდაცვალების შემდეგ,ენოდიუსი დეიდამ პავიაში წაიყვანა (სხვა ვერსიით მილანში) და მასზე მზრუნველობა საკუთარ თავზე აიღო.ხოლო როდესაც დეიდა გარდაეცვალა იგი ერთ-ერთმა მდიდარმა და გავლენიანმა იტალიურმა ოჯახმა იშვილა.493 წელს ენოდიუსი ხელდასმულ...


კამპუსი

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 953/თარიღი: 2013-05-09

"კამპუსი" ან შესაძლოა ითქვას "კემპუსი" - ინგლისურ ენაზე "Campus",ძირითადად ამერიკის შეერთებულ შტატებში,წარმოადგენს სტუდენტთა ქალაქს,რომელიც თავისთავში,როგორც წესი მოიცავს სასწავლო დაწესებულებებს,სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებს,საცხოვრებელ დაწესებულებებს სტუდენტებისთვის,ბიბლიოთეკებს,აუდიტორიებს,სასადილოებს,სათამაშო მოედნებსა და სხვა რიგ დაწესებულებებს.გარდა ამისა,"კამპუსად" მოიხსენიებენ იმ იზოლირებულ ტერიტორიებს,რომელიც მიეკუთვნება დიდ კომპანიას და რომელშიც განვითარებულია შიდასაფირმო ინფრასტრუქტურა,მაგალითად ისეთი,როგორ...


ძიპენსია იკუ

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1140/თარიღი: 2013-05-09

ძიპენსია იკუ - რომლის ნამდვილი სახელი გახლდათ - სიგეტა სადაკაძუ,დაიბადა 1765 წელს,იაპონიის პრვინცია სურუგაში,სამურაების ტრადიციების მატარებელ ოჯახში.იგი წარმოადგენდა ედოს პერიოდის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სახალხო მწერალს,რომელიც ძირითადად მუშაობდა ლირიკული სატირისა და რომანების ჟანრში.ძიბენსიას ცხოვრების პირველი ეტაპის შესახებ ცნობები ძალიან მწირია.არსებობს ვერსია,რომ იგი ერთ-ერთი იაპონელი ფეოდალის კარზე მუშაობდა,თუმცა იქედან მალევე იქნა დათხოვილი.23 წლის ასაკში მიემგზავრე...


ანდრეა ვეზალი

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1028/თარიღი: 2013-05-09

ანდრეა ვეზალი დაიბადა 1514 წლის 31 დეკემბერს,ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში.იგი წარმოადგენდა ერთ-ერთ უდიდეს ექიმსა და ანატომს,რომელიც დღემდე მიიჩნევა თანამედროვე სამეცნიერო ანატომიის ფუძემდებლად მედიცინაში.იგი უმცროსი თანამედროვე გახლდათ ცნობილი შვეიცარიელი ალქიმიკოსის - პარაცელსიუსისა.მისი პროფესიონალიზმი იმდენად დიდი გახლდათ მედიცინაში,რომ ანდრეა იქნა დანიშნული რომის საღვთო იმპერიის იმპერატორის კარლ V ჰაბსბურგის და ესპანეთის მეფე ფილიპე II-ეს პირად ლეიბ-მედიკოსად.უმაღლესი სამედიცინო განათლება ლუვენის უნივერსიტეტსა და საფრანგეთში მდება...


Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.