11:08 AM მაგნუს ფელიქს ენოდიუსი | |
მაგნუს ფელიქს ენოდიუსი - რომელსაც ასევე მოიხსენიებენ,როგორც ენოდიუს პავიელი,დაიბადა ახ.წ.აღ-ით 474 წელს,სავარაუდოდ საფრანგეთის ქალაქ არლიში,წარჩინებულ გალურ ოჯახში.იგი წარმოადგენდა დიდ ქრისტიან მწერალსა და პოეტს,რომელიც 513-515 წლებში იტალიური ქალაქის პავიის ეპისკოპოსი გახლდათ.ბავშვობაში მშობლების გარდაცვალების შემდეგ,ენოდიუსი დეიდამ პავიაში წაიყვანა (სხვა ვერსიით მილანში) და მასზე მზრუნველობა საკუთარ თავზე აიღო.ხოლო როდესაც დეიდა გარდაეცვალა იგი ერთ-ერთმა მდიდარმა და გავლენიანმა იტალიურმა ოჯახმა იშვილა.493 წელს ენოდიუსი ხელდასმულ იქნა პავიის ეპისკოპოსის მიერ დიაკვნად.მოგვიანებით ცხოვრობდა მილანში.მანამ,სანამ ეპისკოპოსი გახდებოდა,დაწერა 500 თხზულება.მათ შორის საკმაოდ ღირებული ისტორიული პანეგირიკი,ოსტგუთების მეფის თეოდორიხე დიდის შესახებ.გარდა ამისა წერდა ბიოგრაფიებს და ეპიფანიებს.მიუხედავად მისი სასულიერო ცხოვრებისა,ენოდიუსმა დაწერა 150-მდე ჰიმნი და ეპიგრამა იმ მოვლენების შესახებ,რომელიც მისსავე ირგვლივ ვითარდებოდა.მისი პოეზია ძალიან ჩამოჰგავდა ტრადიციული ანტიკური ხანის პოეზიას.ენოდიუსის მიერ დაწერილი "Paraenesis didascalica",იმთავითვე იქცა სასკოლო სახელმძღვანელოდ ლათინური გრამატიკისა,რომელიც მიიჩნეოდა მოსამზადებელ საფეხურად რიტორიკის შესწავლისათვის.თავად რიტორიკას ენოდიუსი "ყველა მეცნიერების დედა"-დ მოიხსენიებდა.ენოდიუსის ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებებიდან დღემდე შემორჩენილია ანტონიუს ლერინსკელის ცხოვრება,რომელიც ავტორმა 506 წელს დაწერა.513-515 წლებში იგი წარმოადგენდა პავიის ეპისკოპოსს.515-517 წლებში კი ენოდიუსი ჩართულ იქნა იმ დელეგაციაში,რომელიც რომის პაპის მიერ იქნა გაგზავნილი კონსტანტინოპოლში,ბიზანტიის იმპერატორთან ანასტასიოს I-თან,რათა შეერიგებინა დასავლეთისა და აღმოსავლეთის ეკლესიები ერთმანეთთან.ენოდიუსის ეპიტაფია და პორტრეტი დღემდეა შემორჩენილი პავიაში მდებარე წმინდა მიხეილის სახელობის ბაზილიკაში.მაგნუს ფელიქს ენოდიუსი გარდაიცვალა 521 წლის 17 ივლისს,იტალიის ქალაქ პავიაში. | |
|