ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 996/თარიღი: 2013-10-12
რაჭული ცეკვა ვენეციაში ქართველების შესრულებით, მაყურებელი აღფრთოვანებულია
|
ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1152/თარიღი: 2013-07-03
სამშობლოს შეგრძნება ტერფებით იწყება და ტანით სრულიქმნება. შიშველი ტერფებით ფეხიდან ამოკრეფილი სილბო შადრევნის წნევით ამოიფრქვევა სხეულში.დედამიწაზე არ დგას ოკეანე,რომლის სიღრმე სამშობლოს ცვარის სიღრმეს უტოლდებოდეს.ოკეანის სიღრმეს რაღაც მანქანებით დააღწევ კაცი თავს.ამ ცვარს კი ვერაფერს მოუხერხებ.მისგან ამოსვლას კი არც უნდა ეცადო.მართლა ფეხისგულებს ქვეშ კი არ იმცვრევა,არამედ ყველა მდგომარეობაში თავზე გადაგვდის.
|
ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1136/თარიღი: 2013-06-27
მე ვადღეგრძელებ პირველ სიყვარულს წმინდას ანკარას, იმ ლამაზ გრძნობას რომ ახარებს დიდს თუ პატარას, მე ვადღეგრძელებ პირველ კოცნას სიწმინდეს მისას! იმ ლამაზ თვალებს რომ აფრქვევენ სილურჯეს ცისას, მე ვადღეგრძელებ პირველ "ჰო" -ზე რომ წითლდებიან, იმ ღამეებსაც ტკბილ სიზმრებში რომ თენდებიან, მე ვადღეგრძელებ პირველ გრძნობას გიჟურს,ვნებიანს! მათ გაუმარჯოს ვინც ჩვენს გულში მარად რჩებიან....
|
ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1184/თარიღი: 2013-06-03
ამჟამად დედამიწაზე გამოყოფენ ბიოლოგიური მრავალფეროვნების 34 ცხელ წერტილს (Hot spots). აქედან ორი - კავკასიისა და (ნაწილობრივ) ირანო-ანატოლიის ფარავს კავკასიის რეგიონს და მათ შორის საქართველოს [1].[საჭიროებს წყაროს მითითებას] კავკასია ასევე 200 გლობალურ ეკორეგიონს შორისაა, რომელიც ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) მიერაა გამოყოფილი ისეთ კრიტერიუმებზე დაყრდნობით, როგორიცაა: სახეობრივი მრავალფეროვნება, ენდემიზმის დონე, ტაქსონომიური უნიკალურობა, ევოლუციური პროცესები და ფლორისა და ფაუნის ისტორიული განვითარების თავისებურებები, მცენარეულობის ტიპების მრავალფეროვნება და ბიომების იშვიათობა გლობალურ დონეზე.
საქართველო ზომიერი კლიმატის ქვეყნებს შორის ერთ-ერთი უმდიდრესია ფლორისტული თვალსაზრისით. საქართველოს ფლორის შემადგენლობაში ჭურჭლოვან მცენარეთა 4 100-ზე მეტი სახეობაა (მთელს კავკასიაში 6 350-მდე სახეობაა აღწერილი). ფლორის დაახლოებით 21%, ანუ 900-მდე სახეობა ენდემურია (600 კავკასიის, 300 საქართველოს ენდემი). მაღალია საქართველოს ფლორის გვარობრივი ენდემიზმიც. აქ 16 ენდემური და სუბენდემური გვარია წარმოდგენილი. საქართველო კულტურულ მცენარეთა წარმოშობისა და მრავალფეროვნების ერთ-ერთი ცენტრია. აქ ჩამოყალიბდა ვაზის, მარცვლოვნების, ხეხილისა და სხვ. მრავალი შესანიშნავი სახეობა. ამრიგად, საქართველოს უნიკალური ფიტოგენოფონდი ქვეყნის ბუნებრივ-კულტურული მემკვიდრეობის ცოცხალი ძეგლია, რომლის შესწავლას, დაცვასა და აღდგენას საკაცობრიო მნიშვნელობა აქვს.
ასევე თავისებური და მრავალფეროვანია საქართველოს ფაუნა. კავკასიის გოგრაფიული მდებარეობის გამო, იგი შეიცავს, ერთი მხრივ აღმოსავლეთ ევროპის ზოოგეოგრაფიული პროვინციის (ევროპა-ციმბირის ოლქი), მეორე მხრივ კი, მშრალი და ნახევრად მშრალი ჰავის (ირან-თურანის პროვინცია, საჰარა-გობის ოლქი) ფაუნის წარმომადგენლებს. მაღალია ენდემიზმის დონე (კავკასიის ენდემების პროცენტული რაოდენობა), როგორც უხერხემლოების, ისე ხერხემლიანთა მრავალ ჯგუფში. საქართველოში გავრცელებული მრავალი სახეობის ცხოველი იშვიათია გლობალური მასშტაბით და შეტანილია ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) წითელ ნუსხაში
|
ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 855/თარიღი: 2013-05-29
საქართველოს სახელმწიფოებრიობა, რომელიც საუკუნეთა სიღრმეში იღებს სათავეს, ქართველმა ერმა მე-19 საუკუნეში დაკარგა რუსეთის იმპერიის მიერ საქართველოს ანექსიისა და სახელმწიფოებრიობის გაუქმების შედეგად. ქართველი ხალხი არასოდეს შეჰგუებია თავისუფლების დაკარგვას. 1918 წლის 26 მაისს დამოუკიდებლობის აქტის გამოცხადებით აღდგა საქართველოს გაუქმებული სახელმწიფოებრიობა. შეიქმნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა მრავალპარტიულობის საფუძველზე არჩეული ხელისუფლების წარმომადეგენლობითი ორგანოებითა და კონსტიტუციით. 1921 წლის თებერვალ-მარტში საბჭოთა რუსეთმა უხეშად დაარღვია საქართველო-რუსეთის 1920 წლის 7 მაისის სამშვიდობო ხელშეკრულება და შეიარაღებული აგრესიის გზით მოახდინა თავის მიერვე ცნობილი საქართველოს სახელმწიფოს ოკუპაცია, რასაც შემდგომში მოჰყვა მისი ფაქტობრივი ანექსია. საქართველო საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში ნებაყოფლობით არ შესულა, ხოლო მისი სახელმწიფოებრიობა დღესაც არსებობს, დამოუკიდებლობის აქტი და კონსტიტუცია დღესაც იურიდიული ძალის მქონეა, ვინაიდან დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობას კაპიტულაციაზე ხელი არ მოუწერია და განაგრძობდა მოღვაწეობას ემიგრაციაში. საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში საქართველოს იძულებითი ყოფნის მთელი პერიოდი აღინიშნა სისხლიანი ტერორითა და რეპრესიებით, რისი უკანასკნელი გამოვლინებაც იყო 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედია......
|
ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 864/თარიღი: 2013-05-29
,,მრავალ საუკუნეთა განმავლობაში საქართველო არსებობდა, როგორც დამოუკიდებელი და თავისუფალი სახელმწიფო. ,,მეთვრამეტე საუკუნის დასასრულს ყოველი მხრით მტრისაგან შევიწროვებული საქართველო თავისი ნებით შეუერთდა რუსეთს იმ პირობით, რომ რუსეთი ვალდებული იყო საქართველო მტრისაგან დაეცვა. ,,რუსეთის დიდი რევოლუციის მსვლელობამ რუსეთში ისეთი შინაგანი წყობილება შეჰქმნა, რომ მთელი საომარი ფრონტი სრულიად დაიშალა და რუსის ჯარმაც დატოვა ამიერკავკასია. ,,დარჩნენ რა თავისი ძალღონის ამარად, საქართველომ და მასთან ერთად ამიერკაკასიამ თვით იდვეს თავს საკუთარი საქმეების გაძღოლა და პატრონობა და შესაფერისი ორგანოებიც შეჰქმნეს; მაგრამ გარეშე ძალთა ზეგავლენით ამიერკავკასიის ერთა შემაერთებელი კავშირი დაირღვა და მით ამიერკავკასიის პოლიტიკური მთლიანობაც დაიშალა. ,,ქართველი ერის დღევანდელი მდგომარეობა აუცილებლად მოითხოვს, რომ საქართველომ საკუთარი სახელმწიფოებრივი ორგანიზაცია შეჰქმნას, მისი საშუალებით გარეშე ძალის მიერ დაპყრობისაგან თავი გადაირჩინოს და დამოუკიდებელ განვითარების მტკიცე საფუძველი ააგოს. ,,ამისდა თანახმად, საქართველოს ეროვნული საბჭო, 1917 წლის ნოემბრის 22-ს არჩეული საქართველოს ეროვნულ ყრილობის მიერ, დღეს აცხადებს: 1)ამიერიდან საქართველოს ხალხი სუვერენულ უფლებათა მატარებელია და საქართველო სრულუფლებოვანი დამოუკიდებელი სახელმწიფოა. 2)დამოუკიდებელი საქართველოს პოლიტიკური ფორმა-საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკაა. 3)საერთაშორისო ომიანობაში საქართველო მუდმივი ნეიტრალური სახელმწიფოა. 4)საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას სურს საერთაშორისო ურთიერთობის ყველა წევრთან კეთილმეზობლური განწყობილება დაამყაროს, განსაკუთრებით-კი მოსაზღვრე სახელმწიფოებთან და ერებთან. 5)საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა თავის საზღვრებში თანასწორად უზრუნველყოფს ყველა მოქალაქის სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს განურჩევლად ეროვნებისა, სარწმუნოებისა, სოციალური მდგომარეობისა და სქესისა. 6)საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა განვითარების თავისუფალ ასპარეზს გაუხსნის მის ტერიტორიაზე მოსახლე ყველა ერს. 7)დამფუძნებელ კრების შეკრებამდე მთელი საქართველოს მართვა-გამგეობის საქმეს უძღვება ეროვნული საბჭო, რომელიც შევსებული იქნება ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლებით, და დროებითი მთავრობა პასუხისმგებელია საბჭოს წინაშე.
|
ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1175/თარიღი: 2013-05-29
საქართველო 1946 - 1992 წლებში. საბჭოთა სისტემის კრიზისი. სსრ კავშირის დაშლა და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა. მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ საქართველოს ეკონომიკამ რამოდენიმე წელიწადში ომამდელ დონეს გადააჭარბა. მწყობრში ჩადგა ახალი მსხვილი საწარმოები, ჰიდროელექტროსადგურები, შახტები, სარწყავი არხები და სხვ. მაგრამ ამასთან ერთად, ხელისუფლება კვლავ მძიმე იდეოლოგიური პრესის ქვეშ ამყოფებდა საზოგადოებას. ისევ იწყება რეპრესიების ახალი ტალღა, რომელიც მხოლოდ სტალინის სიკვდილმა შეაჩერა (1953 წ.).
ახალმა საბჭოთა ხელმძღვანელობამ, რომელსაც სათავეში ედგა ნ. ხრუშჩოვი, შეარბილა შიდაპოლიტიკური რეჟიმი. ამასთან, 30 - 40 - იან წლებში ხელისუფლების მიერ ჩადენილი ყველა ბოროტება მხოლოდ სტალინს გადააბრალა. არაფერი ითქვა თვით საბჭოური სისტემის მანკიერებაზე. კომპარტიის XX ყრილობაზე 1956 წლის თებერვალში სტალინის პიროვნების კულტის მხილება არსებითად სტალინის წინააღმდეგ პირად ანგარიშსწორებაში გადაიზარდა. ანტისტალინური კამპანია იღებდა ისეთ შეფერადებას, თითქოს მის რეპრესიულ აქციებს, გარკვეულწილად, დიქტატორის ქართული წარმომავლობა განაპირობებდა.
|
ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1069/თარიღი: 2013-05-26
გილოცავთ ყველა ქართველს ამ ულამაზეს და სიამაყით აღსავსე დღეს! დადგა კიდევ ერთი ლამაზი დღე ჩვენს ისტორიაში, მიუხედავად მტრების უდიდესმა მცდელობამ დაგვეკარგა ტერიოტორიული მთლიანობა და დაკვეგარგა სამშობლო,მაინც აღიმართა საქართველოს დროშა და სიამაყით ფრიალებს იგი "ღმერთების ენის" სამშობლოში! გილოცავთ ამ ბედნიერ დღეს და ყოველთვის დარი იყოს საქართველოს ცის ქვეშეთში! ამინ!
|
ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 966/თარიღი: 2013-04-28
საბჭოთა კავშირის "გენსეკი" 1953-1964 წლებში,საბჭოთა კავშირისა და სოცილისტური შრომის გმირი - ნიკიტა ხრუშჩოვი (1894-1971 წლები),1964 წელს კუბის რევოლუციის ლიდერთან და მთავრობის მეთაურთან - ფიდელ კასტროსთან ერთად საქართველოს სტუმრობდა.ამ ვიზიტისას კი ნიკიტა ხრუშჩოვმა ქართველ გლეხებს,მათთვის საკმაოდ უცნაური და გამაოგნებელი რჩევა მისცა,ქართველთა უდიდესი სულიერი,რელიგიური,კულტურული და ტრადიციული საგანძურისა და საუნჯის - "ვაზის" შესახებ.კერძოდ მან ჩვენს გლეხებს ამ სიტყვებით მიმართა:
|
ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1599/თარიღი: 2013-04-09
გელათის მონასტერი — ქართული ხუროთმოძღვრული ანსამბლი, შუა საუკუნეების საქართველოს უმნიშვნელოვანესი ცენტრი. აგებულია ქ. ქუთაისის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით 11 კმ-ზე, მდინარე წყალწითელის ხეობაში. დაარსებულია 1106 წელს დავით აღმაშენებლის თაოსნობით. შემოზღუდულია გალავნით. ანსამბლში შედის სხვადასხვა დროინდელი (ძირითადად XII-XIII სს.) შენობები. შეტანილია იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში.
|
ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1397/თარიღი: 2013-04-09
დედაქალაქი (და უდიდესი ქალაქი) თბილისი 41°43′ ჩ. გ. 44°47′ ა. გ. ოფიციალური ენა(ები) ქართული1 მთავრობა ნახევრადსაპრეზიდენტო რესპუბლიკა - პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი - პრ.-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ფართობი - სულ 69,700 კმ2 (121-ე) მოსახლეობა - 2012 შეფასებით 4.497 მლნ [1] - სიმჭიდროვე 66 კაცი ად/კმ2 (132-ე) მშპ (მუპ) 2009 შეფასებით - სულ $ 21,4 მლრდ (109-ე) - ერთ მოსახლეზე $ 5000 აგი (2007) 0.778 (საშუალო) (89-ე) ვალუტა ლარი³ (GEL) დროის სარტყელი UTC+4 ქვეყნის კოდი GEO Internet TLD .ge სატელეფონო კოდი 995 1აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ასევე აფხაზური ენა. ²მოსახლეობის რიცხვში არ შედის აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ნაწილი, რომელსაც საქართველო ვერ აკონტროლებს. ³აფხაზეთსა და სამაჩაბლოში ასევე მიმოქცევაშია რუსული რუბლი.
|
ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1182/თარიღი: 2013-03-31
მეტის სანახავად შედით სრულიადში…
მხოლოდ საქართველოში ყველა ადნაკლასნიკებშია და ყველა ამბობს რო გოიმობაა
მხოლოდ საქართველოში ადამიანს შეიძლება საჭმელი ფული არ ქონდეს მარა ჯიბეში უიობრესი მესამე თაობის მაბილნიკი ედება
მხოლოდ საქართველოში მარადონას თამაშზე სტადიონი ნახევრად ცარიელია
მხოლოდ საქართველოში ტატუ თუ აქ გოგოს ის კაცთანაა ნამყოფი და იასნია შენც მოგცემს იმიტო რო თუ 1 კაცთან არი ნამყოფი ხო იასნია რო ყველას აძლევს
მხოლოდ საქართველოში ყველას უყვარს გალაკტიონი მარა ნახევარზე მეტს არც ერთი ლექსი არ წაუკითხავს და მეორე ნახევარს კიდე გალაქტიონი გონია
|
|