Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » საქართველო

ხალხური სააკვნე სიმღერები

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 908/თარიღი: 2013-03-31

,,ნანა,’’ ,,ნანინა’’ და ,,იავნანა’’ ყველასთვის კარგად ნაცნობი და გავრცელებული ხალხური საწესო ლექსთ-სიმღერებია. თუმცა მათი წარმომავლობის შესახებ ცოტამ თუ იცის. 


ქართული დამწერლობა

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 3694/თარიღი: 2013-03-31

ქართული დამწერლობა — ანბანური ტიპის თავისთავადი, თვითმყოფადი სისტემა, რომელსაც ქართველური ენები (ძირითადად ქართული) იყენებს, დროგამოშვებით კი სხვა კავკასიური ენებიც (მათ შორის ოსური და აფხაზური ენები 1940-იან წლებში). თანამედროვე ანბანს 33 ასო აქვს, ძველ ქართულ ანბანში კი 38 ასო-ნიშანი იყო, რომელთაგან ხუთი თანამედროვე ქართულში აღარ გამოიყენება. ქვემოთ მოყვანილ ცხრილში ნაცრისფრად აღნიშნულია ასოები, რომლებიც ამჟამად არ გამოიყენება. ქართული გადმოცემის თანახმად, ქართული დამწერლობა იბერიის პირველმა მეფემ — ფარნავაზ I-მა შექმნა


რადიაციის საფრთხე კავკასიაში

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1011/თარიღი: 2013-03-31

11 მარტს იაპონიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად, ელექტროსადგური ”ფუკუსიმა-1” დაზიანდა. ამას ატომურ სადგურზე რადიაციის გაჟონვა მოყვა. ბევრი კავკასიაში რადიაციის საფრთხეზე ალაპარაკდა. რამდენად რეალურია კავკასიაში რადიაციის გავრცელების შესაძლებლობა და როგორ უნდა მოვიქცეთ შესაძლო საფრთხის დროს. თქვენს კითხვებს რადიაციული დაცვის სპეციალისტი გიორგი ნაბახტიანი პასუხობს

გამოგზავნილი შეკითხვები:

მკითხველი ნინო:
შესაძლებელია თუ არა ”ფუკუსიმადან” გაჟონილმა რადიაციამ საქართველომდე მოაღწიოს?

„ფუკუსიმადან" გამოჟონილი რადიაცია თავდაპირველად ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით გავრცელდა. ეს მათ საქართველოდან უფრო აშორებს. მიუხედავად იმისა, რომ ”ფუკუსიმადან" გამოტყორცნილი რადიაციის კვალი უკრაინაშიც დაფიქსირდა, მისი დონე უთანაბრდება MDA-ს (Minimal Detectable Activity), ანუ იმ მინიმალურ დონეს, რომელსაც არავითარი გავლენა არ შეუძლია მოახდინოს ადამინაის ჯანმრთელობაზე და გარემოზე


ლორე – საქართველო სომხეთში

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1020/თარიღი: 2013-03-31

შეგვიძლია, ისტორიის სახელმძღვანელო გადავშალოთ და ამოვიკითხოთ, რო­გორ შემოუერთა 1118 წელს დავით აღმაშენებელმა დღევანდელი ლორეს პრო­ვინცია საქართველოს.

განსაკუთრებული სამხედრო მნიშვნელობის გამო, ეს მხარე საქართველოს ამირსპასალართა სადგომი პუნქტი გახდა. 1177 წელს კი ლორე მეფე გიორგი III-ის წინააღმდეგ აჯანყებული ივანე ორბელისა და დემნა უფლისწულის უკა­ნასკნელი საყრდენი პუნქტი იყო. აჯანყების ჩახშობის შემდეგ ქალაქი ამირსპა­სალარ ყუბასარს გადაეცა. 1186 წლიდან ლორეს მხარგრძელთა ფეოდალური საგვარეულო ფლობდა და საქართველოს სანაპირო საერისთავოს ცენტრი იყო.

მხარგრძელთა მმართველობის დროს ქალაქი აყვავდა, აშენდა სასახლეები, ეკ­ლესიები, ხიდები. 1236 წელს ლორე მონღოლებმა აიღეს და სასტიკად დაარბიეს. XIV-XV საუკუნეებში ქალაქი მნიშვნელოვნად დაქვეითდა და ციხესი­მაგრის ფუნქციაღა შერჩა, XVI-XVIII საუკუნეებში კი საბოლოოდ დააკნინა ირანელთა და ოსმალთა ლაშქრობებმა. ლორე მელიქიშვილთა ისტორიული მა­მული იყო, რომელთაც სასახლე და საძვალე ახტალაში ჰქონდათ.


ამბავი ზანგი აფხაზებისა

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1397/თარიღი: 2013-03-31

"ზანგები XVII საუკუნეში აფხაზეთის მთავარ შარვაშიძეს უყიდია სტამბოლის მონათა ბაზარზე”


"მკვლევართა ვარაუდით, 1980 წელს აფხაზეთის მთებში ნაპოვნი გოლიათი "თოვლის ქალი” ზანა აფროაფხაზების შთამომავალი იყო”

ბოლო დროს ძალიან დამაინტერესა აფროაფხაზების, შავკანიანი (ზანგი) აფხაზების თემამ. მათზე ბევრს ლაპარაკობენ ინტერნეტფორუმებზეც. თუმც ვერსად წავაწყდი ზუსტ ინფორმაციას მათი აფხაზეთში დასახლების შესახებ. არადა, რამდენიმე სოფელში ცხოვრობდნენ საუკუნეების განმავლობაში.

ზანგი აფხაზები კომუნისტებს გასული საუკუნის 30-იან წლებში დედაწულიანად გაუსახლებიათ აფხაზეთიდან. აფროაფხაზებს ხალხი შავ კაცებს ეძახდა. მათი პატარა ჯგუფი სოფელ აძიუბჟაში სახლობდა. მათ ნახავდით კოდორის მიმდებარე სოფლებშიც. ისტორიკოსთა ნაწილის ვარაუდით, ისინი XVII საუკუნეში აფხაზეთის მთავარ შარვაშიძეს უყიდია სტამბოლის მონათა ბაზარზე ციტრუსების პლანტაციებში სამუშაოდ.

ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად, აფხაზეთის საზღვაო წყლებში ჩაძირულა გემი, რომლითაც მონები მიჰყავდათ გასაყიდად. ამბობენ, რომ შავკანიანი აფხაზები ჩაძირვისას გადარჩენილი აფრიკელების შთამომავლები არიან. სხვა ლეგენდის მიხედვით, აფხაზი ზანგები ნართებისა და აფრიკიდან წამოსული შავკანიანების ნაყოფი არიან. ნართები კავკასიაში აფრიკული მოგზაურობიდან რომ დაბრუნდნენ, მათ აფრიკელებიც ჩამოჰყვნენ.


საქართველოს კონსტიტუცია

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1093/თარიღი: 2013-03-31

საქართველოს კონსტიტუცია — საქართველოს სახელმწიფოს ძირითადი კანონი, მიღებულ იქნა საქართველოს პარლამენტის მიერ 1995 წლის 24 აგვისტოს. იგი ძალაში შევიდა 1995 წლის საქართველოს ახალარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის დღიდან.


გზა აკრძალული ტაძრებისკენ

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1005/თარიღი: 2013-03-31

აფხაზეთის დაკარგვის შემდეგ გავაცნობიერე, რომ ყველაზე ძვირფასი, რასაც იქ ვერ გავუფრთხილდით, ქართული ტაძრები იყო. მარიამობის მარხვის დღეებში გადავწყვიტე, აფხაზეთისკენ მიმავალი ჩვენთვის აღმართული ბარიერი ლოცვით გამერღვია და ჩვენგან მიტოვებული ტაძრებისათვის შენდობა მეთხოვა, – ამბობს აფხაზეთიდან დევნილი ნინო გერგედავა.

ჩემი მოძღვრის, ბორჯომის ღვთისმშობლის შობის ტაძრის არქიმანდრიტის, ანდრია ტარიადისის კურთხევით, აფხაზეთისკენ ავიღე გეზი. ენგურზე მშვიდობიანად გადავედი, მცირე მანძილი ფეხით გავიარე და გზა აფხაზის მსუბუქი ავტომანქანით განვაგრძე. მძღოლი გულწრფელად წუხდა გალში დაბრუნებული ქართველების გაუსაძლის ცხოვრებაზე, არაერთხელ გაიმეორა: "Противно так жить!..” მივხვდი - ცდილობდა, ისე მომქცეოდა, მასში მტერი არ დამენახა. თუმცა საფრთხე მაინც დიდი იყო: აფხაზეთში ახალ პრეზიდენტს ირჩევდნენ და წინასაარჩევნოდ გამკაცრებული კონტროლის გამო თუ ვინმეს თვალში არ მოვუვიდოდი, "უშიშროების შეგზავნილად” გამომაცხადებდნენ და ჩემს აფხაზ მეგობარს, რომელიც მეგზურობას მიწევდა, პრობლემები შეექმნებოდა.


რა ვიცით ქართული მეღვინეობის შესახებ

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 882/თარიღი: 2013-03-31

ფოტოალბომი ირინა აბჟანდაძისგან

ჩვენი წინაპრები ყურძნის მწიფობას მზის თვალს ადარებდნენ. ფოტოგრაფ ირინა აბჟანდაძისთვის, ისევე როგორც უამრავი ქართველისთვის, ღვინო თხე­ვად მზედ ასოცირდება, რომელიც მზის ფერითა და მხურვალებით გაჯერებუ­ლი, გარდა ტკბობისა, საუკუნეების მანძილზე ჩვენთვის ერთგვარ ეროვნულ ნიშნად იქცა.

ამ კონცეფციით შექმნა ირინა აბჟანდაძემ ფოტოალბომი "თხევადი მზის ქვეყა­ნა”, რომელიც XIX-XX საუკუნეების საქართველოს ისტორიის ერთგვარ მიმო­ხილვას წარმოადგენს და ძირითადი ხაზი მეღვინეობაზე გადის.

თხრობა პორტრეტულია, XIX საუკუნის 20-იანი წლებიდან იწყება და XX საუ­კუნის 80-იან წლებამდე მოდის – ანუ ალექსანდრე ჭავჭავაძიდან გიორგი თუშმალიშვილამდე,

ისტორია იწყება იმ დროიდან, როცა ქართული ღვინო საერთაშორისო ასპარეზზე გავიდა და საქართველოში ღვინის ბიზნესის განვითარება დაიწყო, რო­მელსაც კოლოსალური წარმატება ჰქონდა.


სადღეგრძელოები

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1425/თარიღი: 2013-03-30

ჩემო მეარღნევ, გენაცვალე,
წაიღე სული,
საქართველოში ნეტა ასე
ვინმეს ვუყვარდე!
რა ვუყოთ მერე, პოეტი ვარ
ხელით წასული,
საქართველოში ხომ ფეტვივით
სთესავენ ვარდებს!
ვიცი გიყვარვარ, ასე მწარედ
მიტირებ არღანს,
ვიცი გიყვარვარ, რომ არ გინდა
მოკვდეს თამარი.
შენ, ჩემო ძმაო, თუ მოკვდები
არვინ დაგმარხავს,
თავის სამარხი ზედ გარტყია
ვერცხლის ქამარი.
ცდები, მეარღნევ, გათხოვდება
ეგ შენი ნინა!
არ დაიჯერო, ის თამრიკოც
რომ მოიწამლოს.
ქალი ქალია, დიდხანს უქმროდ
რამ არონია,
ქალი ქალია და იშოვის
თავის მალამოს.


პირველი ქვევრი?

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1016/თარიღი: 2013-03-30

მოსაზრება ქვემო ქართლში, ხრამის დიდ გორაზე ნაპოვნ საღვინე ჭურჭელზე

დღესდღეობით ხშირად საუბრობენ ქვემო ქართლში, კერძოდ კი სოფელ შულავერთან მდებარე ე.წ. "ხრამის დიდ გორაზე” არქეოლოგიური აღმოჩენის – თიხის დიდი ზომის საღვინე ჭურჭლის შესახებ. მკვლევართა განხილვის საგანს წარმოადგენს ამ ჭურჭლის სახელი, წარმომავლობა და სხვ.

აღნიშნული ჭურჭლის გარშემო რიგი კითხვების შესახებ უკვე არსებობს პასუხი, ხოლო ზოგიერთი საკითხი, როგორიცაა, აღმოჩენილი ჭურჭლის სახელდება და წარმომავლობა, ჯერჯერობით კვლავაც განხილვის საგანია. რაც შეეხება ჭურჭლის ასაკს, იგი მიჩნეუილა ნეოლითური ხანის (ძვ. წ. VI-V ათასწლეულები) ჭურჭლად, რომლის ხნოვანობა რვა ათასი წელია. ეჭვგარეშეა, რომ აღმოჩენილი ჭურჭელი საღვინე დანიშნულებისაა, მაგრამ ორი სიტყვით მაინც გამოვთქვამთ ჩვენს მოსაზრებას, რომელიც, ვფიქრობთ, უფრო გაამყარებს ამ ჭურჭლის დანიშნულებისა და შესწავლის საკითხებს.

ხრამის დიდი გორის საღვინე ჭურჭელი ძალზე მაღლი გემოვნებითაა შესრულებული, რომელსაც ზედა მხარეს, შეიძლება ითქვას, გვირგვინად ამკობს ყურძნის მტევნის ოთხი სტილიზებული გამოსახულება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი ჭურჭელი, ცხადია, არ იქნებოდა ყველაზე პირველი ჭურჭელი და, რა თქმა უნდა, მას ეყოლებოდა თავისი წინამორბედები. ეს კი იმის მიმანიშნებელი უნდა იყოს, რომ კულტურული მეღვინეობა და ღვინის ჭურჭლის წარმოება შესაძლოა უფრო ადრეა დაწყებული ვიდრე ზემოხენებული პერიოდი


ახალი წელი სხვადასხვა კუთხეში

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 908/თარიღი: 2013-03-30

ქართული კალენდრის მიხედვით, სხვადასხვა ისტორიულ ხანაში სამოქალაქო ახალ წელს აღნიშნავდნენ აგვისტოში, სექტემბერსა და მარტში. საბოლოოდ, იანვარში ახალის წლის დადგომა მე-14 საუკუნის მიწურულს დამკვიდრდა.

ასევე, სხვადასხვა ქვეყანაში, ახალი წელი აღინიშნება განსხვავებულ დროს. მაგალითად, ავსტრალიაში – 1 იანვრიდან იწყება, რუსეთში 1700 წლამდე ახალ წელს სექტემბრის თვეში აღნიშნავდნენ, ხოლო ჩინეთში – 4697 წელი თებერვალში დადგება, ინდოეთში 22 მარტს დადგება 1921 წელი. ცოტა მოგვიანებით, 13 აპრილს ახალი წელი ნეპალშიც მოვა და იგი 2056 წელი იქნება. მუსულმანები თავის ახალ 1419 წელს ზაფხულში იზეიმებენ – 21 ივნისს. ებრაელებისთვის ეს წელი 5760-ე იქნება და 15 სექტემბერს დადგება. იაპონიაში და კორეაში, ასევე რესეთში, ევროპასა და საქართველოში ახალი წელი 1 იანვარს გათენდება.


შობა-ახალი წელი საქართველოში

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1096/თარიღი: 2013-03-30

თუშეთი

ზამთრის სადღესასწაულო რიტუალებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანია ახალი წლის შეხვედრა, რომელსაც ხალხი თავის ოჯახის ბედს თუ უბედობას უკავშირებს. ამიტომ თუშებიც თავიანთ "წელწდობას” მოწიწებით ეგებებიან.

საახალწლოდ თუშეთის სოფლებში არაყს ხდიან და ლუდს ადუღებენ. ოჯახებში აცხობენ ერთ გულიან კოტორს "ქრისტეს საგძალს”, კაცზე "ბაცუკაცს” და ქალზე – მრგვალ კვერს. აცხობენ აგრეთვე დამახასიათებელ ნიშნებიან საქონლის კვერებს. ხარისას რქები აქვს, ძროხისას – ძუძუები, ცხვრისას – დუმა, ცხენისა კი ნალის ფორმის არის. ყველა ამ კვერს ხონზე დაალაგებენ და ზედვე დებენ: მატყლს, მარილს, ყველს, ერბოს და ამ სუფრას მეკვლის მოსვლამდე ხელს არავინ ახლებს. დიასახლისი აგრეთვე აცხობს სახლის ანგელოზის ან ფუძის ანგელოზის კვერს და "კერის კვერს.”


« 1 2 3 »
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.