Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » საქართველო

უცხოელი მოგზაურები საქართველოსა და ქართველების შესახებ

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 983/თარიღი: 2013-03-30

ქართველი ხალხი ცნობილია უძველესი კულტურითა და მდიდარი ტრადიციით. უცხოელი მოგზაურები, იტალიელი მისიონერები აღფრთოვანებულნი არიან ქართული ცხოვრების წესით, ქართველი ხალხის სტუმართმოყვარეობით, ტრადიციებით, ქართველთა შინაგანი კულტურით, განსაკუთრებით ქართველი ქალების კდემამოსილებით, ოჯახისადმი ერთგულებით, სილამზითა და სათნოებით. საქართველოში მოგზაურობის დროს მიღებული შთაბეჭდილებებით ისინი საქებარ სიტყვებს არ იშურებენ ქართველების, ქართველი ქალების შესახებ.
შარდენის აზრით, "ქართველები მთელს აღმოსავლეთში და, შეიძლება ითქვას, მთელ მსოფლიოში საუცხოო ჯიშის ხალხია. ამ ქვეყანაში მე არ შემხვედრია არც ერთი უშნო ადამიანი, კაცი იქნება ეს თუ ქალი, ვხვდებოდი მხოლოდ და მხოლოდ ანგელოზისებრ სახეებს. ქალების უმეტესობა ბუნებას ისეთი სინატიფით დაუჯილდოებია, როგორსაც ვერსად შეხვდებით. ვფიქრობ, შეუძლებელია მათ თვალი მოჰკრათ და არ შეგიყვარდეთ, ქართველ ქალზე უფრო მშვენიერი სახისა და ტანის დახატვაც კი შეუძლებელია.”


საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობას მტკიცე მეცნიერული საფუძვლები უნდა შეექმნას

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 865/თარიღი: 2013-03-30

2010-2011 წელი მნიშვნელოვანი მოვლენებით აღინიშნა.

ჯერ თბილისში ჩატარდა მეღვინეობის საერთაშორისო კონგრესი, ხოლო 15-18 სექტემბერს კახეთში, ალავერდის მონასტერში გაიმართა ქვევრის ღვინის პირველი საერთაშორისო სიმპოზიუმი. ორივე ეს მოვლენა საქართველოს ვაზის კულტურისა და ღვინისადმი განსაკუთრებულ ყურადღებას ცხადყოფს. ორასი წლის მანძილზე ჩვენი ქვეყანა რუსეთის იმპერიის კოლონია იყო და საერთაშორისო ასპარეზი დახშული ჰქონდა. დამოუკიდებლობის ოცი წლის თავზე თითქოს "ცა გაიხსნა” და საქართველოს, როგორც ვაზისა და ღვინის სამშობლოს აღმოჩენა ხელახლა მოხდა. ამ თვალთახედვით პირველი შემეცნებითი წიაღსვლები XIX ს-ის შუა ხანებს ეკუთვნის, როცა მახლობელ აღმოსავლეთში წარმოებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად, სრულიად უცნობი უძველესი სახელმწიფოები გამოვლინდა და კაცობრიობის ისტორია უაღრესად მნიშვნელოვანი მოვლენებით შეივსო, უფრო სწორად, ხელახლა დაიწერა. იმთავითვე ნათელი გახდა, რომ სამხრეთ კავკასია, მცირე აზია, ეგვიპტე და შუამდინარეთი პირველადი ცივილიზაციის წარმოშობის არეალი იყო. აქ ჩაისახა და განვითარდა ბინადარი ცხოვრება, მიწათმოქმედება, მესაქონლეობა, მეტალურგია და ა.შ.


ზედაშის კულტურა საქართველოში

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 895/თარიღი: 2013-03-30

მიუხედავად იმისა, რომ ქვევრში ღვინის ქართულად დაყენება ერთ მთლიან საგანს წარმოადგენს, შეიძლება საზედაშე ქვევრი და ღვინო მაინც ცალკე მოვლენად გამოიყოს.

ქართულ მეღვინეობაში, გარდა ქართული საღვინე ჭურჭლის – ქვევრისა, ვხვდებით: მუხის კასრს, მინის ჭურჭელს, ლითონის ცისტერნებს, მაგრამ საზედაშე ღვინის ჭურჭელი არა ჩამოთვლილ ჭურჭელთან, არამედ უპირველესად ქვევრთან ასოცირდება. საზედაშე ღვინის დაყენება მეტ-ნაკლებად განსხვავდება ჩვეულებრივი ღვინის დაყენებისაგან. განსხვავება მდგომარეობს როგორც ტექნოლოგიურ, ისე შინაარსობრივ მხარეში. ქართული ენის განმარტებით ლექსიკონებში ტერმინ „ზედაშეს” შესახებ ვკითხულობთ შემდეგ განმარტებებს, ასე მაგალითად: სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონი ქართული: „ზედაშე – შესაწირავი ღვინო”; ნ. ჩუბინაშვილის ქართული ლექსიკონი: „ზედაშე – ღვინო, ხმარებული ჟამის წირვასა ზედა სეფისკვერსა თანა, მსოფლიონი უხმობენ ღვინოსა შენახულსა სთულის დროს პატარა ქოცოში, ვიდრე დღეობადმდე სალოცავის ადგილისა და მაშინ მოხდიან, თან წაიღებენ ნაკვების ზვარითურთ ეკლესიის კარს, სადაცა ნაწილსა ზედაშისა და დაკლულის ზვარისას მიართმევენ სამღუდელოთა. ზოგს დაურიგებენ გლახაკთა და დანაშთენს მიიღებენ თთთ მუნვე”.


“ბორჯომი” – მსოფლიოს საუკეთესო მინერალური წყლების ტოპ-ათეულშია

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 870/თარიღი: 2013-03-24

”ბორჯომი” მსოფლიოს საუკეთესო და სასარგებლო მინერალური წყლების ტოპათე­ულში მესამე პოზიციაზე მოხვდა – რეიტინგს კომერციული ვებგვერდი Top-10-list.org აქვეყნებს, რომელიც უშუალოდ მომხმარებლისაგან მიღებული ინფორმაცი­ის საფუძველზე ადგენს რეიტინგებს.

"ბორჯომის” შესახებ ვებგვერდზე Top-10-list.org აღნიშნულია: "თუ თქვენ ეროვნე­ბით რუსი ხართ, აუცილებლად გეცოდინებათ "ბორჯომის” გემოს შესახებ, ეს არის ძალიან განსხვავებული, არაამქვეყნიური გემო. არცერთ კომპანიას არ შეუქმნია ასე­თი პროდუქტი. ვულკანური წარმოშობის, ბუნებრივი ნახშირორჟანგით გაჯერებუ­ლი წყლის "ბორჯომის” სამშობლო საქართველოა, სადაც ასევე ხდება მისი წარმოე­ბა. "ბორჯომი” ეხმარება ადამიანს ქრონიკულ და მეტაბოლიზმთან დაკავშირებული ჯანმრთელობის პრობლემების მოგვარებაში, აქვს სამკურნალო თვისებები


საქართველოს წყლის რესურსები

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 817/თარიღი: 2013-03-24

წყლის რესურსების მართვა საქართველოში კანონებით "გარემოს დაცვის შესახებ”, "წყლის შესახებ”, "საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ”, "საქართველოს ზღვის, წყალსატევებისა და მდინარეთა ნაპირების რეგულირებისა და საინჟინრო დაცვის შესახებ”, გარემოს დაცვის სამინისტროს ნორმატიული აქტებით, რეგულირდება.


« 1 2 3
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.