Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » რელიგია

მაგნუს ფელიქს ენოდიუსი

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 992/თარიღი: 2013-05-09

მაგნუს ფელიქს ენოდიუსი - რომელსაც ასევე მოიხსენიებენ,როგორც ენოდიუს პავიელი,დაიბადა ახ.წ.აღ-ით 474 წელს,სავარაუდოდ საფრანგეთის ქალაქ არლიში,წარჩინებულ გალურ ოჯახში.იგი წარმოადგენდა დიდ ქრისტიან მწერალსა და პოეტს,რომელიც 513-515 წლებში იტალიური ქალაქის პავიის ეპისკოპოსი გახლდათ.ბავშვობაში მშობლების გარდაცვალების შემდეგ,ენოდიუსი დეიდამ პავიაში წაიყვანა (სხვა ვერსიით მილანში) და მასზე მზრუნველობა საკუთარ თავზე აიღო.ხოლო როდესაც დეიდა გარდაეცვალა იგი ერთ-ერთმა მდიდარმა და გავლენიანმა იტალიურმა ოჯახმა იშვილა.493 წელს ენოდიუსი ხელდასმულ...


უფალი ჩვენი იესო ქრისტე გასცეს!

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1449/თარიღი: 2013-05-01

დღეს თითოეული ქრისტიანისათვის უმძიმესი და უდიდესი მწუხარების დღეა! სწორედ ამ დღეს გასცა უფალი ჩვენი იესო ქრისტე,მისმა ერთ-ერთმა მოწაფემ - იუდა ისკარიოტელმა.გასცა და გაყიდა 30 ვერცხლად "მხსნელი კაცობრიობისა",რომელიც შემდეგ ჯვარს აცვეს რომაელებმა,იუდეველთა მღვდელთმთავრების დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ.უფალი ჩვენი,მაცხოვარი ჩვენი და მხსნელი კაცობრიობისა განკაცდა,რათა ჩვენივე ხსნაში და ცხონებაში დაგვხმარებოდა.ჩვენ კი იგი "ჯვარს ვაცვით" და ყოველდღიურად კაცთა მოდგმა განაგრძობს ამ საშინელი აქტის ჩადენას,თავისი ბოროტებით,ღალატით,მლიქვნელო...


ბზობა

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1241/თარიღი: 2013-04-27

ბზობა, ბაიაობა, ქრისტიანული ეკლესიის ერთ-ერთი მთავარი საუფლო დღესასწაული. მოძრავია, აღინიშნება აღდგომის წინა კვირა დღეს. ქრისტიანული კულტის მსახურებაში ბზობის დღესასწაული IV საუკუნეში შემოვიდა (საწყისს იღებს ძველი ებრაული დღესასწაულიდან). მისი შინაარსი დაფუძნებულია სახარების მოთხრობაზე, რომელშიც გადმოცემულია იერუსალიმში პასექის დღესასწაულზე დასასწრებად იესო ქრისტეს შესცლის ამბავი. იესოს მოსახლეობა ზეიმით შეეგება, ზოგი მის სახედარს ფეხქვეშ თავის სამოსს უგებდა, ზოგი პალმის ტოტებს — ბაიას უფენდა, თან „ოსანას" შესძახოდნენ. ბზობის რიტუალი სიმბოლურად იმეორებს სახარების ამ მოთხრობის ზოგიერთ დეტალს; მღვდელმსახურნი მლოცველთა მიერ მიტანილ ტოტებს აკურთზებენ, გალობენ „ოსანას" და სხვა. ბევრ ქვეყანაში პალმის მაგივრობას ბზა ასრულებს (აქედან ქართული „ბზობა"), რუსეთში — ტირიფი (верба > „вербное воскресенье").


წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1547/თარიღი: 2013-04-24

დაიბადა 270 ახ.წ., კვიპროსი
გარდაიცვალა 348 ახ.წ., ტრიმიფუნტი, კვიპროსი
ხსენების დღე 12 (25) დეკემბერი


წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
, საკვირველმოქმედი. ქ. ტრიმიფუნტის ეპისკოპოსი. (დაბ. დაახ. 270 წ., კვიპროსი - გარ. 348 წ. ტრიმიფუნტი, კვიპროსი). ადრეული ეკლესიის ერთ-ერთი გამოჩენილი მოღვაწე. ნიკეის პირველი საეკლესიო კრების (325 წ.) მონაწილე წმინდა მამა. არიოზის მწვალებლობის მამხილებელი. მართლმადიდებელი ეკლესიის და დასავლეთევროპულ ეკლესიათა წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით 12 დეკემბერი, ახალი სტილით - 25 დეკემბერი.


ლომისობა

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1626/თარიღი: 2013-04-09

მეცამეტე საუკუნეში ჩვენს სამშობლოს საშინელი განსაცდელი დაატყდა თავს. ერთიანი და ძლიერი თამარის საქართველო დაკნინდა და გაპარტახდა. ხვარაზმელებიც მოგვევლინნენ ღვთის რისხვად. მათი ლაშქარი, რომელსაც სულთანი ჯალალ-ედ-დინი სარდლობდა, ორგზის შემოესია ქვეყანას. მტერი „აღაოხრებდეს საქართველოსა, არბევდეს და ტყვე-ჰყოფდეს და სრულად ხოცდეს და არავინ იყო ნუგეშინისმცემელი მათი... გაგრძელდა ესევითარი ჭირი და ზეგარდამომავალი რისხვა ხუთისა წლისა ჟამთა". მტერმა მაშინ არაგვის ხეობაც დაარბია და 7000 არაგველი ტყვედ წაასხა. ტყვეებს თან მთიულეთის მთავარი სიწმინდე - გზოვანის წმინდა გიორგის ხატი - წაუღიათ. გადმოცემით, ამ ძლიერ ხატს ხვარაზმელთა (ხორასნელთა) მხარე „შეუკრავს" - დედამიწას ნაყოფი აღარ გამოუღია, ადამიანი და საქონელი გაბერწებულა... ერთი სიტყვით, ქვეყანა დაღუპვის პირას მისულა...


რელიგია და ევროპა

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1285/თარიღი: 2013-04-05

თანამედროვე ევროპაში მრავალი ერთმანეთიასაგან განსხვავებული რელიგიური მიმდინარეობაა გავრცელებული, მათ შორის კათოლიციზმი, მართლმადიდებლობა, პროტესტანტიზმი, ისლამი, იუდაიზმი, ბუდიზმი, სიქიზმი, ჰინდუიზმი და ა.შ. თუმცა ამათგან დომინანტი ოთხი მიმდინარეობის გამოყოფა შეძლება. კათოლიციზმი, მართლმადიდებლობა, პროტესტანტიზმი და ისლამი. ევროპის 23 ქვეყანაში კათოლიკური უმრავლესობაა, ეს ქვეყნებია: საფრანგეთი, ესპანეთი, პორტუგალია, იტალია, სამხრეთი გერმანია, პოლონეთი, ავსტრია და ა.შ. 10 ქვეყანაში — მართლმადიდებლური: რუსეთი, საბერძნეთი, უკრაინა, რუმინეთი, სერბეთი, ბულგარეთი, საქართველო და ა.შ. 9 ქვეყანაში — პროტესტანტული: გაერთიანებული სამეფო, სკანდინავიის ქვეყნები, ჩრდილოეთი გერმანია,ნიდერლანდები და ა.შ., ხოლო 5 ქვეყანაში მუსულმანური მოსახლეობა ჭარბობს: აზერბაიჯანი, ალბანეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, თურქეთი, კოსოვო


ნათლისღების დღესასწაული

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 891/თარიღი: 2013-03-30

19 იანვარს მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. ნათლისღების სადღესასწაულო წირვას სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში ლოცვას შეასრულებს.


ადამიანი ღმერთს უნდა მიენდოს

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1019/თარიღი: 2013-03-30

მრავალშვილიანი ოჯახები ღმერთს გამორჩეულად უყვარს. მათზე იგი განსაკუთრებულ ზრუნვას ავლენს. დიდ ოჯახებში ბავშვებს ნორმალური განვითარებისათვის გაცილებით მეტი კეთილსასურველი შესაძლებლობა ეძლევათ. 


ეკლესიაში მოცინართა და მოსაუბრეთათვის

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 936/თარიღი: 2013-03-30

ჭეშმარიტი ქრისტიანისთვის ტაძარში ყოველი მისვლა დღესასწაულის ტოლფასი უნდა იყოს. ეკლესიის სწავლების მიხედვით, ღვთის ტაძარში მისვლით განსაკუთრებულად იკურთხება და წარემართება ქრისტიანის ყველა კეთილი წამოწყება, ამიტომ უნდა ვეცადოთ, რომ ამ დროს სულიერად მშვიდად ვიყოთ, რაც ხშირად, ჩვენი თუ სხვისი მიზეზით, ვერ ხერხდება. იმის ნაცვლად, რომ ვიმდაბლებდეთ საკუთარ თავს, ვაწყდებით გაუთავებელ საუბრებს. ვერ ვაცნობირებთ, რომ ჩვენ უბრალოდ ეკლესიაში კი არ მივდივართ, არამედ – ქრისტესთან, რომელიც მადლს გვანიჭებს. აი, რას გვასწავლის წმიდა იოანე ოქროპირი ეკლესიაში მოცინართა და მოსაუბრეთა შესახებ


პეტრე და პავლე [ქრისტეს 12 მოციქული]

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1421/თარიღი: 2013-03-30

წმიდა მოციქული პეტრე (სვიმეონი) გალილეველი მეთევზის, იონას ძე იყო. განკაცებული უფლის გამოჩენა ძმამ, ანდრია პირველწოდებულმა ახარა და მანვე მიიყვანა იგი იესოსთან (იოანე; 1,41-42).

ერთხელ პეტრე იაკობთან და იოანესთან ერთად გენესარეთის ტბაზე თევზაობდა, მთელი ღამის უშედეგო თევზაობით დამაშვრალ და შეწუხებულ სიმონს უფალმა ურჩია, კიდევ ერთხელ გადაესროლა ბადე ტბაში. ისიც კურთხევას დაემორჩილა და სასწაული იხილა: „შეაყენეს თევზისა სიმრავლე დიდი და განსქდებოდეს ბადენი მათნი"


წმიდა მოციქული ანდრია პირველწოდებული

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1000/თარიღი: 2013-03-30

წმ. ანდრიას, პეტრე მოციქულის ძმას, უფალმა იესო ქრისტემ პირველს მოუწოდა, ამიტომ მას ეწოდა პირველწოდებული. წმიდა ანდრიამ სიყრმიდანვე შეიყვარა უფალი და როცა ისრაელში ქუხილივით გაისმა წმიდა იოანე ნათლისმცემლის ხმა, ნეტარი მოციქული მისი უახლოესი მოწაფე გახდა. მაცხოვრის გამოჩენისას, წმიდა იოანემ ანდრიას და იოანე ღვთისმეტყველს მიმართა: „აჰა, ტარიგი ღმრთისაჲ". ამ სიტყვებზე ორივენი თან გაჰყვნენ იესოს. შემდეგ კი ანდრია ძმასთან, პეტრესთან მივიდა, მესიის პოვნა ახარა, ისიც იესოსთან მიიყვანა და მას დაუმოწაფა. ქრისტეს დამოწაფებული ძმები კვლავ ჩვეულ საქმიანობას განაგრძობდნენ და თევზაობით ირჩენდნენ თავს. ერთხელ გალილეის ზღვის ნაპირას მიმავალმა მაცხოვარმა მოუწოდა მას: „მოვედით და შემომიდეგით მე და გყვნე თქვენ მესათხევლე კაცთა". რის შემდეგაც ისინი განუყრელად თან ახლდნენ ძე ღვთისას და მისი სასწაულების, სიკვდილისა და მკვდრეთით აღდგომის მოწმეებიც გახდნენ.


ბზობა

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1639/თარიღი: 2013-03-30

ბზობა, ბაიაობა, ქრისტიანული ეკლესიის ერთ-ერთი მთავარი საუფლო დღესასწაული. მოძრავია, მოდის აღდგომის წინა კვირა დღეზე. ქრისტიანული კულტის მსახურებაში ბზობის დღესასწაული IV საუკუნეში შემოვიდა (საწყისს იღებს ძველი ებრაული დღესასწაულიდან). მისი შინაარსი დაფუძნებულია სახარების მოთხრობაზე, რომელშიც გადმოცემულია იერუსალიმში პასექის დღესასწაულზე დასასწრებად იესო ქრისტეს შესცლის ამბავი. იესოს მოსახლეობა ზეიმით შეეგება, ზოგი მის სახედარს ფეხქვეშ თავის სამოსს უგებდა, ზოგი პალმის ტოტებს - ბაიას უფენდა, თან "ოსანას” შესძახოდნენ. ბზობის რიტუალი სიმბოლურად იმეორებს სახარების ამ მოთხრობის ზოგიერთ დეტალს; მღვდელმსახურნი მლოცველთა მიერ მიტანილ ტოტებს აკურთზებენ, გალობენ "ოსანას” და სხვა. ბევრ ქვეყანაში პალმის მაგივრობას ბზა ეწევა (აქედან ქართული "ბზობა”), რუსეთში - ტირიფი (верба > "вербное воскресенье”).


1 2 3 »
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.