Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » რელიგია

აღდგომა

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 943/თარიღი: 2013-03-30

აღდგომა, უდიდესი ქრისტიანული დღესასწაული, რომელიც აღინიშნება ახალი სტილით 4 აპრილსა და 8 მაისს შორის ქრისტესმკვდრეთით აღდგომასთან დაკავშირებით.

აღდგომის ზეიმი, უძველეს მესაქონლეთა და შემდეგ მიწათმოქმედთა საგაზაფხულო, საყოველთაო განახლების დღესასწაული, უშორესი ძირებით წარმართულ რელიგიებს უკავშირდება; უწინარეს ყოვლისა, ბუნების კვდომას და აღდგომას განასახიერებს. აღდგომას უძღვის 40–დღიანი მარხვა, საეკლესიო სამზადისი, აღსარება და ზიარება, ვნების კვირა. ესაა ზეიმთა ზეიმი, აღმნიშვნელი მესიის მოვლინებისა, რაზედაც მოსეს ხალხი ეგვიპტის მონობიდან თავის დაღწევის შემდეგ ოცნებობდა,

რასაც ბიბლიურიწინასწარმეტყველნი ქადაგებდნენ და რაც სინედრიონის ნებით ჯვარცმული ქრისტეს სახით განხორციელდა.

თავდაპირველად მხოლოდ ვნების დღეებს ზეიმობდნენ. მხოლოდ მე–4 საუკუნეში მიეცა აღდგომის დღესასწაულს თანამედროვე სახე.ნიკეის პირველმა მსოფლიო საეკლესიო კრებამ 325 წელს დაადგინა ზეიმის აღნიშვნა გაზაფხულის ბუნიობის მომდევნო კვირას, იუდეველთა პასექის დასასრულს, უთუოდ მისგან განცალკევებით და კვირის ბოლოს. ეს ხვდება ახალი სტილით 4 აპრილიდან 8 მაისამდე. ამიტომ განეკუთვნება აღდგომა მოძრავ დღესასწაულებს.


წმიდა ცეცხლი გადმოსვლა

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 843/თარიღი: 2013-03-30

ყოველი წლის აღდგომის წინა დღეს, დიდ შაბათს იერუსალიმის აღდგომის ტაძარში მაცხოვრის საფლავზე წმიდა ცეცხლის გადმოსვლა საკვირველი მტკიცებაა მართმადიდებლური სარწმუნოების სწავლების ჭეშმარიტებისა და დიდებულებისა.


რა არის მარხვა

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 859/თარიღი: 2013-03-30

მართლმადიდებლური საეკლესიო კალენდრის მიხედვით, ზოგიერთი მარხვა მრავალდღიანია, ზოგიერთი – ერთდღიანი. დიდი მარხვა სულ ოთხია. მათგან ყველაზე ხანგრძლივია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის წინა მარხვა, რომელიც 48 დღე გრძელდება. იგი ყველაზე მკაცრიც არის, განსაკუთრებით – პირველ და ბოლო კვირას. თევზი ნებადართულია მხოლოდ ხარებასა და ბზობას.
შობის მარხვა 28 ნოემბერს იწყება, 7 იანვრამდე გრძელდება და შობის ბრწყინვალე დღესასწაულით გვირგვინდება. ბოლო კვირას მარხვა მძიმდება – ამ დღეებში იკრძალება თევზის ჭამა (შაბათ-კვირასაც კი). სწორედ შობის მარხვაში დგება ახალი წელი და ამ დროს მორწმუნეს განსაკუთრებული თავშეკავება და ზომიერება მართებს. პეტრეპავლობის მარხვა 12 ივლისს, პეტრეპავლობის დღესასწაულით სრულდება, დასაწყისი კი მოძრავია, ამიტომ მარხვის ხანგრძლივობა ყოველ წელიწადს სხვადასხვაა. ამ დროს თევზის ჭამა (ოთხშაბათ-პარასკევის გარდა) ნებადართულია. მარიამობის მარხვა იწყება 14 აგვისტოს და 28 აგვისტოს, ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულზე, სრულდება.


წმინდა გიორგი

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1281/თარიღი: 2013-03-30

მინდა გიორგი (დაახ. 275 - 23 აპრილი, 303) – კაპადოკიელი დიდებული, რომის იმპერიის მსახური, რომელიც ქრისტიან დიდმოწამედ შერაცხეს. მართლმადიდებელი ქრისტიანობის ერთ-ერთი ყველაზე პატივცემული წმინდანი. უკვდავყოფილ იქნა გიორგისა და დრაკონის ნაამბობით და ამჟამად რამდენიმე ქვეყნის, მათ შორის ინგლისის, ეთიოპიის, საქართველოს და ქალაქ მოსკოვისმფარველი წმინდანია


ნაკურთხი წყალი და მასთან დაკავშირებული სასწაულები

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1143/თარიღი: 2013-03-30

ნაკურთხი წყალი – თანამედროვე მეცნიერული მტკიცებულებები

მეცნიერება მეტ-ნაკლები დამაჯერებლობით ცდილობს ახსნას სამყაროში მომხდარი თუ არსებული პარადოქსები და სასწაულები. მეცნიერების სწრაფმა განვითარებამ XX ს. საშუალება მოგვცა ადამიანური წარმოსახვის დონეზე ჩავწვდომოდით ბიბლიურ მტკიცებულებებს. XX ს. კაცობრიობამ დაიწყო კოლოსალური მნიშვნელობის აღმოჩენათა სერია: მეცნიერებამ დაამტკიცდა სამყაროს წარმოშობის ბიბილური ვერსია "დიდი აფეთქების თეორიის” სახით; მოხდა ქრისტეს კვართის ე.წ. ტურინის სუდარის აუტენტიფიკაცია და ა.შ. მიუხედავათ ამისა, მეცნიერება ვერ ხსნიდა ქრისტესა და წმინდანების ერთ-ერთი სასწაულის – წყალზე სიარულის ფენომენს. რამოდენიმე ხნის წინ თანამედროვე მეცნიერება დაინტერესდა წყლით და დაიწყო მისი გამოკვლევა უახლესი ტექნოლოგიებით. ამ გამოკვლევებმა, რომლებიც პარალელურად რამოდენიმე ქვეყანაში ტარდება, საოცარი შედეგები გვიჩვენეს…


გიორგობა

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1310/თარიღი: 2013-03-30

საქართველოში არსებობდა წმ. გიორგის სახელობის 363 ტაძარი და სამლოცველო (ლეგენდის მიხედვით, წმ. გიორგის სიკვდილის შემდეგ ღმერთმა მისი სხეული დაანაწილა და ქვეყანაზე მიმოაბნია. ყველგან, სადაც ეს ნაწილი მოხვდა, სალოცავები დააწესა).


რა არის ქრისტიანისათვის ჯვარი და პირჯვრის გამოსახვა?

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 771/თარიღი: 2013-03-30

ძველად ჯვარი სირცხვილისა და წამების ნიშანი იყო, ახლა კი დიდებისა და პატივის საგნად იქცა. იმის დასტურად, რომ ჯვარი ნამდვილად დიდებაა, იესო ქრისტეს მოუსმინე: "და აწ მადიდე მე, მამაო, თავისა შენისა თანა დიდებითა მით, რომელი მაქუნდა წინაშე შენსა უწინარეს სოფლის დაბადებისა” (მთ. 17, 5), სადაც იგი დიდებად ჯვარს სახელდებს.
ჯვარი არის თავი ჩვენი ცხონებისა, მიზეზი აურაცხელი სიკეთისა. მისი მეშვეობით ჩვენ, მანამდე ნაძრახნი და განკიცხულნი, ახლა შვილებად ვართ შერაცხილნი; მისი მეშვეობით აღარა ვართ შეცთომილნი, არამედ შევიცანით ჭეშმარიტება; მისი მეშვეობით ჩვენ, ვინც უწინ ქვებსა და ხეებს ვცემდით თაყვანს, ახლა ვაღიარეთ ყოველთა შემოქმედი. მისი წყალობაა, რომ ყველგან სულიერი ღმრთისმსახურება ტარდება, მის გამო უკუიქცევიან ეშმაკნი, მის გამო განვარდა სატანა, მის გამოა, რომ კაცობრივი ბუნება ანგელოზებრივს ეჯიბრება, მის გამო დამკვიდრდა ამ სოფელში ქალწულება. რამეთუ მას შემდეგ, რაც მოვიდა ქალწულისაგან შობილი, კაცთა მოდგმამ შეიტყო სათნოების ამ გზის არსებობა.

მან (უფალმა) განგვანათლა ჩვენ, აქამდე ბნელში მსხდომნი, მან გვაქცია ახლობლებად ოდესღაც მისგან შორს მყოფნი, მან მიგვიღო თვისებად ჩვენ, უცხონი; მან გვყო ზეცის მოქალაქეებად აქამდე მოხეტიალე მოგზაურნი. ის გახდა ჩვენთვის სამყაროს საყრდენი; მის გამო აღარ გვეშინია ეშმაკის მწველი ისრებისა, რამეთუ ვპოვეთ ცხოვრების წყარო. მის გამო აღარა ვართ ქვრივნი, რამეთუ სასიძო შევიძინეთ; მის გამო აღარ გვეშინია მგლისა, რამეთუ გვყავს მწყემსი კეთილი. "მე ვარ მწყემსი კეთილი” (იოან. 10, 11), ამბობს უფალი. ჯვარზე აღსრულდა მსხვერპლშეწირვა, ხოლო სადაც მსხვერპლია, იქვეა ცოდვების მიტევებაც, იქვეა უფალთან შერიგებაც, იქვეა დღესასწაული და სიხარული.


თორმეტი მოციქული

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 817/თარიღი: 2013-03-30

3 ივლისს კრება წმიდა დიდებულთა ათორმეტთა მოციქულთა დღეს აღნიშნავენ
კრება წმიდა დიდებულთა ათორმეტთა მოციქულთა კრეფსითობას – ეკლესიის ერთიანობას ნიშნავს.
მაცხოვრის თორმეტი მოციქულის სახელებია: პირველად სიმონ, რომელსა ეწოდა პეტრე და ანდრეა – ძმაი მისი, იაკობ ზებედესი და იოვანე – ძმაი მისი, ფილიპე და ბართლომე, თომა და მატთეოს მეზუერე, იაკობ ალფესი და ლებეოს, რომელსა ეწოდა თადეოს, სიმონ კანანელი და იუდა ისკარიოტელი, რომელმაც გასცა იგი.
იესო ქრისტეს მოძღვრებას ქართველი ხალხი პირველ საუკუნეში წილისყრით ეზიარა, რასაც უნდა გაერკვია, მაცხოვრის მოწაფეებიდან ქრისტეს სჯულს რომელი მოციქული სად და რომელ ქვეყანაში იქადაგებდა. ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს საქართველო ხვდა წილად. სწორედ ამიტომ ითვლება ჩვენი სამშობლო ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყნად და ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი კი – მის მფარველად. მაცხოვრის ნებით, ღვთისმშობელი იერუსალიმში დარჩა, საქართველოში კი გამოემგზავრა წმ. ანდრია პირველწოდებული, რომელსაც წმიდა ქალწულმა თავისი ხელთუქმნელი ხატი გამოატანა. მოციქული ანდრია მოდიოდა იმ ქვეყანაში, სადაც ინახებოდა ძველი აღთქმის დიდი საუნჯე – წინასწარმეტყველი ელიას ხალენი, რომელიც აქ ნაბუქოდონოსორის მიერ დევნილმა ებრაელებმა ჩამოიტანეს და ქრისტიანობის უდიდესი სიწმინდე – უფლისა და მაცხოვრის ჩვენის იესო ქრისტეს უკერავი კვართი, რომელიც მაცხოვრის ჯვარცმის მოწმე ებრაელმა ელიოზმა ჩამოიტანა ქართლის დედაქალაქ მცხეთაში, ქალაქში, სადაც თვითონ ცხოვრობდა


ისტორიული გამარჯვება – 25 მარტი, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღე

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 827/თარიღი: 2013-03-30

საქართველოს ეკლესია სამოციქულოდ იწოდება, რადგან თავად მოციქულებმა იქადაგეს ქრისტიანობა ჩვენს მიწა-წყალზე. მიუხედავად ამისა, მისი ავტოკეფალია (დამოუკიდებლობა) არაერთხელ გამხდარა განსჯისა და კამათის საგანი. მრავალჯერ ცდილობდნენ იმის წართმევას, რაც პირველი საუკუნიდან კანონიერად გვეკუთვნოდა, მაგრამ ჩვენი წინაპრები მუდამ იცავდნენ საკუთარი ეკლესიის ღირსებასა და დამოუკიდებლობას ერთმორწმუნე თუ არაერთმორწმუნე "კეთილისმსურველებისგან”.

1801 წელს საქართველოს სახელმწიფოებრიობა გაუქმდა. მე-19 საუკუნემ ფიზიკურთან ერთად, სულიერი მონობაც მოგვიტანა – 1811 წელს რუსეთის სინოდმა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია გააუქმა და დამოუკიდებლობასთან ერთად, ჩვენი ადგილიც წაგვართვა მსოფლიო ეკლესიათა ჩამონათვალში


ამერიკელი მეცნიერების მხოლოდ 15% თვლის, რომ რელიგია და მეცნიერება ერთმანეთს ეწინააღმდეგება

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 764/თარიღი: 2013-03-30

ახალი მასშტაბური კვლევების მიხედვით, მეცნიერების 85% -ი, მათ შორის ათეისტი მეცნიერებისა, ვერ ხედავს წინააღმდეგობას მეცნიერებასა და რელიგიას შორის, მეტიც, ათეისტი მეცნიერების დიდი უმრავლესობა უარყოფითად აფასებს დოვკინსის და მისი სამკაცინი ჯგუფის დესტრუქციულ მოქმედებებს. ყველაფერ ამაზე და სხვა საინტერესო საკითხებს სოციოლოგ Райс Элен Экланд-ის ინტერვიუში წაიკითხავთ.

ამერიკელი მეცნიერების მხოლოდ 15% თვლის, რომ რელიგია და მეცნიერება ერთმანეთს ეწინააღმდეგება

ხუთ წლიანი კვლევის შედეგად, რომელსაც ჰიუსტონის სოციოლოგი-რაის ელენ ეკლანდი უძღვებოდა, დადგინდა, რომ ამერიკელი მეცნიერების უმეტესობის აზრით, რელიგია და მეცნიერება ერთმანეთს არ ეწინააღმდეგება


მეცნიერები ტურინის სუდარაზე

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 994/თარიღი: 2013-03-29

ისტორიული წყაროები მოწმობენ სუდარის არსებობას. ჯერ კიდევ მე-7 ს-ში ეპისკოპოსი ბროლიონის ტექსტიდან ვხვდებით, რომ მის ეპოქაში იცოდნენ სუდარის შესახებ, რომელსაც ინახავდა ეკლესია. მე-12 საუკუნეში იმპერატორი ემანუელ კომნენი უჩვენებდა სუდარას იერუსალიმის მეფე ამოსს. რობერტ დე კლარი, მე-4 ჯვაროსნული ლაშქრობის მემატიანე, მოგვითხრობს, რომ ვლაქერნის ღვისმშობლის ტაძარში სუდარას გამოასვენებდნენ პარასკევობით. მასზე „ნათლად ჩანდა უფლის სახე„. ბიზანტიური წყაროები მოწმობენ ნათებაზე სუდარისა. 1204 წ. ჯვაროსნებმა დაარბიეს ბიზანტია. სუდარა საუკუნენახევრის მანძილზე დაკარგულად ითვლებოდა.


1355 წ. სუდარა გახდა საკუთრება გრაფ გოტფრიდ დერმანი I-სა. 1452 წ. 22 მარტს გაურკვეველი მიზეზების გამო გოტფრიდ I-ის შვილიშვილმა სუდარა გადასცა ლუდოვიკო სავოელის მეუღლეს. ამადეი მეცხრემ, ლუდოვიკოს ძემ ბრძანა შამბერისეულ ციხე-კოშკში ეკვდერის აგება სუდარის შესანახად. 1532 წ-ის 4 დეკემბერს ღამით ეკვდერში გაჩნდა ხანძარი. მონასტრის ორმა ძმამ და ერთმა მჭედელმა ძლივს მოახერხეს სუდარის ცეცხლის ალიდან გამოხსნა. კიდობანი, რომელშიც ინახებოდა იგი, ნაწილობრივ დადნა და გააფუჭა გადაკეცილი სუდარა. 1534 წ. იგი გადასცეს შამბერის მონაზვნებს, რათა გაემაგრებინათ დაზიანებული ადგილები.

1578 წ. სავოის ჰერცოგმა ემანუელ ფილიბერტმა და მისმა მეუღლემ გადაიტანეს სუდარა თავიანთ ციხე-კოშკში, ტურინში, იტალიის ჩრდილო დასავლეთით. 1694 წ. ემანუელ ფილიბერტის მემკვიდრეებმა აღაგეს შავი მარმარილოს ეკვდერი, რომელიც მიუერთეს წმ. იოანე ნათლისმცემლის ტაძარს. იქ გადაასვენეს სუდარა და დაასვენეს ტრაპეზე, გუმბათის ქვეშ. სუდარა სავოის ჰერცოგთა სასახლის საკუთრებაა. იგი ინახებოდა ვერცხლის ზანდუკში. ზანდუკს ჰქონდა სამი კლიტე. ერთი გასაღები სავოის ჰერცოგის შთამომავლის იყო, მეორე ტურინის მთავარეპისკოპოსის, მესამე კი ეკვდერში მომსახურერ სამღვდელოებას ჰქონდა. (დღეს სუდარას იცავს ტყვიაგაუმტარი შუშა და აპარატი, რომელიც ქმნის ყველა საჭირო პირობას სუდარის შესანახად)


ხარება

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 930/თარიღი: 2013-03-24

დღეს, 7 აპრილს, მართლმადიდებელი სამყარო ხარების დღესასწაულს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით, ყველა ტაძარში წირვა-ლოცვა აღევლინება.

ხარება ქრისტიანულ ეკლესიაში ერთ-ერთი უძრავი საუფლო დღესასწაულია. აღინიშნება 25 მარტს ძველი სტილით (7 აპრილს ახალი სტილით). სახარების (ლუკა 1,28-35) მიხედვით, გაბრიელ მთავარანგელოზს უხარებია მარიამ ღვთისმშობლისათვის, რომ მისგან იშვებოდა იესო ქრისტე, ძე ღვთისა. ხარება მიჩნეულია კაცობრიობის ხსნის დასაბამად, საუკუნეებით დაფარული ღვთის საიდუმლოს გამოცხადებად.

პატარა ქალაქ ნაზარეთში მცხოვრებ ქალწულ მარიამს უფალი წმინდა გულით უყვარდა. ერთხელ მას გამოეცხადა უფლისგან გამოგზავნილი ანგელოზი გაბრიელი და უთხრა: "გიხაროდეს! მომადლებულო, შენთანაა უფალი. კურთხეული ხარ დედათა შორის.” მარიამი შეკრთა, მაგრამ ანგელოზმა დაამშვიდა: "ნუ გეშინია, მარიამ, ვინაიდან მადლი ჰპოვე ღმერთთან. აჰა, დაორსულდები და შობ ძეს და სახელად იესოს დაარქმევ. დიდი იქნება ის და უზენაესის ძედ იწოდება. მისცემს მას უფალი ღმერთი მისი მამის, დავითის, ტახტს და უკუნისამდე იმეფებს იაკობის სახლზე და მის მეფობას არ ექნება დასასრული”. მარიამი იოსებზე მხოლოდ დანიშნული იყო და გაიოცა: "როგორ იქნება ეს, როცა მე მამაკაცი არ ვიცი?” ანგელოზმა მიუგო: "სულიწმინდა გადმოვა შენზე და უზენაესის ძალა მოგჩრდილავს. ამიტომ წმინდა შობილიც იწოდება ღვთის ძედ.” მაშინ მარიამმა თქვა: "აჰა, მხევალი ვარ უფლისა. მეყოს შენი სიტყვისამებრ” და განეშორა მას ანგელოზი


« 1 2 3 »
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.