Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » რელიგია

წმინდა ნინოს ლოცვა გვფარავდეს

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 987/თარიღი: 2013-03-23

მართლმორწმუნე ოჯახში დაბადებულსა და გაზრდილს ქრისტიანობა ცხოვრების წესად ქცეოდა და კარგად იცოდა, რომ მართლმადიდებელი ყოველ წუთს და ყოველ წამს სიტყვითაც და საქციელითაც უნდა ქადაგებდეს ქრისტეს. მამამისმა, ზაბულონმა, რომის ჯარის ერთ-ერთმა მხედართმთავარმა, ფრანკები მოაქცია და გააქრისტიანა. სწორედ მისგან ისწავლა განსაცდელებთან ბრძოლა. დედამ, სოსანამ, თავმდაბლობა და მოკრძალება ჩაუნერგა შვილს. როცა წამოიზარდა, მშობლებმა გადაწყვიტეს, ცხოვრება უფლისათვის მიეძღვნათ და შვილი სოსანას ძმას, იერუსალიმის პატრიარქს, იუბენალს, ჩააბარეს, რომელმაც კეთილმორწმუნე ქალი, სარა ნიაფორი, მიუჩინა ნინოს აღმზრდელად. სწორედ აღმზრდელმა უამბო ქალწულს უფლის კვართის შესახებ, რომელიც ივერთა მიწისათვის მიებარებინათ. იმ წუთებიდან აივსო ნინოს გული სურვილით, მოელოცა მიწა და ადგილი, რომელმაც გულში ჩაიკრა კვართი მაცხოვრისა.


შეისმინა ყოვლადწმინდა მარიამმა წმინდა ნინოს ლოცვა, გამოეცხადა მას და ამცნო, რომ აკურთხებდა ქართლში წასასვლელად, ოღონდ… არა მხოლოდ კვართის მოსალოცად, არამედ ქართლის მოსაქცევადაც. თანაც ანუგეშა, ყოველთვის შენთან ვიქნები და გაგაძლიერებო. ჯვარიც გადასცა, რომელიც შემდეგ წმინდა ნინომ საკუთარი თმებით შეკრა. უამბო გამოცხადების შესახებ ბიძას წმინდა ნინომ, მიიღო მისგანაც კურთხევა და დაადგა გზას, რომელსაც იგი ქართლში უნდა ჩამოეყვანა, რათა ქართველები დაეყენებინა უფლისაკენ მიმავალ გზაზე


« 1 2 3
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.