Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » გეოგრაფია

გეოგრაფიული რუკა და რუკის ისტორია

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1533/თარიღი: 2013-09-05

გეოგრაფიული რუკა — დედამიწის ზედაპირის ან მისი ნაწილის შემცირებული და განზოგადებული გამოსახულება სიბრტყეზე. რუკაზე გეოგრაფიული ობიექტების შემცირების ხარიხს გვიჩვენებს მასშტაბი. რუკების უმრავლესობას არაერთი საერთო მახასიათებელი გააჩნია. ყოველ რუკაზე წარმოდგენილი მასშტაბი, გრადუსთა ბადე, პირობითი ნიშნები და გეოგრაფიული ობიექტების ნაწილი. გეოგრაფიული ობიექტებიდან ძირითადია სანაპირო ხაზი, მდინარეები, წყალსატევები, გზები, მთავარი ქალაქები, პოლიტიკური საზღვრები და სხვ. აღნიშნული მახასიათებლები რუკის ზოგადგეოგრაფიულ ფონს (საფუძველს) წარმოადგენს, რომლის მიხედვითაც გეოგრაფიული მოვლენები და პროცესები წარმოჩინდება.
რუკაზე გეოგრაფიული ობიექტის შემცირების ხარისხს მასშტაბი განსაზღვრავს. მასშტაბს ჩვეულებრივ წილადით აღნიშნავენ. ზოგჯერ რუკაზე მოცემულია ხაზოვანი მასშტაბი, რომელიც დაყოფილია სანტიმეტრებად, ყოველ სანტიმეტრს კი შეესაბამება კონკრეტული მანძილი დედამიწის ზედაპირზე.


გლობუსი / Globus

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 3155/თარიღი: 2013-09-05

გლობუსი (ლათ. Globus — სფერო) — დედამიწის დაუმახინჯებელი კარტოგრაფიული გამოსახულება სფეროზე; დედამიწის მოდელი, რომელსაც ყველა მიმართულებით სიგრძეებისა და ფართობების ერთი და იგივე მასშტაბი აქვს. პირველი გეოგრაფიული გლობუსი გააკეთა ნიურნბერგელმა მ. ბეჰაიმმა 1492 წელს. XVII-XVIII საუკუნეებში, საზღვაო რუკების შემოღებამდე, გლობუსებს იყენებდნენ ზღვაოსნობაში.


ოქციდენტი

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 901/თარიღი: 2013-06-19

"ოქციდენტი" - ლათინურ ენაზე "Occidens" და ითარგმნება როგორც "ჩადის,ჩამავალი".იგი გახლდათ შუასაუკუნეების აღმნიშვნელი გეოგრაფიული ტერმინი,რომლითაც მოიხსენიებდნენ - "დასავლურ სამყაროს" (ქრისტიანულ სამყაროს,ევროპას),სადაც ადრინდელი წარმომოდგენით ჩადიოდა მზე და იგი ერთგვარი საწინააღმდეგო ტერმინი გახლდათ - ორიენტისა,რომელიც თავის მხრივ - აღმოსავლეთს აღნიშნავდა (მაკრორეგიონი,რომელშიც იგულისხმება აზიისა და ჩრდილოეთ აფრიკის რეგიონები).აღნიშნული წარმოდგენა და სახელწოდება "ოქციდენტისა",მომდინარეობ...


მზის ენერგია ასტეროიდების წინააღმდეგ

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1024/თარიღი: 2013-06-15

ამ დღეებში ასტეროიდების თემა კიდევ ერთხელ გახდა აქტუალური. ასტეროიდმა სახელად 2012 DA14, კაცობრიობა გვარიანად შეაშინა.

მან ჩვენს პლანეტას ძალიან ახლოს, 27 700 კილომეტრზე ჩაუქროლა და მიუხედავად იმისა, რომ ასტროლოგებმა თავიდანვე დაგვამშვიდეს – მისგან ხიფათს არ ველითო, მაინც შიში მანამ არ გაქრა, სანამ ზორბა ციური სხეული დაგვშორდებოდა. მოლოდინი ჩელიაბინსკში ჩამოვარდნილმა მეტეორიტმა გაამძაფრა, რომელმაც შენობები დააზიანა და ასეულობით ადამიანი დააშავა.

მოკლედ, ხიფათმა ჩაიარა, თუმცა 2029 წელს უფრო დიდი და პოტენციურად ძალიან საშიში ასტეროიდი მოგვიახლოვდება, რომლისგანაც მეცნიერები პრობლემებს არ გამორიცხავენ. ამიტომ, აქედანვეა საჭირო თადარიგის დაჭერა იმისათვის, რომ საშიშ ასტეროიდთან გამკლავება შევძლოთ და კაცობრიობას გადაშენება ავარიდოთ. ბუნებრივია, ამაზე მეცნიერები ფიქრობენ და ასტეროიდთან ბრძოლის ეფექტური მეთოდების შემუშავებას ცდილობენ. ახლახანს, კალიფორნიელმა მკვლევარებმა საინტერესო იდეა წამოაყენეს. ისინი ასტეროიდის გასანადგურებლად ან დასაშლელად, მზის სხივების ენერგიის გამოყენებას გვთავაზობენ


რუაკანას ჩანჩქერი

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 968/თარიღი: 2013-06-13

"რუაკანას ჩანჩქერი" - ინგლისურ ენაზე "Ruacana Falss",წარმოადგენს ჩანჩქერს აფრიკის კონტინენტის სამხრეთ დასავლეთით,მდინარე კუნენეზე,რომელიც თავის მხრივ ატლანტის ოკეანის აუზს წარმოადგენს.იგი მდებარეობს აფრიკული სახელმწიფოს ნამიბიის ჩრდილოეთ ტერიტორიაზე,ქალაქ რუაკანას სიახლოვეს.ჩანჩქერის წყალვარდნის სიმაღლე 124 მეტრს შეადგენს და შეიცავს რამდენიმე წყალვარდნილს.ამ ადგილებში მდინარის მაქსიმალური სიგანე 695 მეტრია."რუაკანას ჩანჩქერი" მდინარე კუნენეზე,მდებარეობს ანგოლისა და ნამიბიის სახელმწიფო საზღვრებს შორის.აღსანიშნავია ის გ...


ვანდელის ზღვა

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 979/თარიღი: 2013-06-13

"ვანდელის ზღვა" - ინგლისურ ენაზე "Wandel Sea",წარმოადგენს არაოფიციალურ სახელწოდებას - ჩრდილოეთის ყინულოვანი ოკეანის იმ ნაწილისა,რომელიც მდებარეობს ნორდონსთრუნინგენის კონცხსა და პირის მიწას შორის (ნახევარკუნძული გრენლანდიის უკიდურეს ჩრდილოეთით)."ვანდელის ზღვის" მთელი ჩრდილოეთი და ჩრდილო-აღმოსავლეთი წყალი,წლის ყველა პერიოდში მასიური ყინულით არის დაფარული.ზღვის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს გრენლანდიის ორი უდიდესი ყურე - დანმარკი და ფიორდი (ვიწრო ყურე,რ...


კონტინენტი - სამხრეთ ამერიკა , samxret amrika , samxret amerikis ,

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1626/თარიღი: 2013-06-12

ფართობი 17,840,000 კმ²
მოსახლეობა 382,000,000
სიმჭიდროვე 21.4 კმ²-ზე
სახელმწიფო 12
კოლონია 3
ენები ესპანური, პორტუგალიური, ფრანგული, ნიდერლანდური, ინგლისური, კეჩუა, აიმარა, გუარანი, და სხვა.
დროის ზონა UTC -2:00 (ბრაზილია), UTC -5:00 (ეკვადორი)
დიდი ქალაქები სან პაულო
ბუენოს აირესი
რიო დე ჟანეირო
ბოგოტა
ლიმა
სანტიაგო
კარაკასი


სამხრეთი ამერიკა — კონტინენტი დედამიწის დასავლეთ ნახევარსფეროსა და, ძირითადად, სამხრეთ ნახევარსფეროში; ესაზღვრება სამხრეთით და დასავლეთით წყნარი ოკეანე, ჩრდილოეთითა და აღმოსავლეთით ატლანტის ოკეანე; ჩრდილოეთი ამერიკა და კარიბის ზღვა მდებარეობს ჩრდილო-აღმოსავლეთით. უკიდურესი წერტილებია: ჩრდილოეთით — პუნტა-გალინასის კონცხი (ჩ. გ. 12°28'), სამხრეთით — ფროუორდის კონცხი (ს. გ. 53°54'), აღმოსავლეთით — კაბუ-ბრანკუს კონცხი (დ. გ. 34°37') და დასავლეთით — პარინიასის კონცხი (დ. გ. 81°20')

როგორც ამერიკის ნაწილი, ჩრდ. ამერიკის მსგავსად სამხრეთ ამერიკას სახელი ამერიგო ვესპუჩის პატივსაცემად დაერქვა. ის პირველი ევროპელი იყო, ვინც ამტკიცებდა, რომ ამერიკა აღმოსავლეთ ინდოეთის ნაწილი კი არ იყო, არამედ მანამდე ევროპელთათვის უცნობი ახალი მსოფლიო.

სამხრეთ ამერიკის ფართობია 17.840.000 კმ², მისი მოსახლეობა 2005 წლისთვის შეადგენდა 371.000.000 ადამიანს. სამხრეთ ამერიკა ფართობით მეოთხეა აზიის, აფრიკისა და ჩრდ. ამერიკის შემდეგ და მოსახლეობით მეხუთე (აზიის, აფრიკის, ევროპისა და ჩრდ. ამერიკის შემდეგ).

სამხრეთ ამერიკას ეკუთვნის მრავალი კუნძული, მათ შორის: ქარზურგა კუნძულები და კუნძული ტრინიდადი, ფოლკლენდის კუნძულები, ცეცხლოვანი მიწის არქიპელაგი, გალაპაგოსის, ჩილეს სამხრეთით და დასავლეთით მდებარე კუნძულები და სხვა.

სამხრეთი ამერიკის ნაპირები სუსტადაა დანაწევრებული, მხოლოდ სამხრეთ-დასავლეთი ნაწილია ფიორდებით შეჭრილ-შემოჭრილი. ხმელეთში ღრმადაა შეჭრილი გუაიაკილის და ვენესუელის ყურეები, მარაკაიბოს ტბა და რიო-დე-ლა-პლატის ყურე. წყნარი ოკეანის სანაპირო უმთავრესად სწორხაზოვანი და აბრაზიულ-აკუმულაციურია, პერუში უმთავრესად კლდოვანია. ატლანტის ოკეანის სანაპიროც სწორხაზოვანია. ღია, ნამგლისებრი ყურეები დამახასიათებელია პატაგონიის სანაპიროსათვის.


კონტინენტი - ჩრდილოეთი ამერიკა / chrdiloet amrika

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1542/თარიღი: 2013-06-09

ფართობი 24 709 000 კმ2
მოსახლეობა 528 720 588 (ივლისი, 2008)
მოს. სიმჭიდროვე 22,9/კმ2 (59.3/sq mi) [1]
მოს. შემადგენლობა ჩრდილოეთ ამერიკელები, ამერიკელები[2]
ქვეყნები 23 (ქვეყნების_სია)
ენები ინგლისური, ესპანური, ფრანგული, და სხვა
სასაათო სარტყელი UTC-10 – U

ჩრდილოეთი ამერიკა (ინგლ. North America, ფრანგ. Amérique du Nord, ესპ. América del Norte, Norteamérica, ნაუატ. Ixachitlān Mictlāmpa) — კონტინენტი დედამიწის ჩრდილოეთ და დასავლეთ ნახევარსფეროებში. სამხრეთ ამერიკასთან ერთად ქმნის ამერიკას. ჩრდილოეთ ამერიკის უდიდესი ქვეყნებია: კანადა, აშშ და მექსიკა. კონტინენტის ფართობი კუნძულების გარეშე შეადგენს 20,36 მლნ კმ²-ს, კუნძულებთან ერთად კი 24,709 მლნ კმ²-ს. ჩრდილოეთ ამერიკას ეკუთვნის კუნძული გრენლანდია, კანადის არქტიკული არქიპელაგი, კარიბები, ალეუტის კუნძულები და სხვა.

2008 წლის მონაცემებით ჩრდილოეთ ამერიკის 23 სახელმწიფოში 529 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა. კონტინენტებს შორის ფართობით იგი მესამეა, აზიისა და აფრიკის შემდეგ, ხოლო მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით მეოთხე, აზიის, აფრიკისა და ევროპის შემდეგ.

კონტინენტის ძირითადი გეოლოგიური ბირთვი წარმოიშვა უძველეს კრატონ ლავრენტიაზე. მისი ისტორია დაახლოებით 1,5-1 მილიარდ წელს მოიცავს. მატერიკის ძირითად ნაწილს კანადის ფარი წარმოადგენს. ჩრდილოეთ ამერიკის ტერიტორია ევროპის კონტინენტისგანაა გამოყოფილი. ეს ორი მატერიკი ერთმანეთთან სუპერკონტინენტ პანგეას დროს იყო შეერთებული, სხვა დანარჩენ კონტინენტებთან ერთად. კონტინენტზე არსებული ხელსაყრელი პირობების გამო, მის ტერიტორია დინოზავრების გავრცელების მთავარ არეალს წარმოადგენდა. თუ, საიდან მოხვდნენ ადამიანები კონტინენტზე ამის შესახებ დანამდვილებითი ინფორმაცია არ არსებობს, თუმცა ყველაზე მყარი ჰიპოთეზის მიხედვით ადამიანები კონტინენტზე დიდი გამყინვარების დროს აზიიდან გადმოსახლდნენ.

კონტინენტის ჩრდილოეთი სანაპირო ძირითადად არქტიკულ სარტყელშია მოქცეული, დანარჩენი ნაწილი კი ზომიერ სარტყელშია. ასეთი ჰავის გამო კონტინენტზე ფართო სასოფლო-სამეურნეო საქმიანობები მიმდინარეობს. კონტინენტზე მიედინება მსოფლიოში სიგრძით მესამე მდინარე — მისისიპი-მისურით.

კონტინენტი ძლიერი ეკონომიკური სისტემებით გამოირჩევა, აქ მდებარეობს მსოფლიოს ყველაზე ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყანა — აშშ. ასევე ძლიერი ეკონომიკური სისტემები გააჩნიათ მექსიკასა და კანადას. კონტინეტზე ძირითადად სამი მსხვილი ეკონომიკური გაერთიანება მოქმედებს: ჩრდილოეთ ამერიკის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება (NAFTA), კარიბების კავშირი (CARICOM) და ცენტრალური ამერიკის საინტეგრაციო სისტემა (CACM)[3].

ყველაზე გარცელებული სალაპარაკო ენებია: ინგლისური, ფრანგული და ესპანური. სამივე ენის გავრცელება კონტინენტზე ევროპული კოლონიზაციის დროს მოხდა. მოსახლეობა მრავალფეროვანია ეთნიკური და რასობრივი თვალსაზრისითაც, ძირითად რასობრივ ჯგუფებს ინდოევროპელები, მეტისები და ზანგები წარმოადგენენ.


აზია / azia

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1359/თარიღი: 2013-06-07

აზია — ყველაზე დიდი ქვეყნის ნაწილი, ევროპასთან ერთად ქმნის ევრაზიის კონტინენტს.


ევრაზია - " ევროპა "

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1132/თარიღი: 2013-06-07

ევროპა — ქვეყნის ნაწილი, აზიასთან ერთად ქმნის ევრაზიის კონტინენტს. მათ შორის საზღვრის ხაზის თაობაზე იხილეთ სტატია: ევროპა-აზიის საზღვარი.
ფართობი 10,180,000 კმ2
მოსახლეობა 731,000,000
მოს. სიმჭიდროვე 70/კმ2
მოს. შემადგენლობა ევროპელები
ქვეყნები 50
სასაათო სარტყელი UTC+5
ინტ. დომენი .eu (ევროპის კავშირი)


კონტინენტი - ევრაზია / kontinenti evrazia

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1958/თარიღი: 2013-06-07

ევრაზია – დედამიწის ყველაზე დიდი კონტინენტი, მდებარეობს ჩრდილოეთ ნახევარსფეროში (გარდა ზოგიერთი კუნძულისა). საერთო ფართობი მიმდებარე კუნძულებიანად შეადგენს 53,4 მლნ კვ.კმ-ს, მოსახლეობა - 4,1 მილიარდს. კონტინენტს გარს აკრავს ჩრდილოეთის ყინულოვანი ოკეანე, წყნარი, ატლანტის და ინდოეთის ოკეანეები და მათი ზღვები. კუნძულების ფართობი 2,75 მლნ კვ.კმ-ია.

ევრაზიაში შედის ორი კონტინენტური ნაწილი: ევროპა და აზია. მათ შორის საზღვარი გადის შემდეგ ხაზზე: ურალის მთები, მდინარე ვოლგა, მდინარე ემბა, მდინარე კუმა, კუმა-მანიჩის ღრმული, მდინარე მანიჩი, კავკასიონის ჩრდილოეთ დაბოლოება, შავი ზღვა, ბოსფორისა და დარდანელის სრუტეები.


კონტინენტი - აფრიკა / aprikis kontinenti

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 2152/თარიღი: 2013-06-04

აფრიკა — დედამიწის ერთ-ერთი კონტინენტი. ფართობი მიმდებარე კუნძულებიანად შეადგენს 30,22 მლნ. კმ²–ს, ხოლო მოსახლეობა — 900 მილიონ ადამიანს (დედამიწის მოსახლეობის 14%). კონტინენტებს შორის ამ მაჩვენებლებით იგი ჩამორჩება მხოლოდ ევრაზიას. უჭირავს დედამიწის მთელი ზედაპირის 6%, ხოლო ხმელეთის 20,4%.

აფრიკა, განსაკუთრებით ცენტრალური აღმოსავლეთ აფრიკა, მეცნიერების მიერ ადამიანის წარმოშობის ადგილად ითვლება, რასაც ადასტურებს ადრეულ ჰომინიდთა აღმოჩენა და ასევე გვიანდელი (დათარიღებული 7 მილიონი წლით) ადამიანის წინაპართა დასახლებები, მათ შორის Sahelanthropus tchadensis, Africanus, Homo Erectus, რომელთა შორის ყველაზე ადრეული ადამიანები დაახ. 200 000 წლის წინ გამოჩნდნენ.

აფრიკა ეკვატორის ორივე მხარეს იჭიმება და მრავალ კლიმატურ სარტყელს მოიცავს. ეს ერთადერთი კონტინენტია, რომელიც ჩრდილოეთისა და სამხრეთის ზომიერ სარტყლებს სწვდება.

ფართობი 30,221,532 კმ2
მოსახლეობა 1,000,010,000 (2005)
მოს. სიმჭიდროვე 30.51/კმ²
ქვეყნები 53 (ქვეყნების_სია)
ენები აფრიკის ენების სია
სასაათო სარტყელი UTC-1 და UTC+4


1 2 »
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.