Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » სექტემბერი » 5 » გეოგრაფიული რუკა და რუკის ისტორია
10:28 AM
გეოგრაფიული რუკა და რუკის ისტორია
გეოგრაფიული რუკა — დედამიწის ზედაპირის ან მისი ნაწილის შემცირებული და განზოგადებული გამოსახულება სიბრტყეზე. რუკაზე გეოგრაფიული ობიექტების შემცირების ხარიხს გვიჩვენებს მასშტაბი. რუკების უმრავლესობას არაერთი საერთო მახასიათებელი გააჩნია. ყოველ რუკაზე წარმოდგენილი მასშტაბი, გრადუსთა ბადე, პირობითი ნიშნები და გეოგრაფიული ობიექტების ნაწილი. გეოგრაფიული ობიექტებიდან ძირითადია სანაპირო ხაზი, მდინარეები, წყალსატევები, გზები, მთავარი ქალაქები, პოლიტიკური საზღვრები და სხვ. აღნიშნული მახასიათებლები რუკის ზოგადგეოგრაფიულ ფონს (საფუძველს) წარმოადგენს, რომლის მიხედვითაც გეოგრაფიული მოვლენები და პროცესები წარმოჩინდება.
რუკაზე გეოგრაფიული ობიექტის შემცირების ხარისხს მასშტაბი განსაზღვრავს. მასშტაბს ჩვეულებრივ წილადით აღნიშნავენ. ზოგჯერ რუკაზე მოცემულია ხაზოვანი მასშტაბი, რომელიც დაყოფილია სანტიმეტრებად, ყოველ სანტიმეტრს კი შეესაბამება კონკრეტული მანძილი დედამიწის ზედაპირზე.

რუკის ისტორია - ადამიანი რუკებს უძველესი დროიდან ქმნიდა, რითაც თვალსაჩინო წარმოდგენა ეძლეოდა გეოგრაფიული ობიექტების ურთიერთგანლაგებაზე. რუკების კრებადობას ატლასი ეწოდება. ტერმინი ატლასი შემოტანილია აღორძინების ხანაში ფლამანდრიელი კარტოგრაფის მერკატორის მიერ.
ამჟამად ქაღალდის რუკების გარდა არსებობს ელექტრონული რუკები — რუკები, რომელიც გამოსახულია კომპიუტერის ეკრანზე. ამგვარი რუკების მეშვეობით მანძილების და სხვა კარტოგრაფიული გაზომვების ჩატარება ბევრად ადვილი, სწრაფი და ზუსტია. მასზე მხოლოდ ხაზის გატარებაა საჭირო ნებისმიერ ორ პუნკტს შორის, მონაცემებს კი სპეციალური პროგრამა მყისიერად დაითვლის. ერთ-ერთი ამგვარი კომპიუტერული პროგრამაა Google Earth.
[მასალის ავტორის საიტი : blog.zebna.com - საინტერესო ბლოგი !!! ]
კატეგორია: გეოგრაფია | ნანახია: 1534 | დაამატა: balu | ტეგები: გეოგრაფიული რუკა, geografiuli ruka, რუკის ისტორია, პირველი რუკა, rukis istoria, pirveli ruka | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.