ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 922/თარიღი: 2013-09-07
მასალა:
მცენარეული ზეთი - 70მლ; ბრინჯი (მოგრძო) - 300გრ; კამა - 30გრ; სტაფილო - 150გრ; მარილი - 1 ჩ/კ; ნივრის კბილი - 4 ცალი;
მომზადების ინსტრუქცია....
|
ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1278/თარიღი: 2013-09-07
მასალა:
1 კილოგრამი ატამი (დაჭრილი); 1 კილოგრამი შაქარი; 1 ჩაის ჭიქა წყალი;
ატმის მურაბა
მომზადება:
ყვითელი ატამი გავფცქვნათ და დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად. დავასხათ ცივი წყალი და გავაჩეროთ რამოდენიმე საათი. ქვაბში ჩავასხათ 1 ჩაის ჭიქა წყალი შემოვდგათ დაბალ ცეცხლზე, დაუმატოთ შაქარი და მოვადუღოთ სიროფი. სიროფი გავაცივოთ და ჩავყაროთ ცივი წყლიდან ამოღებული ატმის ნაჭრები. დავდგათ ცეცხლზე და ვადუღოთ 30 წუთის განმავლობაში. გადმოვდგათ ცეცხლიდან და გავაჩეროთ მეორე დღემდე. მეორე დღეს დავდგათ ცეცხლზე და მოვხარშოთ სანამ მზად არ იქნება. მომზადებული მურაბა ცხელ-ცხელი ჩავასხათ ქილებში, ბოლომდე ავავსოთ და დავახუროთ თავსახური; მურაბა შევინახოთ გრილ და მზისგან მოშორებულ ადგილას.
|
ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1764/თარიღი: 2013-09-07
მასალა:
• ძროხის/ღორის ხორცი ან მათი ნარევი-4 კილოგრამი • ხახვი-5-6 თავი • ქონი-200 გრამ • ნაწლავი-საჭირო რაოდნობის • პილპილი-20-25 მარცვალი • კოწახური, მარილი-გემოვნებით
მომზადება:
ავიღოთ გარეცხილი მსუქანი ძროხის ხორცის ან ღორის ხორცის რბილი ნაჭერი, ან მათი ნარევი და ხახვთან ერთად ორჯერ გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში. დაკეპილი ხორცი შევაზავოთ მარილით, დანაყილი პილპილით, კოწახურით, კარგად დავზილოთ, თან ცოთა-ცოტა ხორცის ბულიონი დავასხათ, რომ ხორცი ნაზი იყოს. ავიღოთ საქონლის გამხმარი ნაწლავი, კარგად გავრეცხოთ და დავალბოთ თბილ წყალში 10-15 წუთი. განიერძირიანი ძაბრი წამოვაცვათ ნაწლავებს და შეზავებული დაკეპილი ხორცით გავტენოთ (30 სანტიმეტრი სიგრძით). თითოეული კუპატის თავი და ბოლო შევაერთოთ, ძაფებით შევკრათ და დავკიდოთ შესანახად. როცა დაგვჭირდება შევწვათ ტაფაზე და სუფრაზე მივიტანოთ.
|
ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1018/თარიღი: 2013-09-07
ძველი რომის ერთ-ერთ უდიდეს პოლიტიკურ და საზოგადო მოღვაწეს,მხედართმთავარს,მწერალსა და ორატორს,რომლის სახელი (კეისარი) იქცა ზოგადად მონარქის აღმნიშვნელ სიტყვად - გაიუს იულიუს კეისარს (ძვ.წ.აღ-ით 100-44 წლები),მადლიერმა რომაელმა ხალხმა“ღვთაებრივი ავგუსტუსი” უწოდა
|
ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1164/თარიღი: 2013-09-07
ადამიანის ინტერესი სექსის მიმართ ყველა დროში ძლიერი იყო. მისი სექსუალური ქცევის გამომხატველი ნახატები ჯერ კიდევ პრეისტორიულ გამოქვაბულებშია ნაპოვნი. საქვეყნოდ ცნობილია და ვინჩის ანატომიური ილუსტრაციებიც სექსუალური კავშირის შესახებ.
სექსუალური ქცევა განისაზღვრება ანატომიით, ფიზიოოგიით, იმ კულტურით, სადაც პიროვნება ცხოვრობს, ურთიერთობებით გარშემომყოფებთან და სიცოცხლის ციკლში მიღებული განვითარების გამოცდილებით. ეს მოიცავს საკუთარი სქესის იდენტურობის აღქმას კაცად ან ქალად და მოიცავს ფიქრებს, ფანტაზიებს და აგრეთვე სექსუალურ ქცევას. საშუალო, ნორმალური ადამიანისთვის სექსუალური სურვილები, ვნება და სიყვარული მეორე ადამიანის მიმართ, უმრავლეს შემთხვევაში ასოცირებულია ძლიერ სასიამოვნო და ბედნიერების განცდებთან.
ნორმალურ სექსუალურ ქცევას მოაქვს სიამოვნება როგორც ერთი პიროვნებისთვის, ასევე მისი პარტნიორისთვისაც. ეს პროცესი მოიცავს ძირითადი სასქესო ორგანოების სტიმულაციას, კოიტუსს, მასტურბაციას და სხვადასხვა ფორმით სტიმულაციას, პირველადი სასქესო ორგანოების გარდა. სექსუალური სიამოვნების მიღნევა ნორმალურ ქცევად ითვლება გარკვეულ კონტექსტში.
სექსუალურობა და პიროვნება ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული ცნებებია და ძნელია პიროვნებისგან სექსუალურობის მკაფიო საზღვრით გამოყოფა.
|
|