6:46 PM ადამიანის სექსუალობა | |
ადამიანის ინტერესი სექსის მიმართ ყველა დროში ძლიერი იყო. მისი სექსუალური ქცევის გამომხატველი ნახატები ჯერ კიდევ პრეისტორიულ გამოქვაბულებშია ნაპოვნი. საქვეყნოდ ცნობილია და ვინჩის ანატომიური ილუსტრაციებიც სექსუალური კავშირის შესახებ. სექსუალური ქცევა განისაზღვრება ანატომიით, ფიზიოოგიით, იმ კულტურით, სადაც პიროვნება ცხოვრობს, ურთიერთობებით გარშემომყოფებთან და სიცოცხლის ციკლში მიღებული განვითარების გამოცდილებით. ეს მოიცავს საკუთარი სქესის იდენტურობის აღქმას კაცად ან ქალად და მოიცავს ფიქრებს, ფანტაზიებს და აგრეთვე სექსუალურ ქცევას. საშუალო, ნორმალური ადამიანისთვის სექსუალური სურვილები, ვნება და სიყვარული მეორე ადამიანის მიმართ, უმრავლეს შემთხვევაში ასოცირებულია ძლიერ სასიამოვნო და ბედნიერების განცდებთან. ნორმალურ სექსუალურ ქცევას მოაქვს სიამოვნება როგორც ერთი პიროვნებისთვის, ასევე მისი პარტნიორისთვისაც. ეს პროცესი მოიცავს ძირითადი სასქესო ორგანოების სტიმულაციას, კოიტუსს, მასტურბაციას და სხვადასხვა ფორმით სტიმულაციას, პირველადი სასქესო ორგანოების გარდა. სექსუალური სიამოვნების მიღნევა ნორმალურ ქცევად ითვლება გარკვეულ კონტექსტში. სექსუალურობა და პიროვნება ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული ცნებებია და ძნელია პიროვნებისგან სექსუალურობის მკაფიო საზღვრით გამოყოფა. ფსიქოსექსუალობა აღწერს პიროვნების განვითარებას და ფუნქციონირებას, რაზეც მოქმედებს სექსუალურობა. ფსიქოსექსუალობა უფრო ფართეა, ვიდრე სექსუალური განცდები, ან ქცევა და ის არ არის ლიბიდოს (ფროიდი) სინონიმი. ზიგმუნდ ფროიდმა განაზოგადა, რომ ყველა სასიამოვნო იმპულსი და განცდების წყარო სექსუალობაა, თუმცა ეს არ არ არის ბოლომდე გამართლებული მიდგომა. მაგ, ზოგიერთი ორალური აქტივობა, პირდაპირ დაკავშირებულია საკვებთან, ზოგი სექსუალურ დაკმაყოფილებასთან. ორივე აქტივობის მიზანი სიმაოვნების მიღებაა და ორივე იყენებს ერთიდაიგივე გზას, მაგრამ ორივე არ არის სექსუალურობით განპირობებული, როგორც ფროიდმა აღწერა. ამიტომ ადამიანის ქცევების მოტივების ზუსტი განსაღვრა ხშირად შეუძლებელია. მაგალითად, ადამიანმა შეიძლება გამოიყენოს სექსუალური აქტივობა არასექსუალური მიზნებისთვის: დამოკიდებულება, აგრესია, ძალაუფლება და ა.შ. შეიძლება სექსუალური და არასექსუალური მოტივები ერთდროულად განაპირობებდნენ ქცევას. ქცევის ანალიზი დამოკიდებულია მოტივების გაგებასთან, რომლებიც განაპირობებენ ქცევას და ამ მოტივების ინტერაქციას ერთმანეთთან. ბავშვთა სექსუალობა - სანამ ფროიდი აღწერდა ბავშვობის გამოცდილებებს და მათ გავლენას ზრდასრულობაზე, სწავლება და განხილვა ბავშვთა სექსუალობაზე არ იყო აქტიური. უმეტესობა სექსუალური ცოდნა, რომელსაც იღებს ბავშვი, ხდება მშობლისგან მალულად, მაგრამ მშობლის მიერ მისი შვილის სექსუალური ქცევის გაცნობიერება არ ახდენს გავლენას მის ქცევაზე. სექსუალური ქცევის გამოხატვა ნაწილობრივ გენეტიკურად განსაზღვრულია, ახალშობილი ბიჭები, უფრო მიდრეკილები არიან, საგნები ძლიერად აიღონ ხელში ან მოკიდონ ხელი მათ, გოგონები კი მიდრეკილები არიან ჩახუტებისკენ. მამები, ძირითადად, უფრო მეტ დროს უთმობენ მათ ახალშობილ ვაჟებს, ვიდრე გოგონებს. მოზრდილობაშიც უფრო მეტად ესმით თავისი ვაჟების, ვიდრე გოგონების. ბავშვის სქესი განაპირობებს მშობლის აგრესიის დოზასაც და ტოლერანტობასაც. ბავშვებზე დაკვირვებამ ცხადყო, რომ ბავშვობაში გენიტალიებით თამაში, ნორმალური განვითარების შემადგენელი ნაწილია. ფსიქოსექსუალური ფაქტორები - სექსუალობა დამოკიდებულია ოთხ ურთიერთდამოკიდებულ ფსიქოსექსუალურ ფაქტორზე: 1) სექსუალური იდენტურობა; 2) სქესის იდენტურობა; 3) სექსუალური ორიენტაცია; 4) სექსუალური ქცევა. ეს ფაქტორები დიდ მნიშვნელობას ახდენენ ადამიანის ჩამოყალიბებასა და ქცევაზე. სექსუალობა არ არის მხოლოდ ფიზიკური სექსი, იგი მეტია, ვიდრე კოიტუალური ან არაკოიტუალური სექსი. სექსუალური იდენტურობა - სექსუალური იდენტურობა არის ბიოლოგიური სექსუალური მახასიათებლების მოდელი: ქრომოსომები, გარეგანი სასქესო ორგანოები, შინაგანი სასქესო ორგანოები, ჰორმონული მდგომარეობა, გონადები, მეორადი სასქესო ნიშნები. როგორც წესი, ამ მახასიათებლების შეკრებით მიიღება ადამიანის სექსუალური იდენტურობის უტყუარი მაჩვენებელი. თანამედროვე ემბრიოლოგიის მონაცემებით ცნობილია, რომ ნებისმიერ ძუძუმწოვარში, რომლებიც იყვნენ გენოტიპურად მამრები, XY ქრომოსომის მატარებელნი, ან გენეტიკურად მდედრები, XX ქრომოსომით, არიან ანატომიურად მდედრები ადრეული განვითარების პერიოდში. დიფერენცირება მდედრად ან მამრად, განპირობებულია ჩანასახის მიერ სინთეზირებული ანდროგენების რაოდენობით. ანდროგენებით სტიმულაცია იწყება დაახლოებით განვითარების მე-6 კვირაზე და სრულად დამთავრებულია სამი თვისთვის. ბოლო კვლევები მიმართულია სექსუალური იდენტურობის ჩამოყალიბებაში მონაწილე გენეტიკური ფაქტორების კვლევისკენ. გამოიკვათა, რომ SRY და SOX9 აქტივობის შედეგად ყალიბდება სათესლეები, ხოლო თუ მათი გააქტივება არ ხდება ყალიბდება საკვერცხეები. DAX1 – ორივე სქესის განვითარებაში თამაშობს როლს, ხოლო WNT4 მდედრობითი სქესის განვითარებაში, უზრუნველყოფს mullerian ducts (მიულერის არხი) განვითარებას მდედრში. აგრეთვე დამატებით მიღებულ ანდროგენებსაც ენიჭებათ მნიშვნელობა. მაგ. ორსული თუ მიიღებს დიდი რაოდენობით ანდროგენებს, შეიძლება მდედრ ნაყოფს განუვითარდეს მამაკაცის გარეგანი სასქესო ორგანოები. სქესის იდენტურობა (გენდერული იდენტურობა) – არის ადამიანის სუბიექტური განცდა, ანუ ის თავს გრძნობს ქალად თუ კაცად, ორივედ თუ არცერთად. სექსუალური და სქესობრივი იდენტურობა ურთიერთკავშირშია, მათზე გავლენას ახდენს გენეტიკური ფაქტორები, ჰორმონები, გარემო. ჰორმონები გავლენას ახდენენ ქცევაზე, ხოლო გარემო ახდენს გავლენას ჰორმონებზე და გენების ექსპრესიაზე. 2-3 წლის ასაკისთვის თითქმის ყველა ბავშვი განსაზღვრავს საკუთარ სქესს. სქესის იდენტურობა შეიძლება შეიცვალოს, ანუ ადამიანს შეიძლება შეეცვალოს სუბიექტური აღქმა საკუთარი სქესის მიმართ. სექსუალური ორიენტაცია – აღწერს ერთი ადამიანის ემოციურ, რომანტიულ და სექსუალური სურვილის მიმართულებას სხვა ადამიანების სქესის მიმართ. ადამიანი შეიძლება იყოს ჰეტეროსექსუალი – ხიბლავდეს საპირისპირო სქესი. ჰომოსექსუალი – ხიბლავს მსგავსი სქესი, ბისექსუალი-ხიბლავდეს ორივე სქესი, ასექსუალი – არცერთი სქესის წარმომადგენლები არ ხიბლავს. სექსუალური ქცევა – ეს კომპონენტი არის ადამიანის ის სქესობრივი აქტივობა, რომელსაც ის გამოხატავს გარე სამყაროში. სექსუალურ ქცევას განაპირობებს ზემოჩამოთვლილი სამი კომპონენტი, თუმცა შეიძლება სექსუალური იდენტურობა იყოს განსხვავებული სქესობრივი იდენტურობისგან, სქესობრივი იდენტურობა განსხვავებული სექსუალური ორიენტაციისგან და აბსოლიტურად განსხვავებული იყოს სექსუალური ქცევა. | |
|