Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » სექტემბერი » 03

“ჩიჩი-ჯიმას ინციდენტი”

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 889/თარიღი: 2013-09-03

მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას 1944 წლის 2 სექტემბერს,კუნძულ ჩიჩი-ჯიმასათან სიახლოვეს,იაპონელებმა ჩამოგდეს ამერიკელთა საბრძოლო თვითმფრინავები,


გოგონების სქესობრივი მომწიფება

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1149/თარიღი: 2013-09-03

სქესობრივი მომწიფება (პუბერტატული პერიოდი) – ორანიზმში ცვლილებების პროცესია, რომლის შედეგადაც იგი ხდება გამრავლებისუნარიანი ანუ რეპროდუქციული. სქესობრივი მომწიფება იწყება თავის ტვინიდან სასქესო ჯირკვლებისკენ (საკვერცხეებისკენ) მომავალი იმპულსაციის ხარჯზე. ამ სიგნალების საპასუხოდ საკვერცხე გამოიმუშავებს სხვადასხვა ჰორმონს, რომლებიც ასტიმულირებენ სიმაღლის, ძვლების, კუნთების, კანისა და რეპროდუქტიული ორგანოების ზრდას. სხეულის ზრდა პუბერტატული პერიოდის პირველ ნახევარში ჩქარდება და სრულდება სქესობრივი მომწიფების ბოლოს. პუბერტატის პერიოდამდე სხვაობა გოგონას და ბიჭის სხეულებს შორის მხოლოდ სასქესო ორგანოებია. სქესობრივი მომწიფების პერიოდში კი ხდება მნიშვნელოვანი ცვლილებები. ჩნდება ახალი ნიშნები და გარეგნული მახასიათებლები, რომლებიც განასხვავებს ამ ორ სქესს ერთმანეთისგან. ვინაიდან ეს ნიშნები ვითარდება დროთა განმავლობაში მეორადად (და არ არის დაბადებისას) ამიტომ მას მეორად სასქეოს ნიშნებს უწოდებენ. მოკლედ, რომ ვთქვათ სქესობრივი მომწიფების პერიოდი წარმოადგენს იმ პერიოდს, როცა ადამიანი იძენს მეორად სასქესო ნიშნებს და ხდება რეპროდუქციული.

მოზარდობა და სქესობრივი მომწიფება

მკაცრად რომ განვსაზღვროთ ტერმინი „სქესობრივი მომწიფების პერიოდი და პუბერტატი“ (ლათინური სიტყვიდან pubertas - თმის ზრდის ასაკი) გულისხმობს მხოლოდ იმ ცვლილებებს, რომელიც ხდება სასქესო სისტემაში და არ მოიაზრებს არც კულტურულ და არც სოციალურ ფაქტორებს, ამიტომ როცა უნდათ გამოხატონ სქესობრივი მომწიფება უფრო ფართ გაგებით მოიხსენიებენ, როგორც „მოზარდობის პერიოდი“.


სექსუალური კომპლექსები ქალებში

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1216/თარიღი: 2013-09-03

სექსში კომპლექსები გავრცელებულია. ისინი აქვს ქალებსაც და მამაკაცებსაც. ბევრი ადამიანი ვერც კი ხვდება, რომ საწოლში მისი ქცევა კომპლექსებითაა განპირობებული. ამაში ხშირად ცუდი არაფერია, თუ წყვილში ამის გამო არ ჩნდება პრობლემები და ამა თუ იმ ადამიანის კომპლექსებით განპირობებული ქცევა პათოლოგიაში არ გადადის. თუმცა არის შემთხდვევები, როცა ეს კომპლექსები იწვევენ სექსუალური ლტოლვის დარღვევას, ხელს უშლის ორგაზმის განცდას და აფუჭებს წყვილების ურთიერთობას.

სექსში კომპლექსების გაჩენის მიზეზი ბევრია. მათ შორის სტერეოტიპები, რელიგია, აღზრდის თავისებურებები, სექსუალური ქცევის კულტურა და სხვა.


სილამაზე

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1161/თარიღი: 2013-09-03

ადამიანის სილამაზე მისი მახასიათებელია, რომელიც უმრავლეს შემთხვევაში იქმნება მისი შინაგანი და გარეგანი სილამაზის კომბინაციით. შინაგან სილამაზეს წარმოადგენს ფსიქოლოგიური ფაქტორების ჯამი (ინდივიდუალურობა, ტიპი, ინტელექტი, გრაციოზულობა, ზრდილობა, ქარიზმა, პატიოსნება, კონგრუენტულობა, ელაგანტურობა). გარეგანი სილამაზე კი არის ფიზიკური მომხიბვლელობა, ჯანმრთელობა, ახალგაზრდულობა, სიმეტრიულობა, კანის მდგომარეობა, პროპორციულობა.

სილამაზის სტანდარტები ყოველთვის განსხვავებული და ცვალებადია კონკრეტული კულტურისთვის დამახასიათებელი ფასეულობებზე დაყრდნობით. ისტორიულად სილამაზის სტანდარტების მკვეთრ ვარიაბელობაზე მეტყველებს სხვადასხვა დროს შექმნილი ნახატები.

თუმცა, ძირითადი თვისებები, რომელიც თითქმის ყველა დროის სილამაზის კრიტერიუმებს აკმაყოფილებს არის შედარებით პროპორციული სხეული, ახალგაზრდულობა და გლუვი კანი. ფიზიკური სილამაზის მკვეთრი განმსაზღვრელი არის საშუალოობა და კოინოფილია.


ანორგაზმია (ქალებში)

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1023/თარიღი: 2013-09-03

ანორგაზმია ორგაზმის ქონას ნიშნავს. ქალებში უფრო ხშირია, ვიდრე მამაკაცებში. ქალების ანორგაზმიის მოძველებული სახელია ფრიგიდულობა. ტერმინი „ფრიგიდულობა“ აღარ იხმარება თანამედროვე ლიტერერატურაში, რამეთუ იგი აღნიშნავდა ნორმას, მაშინ როცა სინმამდვილეში არის ქალებში ნორმიდან გადახრა. ფრიგიდულობა დღეისთვის გამოიყენება სექსუალური აგზნების დარღვევის და ჰიპოაქტიური სექსუალური სურვილის აშლილობის სინონიმად.

ანორგაზმიის რამდენიმე გამოვლინება არსებობს – ანორგაზმია მასტურბაციის დროს (ქალების 5%-ში), ანორგაზმია ვაგინალური სექსის დროს (მეცნიერთა დიდი ნაწილი თვლის, რომ ეს არ არის ნორმიდან გადახრა და ამ შემთხვევაში ქალებს ურჩევს დამატებით ორალურ და მანუალურ სტიმულირებას ორგაზმის მისაღწევად), ანორგაზმია სექსის ნებისმიერი ფორმის დროს, როცა ორგაზმი მიიღწევა მხოლოდ მასტურბაციისას და ა.შ.

მეცნიერთა უმრავლესობა ანორგაზმიას ნორმიდან გადახრად მიიჩნევს. ძირითადად აღენიშნებათ ახალგარზრდა ქალებს და ქალებს მცირე სექსუალური გამოცდილებით.


სქესობრივი ჰიგიენა

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1270/თარიღი: 2013-09-03

სქესობრივი ცხოვრების ჰიგიენაში იგულისხმება სექსუალური კავშირის ამა თუ იმ მხარესთან დაკავშირებული შეზღუდვების ერთობლიობა და რიგი ღონისძიებებისა, რომლებიც აუცილებელია გატარდეს კოიტუსამდე და კოიტუსის შემდეგ ჯანმრთელობის გაუარესების და სხვადასხვა ინფექციების ინფიცირების თავიდან ასაცილებლად.

თანამედროვეობაში ჰიგიენა მოიცავს სქესობრივი პარტნიორის შერჩევესაც, ვინაიდან შემთხვევითი პარტნიორებისგან რაიმე სქესობრივი გზით გადამდები დაავადებით დასნებოვნების რისკი მაღალია.

რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე ზრუნვა როგორც ქალის, ასევე მამაკაცის ინტერესებში შედის, ვინაიდან ყოველივე ეს თავის მხრივ მოიზარებს ჯანმრთელი შვილის ყოლას.

სასქესო ორგანოების ჰიგიენა ზოგადი ჰიგიენის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც მოიცავს ჰიგიენური ნორმების დაცვას, რაც აუცილებებლია სასქესო ორგანოების ნორმალური ფუნქციონირებისა და მათი დაავადებების თავიდან ასაცილებლად. სასქესო ორგანოების ჰიგიენა დღის განრიგის აუცილებელი ნაწილია. სხეულის ამ ნაწილში კანი ძალიან ნაზია და მისი დაბანა უნდა მოხდეს ფრთხილად, რათა არ გაღიზიანდეს და არ განვითარდეს ანთებითი რექაცია. გასათვალისწინებელია, რომ დასაბანად რეკომენდებულია მხოლოდ ჩვეულებრივი წყალი. სქესის, ასაკისა და ფიზიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით სასქესო ორგანოების ჰიგიენას თავისებურებები გააჩნია.


რატომ არ უნდათ ქალებს სექსი?

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1256/თარიღი: 2013-09-03

ქალებში სექსის სურვილის არ ქონას უამრავი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს. ქვემოთ ჩამოთვლილია რამდენიმე მათაგნი.

დაღლილობა – ქალის სექსუალობის დამაქვეითებელ ყველაზე მძლავრ ფაქტორად ითვლება დაღლილობა და უძილობა. მთელი დღე მომუშავე და მთელი კვირა უძილო ქალი ნაკლებად სავაუადოა, რომ კარგი სექსუალური პარტნიორი იქნება. დაღლილ ქალს უჭირს სექსუალურ ტალღაზე გადართვა – ის გამუდმებით იმაზე ფიქრობს, რა აქვს გასაკეთებელი პირველ რიგში და შემდეგ უკვე, ძილზე. ქალისა და მამაკაცის სექსუალობა განსხავებულია. კაცს შეუძლია, მომენტალურად აღიგზნოს და დაკავდეს სექსით, ქალს კი სჭირდება ფსიქოლოგიური ფაქტორი;
დიეტები – ქალებისთვის ცნობილი ფრაზაა, რომ დიეტების არჩევა უნდა მოხდეს ფრთხილად და ყურადღებით. გაუაზრებელი დიეტა იწვევს ჰორმონალური ბალანსის დარღვევას. ქალების დიდ ნაწილში ჭარბ წონასთან ბრძოლა გადაზრდილია საკუთარ ჯანმრთელობასთან ბრძოლაში, რაც თავის მხრივ აქვეითებს ქალის სექსუალობას მინიმუმამდე. მამაკაცს კი არ ესმის, რატომ არ უნდა მის ცოლს სექსი. ქალს კი ამ დროს ძალიან უჭირს, სექსუალური სურვილების ნაცვლად მისი გონება ჭამაზე ფიქრით არის დაკავებული;


როგორ ქალებს ღალატობენ მამაკაცები???

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1073/თარიღი: 2013-09-03

ღალატი ყოველთვის მტკივნეულია და მძიმე გადასატანია. ღალატის შემდეგ ქალების უმრავლესობა ფიქრობს, რომ ყველა კაცი ერთნაირია და ყველა ღალატობს ცოლს, თავისი ბუნების გამო. თუმცა ეს არ არის ასე. მამაკაცს ძირითადად ღალატის მიზეზი აქვს, როცა ის ასე იქცევა. არიან ქალების ტიპები, რომელთაც ყველაზე ხშირად ღალატობენ მამაკაცები.

ალტრუისტი – „ყველაფერი მისთვის და არაფერი ჩემთვის“ – ეს არის ნამდვილი ალტრუისტის დევიზი. ასეთ ქალთან მამაკაცი გრძნობს, რომ ის არის მთავარი და არა ქალი. ცნობილია ფრაზაა: „თუ შენ არ გიყვარს საკუთარი თავი, სხვასაც არ ეყვარები“. ეგოისტი არ უნდა იყოს ქალი, მაგრამ არც უსაზღვრო ალტრუიზმს მოაქვს კარგი შედეგი, ამიტომაც ოქროს შუალედი მათ შორის საუკეთესოა. ქალმა არ უნდა დააკნინოს საკუთარი ინტერესები, მამაკაცი ამას ვერ დააფასებს და სულელური შესახესი იქნება მისი მხრიდან;


სიყვარულის სამკუთხედის თეორია

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1062/თარიღი: 2013-09-03

„გამოხატვის გარეშე უდიდესი სიყვარულიც კი შეიძლება მოკვდეს” – ეს სიტყვები ეკუთვნის ცნობილ ამერიკელ ფსიქოლოგს რობერტ სტენბერგს, რომელმაც სიყვარულის სამკუთხედის თეორია შექმნა.

აღნიშნული თეორია მოიცავს და განიხილავს სიყვარულს სამი განსხვავებული კომპონენტით, რასაც წამყვან მნიშვნელობას ანიჭებს ინტერპერსონალურ ურთიერთობებში. ეს კომპონენტებია:

1) ინტიმურობა- გამოიხატება, ახლო ურთიერთობების სურვილით, ადამიანური დამოკიდებულებით (მიჯაჭვულობით).

2) ვნება – უბიძგებს ადამიანს რომანტიული, ფიზიკური, სექსუალური ურთიერთობისკენ.

3) ზრუნვა – ამაში მოიაზრება ორი ადამიანის სურვილი და ქცევა ერთმანეთის წარმატებებს შეუწყონ ხელი და ერთად იბრძოლონ სხვადასხვა მიზნების მისაღწევად, დაეხმარონ და იზრუნონ ერთმანეთზე.

ამ კომპონენტების ნაზავი ქმნის სიყვარულს, ხოლო მათი „დოზები“ სიყვარულის ძალას განსაზღვრავს.

ცხრილში მოცემულია თეორიის თანახმად არსებული სიყვარულის სახეები, რომელიც იქმნება სამი ძირითადი კომპონენტის არსებობა-არარსებობით.


სექსი კრიტიკულ დღეებში

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 923/თარიღი: 2013-09-03

ითვლებოდა, რომ კრიტიკულ დღეებში სექსისგან თავის შეკავება აჯობებს. თუმცა მეცნიერების ნაწილმა აზრი შეიცვალა.

თუკი მამაკაცი გამოხატავს ქალისთვის კრიტიკულ დღეებში სექსის სურვილს, უარის თქმა არ ღირს. გასაგებია, რომ მამაკაცს ახალი შეგრძნებები უნდა, რადგან ქალში მენსტრუაციის დროს ხდება მთელი რიგი ფიზიკური და ემოციური ცვლილებები. უბრალოდ საჭიროა რიგი რეკომენდაციები, რომელიც წყვილმა უნდა გაითვალისწინოს მენსტრუაციის დროს სექსისას.


სექსის შემდეგ…

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1596/თარიღი: 2013-09-03

პოსკოიტალური (სექსის შემდგომი) ქცევა სქესობრივ ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანია. ქალი კოიტუსის შემდეგ გრძნობს სიამოვნებას, რომლის ინტენსივობა ნელ-ნელა კლებულობს, ამიტომ იგი საჭიროებს ამ დროს სითბოს და საშინელი გაცდა აქვს, თუკი ამ დროს მის პარტნიორს სძინავს.

კოიტუსის შემდეგ ალერსზე უარის თქმა, პრაქტიკულად ნიშნავს, რომ მას არც ქალის ბუნებაზე აქვს წარმოდგენა და არც ტაქტიანი პიროვნებაა. მან არ იცის, რომ სქესობრივი დაკმაყოფილება ქალში იწვევს სულიერი ემოციების ნაკადსა და ჩნდება დამატებითი ალერსის მოთხოვნილება.

ქალს ორგაზმის შემდეგ უჩნდება ალერსის ზღვა პარტნიორი მამაკაცისადმი, რომელიც ვალდებულია (სექსოლოგია ამას მკაცრად უსვამს ხაზს!) უპასუხოს მას იგივე გრძნობით, თუკი მას უყვარს ქალი. იმ მამაკაცთათვის, რომლებიც არ იქცევიან ასე, ქალი დახურული და იდუმალებით მოცული წიგნია.

კოიტუსის შემდგომი ქცევით ადვილია, დადგინდეს ქალი მართლა ძვირფასი და საყვარელია კაცისთვის, თუ მათ ურთიერთობის საფუძველი მხოლოდ ვნებაა.

მამაკაცმა კოიტუსის შემდგომ საყვარელი ქალის მიმართ უნდა გამოიჩინოს დიდი სითბო, ბევრჯერ უნდა გაუმეოროს, რომ უყვარს, რომ ყველაფერი კარგად იქნება. თუკი ქალი იგზნება პარტნიორის ასეთ ალერსზე, მამაკაცი უნდა მოემზედოს ხელახელი სქესობრივი აქტისათვის. არ შეიძლება ქალს მოექცე, როგორც მხოლოდ სიამოვების მომტან „საგანს“!


სიყვარულის სახეობები

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1148/თარიღი: 2013-09-03

სიყვარული ძლიერი ემოციური გრძნობაა, რომელიც ყალიბდება ორ ადამიანს შორის. მისი ფორმები და მოდელები შეიძლება სხვადასხვაგვარი იყოს. John Lee-ს მიერ განიხილება სიყვარულის ექვსი სხვადასხვა მოდელი. სიყვარულის სახეები ან სიყვარულის "ფერები”- ზოგჯერ ასეც მოიხსერნიებენ: ეროსი, ლუდუსი, სთორჯი, პრაგმა, მანია, აგაპე.
ეროსი- სიყვარულის ეს მოდელი გამოირჩევა გრძნობების ქარიშხლით, მძლავრ ემოციურ განცდებზე დაფუძნებული გრძნობაა. ასე შეყვარებული ადამიანები, მძლავრად არიან ორიენტირებულები ინტუიციაზე და "ქიმიურ” სიყვარულზე, ისინი როგორც წესი აღნიშნავენ, რომ ერთი ნახვით შეუყვარდათ. ამ მოდელით შეყვარებულებისთვის ბედნიერების და სიამოვნების გაძლიერება გახანგრძლივებაა ქორწინება, მათ ცხოვრებაში სექსს დიდი ადგილი უკავია. ასეთი წყვილები ერთმანეთს ხშირად მიმართავენ მოფერებით შერქმეულ სახელებს. მაგ. "ფისო”, "ძვირფასო”, "საყვარელო”, "ტკბილო” და ა.შ. ეროსით შეპყრობილი ადამიანები, ხშირად განიხილებიან "წყალწაღებულ” რომანტიკოსებად.

მოდელის უპირატესობაა – ასეთი ადამიანები ძალიან სენტიმენტალურები არიან სიყვარულში და სიყვარული მათი ბედნიერებაა. ყველაზე დიდი უარყოფითი კი არის მისი სწრაფწარმავლობა, გრძნობები როგორ მოულოდნელადაც მოდის, ისე მოულოდნელად შეიძლება გაქრეს. აგრეთვე ეს ადამიანები ხშირი მსხვერპლი და ტყვეები ხდებიან მათ მიერ შექმნილი ფანტაზიების და წარმოსახვითი სამყაროსი.

ეროსის სიყვარულის მაგალითებია ფილმები: "ცისფერი სავანე” , "ლამაზმანი” , "ტიტანიკი”, "ვარსკვლავთა ომები”, "გოგონა მარგალიტის საყურით”


რა არ უნდა ვაკადროთ ცოლს.. ანუ ქართველი ქმრის ფსიქოლოგია

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 939/თარიღი: 2013-09-03

ქართულ საზოგადოებაში გავრცელებულია აზრი, რომ ქართველი კაცი თავის ცოლს არ აკადრებს:

* სექსს, ან აკადრებს მხოლოდ საბნის ქვეშ ჩაბნელებულ ოთახში, გამრავლების მიზნით მხოლოდ აუცილებლეობის შემთხვევაში.

* არ შეიძლება ცოლს შესთავაზო სექსუალური მრავალფეროვნება, სექსუალური ფანტაზიები, თუ ცოლმა სექსისგან მიიღო სიამოვნება, ამას ქართველი კაცი თავს არ აპატიებს, თუ შეძლო და აპატია, ამას საძმაკაცო არ აპატიებს, ვინაიდან ერთხმად და ერთსულოვნად ძმაკაცის ცოლს მეძავის ეტიკეტი გარანტირებული აქვს.

“ცოლს პირში და ტრაკში არ ტ****ენ” - ქართული გამოთქმაა, რომელიც გამოთქმაზე მეტია და ქართველებისთვის ოქროს წესს წარმოადგენს.


Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.