Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » სექტემბერი » 3 » ანორგაზმია (ქალებში)
6:15 PM
ანორგაზმია (ქალებში)
ნორგაზმია ორგაზმის ქონას ნიშნავს. ქალებში უფრო ხშირია, ვიდრე მამაკაცებში. ქალების ანორგაზმიის მოძველებული სახელია ფრიგიდულობა. ტერმინი „ფრიგიდულობა“ აღარ იხმარება თანამედროვე ლიტერერატურაში, რამეთუ იგი აღნიშნავდა ნორმას, მაშინ როცა სინმამდვილეში არის ქალებში ნორმიდან გადახრა. ფრიგიდულობა დღეისთვის გამოიყენება სექსუალური აგზნების დარღვევის და ჰიპოაქტიური სექსუალური სურვილის აშლილობის სინონიმად.

ანორგაზმიის რამდენიმე გამოვლინება არსებობს – ანორგაზმია მასტურბაციის დროს (ქალების 5%-ში), ანორგაზმია ვაგინალური სექსის დროს (მეცნიერთა დიდი ნაწილი თვლის, რომ ეს არ არის ნორმიდან გადახრა და ამ შემთხვევაში ქალებს ურჩევს დამატებით ორალურ და მანუალურ სტიმულირებას ორგაზმის მისაღწევად), ანორგაზმია სექსის ნებისმიერი ფორმის დროს, როცა ორგაზმი მიიღწევა მხოლოდ მასტურბაციისას და ა.შ.

მეცნიერთა უმრავლესობა ანორგაზმიას ნორმიდან გადახრად მიიჩნევს. ძირითადად აღენიშნებათ ახალგარზრდა ქალებს და ქალებს მცირე სექსუალური გამოცდილებით.

მიზეზები: მეცნიერები დიდხანს ანორგაზმიის მხოლოდ ფსიქოლოგიურ საფუძვლებს განიხილავდნენ, ამასთან მნიშვნელოვანია სექსუალური განათლების ქონა, საკუთარი ეროგენული ზონების არცოდნა, სქესობრივი პარტნიორისადმი ანტიპათია და ა.შ. თავისუფალი სექსუალური აზროვნების ჩამოყალიბება და სექსუალური განათლების დონის ამაღლება ამცირებს ანორგასტული ქალების რაოდენობას.
ბოლო წლებში მეტი ყურადღება ექცევა ცრუ ანორგაზმიის ფიზიოლოგიურ საფუძვლებს, როცა ქალს აქვს ორგაზმი მასტურბაციისას და არა აქვს პარტნიორთან სექსის დროს. ამის მიზეზი შესაძლოა იყოს ბავშვობისდროინდელი ან მოზარდობოს პერიოდის დეზადაპტირებული მასტურბაცია. სხვანაირად რომ ვთქვათ, გამუდმებით ერთი რომელიმე გარკვეული მექანიზმით ორგაზმის მიღწევის შემდეგ სექსის დროს შეუძლებელი ხდება ორგაზმის განცდა იგივე მეთოდის გამოყენების გარეშე. მაგ, თანამედროვეობაში გოგონები სააბაზანოში ორგაზმის მისაღწევად იყენებენ წყლის ჭავლს, მიმართავენ რა ნაკადს კლიტორისკენ. მაგრამ მსგავსი რამის გამოყენება სექსის დროს სააბაზანოს გარეთ შეუძლებელია. ზოგჯერ სწორედ ეს ფაქტორი განაპირობებს ორგაზმის არქონას კოიტუსის პროცესში. მკურნალონა „ცრუ“ ანორგაზმიის დროს მგდომარეობს მასტურბაციის ახალი და ბუნებრივი რეფლექსების გამომუშავებაში. თუკი ქალი ისწავლის კლიტორის აგზნებას არა პირდაპირი, არამედ არაპირდაპირი (მაგ, მცირე სასირცხვო ბაგეების საშუალებით) გზით აგზნებას, გაიზრდება ეროგენული სტიმულაციის დიაპაზონი.

ანორგაზმია მნიშვნელოვნად მოქმედებს ქალის ფსიქიკაზე და პაციენტები უჩივიან ნერვულ აგზნებადობას, საერთო სისუსტეს და დაღლილობას, ამიტომ პრობლემის დროული აღმოჩენისთანავე აუცილებელია ქალმს მიმართოს ექიმ-სექსოლოგს.
კატეგორია: მედიცინა | ნანახია: 1024 | დაამატა: balu | ტეგები: ორგაზმს ვერ განვიცდი, anorgazmiis mizezebi, ქალი ორგაზმს ვერ განიცდის?, rato ver ganvicdi, ფრიგიდულობა და ანორგაზმია, ორგაზმის ვერ განცდა, ანორგაზმია | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.