ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1120/თარიღი: 2013-10-12
მასალა:
600გრ მწვანე ბულგარული წიწკა; 200გრ მწვანე პომიდორი; 1 ცალი მწვანე მწარე წიწკა; 6 კბილი ნიორი; 150 გრ ქინძი; 1 ს/კ ხმელი ქონდარი; 1ჩ/კ ხმელი სუნელი; 5ს/კ ზეთი; მარილი;
|
ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 3641/თარიღი: 2013-09-28
მასალა:
საქონლის ხორცი 700 გრ; ხახვი 2 - 3 თავი; პომიდორი 3 - 4 თავი; ტომატი 1/5 ს/კ; ნიორი 2 კბილი; ქინძი 1/5 კონა; ქინძი ხმელი 1 ჩ/კ; ოხრახუში 1/5 კონა; ნაღების კარაქი; მარილი; წიწაკა;
მომზადება:
მზარეულები ხორცს მომცრო კუბებად ჭრიან, ათავსებენ ქვაბში, ურევენ ცოტაოდენ ნაღების კარაქს, დგამენ დაბალ ცეცხლზე, ხოლო მცირე ხნის შემდეგ, როდესაც ხორცი ფერს შეიცვლის, ამატებენ ხახვს და ერთად შუშავენ. როცა წვენი ჩაშრება, ასხამენ ადუღებულ წყალს ისე, რომ ნაჭრებს შემოადგეს და დაბალ ცეცხლზე ხარშავენ საბოლოო მომზადებამდე.
ჩარბილებული ხორცის ნახარში გადააქვთ ცალკე ჭურჭელში; ნაჭრებს წვრილად დაკეპილ პომიდვრებს, ტომატს ასხამენ და შუშავენ 10-15 წუთის განმავლობაში.
კერძის სოუსის სისქეს არეგულირებენ ნახარშით; მზდების ბოლოს ამატებენ სანელებლებს, დაჭ@@@ტილ ნიორს და დაკეპილ მწვანილებს.
|
ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 795/თარიღი: 2013-09-16
შოკოლადის მუსი ხურმით ძალიან სანიტერესო დესერტია... შაქარი და სიროფი შეგიძლიათ შეცვალოთ თაფლით შესაბამისი რაოდენობით. (ნეკერჩხლის სიროფი მოიკითხეთ სუპერმარკეტებში). დესერტი შეგიძლიათ გააფორმოთ პიტნის ფოთლებით, ხურმის ნაჭრებით ან სხვა ხილით.
|
ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1003/თარიღი: 2013-09-09
წარმოგიდგენთ ძალიან გემრიელ ღვეზელს მომჟავო მოცვით. ეს გახლავთ მშვენიერი ღვეზელი ნიგვზის და შოკოლადის მოყვარულთათვის....
|
ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 921/თარიღი: 2013-09-07
მასალა:
მცენარეული ზეთი - 70მლ; ბრინჯი (მოგრძო) - 300გრ; კამა - 30გრ; სტაფილო - 150გრ; მარილი - 1 ჩ/კ; ნივრის კბილი - 4 ცალი;
მომზადების ინსტრუქცია....
|
ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1277/თარიღი: 2013-09-07
მასალა:
1 კილოგრამი ატამი (დაჭრილი); 1 კილოგრამი შაქარი; 1 ჩაის ჭიქა წყალი;
ატმის მურაბა
მომზადება:
ყვითელი ატამი გავფცქვნათ და დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად. დავასხათ ცივი წყალი და გავაჩეროთ რამოდენიმე საათი. ქვაბში ჩავასხათ 1 ჩაის ჭიქა წყალი შემოვდგათ დაბალ ცეცხლზე, დაუმატოთ შაქარი და მოვადუღოთ სიროფი. სიროფი გავაცივოთ და ჩავყაროთ ცივი წყლიდან ამოღებული ატმის ნაჭრები. დავდგათ ცეცხლზე და ვადუღოთ 30 წუთის განმავლობაში. გადმოვდგათ ცეცხლიდან და გავაჩეროთ მეორე დღემდე. მეორე დღეს დავდგათ ცეცხლზე და მოვხარშოთ სანამ მზად არ იქნება. მომზადებული მურაბა ცხელ-ცხელი ჩავასხათ ქილებში, ბოლომდე ავავსოთ და დავახუროთ თავსახური; მურაბა შევინახოთ გრილ და მზისგან მოშორებულ ადგილას.
|
ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1763/თარიღი: 2013-09-07
მასალა:
• ძროხის/ღორის ხორცი ან მათი ნარევი-4 კილოგრამი • ხახვი-5-6 თავი • ქონი-200 გრამ • ნაწლავი-საჭირო რაოდნობის • პილპილი-20-25 მარცვალი • კოწახური, მარილი-გემოვნებით
მომზადება:
ავიღოთ გარეცხილი მსუქანი ძროხის ხორცის ან ღორის ხორცის რბილი ნაჭერი, ან მათი ნარევი და ხახვთან ერთად ორჯერ გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში. დაკეპილი ხორცი შევაზავოთ მარილით, დანაყილი პილპილით, კოწახურით, კარგად დავზილოთ, თან ცოთა-ცოტა ხორცის ბულიონი დავასხათ, რომ ხორცი ნაზი იყოს. ავიღოთ საქონლის გამხმარი ნაწლავი, კარგად გავრეცხოთ და დავალბოთ თბილ წყალში 10-15 წუთი. განიერძირიანი ძაბრი წამოვაცვათ ნაწლავებს და შეზავებული დაკეპილი ხორცით გავტენოთ (30 სანტიმეტრი სიგრძით). თითოეული კუპატის თავი და ბოლო შევაერთოთ, ძაფებით შევკრათ და დავკიდოთ შესანახად. როცა დაგვჭირდება შევწვათ ტაფაზე და სუფრაზე მივიტანოთ.
|
ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1083/თარიღი: 2013-07-16
მასალა: ყველი ფეტა; 4 საშუალო პომიდორი; 1 დიდი კიტრი; 1 თავი ხახვი 1 ბულგარული წითელი; 1 ბულგარული მწვანე; 1 ქილა ზეთის ხილი; სალათის ფოთოლი; ზეითუნის ზეთი; 1 ცალი ლიომონი; მარილი და პილპილი
მომზადება: ყველა ინგრედიენტები დავჭრათ სასურველი ზომის ნაჭრებად, მინის ჭურჭელში ჩავასხათ ზეითუნის ზეთი, ლიმნის წვენი და შევანელოთ მარილითა და წიწაკით, შემდეგ ეს სითხე დაჭრილ ბოსტნეულს მოვსახათ ზემოდან და ფრთხილად ამოვურიოთ.
|
ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1830/თარიღი: 2013-07-09
მასალა:
მარილი, პილპილი – გემოვნებით ზეთი - 1 ჩ.კ. წითელი მშრალი ღვინო - 1 ს.კ. ღორის ხორცის სტეიკის ნაჭერი - 4 ც. ნახევარი ლიტრი კეფირი(ეს იმისთვის რომ ხორცი ნაზი გამოვიდეს)
მომზადება:
ხორცი გავრეცხოთ, დავბეგვოთ, შევაშროთ და მოვაყაროთ მარილი და პილპილი, წავუსვათ ერთმანეთში შეზავებული ღვინოდა ზეთი, მოვათავსოთ კონტეინერში სადაც ასხია კეფირი და გავაჩეროთ მაცივარში 3 საათით. სანამ შევწვავთ ღორის ხორცს, მაცივრიდან რომ გამოვიღებთ ნახევარი საათით დავდოთ ოთახის ტემპერატურაზე, ასე თანაბრად შეიწვება ხორცი. შემდეგ ხორცი კარგად გაცხელებულ ტაფაზე ან გრილზე ორივე მხრიდან შევწვათ 15 წუთის განმავლობაში. (ტაფაზე მცენარეული ზეთი არ იხმაროთ, რადგან კეფირით არის გაჟღენთილი ხორცი). გადავიტანოთ თეფშზე, ზედ მოვათავსოთ არომატული კარაქის პატარა ნაჭერი და ზემოდან კიდევ ერთი თეფში დავაფაროთ.
მივირთვათ ოდნავ მოგვიანებით ბოსტნეულის გარნირთან ერთად.
|
ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1583/თარიღი: 2013-07-09
მომზადების ინსტრუქციის სანახავად გადადის სრულად ნახვაში...
|
ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1263/თარიღი: 2013-07-09
მასალა:
2 დიდი პომიდორი 200 გრამი ყველი მოცარელა 100 გრამი მწვანე ბაზილი 2 ს.კ. ზეითუნის ზეთი 1 ჩ.კ. ძმარი ბალზამიკო მარილი და შავი პილპილი
მომზადება:
მოცარელა დაჭერით პატარა ნაჭრებად. პომიდორი გარეცხეთ, გააშრეთ და დაჭერით რგოლებად. ერთმანეთს შეურიეთ ბალზამიკო და ზეითუნის ზეთი. მორიგეობით დაალაგეთ თეფშზე პომიდორი, ყველი და ბაზილი, შეაზავეთ დაფქვილი პილპილითა და მარილით. სალათს მოასხით წინასწარ მომზადებული სოუსი და ცენტრში დაადეთ ბაზილის ღერო.
|
ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1445/თარიღი: 2013-06-27
მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
კარაქი ან მარგარინი – 150 გრ. შაქარი – 150 გრ . რძე – 100 მლ . კაკაო – 5 ს.კ. კვერცხი – 2 ც. გასაფხვიერებელი ან სოდა ძმრით – 1 ჩ.კ. ფქვილი – 200-250 გრ. კრემისთვის: არაჟანი – 5 ს.კ . კაკაო – 4 ს.კ. შაქარი – 4 ს.კ. კარაქი – 4 ს.კ. სურვილის შემთხვევაში: თხილი და საკონდიტრო მოსართავი.
მომზდების წესი:
ცომისთვის: ქვაბში აურიეთ კარაქი, კაკაო, შაქარი, რძე. მიიყვანეთ ადუღებამდე და გადმოდგით. გააგრილეთ და შეურიეთ კვერცხი, ამოურიეთ. დაუმატეთ გასაფხვიერებელი ან სოდა ძმრით და ფქვილი, მოზილეთ ფაფუკი ცომი.
ცომისათვის : ქვაბში ამოურიეთ არაჟანი, კაკაო, შაქარი, კარაქი. შემოდგით ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე. გააგრილეთ. გაცივებულ კექსზე გადაუსვით ცივი კრემი. სურვილის შემთხვევაში მოაყარეთ დამტვრეული თხილი ან საკონდიტრო მოსართავი. ცხვება 12 ცალი პატარა კექსი.
ფორმებს გამოუსვით ზეთი და 2/3 ამოავსეთ ცომით. შედგით 180 გრადუსამდე გახურებულ ჰაერღუმელში, 20-25 წუთით.
|
|