4:15 PM ღვეზელი ნიგვზითა და შოკოლადით... | |
მასალა: • ფენოვანი ცომი 400 გრ., • ნიგოზი 200გრ ., • ორცხობილა 100 გრ., • მწარე შოკოლადი • მწარე შოკოლადი 100 გრ., • რძე 125 მლ., • შაქარი 3 ჩ/კ., • კარაქი 30 გრ., • ძირა 1 ზ/კ., • ჩილი გემოვნებით, • ვანილი, • კვერცხი, • ცოტაოდენი გამომშრალი მოცვი; მომზადება: აირღუმელი ჩავრთოთ 180° გრადუსზე. მზა ორი ნაჭერი ფენოვანი ცომი 26 სმ დიამეტრით გამოვიროთ წინასწარ საყინულედან რომ დადნეს. ტაფაზე მოვხალოთ ნიგოზი. გავაგრილოთ. ქვაბში ჩვასხათ რძე. დავუმატოთ კარაქი, შაქარი, ვანილი, ძირა, ჩილი და მწარე შოკოლადი. გავაცხელოთ სანამ შოკოლადი არ დადნება ბოლომდე. შემდეგ გადმოვდგათ ცეცხლიდან და ჩავყაროთ მშრალი მოცვი. დავფხვნათ ორცხობილა(პეჩენია), ჩავყაროთ შოკოლადიან მასაში, დავუმატოთ ნიგოზი(დაუჭრელი), ამოურიოთ და მზადაა. ფორმაში ჩავაფინოთ პერგამენტის ქაღალდი. ჯამში კვერცხის გული და ცილა დავაცილოთ ერთმანეთისაგან. ფუნჯით წავუსვათ ცილა ფენოვან ცომს, ზემოდან დავადოთ ნიგვზიანი გულსართი და კიდეები შემოვუკეცოთ კარგად. ზემოდან კი წავუსვათ კვერცხის გული. შევდგათ ღუმელში 201-25 წუთის განმავლობაში და მზადაა! მშვენიერი ღვეზელია ნიგვზის და შოკოლადის მოყვარულთათვის. გემრიელად მიირთვით!!! | |
|