ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1094/თარიღი: 2013-05-27
"ენკელადოსი" - ინგლისურ ენაზე "Enceladus",ძველბერძნული მითოლოგიის მიხედვით,წარმოადგენდა ცის განმასახიერებელი უძველესი და უზენაესი ღვთაების - ურანოსისა და დედამიწის განსახიერების ღვთაების - გეას ვაჟს.ამასთანავე იგი გახლდათ ერთ-ერთი გოლიათი,რომელიც აქტიურად იყო ჩართული ოლიმპიელი-ღმერთების წინააღმდეგ ბრძოლაში,სხვა გოლიათებთან ერთად.როდესაც გოლიათები დამარცხდნენ,ენკელადოსმა გაქცევა გადაწყვიტა,თუმცა მას კვალში ჩაუდგა...
|
ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 975/თარიღი: 2013-05-10
"სპირიდუში" - შუა საუკუნეების ევროპულ მითოლოგიაში წარმოადგენდა ბოროტ სულს,რომელიც შავი მაგიის გამოყენების შედეგად,შავი ქათმის კვერცხისაგან გამოჰყავდათ და შემდგომ სპეციალურ ჭურჭელში ათავსებდნენ.სპირიდუშს შეეძლო მისი ბატონისათვის წარმატებისა და გამდიდრების მოტანა.თუმცა აქვე აღსანიშნავია,რომ მისი ფლობა მეპატრონეს მაქსიმუმ არა უმეტეს 7 წლისა შეეძლო.ამ ხნის მანძილზე თუკი სპირიდუშის მეპატრონე მისგან არ განთავისუფლდებოდა,ამ შემთხვევაში იგი პატრონს კლავდა და გარდაცვლილის სულს ჯოჯოხეთისაკენ ისტუმრებდა...
|
ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1640/თარიღი: 2013-04-24
პოსეიდონი (ბერძნ. Ποσειδών), ზღვის ღმერთი, კრონოსის და რეას ვაჟი, ზევსის, ჰადესის, ჰერას, დემეტრას და ჰესტიას ძმა. ამფიტრიტეს ქმარი. პოსეიდონის შვილებად ითვლება ზღვის რამდენიმე ურჩხული და გმირი: ტრიტონი, ამიკოსი, ანტეოსი, სკირიონი, პოლიფემოსი და სხვა. მითების მიხედვით პოსეიდონი და ამფიტრიტე ზღვის ფსკერზე ცხოვრობდნენ. მათ ემორჩილებოდა ზღვის ყველა არსება. სამკბილას დარტყმით პოსეიდონი ხვრეტდა კლდეებს და წარმოშობდა ქარბუქებს. მითების მიხედვით აპოლონთან ერთად პოსეიდონმა ააშენა ტროას კედლები. ძუნწ ლაომედონტზე გაჯავრებულმა მის სამეფოს ურჩხული მიუგზავნა, რომელიც შემდგომში ჰერაკლემ მოკლა. პოსეიდონი ედავებოდა ათენასატიკის მმართველობაზე. მითის თანახმად, როდესაც ამ მხარის მმართველობაზე დავა გაიმართა პოსეიდონსა და ათენას შორის, მოსამართლეებმა გადაწყვიტეს გამარჯვებულად ეცნოთ ის, ვინც ხალხს საუკეთესო საჩუქარს მიართმევდა. პოსეიდონმა კლდეს სამკბილა დაჰკრა და ზღვის მარილიანი წყალი სამ ჭავლად წარმოადგინა, ათენამ კი მიწაში ხმალი ჩაასო და ზეთისხილად აქცია. მოსამართლეებმა შეაფასეს ორივეს საჩუქარი და აღნიშნეს, რომ ზღვის მარილიანი წყალი ყველგან დიდ ტალღებად ბობოქრობს და ადვილი საშოვარია, ზეთის ხილი კი ატიკელებს სიმდიდრეს და ბედნიერებას მოუტანს. ამიტომ გამარჯვებულად ათენა დაასახელეს. პოსეიდონი გამუდმებით დევნიდა გმირ ოდისევსს თავისი შვილის – პოლიფემოსის დაბრმავების გამო.
|
ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 2332/თარიღი: 2013-04-24
ზევსი(ძვ.-ბრძ. Ζεύς,) - ძველბერძნულ მითოლოგიაში ცის, ელვისა და ქუხილს ღმერთი, რომელიც მთელ მსოფლიოს განაგებდა. ოლიმპიელების მეთაური, ტიტანების კრონოსისა და რეას მესამე შვილი. (ჰომეროსის თანახმად უფროსი შვილი.) ჰადესის , ჰესტიას, დემეტრასა და პოსეიდონის ძმა. ზევსის მეუღლე არის ქალღმერთი ჰერა (იმის მიუხედავად, რომ ის მისი დაა), თუმცა ზევსი ჰერას ხშირად ღალატობს.
ზევსის ატრიბუტევი იყო ეგიდა (ფარი), სკიპტრა და ხანდახან არწივი. ითვლებოდა, რომ ზევსი ცხოვრობდა მთა ოლიმპოზე. ამის გარდა, იგი ავრცელებს სიკეთესა და ბოროტებას, ხანდახან იგი ასოცირდება ბედთან, ხოლო ხანდახან თავადაც გამოდის როგორც მოირას - ბედის - ქვეშევრდომი. მას შეუძლია მომავლის ნახვა. იგი უთხრობს ადამიანებს მათ ბედს სიზმრების, ქუხილისა და ელვების საშუალებით. სახელმწიფო წყობა ზევსის შექმნილია, მან აჩუქა ადამიანებს კანონები, დააწესა მეფეთა მეფობა, აკონტროლებს ტრადიციების და ადათ-წესების შესრულებას, აგრეთვე იცავს ოჯახსა და სახლს.
ის ეკუთვნის მესამე თაობის ღმერთებს რომლებმაც დაამხეს მეორე თაობა-ტიტანები.ლეგენდის მიხედვით ზევსის მამა კრონოსი თავის შვილებს ჭამდა, რადგან ურანმა მას უწინასწარმეტყველა, რომ იგი მოკვდებოდა თავისი შვილის ხელით. ამიტომ დედამისმა რეამ იგი გადამალა. როდესაც იგი გაიზარდა მან მოკლა მამამისი და აასრულა ურანის წინასწარმეტყველება.
|
ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 938/თარიღი: 2013-03-30
თავდაპირველად მხოლოდ უფრსკული გინუნგაგალი იყო. მისგან ჩრდილოეთით ნისლთა სამეფო ნიფლჰემი , ხოლო სამხრეთით ცეცხლის სამეფო – მუსპელჰეიმი მდებარეობდა.
|
ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1116/თარიღი: 2013-03-30
იოტუნები (Jötun) – სკანდინავიურ მითოლოგიაში გიგანტები გრიმტურსენების (იმირის შვილები) ოჯახიდან.
|
ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1082/თარიღი: 2013-03-30
ოდინი(Odin, Óðinn Odhin, Wotan, Wotan, Jolnir) – უზენაესი ღვთაება სკანდინავიურ მითოლოგიაში; ვალჰალას მბრძანებელი, სიბრძნის, პოეზიის, მაგიის, ომისა და შუღლის ღმერთი. გარდა ამისა არის სიკვდილის ღვთაებაც.
|
ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1146/თარიღი: 2013-03-30
თორი (Þórr, Thor, Thunar, Donar) არის ჭექა-ქუხილის ღმერთი. ის არის ოდინისა და იორდის (Jord) შვილი. იორდი განასახიერებს დაუსახლებელ, დაუმუშავებელ პრიმიტიულ მიწის. იგი იყო მთავარი ღმერთის, ოდინის ერთ-ერთი მეუღლე. თორის მეუღლე იყო სიფი (Sif). ის ოქროსფერ-თმიანი მოსავლისა და ნაყოფიერების ქალღმერთი იყო.
სიფი
როგორც მისი დიადი მამა, თორიც ხშირად სტუმრობდა დედამიწას. იგი იყო მეგობრული მოკვდავების მიმართ და იყო გიგანტების მტერი, თუმცა თავადაც გიგანტი იყო ყველანაირი შეხედულებით. მას ჰქონდა ზეადამიანური ძალა და მადა . მისი წითური წვერი იყო ელვის სიმბოლო. მისი წვერი კაშკაშებდა როდესაც იგი ომში თავისი კარეტით გამოდიოდა, რომელშიც მას თხები ჰყავდა შებმული. როდესაც თორი ბრაზდებოდა ის წვერზე ხელს ისვავდა და გამოსცემდა საშინელ ხმას. საზარელი იყო ამ დროს ის ხმა და თორის გამოხედვა.
|
ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1081/თარიღი: 2013-03-23
ერთი შეხედვით მარტივ კითხვაზე, მეცნიერებას ყველასათვის მისაღები პასუხი ჯერ არ მოუნახავს. მკვლევართა უმეტესობა ყველაზე მისაღებად ამგვარ დეფინიციას მიიჩნევს: ”მითი არის განსაკუთრებული (კოლექტიური) მნიშვნელობის მქონე ტრადიციული ამბავი” მასში საკმაოდ ღრმა აზრია ჩადებული. ტრადიციული ამბავი გულისხმობს იმას, რომ მითს არ ყავს კონკრეტული ავტორი. მას თავისი კოლექტიური შემოქმედების ნაყოფად აღიქვამს ის საზოგადოება, რომლისთვისაც მას განსაკუთრებული ”მნიშვნელობა” აქვს.
მითოლოგია არის მითების შესწავლელი დარგი, ასევე მითების ერთობლიობა. მითოლოგია, როგორც მეცნიერება, შეისწავლის მითების წარმოშობას, შინაარსს, კლასიფიკაციას და გავრცელებას. მითები წარმოადგენენ თქმულებებს ღმერთებზე, გმირებზე, დემონებზე, სულებზე, ბუნების მოვლენებზე, სამყაროსა და ციური სხეულების წარმოშობაზე და ასახავენ ადამიანთა წარმოდგენენ ადრეკლასობრივ საზოგადოებაში
|
ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1096/თარიღი: 2013-03-23
ძველბერძნული მითოლოგია — ნაკრები ძველი ბერძნების მითებისა და ისტორიების, რომლებიც მათ ღმერთებსა და გმირებს, ასევე სამყაროს მოწყობას და მათი საკუთარი კულტისა და რიტუალური პრაქტიკის დასაბამსა და მნიშვნელობას ეხება. თანამედროვე მკვლევარები ამ მითებს იყენებენ ძველი საბერძნეთისა და ძველი ბერძნული ცივილიზაციის რელიგიური და პოლიტიკური ინსტიტუტების შესასწავლად, ასევე თვით ამ მითების შექმნის ბუნების გამოსაკვლევად
|
|