11:46 PM ენკელადოსი - მითოლოგია | |
"ენკელადოსი" - ინგლისურ ენაზე "Enceladus",ძველბერძნული მითოლოგიის მიხედვით,წარმოადგენდა ცის განმასახიერებელი უძველესი და უზენაესი ღვთაების - ურანოსისა და დედამიწის განსახიერების ღვთაების - გეას ვაჟს.ამასთანავე იგი გახლდათ ერთ-ერთი გოლიათი,რომელიც აქტიურად იყო ჩართული ოლიმპიელი-ღმერთების წინააღმდეგ ბრძოლაში,სხვა გოლიათებთან ერთად.როდესაც გოლიათები დამარცხდნენ,ენკელადოსმა გაქცევა გადაწყვიტა,თუმცა მას კვალში ჩაუდგა და ეტლით დაედევნა ძველი საბერძნეთის ერთ-ერთი უმთავრესი ღვთაება - ათენა.ერთ-ერთი ვერსიის თანახმად ენკელადოსი დაიღუპა ათენას მიერ ნატყორცნი ლოდით და შემდგომში სწორედ ეს ლოდი გარდაიქმნა კუნძულ სიცილიად.მეორე ვერსიის თანახმად,ენკელადოსი დაიღუპა ათენას მიერ ნატყორცნი შუბით და იგი დაკრძალულ იქნა კუნძულ სიცილიაზე,ეტნას მთის მიდამოებში.ზემოთ აღნიშნული მოვლენების გამო,დიდი ხნის განმავლობაში ადგილობრივ მოსახლეობაში იყო თქმულება,რომლის მიხედვიტაც,ვულკანი ეტნას ცეცხლი,ენკელადოსის სუნთქვას წარმოადგენდა.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ დღემდე საბერძნეთში მიწისძვრას - "ენკელადოსის თრთოლვას" უწოდებენ. | |
|